1. სერტიფიკატის მფლობელი მიმართავს სააგენტოს წერილობითი განცხადებით (დანართი №5), რომელშიც აღინიშნება სდ-ს სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ი. განცხადებას უნდა ერთვოდეს სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

2. სააგენტოს შეაქვს სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებ(ებ)ი, თუ:

ა) შეიცვალა სერტიფიკატის მფლობელის დასახელება ან სამართლებრივი ფორმა;

ბ) შეიცვალა პირობები, რომელთა შესაბამისადაც იყო გაცემული სერტიფიკატი და/ან სერტიფიკატის დანართი.

3. სააგენტო განცხადებას და თანდართულ საბუთებს იხილავს განცხადების რეგისტრაციიდან 3 (სამი) თვის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილების შეტანის ან ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.

4. სააგენტო ახალ სერტიფიკატს და/ან სერტიფიკატის დანართს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში. ძველი სერტიფიკატი და/ან სერტიფიკატის დანართი 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში უბრუნდება სააგენტო