1. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟიორის მიღება ფორმდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, ამავე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. სტაჟიორის მიღების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: სტაჟიორის სახელს, გვარს, პირად ნომერს, სამინისტროს დანაყოფის დასახელებას, სტაჟიორის ძირითად ფუნქცია-მოვალეობებს, მონაცემებს მენტორისა და ხელმძღვანელის შესახებ, სტაჟირების დაწყების/დასრულების თარიღს და საფუძველ