1. ხელმძღვანელი სტაჟიორს/პრაქტიკანტს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და განუსაზღვრავს შესასრულებელი სამუშაოს ვადებს, კოორდინაციას უწევს მის საქმიანობას, ახორციელებს კონტროლს სტაჟიორის/პრაქტიკანტის სამსახურში გამოცხადებასა და დისციპლინაზე.

2. მენტორი სტაჟიორს/პრაქტიკანტს აცნობს სამინისტროს ორგანიზაციულ კულტურას, უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას მიღებული დავალებების ჯეროვნად და დადგენილ ვადაში შესასრულებლად, აღნიშნულთან დაკავშირებით აწვდის დროულ და საჭირო ინფორმაციას, სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის დასრულების შემდგომ, ამზადებს სტაჟიორის/ პრაქტიკანტის დახასიათებას.

3. მენტორი ვალდებულია თვეში ერთხელ შეაფასოს პრაქტიკანტი და აღნიშნული შეფასება წარუდგინოს ხელმძღვანელს.

4. ხელმძღვანელი უფლებამოსილია  დანაყოფის ხელმძღვანელს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე