1. პროკურორის მონაწილეობა მენტორობის პროგრამაში წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას. პროკურორის შეფასება, რომელიც ჩართულია მენტორობის პროგრამაში, ხორციელდება ორ კომპონენტში:

ა) მენტორის დატვირთვა – რამდენ თანამშრომელს გაუწია პროკურორმა მენტორობა შესაფასებელ პერიოდში;

ბ) მენტორობის ხანგრძლივობა – რა დროის განმავლობაში ახორციელებდა პროკურორი მენტორის ფუნქციებს.

2. პროკურორის მონაწილეობა მენტორობის პროგრამაში შეფასების შედეგებში მიეთითება სხვა მიმართულებებისგან დამოუკიდებლა