1.სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხი ფასდება სასამართლო სხდომების პერიოდული მონიტორინგის გზით.

2. შეფასებას ექვემდებარება პროკურორის მიერ სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხი საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე:

ა) ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომა;

ბ) წინასასამართლო სხდომა;

გ) არსებითი განხილვის სხდომა;

დ) სააპელაციო განხილვის სხდომა;

ე) საკასაციო განხილვის სხდომა.

3. შეფასებას ექვემდებარება შემდეგი მიმართულებები:

ა) ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაში მონაწილეობა;

ბ) წინასასამართლო სხდომაში მონაწილეობა;

გ) შესავალი სიტყვა;

დ) პირდაპირი დაკითხვა;

ე) ჯვარედინი დაკითხვა;

ვ) დასკვნითი სიტყვა.

4. სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისას პროკურორი უნდა აკმაყოფილებდეს სასამართლო განხილვის თითოეული ეტაპის შეფასებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს.

5. სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხი ფასდება მაქსიმუმ 100 ქულით, დანართი N2-ის შესაბამისა