1. პროკურორის საქმიანობის ხარისხი წარმოადგენს შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას, რომლის ხვედრითი წილი კომპეტენციის განმსაზღვრელ საბოლოო ქულაში არის 50 ქულა და მოიცავს პროკურორის საქმიანობის ხარისხის შეფასებას შემდეგ კომპონენტებში:
ა) საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხი;
ბ) საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობისა და სამართლებრივი წერის ხარისხი;
გ) სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხი.
2. საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხი, საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობისა და სამართლებრივი წერის ხარისხი, სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხი ფასდება თითოეული 100 (ასი) ქულით და საბოლოოდ, პროკურორის საქმიანობის ხარისხის ქულა გამოითვლება სამივე კომპონენტში მიღებულ ქულათა საშუალო არითმეტიკულით.
3. საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხი ფასდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, ხოლო საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობისა და სამართლებრივი წერის ხარისხი, აგრეთვე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხი ფასდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით და მათთვის განსაზღვრული ქულათა სისტემით (დანართი N1 და დანართი N2);
4. შემფასებელი უფლებამოსილია გაცდეს შეფასების სისტემით ცალკეული კრიტერიუმებისათვის განსაზღვრულ ქულათა ზღვარს და სათანადო საფუძვლის არსებობისას პროკურორს დააკლოს შეფასების სისტემით გათვალისწინებულზე მეტი ქულ