1. ამ თავით დადგენილი წესით ფასდება საქართველოს პროკურატურის შემდეგი ორგანოები და სტრუქტურული დანაყოფები:
ა) თბილისის პროკურატურა;
ბ) აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები;
გ) საოლქო პროკურატურები;
დ) რაიონული პროკურატურები;
ე) საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;
ვ) საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი;
ზ) საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;
თ) საქართველოს გენერალური პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;
ი) საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საქართველოს პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფების პროკურორის შეფასება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ა) პროკურორის საქმიანობის ხარისხი;
ბ) პროკურორის დატვირთვა;
გ) ხელმძღვანელის შეფასება;
დ) პროკურორის მონაწილეობა მენტორობის პროგრამაში;
ე) პროკურორის ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება;
ვ) პროკურორის პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა;
ზ) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელებ