1. პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემა (შემდგომში – შეფასების სისტემა), „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა (შემდგომში – გამომძიებელი) შეფასების მიმართულებებსა და კრიტერიუმებს.

2. შეფასების სისტემა უზრუნველყოფს საპროკურორო საქმიანობისა და პროკურატურის სისტემაში გამოძიების ხარისხის ამაღლებას, პროკურორთა და გამომძიებელთა რანგირების, წახალისების, დაწინაურების, დისციპლინური სახდელის დადების, უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანის და დათხოვნის გამჭვირვალე სისტემის შექმნას, პროკურორთა და გამომძიებელთა მოტივაციის ამაღლებას.

3. შეფასების შედეგები მხედველობაში მიიღება პროკურორთა და გამომძიებელთა რანგირების, წახალისების, დაწინაურების, დისციპლინური სახდელის დადების, უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანის და დათხოვნის საკითხების გადაწყვეტისას.

4. პროკურორი და გამომძიებელი, როგორც წესი, ფასდება ორ წელიწადში ერთხელ.

5. შეფასების შედეგები არ არის საჯარო.

თავი II

შეფასების მიმართულებები და შეფასების განმახორციელებელი სტრუქტურული დანაყოფე