1. პროკურორის დატვირთვა წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას, რომლის ხვედრითი წილი კომპეტენციის განმსაზღვრელ საბოლოო ქულაში არის 30 ქულა. პროკურორის დატვირთვა წარმოადგენს საპროცესო ხელმძღვანელობისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ეტაპზე პროკურორის მიერ შესრულებული სამუშაოს რაოდენობრივ გაანგარიშებას.

2. პროკურორის დატვირთვა გამოითვლება, როგორც ცალკეული სტრუქტურული დანაყოფის, ასევე ქვეყნის მასშტაბით ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების ფარგლებში.

3. ცალკეული სტრუქტურული დანაყოფის დატვირთვის შიდა საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება ამ დანაყოფის პროკურორთა დატვირთვის მონაცემების ამავე დანაყოფის პროკურორთა რაოდენობაზე გაყოფით.

4. ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების პროკურორთა დატვირთვის საერთო საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება ამ დანაყოფების პროკურორთა დატვირთვის მონაცემების ამავე დანაყოფების პროკურორთა საერთო რაოდენობაზე გაყოფით.

5. პროკურორის დატვირთვის საბოლოო ქულა გამოითვლება ცალკეული სტრუქტურული დანაყოფის და ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების ფარგლებში მიღებული დატვირთვის შედეგებიდან. პროკურორის დატვირთვა განისაზღვრება შესაფასებელ პერიოდში საპროცესო ხელმძღვანელობისას და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭრისას შედგენილი საპროცესო დოკუმენტებისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის რაოდენობრივი მონაცემების დამუშავების გზით.

6. პროკურორის დატვირთვის განსაზღვრის კრიტერიუმები და ალგორითმი (დათვლის წესი) მოცემულია დანართ N3-შ