1. პროკურორის პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას და შეფასების შედეგებში მიეთითება სხვა მიმართულებებისაგან დამოუკიდებლად.
2. პროკურორის შეფასებისას გაითვალისწინება მისი მონაწილეობა პრევენციულ ღონისძიებებში ან/და პროკურატურის იმიჯის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებულ სხვა აქტივობებში. საბოლოო შედეგი გამოიხატება რაოდენობრივ მონაცემებში, რაც მოიცავს ჩატარებული ღონისძიებების/აქტივობების რაოდენობას, ხანგრძლივობას და სამიზნე ჯგუფის წევრების რაოდენობა