1. ამ თავით დადგენილი წესით შეფასებას ექვემდებარებიან საქართველოს გენერალური პროკურატურის შემდეგი დეპარტამენტებისა და სამმართველოების პროკურორები:
ა) საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;
ბ) გენერალური ინსპექცია;
გ) საგამოძიებო ნაწილი;
დ) სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი;
ე) საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ვ) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი;
ზ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველო;
თ) ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო;
ი) კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დეპარტამენტები/სამმართველოები ასრულებენ განსხვავებული სპეციფიკის სამუშაოს, შესაბამისად მათი შეფასების კრიტერიუმები არაერთგვაროვანია და ძირითადად მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ა) ხელმძღვანელის შეფასება;
ბ) პროკურორის მონაწილეობა მენტორობის პროგრამაში;
გ) პროკურორის ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება;
დ) პროკურორის პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა;
ე) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დეპარტამენტების/სამმართველოების პროკურორთა შეფასება შემდეგ მიმართულებებში – პროკურორის მონაწილეობა მენტორობის პროგრამაში, ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება, პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა, წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები, ხდება საერთო წესის შესაბამისად. მითითებული დეპარტამენტების/სამმართველოების ხელმძღვანელების მიერ პროკურორის ზოგადი უნარ-ჩვევები ასევე ფასდება საერთო წესის შესაბამისად, ხოლო პროფესიული უნარ-ჩვევები ფასდება დეპარტამენტის/სამმართველოს ფუნქციების და ამოცანების გათვალისწინებით, პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კომპონენტში.
4. პროკურორის შეფასებისას ხელმძღვანელი მხედველობაში იღებს პროკურორის დატვირთვას შესაფასებელ პერიოდში.
5. პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხი ფასდება 0-დან 100 ქულამდე (0-დან 65-მდე დაბალი, 65-დან 75-მდე საშუალოზე დაბალი, 75-დან 85-მდე საშუალო, 85-დან 90-მდე მაღალი, 90-დან 100-მდე უმაღლესი).
6. ხელმძღვანელი პროკურორს აფასებს დანართი №4-ის მიხედვით. ზოგადი და პროფესიული უნარ-ჩვევები ფასდება მაქსიმუმ 100-100 ქულით, ხოლო საბოლოოდ გამოითვლება მათი საშუალო არითმეტიკული.
7. პროკურორის შეფასება შემდეგ მიმართულებებში – პროკურორის მონაწილეობა მენტორობის პროგრამაში, პროკურორის ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება, პროკურორის პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა, პროკურორის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელები და წახალისების ღონისძიებები ხდება შეფასების სისტემის მე-11 – მე-14 მუხლებისა და დანართი N5 -ის შესაბამისა