1. ამ დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს პროკურორი ფასდება შემდეგ მიმართულებებში:

ა) ხელმძღვანელის შეფასება;

ბ) ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება;

გ) პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა;

დ) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები.

2. ამ დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორი ფასდება შემდეგ მიმართულებებში

ა) ხელმძღვანელის შეფასება;

ბ) მენტორობის პროგრამაში მონაწილეობა;

გ) ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება;

დ) პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა;

ე) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები.

3. ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას და პროკურორი ფასდება ორ კომპონენტში:

ა) ზოგადი უნარ-ჩვევები;

ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები.

4. ზოგადი უნარ-ჩვევების შეფასება ხდება შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი N4-ის შესაბამისად.

5. ამ დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს პროკურორთა პროფესიული უნარ-ჩვევები ფასდება პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კომპონენტში სამმართველოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად მიმართულებებში:

ა) საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობისა და სამართლებრივი წერის ხარისხის შეფასება;

ბ) სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეზე სარჩელის და შესაგებლის მომზადება;

გ) სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის და სააპელაციო შესაგებლის მომზადება;

დ) სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეზე საკასაციო საჩივრის და საკასაციო შესაგებლის მომზადება;

ე) სამოქალაქო/ადმინისტრაციული საქმის წარმოებით შეწყვეტის, საქმის განუხილველად დატოვების და საქმის მორიგებით დასრულების შესახებ შუამდგომლობის მომზადება;

ვ) სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეზე საჩივრის/კერძო საჩივრის მომზადება;

ზ) სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო სხდომაში მონაწილეობა;

თ) სამართლებრივ აქტებზე მომზადებული დასკვნების ხარისხის შეფასება;

ი) საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება;

კ) საკანონმდებლო ინიციატივებზე და სხვა ნორმატიულ აქტებზე მოსაზრებების და შენიშვნების მომზადება;

ლ) განცხადებებზე/საჩივრებზე მომზადებული პასუხების ხარისხის შეფასება;

მ) მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხების მომზადება;

ნ) პერსონალური მონაცემების დამუშავება;

ო) საჩივრების/განცხადებების განხილვა;

პ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები.

6. ამ დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორთა პროფესიული უნარ-ჩვევები ფასდება პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კომპონენტში სამმართველოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად მიმართულებებში:

ა) ექსტრადიციის დასაშვებობის სასამართლო პროცესებში მონაწილეობის ხარისხი (პირველი და საკასაციო ინსტანციები);

ბ) აღკვეთის ღონისძიების პროცესებში მონაწილეობის ხარისხი;

გ) უცხო სახელმწიფოს სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობის განხილვასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება;

დ) საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობისა და სამართლებრივი წერის ხარისხი.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეფასებას დაქვემდებარებული დოკუმენტებია:

ა) ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობა;

ბ) აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა;

გ) დაცვის მხარის შუამდგომლობაზე/საჩივარზე წერილობითი პასუხი;

დ) სამართლებრივ საკითხებზე იუსტიციის მინისტრისთვის წარსადგენი პროკურატურის პოზიციის დოკუმენტი (უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობები პატიმრის ტრანზიტზე და ექსტრადირებული პირისათვის დამატებითი ბრალდების წარდგენაზე);

ე) ინტერპოლში საჩივრის განხილვისას წერილობითი კომუნიკაცია;

ვ) უცხოეთიდან საქართველოში ექსტრადიციის პროცესში წერილობითი მონაწილეობა – შეპასუხება დაცვის მხარის მიერ დაყენებულ სადავო საკითხებზე;

ზ) უცხო სახელმწიფოში გასაგზავნი ექსტრადიციის შუამდგომლობა;

თ) უცხო სახელმწიფოში გასაგზავნი სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობა;

ი) ონლაინ სერვისპროვაიდერისათვის გასაგზავნი მონაცემების მოთხოვნა და შემდგომი მიმოწერა ასეთის არსებობის შემთხვევაში.

8. ამ დეპარტამენტის პროკურორთა შეფასება ასევე ხდება შეფასების სისტემის მე-15 მუხლის მე-3 – მე-7 პუნქტების მიხედვი