1. ამ სამმართველოს პროკურორი ფასდება შემდეგ მიმართულებებში:
ა) ხელმძღვანელის შეფასება;
ბ) მენტორობის პროგრამაში მონაწილეობა;
გ) ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება;
დ) პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა;
ე) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები.
2. ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას და პროკურორი ფასდება ორ კომპონენტში:
ა) ზოგადი უნარ-ჩვევები;
ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები.
3. ზოგადი უნარ-ჩვევების შეფასება ხდება შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი N4-ის შესაბამისად.
4. პროფესიული უნარ-ჩვევები ფასდება პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კომპონენტში სამმართველოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად მიმართულებებში:
ა) დაკავების ადგილებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული ვიზიტები;
ბ) სახალხო დამცველის ან ადამიანის უფლებათა დამცველი სხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ კვლევებზე და რეკომენდაციებზე ანგარიშის მომზადება;
გ) საჩივრების/განცხადებების და სახალხო დამცველის მომართვების განხილვა;
დ) განცხადების/საჩივრის ავტორთან ან/და სხვა პირთან შეხვედრა;
ე) ანალიზების და კვლევების მომზადება;
ვ) რეკომენდაციების შემუშავება;
ზ) გამოძიების სტადიაზე არსებული სისხლის სამართლის საქმის შესწავლა;
თ) სისხლის სამართლის საქმის შესწავლა, რომელზეც სასამართლოში მიმდინარეობს განხილვა ან გამოტანილია განაჩენი;
ი) ანალიზის მიზნით სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლა;
კ) კანონის პროექტებზე შენიშვნების/წინადადებების მომზადება;
ლ) სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადება;
მ) სტატისტიკის წარმოება ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულებზე;
ნ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები.
5. ამ სამმართველოს პროკურორთა შეფასება ასევე ხდება შეფასების სისტემის მე-15 მუხლის მე-3 – მე-7 პუნქტების მიხედვი