1. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციისა და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გამომძიებელთა შეფასება ხორციელდება შეფასების სისტემის 27-ე მუხლის შესაბამისად და ამ მუხლში მოცემული თავისებურების გათვალისწინებით.

2. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის გამომძიებლის პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასებისას ხელმძღვანელი ასევე ითვალისწინებს გამომძიებლის მიერ განხორციელებულ დამატებით საქმიანობას გენერალური ინსპექციის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად მიმართულებებში:

ა) სასამართლო სხდომების მონიტორინგი;

ბ) შინაგანაწესის მონიტორინგი;

გ) სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება;

დ) გამოძიების სტადიაზე არსებული სისხლის სამართლის საქმის შესწავლა;

ე) სასამართლო განხილვის ეტაპზე არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლა;

ვ) სისხლის სამართლის საქმის შესწავლა, რომელზეც გამოტანილია განაჩენი;

ზ) დასკვნების მომზადება;

თ) რეკომენდაციების შემუშავება;

ი) წერილობითი მითითების და მოხსენებითი ბარათის მომზადება;

კ) კანონის პროექტის მომზადება;

ლ) კანონის პროექტზე შენიშვნების და მოსაზრებების მომზადება;

მ) ანალიზების მომზადება, მათ შორის სხვა ქვეყნების პრაქტიკის განზოგადების მიზნით;

ნ) საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნების შესწავლა;

ო) სახელმძღვანელოს შემუშავება;

პ) სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგი;

ჟ) პროკურატურის ცხელი ხაზის მონიტორინგი;

რ) საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანების შესრულების მონიტორინგი;

ს) საჩივრის/განცხადებების განხილვა;

ტ) განცხადების/საჩივრის ავტორთან ან/და სხვა პირებთან შეხვედრა;

უ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები.

3. საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გამომძიებლის პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასებისას ხელმძღვანელი ასევე ითვალისწინებს გამომძიებლის მიერ განხორციელებულ დამატებით საქმიანობას სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად მიმართულებებში:

ა) საჩივრების/განცხადებების განხილვა;

ბ) სისხლის სამართლის საქმის შესწავლა, რომელზეც გამოტანილია განაჩენი;

გ) საჩივრების/განცხადებების განხილვა, რომელიც მოითხოვს დამატებით მასალების მოძიებას/შესწავლას და განცხადების ირგვლივ გასაუბრებას;

დ) ეფექტიანი, სისტემატური კომუნიკაცია ყოფილ მსჯავრდებულთან და პოტენციურ დაზარალებულთან;

ე) საქმეთა შესწავლა, რომლის ფარგლებში მოქალაქეს ჩამოერთვა ქონება და დამატებით გამოძიების ჩატარება საკუთრების წარმოშობის კანონიერების დადგენის მიზნით;

ვ) რეკომენდაციების მომზადება;

ზ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები.

4. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გამომძიებლის პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასებისას საქმის გამოძიების ხარისხის და მომზადებული საპროცესო დოკუმენტების ხარისხის შეფასების გარდა მხედველობაში მიიღება დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვა ძირითად მიმართულებებში გამომძიებლის მიერ განხორციელებული დამატებითი საქმიანობის ხარისხი. გენერალური ინსპექციის და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გამომძიებელი ფასდება სამივე კომპონენტში ერთობლივად, 0-დან 100 ქულამდე (0-დან 65-მდე დაბალი, 65-დან 75-მდე საშუალოზე დაბალი, 75-დან 85-მდე საშუალო, 85-დან 90-მდე მაღალი, 90-დან 100-მდე უმაღლესი). საბოლოოდ, ხელმძღვანელის შეფასება გამოითვლება ზოგადი და პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასებისას მიღებულ ქულათა საშუალო არითმეტიკულით.

თავი VI

პროკურორის/გამომძიებლის კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულის გამოთვლის მეთოდოლოგ