1. შეფასების სისტემის მიზნებისთვის პროკურორთა დატვირთვა გამოითვლება ექვსი კატეგორიის მიხედვით: ძალიან დატვირთული, დატვირთული, საშუალოზე მეტად დატვირთული, საშუალოდ დატვირთული, საშუალოზე ნაკლებად დატვირთული, ნაკლებად დატვირთული. აღნიშნული კატეგორიებით გამოითვლება პროკურორის დატვირთვა როგორც ცალკეული სტრუქტურული დანაყოფის შიგნით, ასევე ქვეყნის მასშტაბით ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების ფარგლებში.
2. პროკურორთა დატვირთვის მონაცემთა სტატისტიკურ-ანალიტიკური დამუშავება განხორციელდება პროკურატურის ანალიტიკური პორტალის ალგორითმების საფუძველზე,3. პროკურორთა დატვირთვის გამოთვლის მეთოდოლოგია ეფუძნება მონაცემთა სტატისტიკურ-ანალიტიკური დამუშავების პრინციპს. შესაბამისად, პროკურატურის სისტემაში ანალიტიკური მიმართულების ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების გაუმჯობესებამ, აგრეთვე შესაფასებელ პერიოდში პროკურორთა მიერ განხორციელებული ქმედებების რაოდენობის ცვლილებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ალგორითმებში გამოყენებული ცვლადების კორექტირება დატვირთვის კატეგორიების ობიექტურად განსაზღვრის მიზნით.