1. ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს გამომძიებლის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას, რომლის ხვედრითი წილი კომპეტენციის განმსაზღვრელ საბოლოო ქულაში არის 70 ქულა. ხელმძღვანელი გამომძიებელს აფასებს ორ კომპონენტში:
ა) ზოგადი უნარ-ჩვევები;
ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები.
2. გამომძიებელს აფასებს მისი უშუალო ხელმძღვანელი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – უფლებამოსილი პირი. კერძოდ, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელს აფასებს საგამოძიებო ნაწილის შესაბამისი სამმართველოს უფროსი. გენერალური ინსპექციის და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გამომძიებელს – დეპარტამენტის უფროსი. კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს გამომძიებელს – სამმართველოს უფროსი. საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელს – საოლქო პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელს – თბილისის პროკურორი.
3. გამომძიებლის ზოგადი უნარ-ჩვევები ფასდება 10 კრიტერიუმის მიხედვით, მაქსიმუმ 100 ქულით. ესენია:
ა) დისციპლინა;
ბ) გარეგნული იერსახე (ე.წ. „დრესკოდი“);
გ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
დ) ორგანიზებულობა;
ე) დროის მენეჯმენტი;
ვ) სამუშაოს შესრულების ხარისხი;
ზ) კრიტიკული აზროვნების და არგუმენტაციის უნარი;
თ) კომუნიკაციის უნარი;
ი) გუნდური მუშაობის უნარი;
კ) აზრის გადმოცემის/საქმის მოხსენების უნარი.
4. თითოეული კრიტერიუმი ფასდება 0-დან 10 ქულამდე (0-2 დაბალი, 3-4 საშუალოზე დაბალი, 5-6 საშუალო, 7-8 მაღალი, 9-10 უმაღლესი). აღნიშნულ კომპონენტში გამომძიებლის საბოლოო შეფასება გამოიანგარიშება თითოეულ კრიტერიუმში მიღებულ ქულათა ჯამით.
5. გამომძიებლის პროფესიული უნარ-ჩვევები სტანდარტულ შემთხვევაში ფასდება 2 კომპონენტში:
ა) საქმის გამოძიების ხარისხი;
ბ) მომზადებული საპროცესო დოკუმენტების ხარისხი.
6. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გამომძიებლის პროფესიული უნარ-ჩვევები ფასდება 3 კომპონენტში:
ა) საქმის გამოძიების ხარისხი;
ბ) მომზადებული საპროცესო დოკუმენტების ხარისხი;
გ) დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვა ძირითად მიმართულებებში გამომძიებლის მიერ განხორციელებული დამატებითი საქმიანობის ხარისხი.
7. გამოძიების ხარისხის შეფასების კრიტერიუმებია:
ა) აქვს თუ არა სამართლებრივი, ანალიტიკური აზროვნების და საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად დასაბუთების უნარი;
ბ) გადაწყვეტილების მიღებისას, საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების დროს სწორად იყენებს თუ არა ნორმატიულ აქტებს;
გ) აქვს თუ არა გადაწყვეტილების სწრაფად და დამოუკიდებლად მიღების უნარი;
დ) აქვს თუ არა სამუშაო დროის რაციონალურად განაწილების უნარი და სწორად განსაზღვრავს თუ არა პრიორიტეტულ საქმეებსა და საკითხებს;
ე) აქვს თუ არა მოცულობითი და რთული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების უნარი;
ვ) გამოძიების დაწყების მოთხოვნით შემოსულ საჩივარ-განცხადებებზე იღებს თუ არა დროულ, კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას;
ზ) სათანადო საფუძვლის არსებობისას დროულად იწყებს თუ არა გამოძიებას;
თ) გამოძიების დაწყებისას სისხლის სამართლის საქმეს ანიჭებს თუ არა სწორ კვალიფიკაციას;
ი) გამოძიების დაწყებისთანავე განსაზღვრავს თუ არა გადაუდებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების გეგმას და დროულად და ხარისხიანად ატარებს თუ არა მათ;
კ) სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ამომწურავად ჩატარების მიზნით დროულად და სწორად განსაზღვრავს თუ არა საქმეზე ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების საჭიროებებს და დროულად და ხარისხიანად ატარებს თუ არა მათ;
ლ) სწორად განსაზღვრავს თუ არა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების თანმიმდევრობას;
მ) აქვს თუ არა მოწმის, დაზარალებულის, ბრალდებულის კრიტიკულად და სრულყოფილად გამოკითხვის და მისგან საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების უნარი;
ნ) დროულად, ხარისხიანად და სრულყოფილად ასრულებს თუ არა საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის მიერ მიცემულ მითითებებს;
ო) უზრუნველყოფს თუ არა გამოძიების მიმდინარეობისას წარმოშობილი საგამოძიებო ვერსიების (მათ შორის, დაცვის მხარის ვერსიის) გადამოწმებას;
პ) დამოუკიდებლად იღებს თუ არა გადაწყვეტილებას საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების თაობაზე;
ჟ) საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას იცავს თუ არა საპროცესო ნორმებს, რაც გამორიცხავს გადაუდებლად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების უკანონოდ ცნობას და წინასასამართლო სხდომის ეტაპზე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას;
რ) სრულყოფილად ატარებს თუ არა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებს გამოძიებაში არსებულ იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებზეც არ არის დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა;
ს) სრულყოფილად ფლობს თუ არა ინფორმაციას მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე;
ტ) აკონტროლებს თუ არა დევნადაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებს და უზრუნველყოფს თუ არა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებს სრულყოფილად ჩატარებას;
უ) დროულად უზრუნველყოფს თუ არა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების შესრულებას;
ფ) ეფექტიანად და დამოუკიდებლად აკონტროლებს თუ არა საპროცესო ვადებს;
ქ) სათანადო საფუძვლის არსებობისას სწორად განსაზღვრავს თუ არა პროცესის მონაწილის (თარჯიმნის, გარეშე პირის, კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის, ფსიქოლოგის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის) მოწვევის და საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებაზე დასწრების საჭიროებას;
ღ) დროულად ახდენს თუ არა პროკურორის ინფორმირებას კვალიფიკაციის შეცვლის, პირის დაზარალებულად ცნობის სათანადო საფუძვლის არსებობის თაობაზე;
ყ) დროულად და ეფექტიანად უზრუნველყოფს თუ არა დაზარალებულისათვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების განხორციელებას;
შ) ორიენტირებულია თუ არა გამოძიების დროულად დასრულებაზე და მიჰყავს თუ არა საქმე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების ეტაპამდე;
ჩ) შეუძლია თუ არა სისხლის სამართლის საქმის ლაკონურად, კვალიფიციურად და არგუმენტირებულად მოხსენება და საკითხის გადასაჭრელად აუცილებელი, რელევანტური გარემოებების იდენტიფიცირება;
ც) აქვს თუ არა სისხლის სამართლის საქმის სიღრმისეული და კრიტიკული შესწავლის, მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის, შესაძლო შედეგების გათვალისწინების და მათ საფუძველზე არგუმენტირებული გადაწყვეტილების მიღების უნარი;
ძ) არის თუ არა გამომძიებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერი, ობიექტური და დასაბუთებული და ხდება თუ არა მისი გადაწყვეტილებების საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის მიერ გაუქმება;
წ) დროულად განიხილავს თუ არა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ შუამდგომლობასა და საჩივარ-განცხადებებს;
ჭ) არგუმენტირებულად პასუხობს თუ არა საქმის გამოძიების ეტაპზე დაცვის მხარის და პროცესის სხვა მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობებს და საჩივარ-განცხადებებს;
ხ) შესწევს თუ არა განმცხადებლებთან/საჩივრის ავტორებთან და პროცესის მონაწილეებთან ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
ჯ) სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში მუშაობს ხარისხიანად;
ჰ) სხვა კრიტერიუმები.
8. გამომძიებლის მიერ მომზადებული საპროცესო დოკუმენტების ხარისხის შეფასების კრიტერიუმებია:
ა) აკმაყოფილებს თუ არა გამომძიებლის მიერ შედგენილი საპროცესო დოკუმენტები საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს;
ბ) არის თუ არა გამომძიებლის მიერ შედგენილი საპროცესო დოკუმენტები დასაბუთებული და არგუმენტირებული;
გ) საპროცესო დოკუმენტებში (დადგენილება, შუამდგომლობა) სრულყოფილად გადმოსცემს თუ არა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს;
დ) საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ოქმში თანმიმდევრულად გადმოსცემს თუ არა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების მიმდინარეობას;
ე) ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული კითხვები არის თუ არა სრულყოფილი, თანმიმდევრული, გასაგები და საქმესთან კავშირში მყოფი;
ვ) მოწმის, დაზარალებულის, ბრალდებულისთვის დასმულია თუ არა რელევანტური კითხვები;
ზ) მოწმის, დაზარალებულის, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმები შეიცავს თუ არა არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას და კითხვები და მასზე გაცემული პასუხები ლოგიკურად და თანმიმდევრულად არის თუ არა ჩამოყალიბებული;
თ) საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ოქმში სრულყოფილად უთითებს თუ არა ყველა აუცილებელ რეკვიზიტს;
ი) არის თუ არა გამომძიებლის მიერ შედგენილი საპროცესო დოკუმენტები სტრუქტურულად გამართული;
კ) საპროცესო დოკუმენტებს ადგენს თუ არა მარტივი და გასაგები ენით, გრამატიკული და სტილისტური შეცდომების გარეშე;
ლ) სხვა კრიტერიუმები.
9. სტანდარტულ შემთხვევაში, თითოეული კომპონენტი (საქმის გამოძიების ხარისხი და მომზადებული საპროცესო დოკუმენტების ხარისხი) ფასდება 0-დან 100 ქულამდე (0-დან 65-მდე დაბალი, 65-დან 75-მდე საშუალოზე დაბალი, 75-დან 85-მდე საშუალო, 85-დან 90-მდე მაღალი, 90-დან 100-მდე უმაღლესი), ხოლო შემდგომ გამოითვლება მათი საშუალო არითმეტიკული.
10. ხელმძღვანელის შეფასება საბოლოოდ გამოითვლება ზოგადი და პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასებისას მიღებულ ქულათა საშუალო არითმეტიკულით.
11. გამომძიებლის შეფასებისას ხელმძღვანელი მხედველობაში იღებს გამომძიებლის დატვირთვას შესაფასებელ პერიოდში.
12. ხელმძღვანელი გამომძიებლის შეფასებას ახდენს ამ თავით დადგენილი კრიტერიუმებისა და შეფასების სისტემის დანართი N7-ის შესაბამისად;
13. გამომძიებელთა შეფასება ასევე ხდება შეფასების სისტემის მე-15 მუხლის მე-3 – მე-7 პუნქტების მიხედვით.
14. ხელმძღვანელი ვალდებულია გამომძიებლის პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასებას დაურთოს შესაბამისი კომენტარი, რომელიც სიტყვიერად ასაბუთებს ხელმძღვანელის მიერ თითოეულ კომპონენტში (საქმის გამოძიების ხარისხი, მომზადებული საპროცესო დოკუმენტების ხარისხი და გენერალური ინსპექციის და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გამომძიებლის მიერ განხორციელებული დამატებითი საქმიანობის ხარისხი) მინიჭებულ ქულას. შეფასებისას უნდა მიეთითოს გამომძიებლის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა მისი შეფასების ქულ