1. გამომძიებლის დატვირთვა წარმოადგენს გამომძიებლის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას, რომლის ხვედრითი წილი კომპეტენციის განმსაზღვრელ საბოლოო ქულაში არის 30 ქულა. გამომძიებლის დატვირთვა განისაზღვრება მის მიერ განხორციელებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების რაოდენობრივი მონაცემებით.
2. გამომძიებლის დატვირთვა გამოითვლება როგორც ცალკეული სტრუქტურული დანაყოფის, ასევე ქვეყნის მასშტაბით ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების ფარგლებში.
3. ცალკეული სტრუქტურული დანაყოფის დატვირთვის შიდა საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება ამ დანაყოფის გამომძიებელთა დატვირთვის მონაცემების ამავე დანაყოფის გამომძიებელთა რაოდენობაზე გაყოფით.
4. ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების გამომძიებელთა დატვირთვის საერთო საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება ამ დანაყოფების გამომძიებელთა დატვირთვის მონაცემების ამავე დანაყოფის გამომძიებელთა რაოდენობაზე გაყოფით.
5. გამომძიებლის დატვირთვის საბოლოო ქულა გამოითვლება ცალკეული სტრუქტურული დანაყოფისა და ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების ფარგლებში მიღებული დატვირთვის შედეგებიდან.
6. გამომძიებლის დატვირთვის განსაზღვრის კრიტერიუმები და მეთოდოლოგია მოცემულია დანართ N6-შ