1. ამ თავით დადგენილი წესით ფასდება გამომძიებელი, რომლის შეფასება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ა) გამომძიებლის დატვირთვა;
ბ) ხელმძღვანელის შეფასება;
გ) მენტორობის პროგრამაში მონაწილეობა;
დ) ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება;
ე) პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა;
ვ) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები.
2. გამომძიებლის დატვირთვა, როგორც შეფასების დამოუკიდებელი მიმართულება, გამოითვლება მხოლოდ თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის და საოლქო პროკურატურების საგამოძიებო სამმართველოების გამომძიებელთა შეფასებისას.
3. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის, საგამოძიებო ნაწილის და კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს გამომძიებლები არ ფასდებიან დატვირთვის მიმართულებაში, თუმცა შესაფასებელ პერიოდში გამომძიებლის დატვირთვა მხედველობაში მიიღება ხელმძღვანელის მიე