1. პროკურორის კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულა გამოითვლება 100-ქულიანი სისტემით, საიდანაც პროკურორის საქმიანობის ხარისხის ხვედრითი წილი არის 50 ქულა, ხელმძღვანელის შეფასების ხვედრითი წილი არის 20 ქულა, ხოლო პროკურორის დატვირთვის ხვედრითი წილი – 30 ქულა.

2. ვინაიდან პროკურორის საქმიანობის ხარისხი ფასდება 100 ქულის ფარგლებში, იმისათვის, რომ პროკურორის საქმიანობის ხარისხის შეფასებაში მიღებული შედეგი მოექცეს ამ მიმართულებისთვის საბოლოოდ განსაზღვრული ხვედრითი წილის – 50 ქულის ფარგლებში, პროკურორის საქმიანობის ხარისხის შეფასებაში მიღებული ქულა მრავლდება 0.5-ზე.

3. ვინაიდან ხელმძღვანელის შეფასება ხდება 100 ქულის ფარგლებში, იმისათვის, რომ ხელმძღვანელის შეფასებაში მიღებული შედეგი მოექცეს ამ მიმართულებისთვის საბოლოოდ განსაზღვრული ხვედრითი წილის – 20 ქულის ფარგლებში, ხელმძღვანელის შეფასებაში მიღებული ქულა მრავლდება 0.2-ზე.

4. ვინაიდან პროკურორის დატვირთვა ფასდება 30 ქულის ფარგლებში, დატვირთვის მიმართულებაში მიღებული შედეგი არ სცდება ამ მიმართულებისათვის განსაზღვრულ ხვედრით წილს და წარმოადგენს ამ მიმართულებაში მიღებულ საბოლოო ქულას.

5. პროკურორის კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლო ქულა გამოითვლება პროკურორის საქმიანობის ხარისხის, ხელმძღვანელის შეფასების და პროკურორის დატვირთვის საბოლოო ქულების შეჯამების გზით.

6. ამ მუხლის პირველი – მე-5 პუნქტებში მითითებული წესი გამოიყენება იმ დანაყოფების პროკურორების შეფასების შემთხვევაში, სადაც პროკურორი ფასდება სამივე ძირითად მიმართულებაში. ასეთი სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) რაიონული პროკურატურები;

ბ) საოლქო პროკურატურები;

გ) თბილისის პროკურატურა;

დ) აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები;

ე) საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;

ვ) საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;

ზ) საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;

თ) საქართველოს გენერალური პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;

ი) საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი.

7. განსხვავებული სპეციფიკის მქონე დეპარტამენტების/სამმართველოების პროკურორები ფასდებიან მხოლოდ ხელმძღვანელის შეფასების მიმართულებაში. შესაბამისად, ქვემოთ ჩამოთვლილი სტრუქტურული დანაყოფების პროკურორების ხელმძღვანელთა შეფასების ქულა წარმოადგენს პროკურორის კომპეტენციის განმსაზღვრელ საბოლოო ქულას. ასეთი სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია;

ბ) საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი;

გ) საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი;

დ) საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო;

ე) საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;

ვ) საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ზ) საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი;

თ) საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო;

ი) საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველ