1. გამომძიებლის კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულა გამოითვლება 100-ქულიანი სისტემით, საიდანაც ხელმძღვანელის შეფასების ხვედრითი წილი არის 70 ქულა, ხოლო გამომძიებლის დატვირთვის ხვედრითი წილი – 30 ქულა.

2. ვინაიდან ხელმძღვანელის შეფასება ხდება 100 ქულის ფარგლებში, იმისათვის, რომ ხელძღვანელის შეფასებაში მიღებული შედეგი მოექცეს ამ მიმართულებისთვის საბოლოოდ განსაზღვრული ხვედრითი წილის – 70 ქულის ფარგლებში, ხელმძღვანელის შეფასებაში მიღებული ქულა მრავლდება 0.7-ზე.

3. ვინაიდან გამომძიებლის დატვირთვა ფასდება 30 ქულის ფარგლებში, დატვირთვის მიმართულებაში მიღებული შედეგი არ სცდება ამ მიმართულებისათვის განსაზღვრულ ხვედრით წილს და წარმოადგენს ამ მიმართულებაში მიღებულ საბოლოო ქულას.

4. გამომძიებლის კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლო ქულა გამოითვლება ხელმძღვანელის შეფასების და გამომძიებლის დატვირთვის საბოლოო ქულების შეჯამების გზით.

5. ამ მუხლის პირველი – მე-4 პუნქტებში მითითებული წესი გამოიყენება თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს და საოლქო პროკურატურების საგამოძიებო სამმართველოების გამომძიებლის შეფასების შემთხვევაში, სადაც გამომძიებლები ფასდებიან ორივე ძირითად მიმართულებაში.

6. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის, საგამოძიებო ნაწილის და კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს გამომძიებლები ფასდებიან მხოლოდ ხელმძღვანელის შეფასების მიმართულებაში. შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი სტრუქტურული დანაყოფების გამომძიებლების ხელმძღვანელთა შეფასების ქულა წარმოადგენს გამომძიებლის კომპეტენციის განმსაზღვრელ საბოლოო ქულას.

თავიVII

პროკურორის/ გამომძიებლის შეფასების შედეგე