1. ამ სამმართველოს პროკურორი ფასდება შემდეგ მიმართულებებში:

ა) ხელმძღვანელის შეფასება;

ბ) მენტორობის პროგრამაში მონაწილეობა;

გ) ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება;

დ) პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა;

ე) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები.

2. ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას და პროკურორი ფასდება ორ კომპონენტში:

ა) ზოგადი უნარ-ჩვევები;

ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები.

3. ზოგადი უნარ-ჩვევების შეფასება ხდება შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი №4-ის შესაბამისად.

4. ამ სამმართველოს პროკურორთა შეფასება ასევე ხდება შეფასების სისტემის მე-15 მუხლის მე-3 – მე-7 პუნქტების მიხედვით.

თავი V

გამომძიებლის შეფასების მიმართულებები და წე