1. ამ სამმართველოს პროკურორი ფასდება შემდეგ მიმართულებებში:
ა) ხელმძღვანელის შეფასება;
ბ) მენტორობის პროგრამაში მონაწილეობა;
გ) ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება;
დ) პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა;
ე) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები.
2. ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას და პროკურორი ფასდება ორ კომპონენტში:
ა) ზოგადი უნარ-ჩვევები;
ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები.
3. ზოგადი უნარ-ჩვევების შეფასება ხდება შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი N4-ის შესაბამისად.
4. პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება მოიცავს პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასებას როგორც საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელებასა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაში, ასევე სამმართველოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვა მიმართულებებში.
5. პროკურორის კვალიფიკაცია და შესრულებული სამუშაოს ხარისხი ფასდება სამმართველოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად მიმართულებებში:
ა) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობა;
ბ) სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;
გ) სისხლის სამართლის საქმის შესწავლა, რომელზეც პროკურორი არ ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას ან სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას;
დ) სისხლის სამართლის საქმის შესწავლა, რომელზეც გამოტანილია განაჩენი;
ე) განხორციელებული მონიტორინგი;
ვ) რეკომენდაციების მომზადება;
ზ) საჩივრების/განცხადებების განხილვა;
თ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები.
6. საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხის მიმართულებას ხელმძღვანელი აფასებს შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი N4-ის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნული მიმართულებების შეფასება ცალ-ცალკე 100-ქულიანი სისტემით არ ხდება და ისინი ფასდება სამმართველოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვა მიმართულებებთან ერთობლივად, 100-ქულიანი სისტემით.
7. ამ სამმართველოს პროკურორთა შეფასება ასევე ხდება შეფასების სისტემის მე-15 მუხლის მე-3 – მე-7 პუნქტების მიხედვი