1. ამ დეპარტამენტის პროკურორი ფასდება შემდეგ მიმართულებებში:
ა) ხელმძღვანელის შეფასება;
ბ) ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება;
გ) პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა;
დ) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები.
2. ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას და პროკურორი ფასდება ორ კომპონენტში:
ა) ზოგადი უნარ-ჩვევები;
ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები.
3. ზოგადი უნარ-ჩვევების შეფასება ხდება შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი N4-ის შესაბამისად.
4. პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება მოიცავს პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასებას როგორც საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელებასა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაში, ასევე დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვა მიმართულებებში.
5. პროკურორის კვალიფიკაცია და შესრულებული სამუშაოს ხარისხი ფასდება დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად მიმართულებებში:
ა) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობა;
ბ) სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;
გ) სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება;
დ) გამოძიების სტადიაზე არსებული სისხლის სამართლის საქმის შესწავლა;
ე) სასამართლო განხილვის ეტაპზე არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლა;
ვ) სისხლის სამართლის საქმის შესწავლა, რომელზეც გამოტანილია განაჩენი;
ზ) დასკვნების მომზადება;
თ) რეკომენდაციების შემუშავება;
ი) წერილობითი მითითების და მოხსენებითი ბარათის მომზადება;
კ) კანონის პროექტის მომზადება. კანონის პროექტზე შენიშვნების და მოსაზრებების მომზადება;
ლ) ანალიზების მომზადება, მათ შორის სხვა ქვეყნების პრაქტიკის განზოგადების მიზნით;
მ) საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნების შესწავლა;
ნ) სახელმძღვანელოს შემუშავება;
ო) სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგი;
პ) შინაგანაწესის და პროკურატურის ცხელი ხაზის მონიტორინგი;
ჟ) საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებების შესრულების მონიტორინგი;
რ) საჩივრის/განცხადებების განხილვა;
ს) განცხადების/ საჩივრის ავტორთან ან/და სხვა პირებთან შეხვედრა;
ტ) სასამართლო სხდომების მონიტორინგი;
უ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები.
6. საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხის მიმართულებას ხელმძღვანელი აფასებს შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი N4-ის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნული მიმართულებების შეფასება ცალ-ცალკე 100-ქულიანი სისტემით არ ხდება და ისინი ფასდება დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვა მიმართულებებთან ერთობლივად, 100-ქულიანი სისტემით.
7. ამ დეპარტამენტის პროკურორთა შეფასება ასევე ხდება შეფასების სისტემის მე-15 მუხლის მე-3 – მე-7 პუნქტების მიხედვი