1. ამ დეპარტამენტის პროკურორების შეფასება ხდება შემდეგ მიმართულებებში:
ა) ხელმძღვანელის შეფასება;
ბ) ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება;
გ) პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა;
დ) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები.
2. ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას და პროკურორი ფასდება ორ კომპონენტში:
ა) ზოგადი უნარ-ჩვევები;
ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები.
3. ზოგადი უნარ-ჩვევების შეფასება ხდება შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი N4-ის შესაბამისად.
4. პროფესიული უნარ-ჩვევები ფასდება პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კომპონენტში სამმართველოების სპეციფიკის გათვალისწინებით, დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად მიმართულებებში:
ა) გამოძიების სტადიაზე არსებული სისხლის სამართლის საქმის შესწავლა;
ბ) სისხლის სამართლის საქმის შესწავლა, რომელზეც სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა ან რომელზეც გამოტანილია განაჩენი;
გ) ანალიზის მიზნით სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლა;
დ) სასამართლო სხდომების მონიტორინგი;
ე) საპროცესო დოკუმენტების შესწავლა;
ვ) წერილობითი მითითებების მიცემა;
ზ) რეკომენდაციების და ბრძანებების შესრულების კონტროლი;
თ) საჩივრის/განცხადებების განხილვა;
ი) საჩივრის/განცხადების ავტორთან ან სხვა პირთან შეხვედრა;
კ) რეკომენდაციების შემუშავება;
ლ) კანონის პროექტის მომზადება;
მ) კანონის პროექტზე შენიშვნების და მოსაზრებების მომზადება;
ნ) ანალიზების მომზადება;
ო) მოხსენებითი ბარათის მომზადება;
პ) კვლევების ჩატარება;
ჟ) საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნების შესწავლა;
რ) სხვა ქვეყნების პრაქტიკის განზოგადების მიზნით ანალიზების მომზადება;
ს) კონცეფციების შემუშავება;
ტ) პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება ან/და მასში მონაწილეობა;
უ) კონფერენციებში, კვლევის პრეზენტაციებში და სხვა შეხვედრებში მონაწილეობა;
ფ) სახელმძღვანელოების შემუშავება;
ქ) სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ღ) სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მიზნით ანგარიშის მომზადება;
ყ) შეფასების სისტემის საფუძველზე პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის მიერ განხორციელებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის მომზადება;
შ) განვითარებაზე ორიენტირებულობა და ინიციატივა საქმიანობაში;
ჩ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები.
5. ამ დეპარტამენტის პროკურორთა შეფასება ასევე ხდება შეფასების სისტემის მე-15 მუხლის მე-3 – მე-7 პუნქტების მიხედვი