1. ამ დეპარტამენტის პროკურორი ფასდება შემდეგ მიმართულებებში:
ა) ხელმძღვანელის შეფასება;
ბ) ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება;
გ) პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა;
დ) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები.
2. ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას და პროკურორი ფასდება ორ კომპონენტში:
ა) ზოგადი უნარ-ჩვევები;
ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები.
3. ზოგადი უნარ-ჩვევების შეფასება ხდება შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი N4-ის შესაბამისად.
4. პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება მოიცავს პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კომპონენტს დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად მიმართულებებში:
ა) ბრძანების პროექტის მომზადება (დანიშვნის, დათხოვნის, საკადრო გადაადგილების, მივლინების, შვებულების, შვებულებიდან გამოძახების, უფლებამოსილების მინიჭების, მორიგი და ვადამდელი წოდების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გადაცემის ან პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისათვის სტატუსის მინიჭების შესახებ და სხვა საკადრო ხასიათის ბრძანებები);
ბ) საკადრო დოკუმენტის მომზადება (შრომითი ხელშეკრულებები, ცნობები, ნამსახურობის ნუსხები, შრომის წიგნაკები და სხვა);
გ) შემოსული კორესპოდენციის, მათ შორის საჯარო ინფორმაციის განხილვა და მათზე რეაგირება;
დ) სტატისტიკური ანგარიშების მომზადება;
ე) პროკურატურის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებული მასალების მომზადება;
ვ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები.
5. ამ დეპარტამენტის პროკურორთა შეფასება ასევე ხდება შეფასების სისტემის მე-15 მუხლის მე-3 – მე-7 პუნქტების მიხედვი