1. ამ დეპარტამენტის პროკურორი ფასდება შემდეგ მიმართულებებში:

ა) ხელმძღვანელის შეფასება;

ბ) პროკურორის მონაწილეობა მენტორობის პროგრამაში;

გ) პროკურორის ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება;

დ) პროკურორის პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა;

ე) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები.

2. ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას და პროკურორი ფასდება ორ კომპონენტში:

ა) ზოგადი უნარ-ჩვევები;

ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები.

3. ზოგადი უნარ-ჩვევების შეფასება ხდება შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი N4-ის შესაბამისად.

4. პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება მოიცავს პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასებას როგორც საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელებასა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაში, ასევე დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვა მიმართულებებში.

5. პროკურორის კვალიფიკაცია და შესრულებული სამუშაოს ხარისხი ფასდება დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად მიმართულებებში:

ა) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობა;

ბ) სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

გ) სისხლის სამართლის საქმის შესწავლა, რომელზეც პროკურორი არ ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას ან სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას;

დ) სისხლის სამართლის საქმის შესწავლა, რომელზეც გამოტანილია განაჩენი;

ე) რეკომენდაციების მომზადება;

ვ) საჩივარ/განცხადებების განხილვა;

ზ) საჩივარ/განცხადებების განხილვა, რომელიც მოითხოვს დამატებით მასალების მოძიებას/შესწავლას და განცხადების ირგვლივ პირთან გასაუბრებას;

თ) ეფექტიანი სისტემატური კომუნიკაცია ყოფილ მსჯავრდებულთან და პოტენციურ დაზარალებულთან;

ი) ქონებაჩამორთმეული საქმეების შესწავლა და დამატებით გამოძიების ჩატარება საკუთრების წარმოშობის კანონიერების დადგენის მიზნით;

კ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები.

6. საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხის მიმართულებას ხელმძღვანელი აფასებს შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი N4-ის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნული მიმართულებების შეფასება ცალ-ცალკე 100-ქულიანი სისტემით არ ხდება და ისინი ფასდება დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვა მიმართულებებთან ერთობლივად, 100-ქულიანი სისტემით.

7. ამ დეპარტამენტის პროკურორთა შეფასება ასევე ხდება შეფასების სისტემის მე-15 მუხლის მე-3 – მე-7 პუნქტების მიხედვი