1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 12 მსაჯულისგან და 2 სათადარიგო მსაჯულისგან, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობაში არ უნდა იყოს ექვსზე ნაკლები მსაჯული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, რვაზე ნაკლები – მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ათზე ნაკლები – განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე.
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 27. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა 1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 12 მსაჯულისგან და 2 სათადარიგო მსაჯულისგან, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობაში არ უნდა იყოს ექვსზე ნაკლები მსაჯული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, რვაზე ნაკლები – მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ათზე ნაკლები – განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №2კ-35დად.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.03.2003
…მოგერიება, რის გამოც ვერც “იეჰოვას მოწმეთა” და ვერც ეზოში მყოფი მოქალაქეების ქმედება ვერ დაკვალიფიცირდებოდა ხულიგნობად ან სხვა მძიმე დანაშაულად; აღნიშნული ინციდენტი მიეკუთვნება კერძო ბრალდების საქმეთა კატეგორიას და, თანახმად სსსკ-ის 27-ე მუხლისა, უნდა გადაეცეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსთავის საქალაქო პროკურორის თანაშემწე კ.ო-მა 2002 წლის 13 ოქტომბერს…
…სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებმა უდავო მტკიცებულებებად მიიჩნიეს, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ის გარემოება, რომ გ--------- ბ---–--მ ქურდობა ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში…
…რომ რ----------–---- და ლ--–----------–---–-- ჩაიდინეს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. საქართველოს სსსკ-ის 27-ე მუხლის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი…
…საფუძველზე, განსაჯა და მიიღო გადაწყვეტილება ფაქტების შესახებ; ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სადავო ფაქტებთან დაკავშირებით და იმსჯელა ბრალდებულ კ------- ა---------- მიმართ წარდგენილ თითოეულ ბრალდებაზე; საქართველოს სსსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობაში არ უნდა იყოს ექვსზე ნაკლები მსაჯული ნაკლებად მძიმე კატეგორიის…
…შუამავლობით, 2013 წლის 2, 7, და 10 დეკემბერს, მიყიდეს თ--------------ას. 3.4. რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს - ქმედებას ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 27, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-27/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია