განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 9 ოქტომბერი, 2018 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - მ------ გოგოლიძე, ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ-----–---------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ე-------------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–-------------ს, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–-----------------------–-----------------------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი - სხვისი სასაქონლო ნიშნით, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
ბრალდებული - ა---------–--------------ე, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ--–-----–------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი - სხვისი სასაქონლო ნიშნით, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოება და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
ბრალდებული - პ---–--------------–--ე, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–-------------, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–-----------------–-----------------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი - სხვისი სასაქონლო ნიშნით, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოება და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
ადვოკატი - თ---------–----ა,სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2012 წლის 21 სექტემბერს დარეგისტრირდა შპს „რ--------“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის რ--------------ა, თუმცა საწარმოს, რეალურად მართავს და ხელმძღვანელობს პ---–--------------–--ე, რომელსაც დახმარებას უწევს ა---------–--------------ე. საწარმოს იურიდიული მისამართია ქ------–-------------------------------------. მის საქმიანობას წარმოადგენს სპორტული ტანსაცმლის წარმოება და რეალიზაცია.
1.2. პ---–--------------–--ემ და ა---------–--------------ემ განიზრახეს, რომ შპს - „რ--------“-ის სამკერვალოში დაემზადებინათ „ა--------ს“ სასაქონლო ნიშნითა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული სპორტული ტანსაცმელი და მოეხდინათ მათი შემდგომი რეალიზაცია სხვადასხვა პირებზე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, პ---–--------------–--ემ და ა---------–--------------ემ, შპს „რ--------“-ის საწარმოში დასაქმებულ მკერავებს დაამზადებინეს „ა--------ს“ სასაქონლო ნიშნითა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული სპორტული ტანსაცმელი - 756 წყვილი (შარვალი და პიჯაკი), 89 შარვალი და 367 მაისური, ჯამში 46 096 ლარის ღირებულების, საიდანაც, წინასწარი შეთანხმებისამებრ, ე--------------------ის შუამავლობით, 2013 წლის 02, 07, და 10 დეკემბერს, 14715 ლარის ღირებულების 218 წყვილი სპორტული ტანსაცმელი (შარვალი და პიჯაკი) მიყიდეს თ--------------ას. პ---–--------------–--ემ, ა---------–--------------ემ და ე--------------------მა, „ა--------ს“ სასაქონლო ნიშნითა და რეგისტრირებული სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული 218 წყვილი (შარვალი და პიჯაკი) 14715 ლარის ღირებულების სპორტული ტანსაცმლის რეალიზაციით მოახდინეს, მათი სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაც საქართველოში „ა--------“-ს ნაწარმის ერთადერთ უფლებამოსილ შემომტანს - შპს „თ--------–---------ი“-ს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
2. მტკიცებულებების ერთობლიობა:
2.1. მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულის წარმომადგენელმა ვ------–------–---–მა განმარტა, რომ იგი 2007 წლიდან არის შპს „თ--------–---------ი“-სდირექტორი, რომელიც ექსკლუზიურად ახორციელებს ,,ა--------ს“ საქართველოში იმპორტს და რეალიზაციას. საქართველოში სხვა არავინ არის უფლებამოსილი განახორციელოს ,,ა--------ს“ საქართველოში შემოტანა და რეალიზაცია. მათ აქვსთ სერტიფიკატები, რომლის თანახმად შპს „თ--------–---------ი“ არის საქართველოში ,,ა--------ს“ ოფიციალური დისტრიბუტორი. მათ შპს ,,რ--------“-სთვის ,,ა--------ს“ დამზადების ან გაყიდვის უფლება არ მიუციათ. ბრალდებულების საქმიანობით მათ გაუტყდათ სახელი, დაზარალდა მათი რეპუტაცია.
2.2. მოწმე ლ-------------–--ემ განმარტა, რომ იგი არის ს----------–----------–--------–------------------------------–--–--------------------------------–-----–-------------------------–-------–------------------------ მთავარი ექსპერტი. მის კომპეტენციაში შედის, მათ შორის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, ტარდება ფორმალური ექსპერტიზა, რის შემდეგ ტარდება არსობრივი ექსპერტიზა, კანონის შესაბამისობის დადგენა, რაშიც იგულისხმება, რომ არ უნდა იყოს სასაქონლო ნიშანი, სხვა სასაქონლო ნიშნის მსგავსი. სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოსახულია გრაფიკულად და განასხვავებს ერთი კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციას, სხვა კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციისგან. ,,ა------სს“ აქვს რეგისტრირებული რამდენიმე სასაქონლო ნიშანი. ,,ა--------ს“ სასაქონლო ნიშნები რეგისტრირებული აქვს მხოლოდ ორ კომპანიას ,,ა------ს ი---------–----–------------ს“ და ,,ა------ს აგს“. სასაქონლო ნიშნის მფლობელი კომპანიის ნებართვის გარეშე, ყველა სხვა მესამე პირს ეკრძალება სასაქონლო ნიშნების გამოყენება.
2.3. მოწმე ხ---------------–---–მა განმარტა, რომ 2012 წლის სექტემბრიდან 2013 წლის ბოლომდე იგი მუშაობდა შპს ,,რ--------“-ში მკერავად. შპს ფუნქციონირებდა მ–-----–-----------------------ში, სადაც ძირითადად ხდებოდა სპორტული ტანისამოსის შეკერვა. საწარმოში მის გარდა დასაქმებული იყო 8-9 მკერავი. შპს ეკუთვნოდა რ--------------ას, თუმცა მას უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ და სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობდნენ პ---–------- (მ------) ა-----–--ე და ა---------–--------------ე. იგი თავდაპირველად ახდენდა ტანისამოსის ჭრა-კერვას, შემდგომში, პ---–------- (მ------) ა-----–--ის და ა---------–--------------ის გადაწყვეტილებით, ახორციელებდა შეკერილი ტანისამოსის დაუთოვებას და შეფუთვას. ხელფასს იგი იღებდა პ---–------- (მ------) ა-----–--ისგან. პ---–------- (მ------) ა-----–--ე და ა---------–--------------ე აძლევდნენ მას მითითებებს უშუალო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. როგორც მისთვის არის ცნობილი, მოგვიანებით ხდებოდა მათ საწარმოში დამზადებული ნაწარმის რეალიზაცია. 2013 წლის ზაფხულიდან პ---–------- (მ------) ა-----–--ის და ა---------–--------------ის მითითებით სპორტულ ტანსაცმელზე დაიწყეს ,,ა--------ს“ მარკების ამოქარგვა და დაკვრა. სპორტული ტანისამოსის დასამზადებლად საჭირო მასალით, მათ შორის ,,ა--------ს“ მარკებით, მათ პ---–------- (მ------) ა-----–--ე და ა---------–--------------ე ამარაგებდნენ. 2013 წლის დეკემბერში დიდი პარტია, კერძოდ, 200 ცალი ,,ა---------ს“ სპორტული დაახარისხეს სარეალიზაციოდ. რეალიზაციას პ---–------- (მ------) ა-----–--ე და ა---------–--------------ე კურირებდნენ.
2.4. მოწმე მ-----------–---–მა განმარტა, რომ 2012-2013 წლებში იგი მუშაობდა შპს ,,რ--------“-ში, მკერავად, შემდგომში მკერავების მეთვალყურედ, რომელიც მდებარეობდა ქ--–-----–-. თავდაპირველად შპს-ში ხდებოდა შიდა საცვლების, შემდგომში მაისურების და სპორტული ტანისამოსის კერვა. საწარმოში მის გარდა დასაქმებული იყო 8-9 მკერავი. საწარმოს ხელმძღვანელობდა პ---–------- (მ------) ა-----–--ე, რომელიც ასევე ახდენდა საჭირო მასალების (ქსოვილი, ძაფები და სხვა) მიწოდებას. თავდაპირველად სპორტული ტანისამოსი იკერებოდა მარკების გარეშე. 2013 წლის შემოდგომიდან დაიწყეს ,,ა--------ს“ მაისურების და სპორტული ტანისამოსის კერვა. ტანისამოსზე ხდებოდა ,,ა--------ს“ სამარკო ნიშნების ამოქარგვა, ასევე ეტიკეტების პრესით დამაგრება. ,,ა--------ს“ სამარკო ნიშნებს და ეტიკეტებს მათ აწვდიდათ პ---–------- (მ------) ა-----–--ე. პროდუქციის შემკვეთებთან ურთიერთობდა პ---–------- (მ------) ა-----–--ე. შპს-ში ტექნიკურ საკითხებს, სამუშაო პროცესში მათი წყლით, ენერგიით უზრუნველყოფას კურირებდა ა---------–--------------ე, რომელიც დილით უღებდათ საწარმოს კარს და საღამოს კეტავდა. იგი დაახლოებით 2013 წლის ბოლომდე მუშაობდა საწარმოში, რა დროსაც მათ ჰქონდათ განსაკუთრებული შეკვეთა. შემკვეთის მოთხოვნით და პ---–------- (მ------) ა-----–--ის დავალებით, სპორტულ ტანისამოსზე სპეციალურად მიაკერეს ,,ა--------ს“ სამარკო ნიშნები.
2.5. მოწმე ი----–-–--–--ემ განმარტა, რომ 2012-2013 წლებში იგი მუშაობდა შპს ,,რ--------“-ში, რომელიც ეწეოდა სამკერვალო საქმიანობას, მკერავად. საწარმოში მის გარდა დასაქმებული იყო 8-9 მკერავი, რომელთა შორის გადანაწილებული იყო საქმე. 2013 წლის შემოდგომიდან საწარმოში დაიწყეს სპორტული ტანისამოსის კერვა ,,ა--------ს“ სამარკო ნიშნით. ზოგ შემთხვევაში ხდებოდა ,,ა--------ს“ სამარკო ნიშნის ამოქარგვა, ზოგ შემთხვევაში აპარატით დატანა. საწარმოს ხელმძღვანელობდა პ---–--------------–--ე, რომელიც უზრუნველყოფდა სამკერვალო მასალის და ,,ა--------ს“ სამარკო ნიშნების მიწოდებას, ასევე აძლევდათ მითითებებს. საწარმოში ტექნიკურ პრობლემებს, მაგალითად წლით, ელექტროენერგიით, გათბობით უზრუნველყოფდა ა---------–--------------ე. ა---------–--------------ეს მისთვის რაიმე სახის დავალება არასდროს მიუცია.
2.6. მოწმე თ----------------მა განმარტა, რომ იგი 2013 წლის აგვისტოდან მუშაობდა სამკერვალო საწარმოში, რომელიც მდებარეობდა ქ--–-----–-, ს----------------აზე და რომელსაც ხელმძღვალეობდნენ პ---–------- ა-----–--ე და ა---------–--------------ე. საწარმოში მის გარდა დასაქმებული იყო 8-9 ადამიანი. იგი იყო კონტროლიორი, ამოწმებდა ნაკერების სისწორეს. დაახლოებით 2013 წლის შემოდგომიდან საწარმოში იკერებოდა სპორტული ტანისამოსი ,,ა--------ს“ სამარკო ნიშნით, თუმცა სამარკო ნიშნებს ვინ აკრავდა ტანისამოსს ან ვინ აწვდიდა მკერავებს, მისთვის უცნობია. საწარმოს ხელმძღვანელობდნენ მ------ (პ---–--------------–--ე), რომელიც უხდიდა მას ხელფასს, აძლევდა მითითებებს და ა---------–--------------ე, რომელიც კურირებდა ტექნიკურ საკითხებს (საწარმოს გაღება-დახურვას, სანტექნიკას და ა.შ.).
2.7. მოწმე მ----------–----–---–მა განმარტა, რომ 2012 წლის სექტემბერ-ოქტომბრიდან 2013 წლის ბოლომდე, იგი მუშაობდა შპს ,,რ--------“-ში, რომელიც იყო სამკერვალო ფაბრიკა და მდებარეობდა მ–-----–-, ს----------------აზე. ფაბრიკაში ძირითადად იკერებოდა სპორტული ტანსაცმელი. მის გარდა ფაბრიკაში დასაქმებული იყო დაახლოებით 8-10 ადამიანი. დაახლოებით 2013 წლის ზაფხულიდან საწარმოში დაიწყეს სპორტული ტანისამოსის კერვა ,,ა--------ს“ სამარკო ნიშნით. იგი პირადად ამაგრებდა ,,ა--------ს“ ნიშნებს ტანისამოსს. საწარმოს ხელმძღვანელობდა, ასევე ,,ა--------ს“ სამარკო ნიშნებით, ლენტებით, ძაფებით, და სხვა ნედლეულით ამარაგებდა პ---–------- (მ------) ა-----–--ე, რომელიც უხდიდა მათ ხელფასს. საწარმოში ჭრის საამქროს ხელმძღვანელობდა ა---------–--------------ე, სადაც ხდებოდა ქსოვილის დამუშავება გარკვეულ მოდელებად, საიდანაც ხდებოდა მოგვიანებით ტანისამოსის აკინძვა. მისთვის უცნობია ვინ ახდენდა საწარმოში ,,ა--------ს“ სამარკო ნიშნების მოწოდებას.
2.8. ბრალდებულმა ე-------------------მა განმარტა, რომ იგი არის ინდივიდუალური მეწარმე, აქვს ძველმანების მაღაზია და საკერავი მანქანების სარემონტო, სადაც გაიცნო პ---–--------------–--ე, რომელმაც ერთხელ ხელოსანთან ერთად მიაკითხა. ამ დროს გაიგო, რომ პ---–--------------–--ე ,,ა------სებს“ აწარმოებდა. ა---------–--------------ე მხოლოდ მას შემდეგ გაიცნო, რაც იგი დააკავეს. ერთ დღეს იყო მის მაღაზიაში, როდესაც მასთან მივიდა ახალგაზრდა ბიჭი (თ--------------ა), უთხრა რომ იყო დევნილი, ჯერ ჯინსები წაიღო, მერე ,,ა--------ს“ პროდუქცია მოითხოვა. იგი დაეხმარა თ--------------ას, დაურეკა პ---–--------------–--ეს და მიუტანა 2-3 წყვილი ტანისამოსი, რაც მას მოეწონა. მოგვიანებით მიუტანა ასევე დიდი ზომის ტანისამოსი, რაც ასევე მოეწონა და იყიდა. ბოლოს შეუკვეთა ასი წყვილი ,,ა--------ს“ ფირმის ტანისამოსი. იგი მივიდა პ---–--------------–--ის წარმოებაში, შპს ,,რ--------“-ში, რომელიც იყო ორსართულიანი და წამოიღო შეკვეთილი საქონელი. იგი პ---–--------------–--ესთან საწარმოში რამდენჯერმე არის ნამყოფი, ნიმუშების და შეკვეთის წამოსაღებად. იგი არის ინდივიდუალური მეწარმე, თუმცა 2013 წლის 10 დეკემბერს დოკუმენტი მის შვილიშვილზე - ე----------------–---–ზე გამოიწერა. ერთხელ, როცა პ---–------- (მ------) ა-----–--ისთვის უნდა გადაეცა თ--------------ასგან აღებული ნიმუშების ფული - 300 ლარი, მ–-----–- რომ არ ჩასულიყო, ეს ფული პ---–------- (მ------) ა-----–--ის მითითებით გადასცა ა---------–--------------ეს, რომელიც იმ დროს იყო თბილისში. ა---------–--------------ესთან სხვა დროს კომუნიკაცია არ ჰქონია. მას ტელეფონზე ერთხელ დაუკავშირდა, ფულის გადაცემის დროს. შეკვეთებთან დაკავშირებით მხოლოდ პ---–------- (მ------) ა-----–--ესთან ურთიერთობდა, ა---------–--------------ესთან - არა. მან იცის, რომ ,,ა--------ს“ ბრუნვა გარკვეულ სამართლებრივ რეგულაციას საჭიროებს, თუმცა მიაჩნია, რომ მას კონტრაბანდა არ გაუყიდია, რადგან ამით ცხოვრობს მთელი ქვეყანა, ქალაქში სადაც არ უნდა მოიკითხო ,,ა--------ც“ იყიდება და სხვა ბრენდებიც. თ--------------ასგან შეკვეთის მიღებისას, ნიმუშები მიჰქონდა პ---–------- (მ------) ა-----–--ესთან, რომელთანაც აზუსტებდა ასეთი საქონელი ჰქონდა თუ არა. რას და როგორ კერავდნენ, მისთვის ცნობილი არ არის. ,,ა--------ს“ მარკები მას არ ჰქონია. თ--------------ასგან დიდი შეკვეთისთვის აღებული თანხა, სრულად გადასცა პ---–------- (მ------) ა-----–--ეს, მას მოგება არ უნახავს. პ---–------- (მ------) ა-----–--ე დაპირდა, რომ ხელფასის დროს პატივს სცემდა. სხვა დროს მას სპორტული ტანისამოსი არ გაუსაღებია და არც შპს ,,რ--------“-დან მიუღია რაიმე სარგებელი პროდუქციის რეალიზაციისთვის. შპს ,,რ--------“-ს ჰქონდა თუ არა ,,ა--------ს“ წარმოების ლიცენზია, თუმცა იცოდა, რომ რ--------------ას, რომელიც იყო სპორტსმენი, ასეთი ლიცენზია ჰქონდა.
2.9.ბრალდებულმა ა---------–--------------ემ განმარტა, რომ იგი შპს ,,რ--------“-ის თანამშრომელი არ ყოფილა. მხოლოდ შეასრულა სარემონტო სამუშაოები შპს-ს საამქროში. იგი სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, ყოველდღე დადიოდა ,,რ--------“-ის საამქროში, სადაც ძირითადად ასრულებდა სარემონტო და სანტექნიკურ სამუშაოებს. სამსახურში დილის 7 საათზე მიდიოდა, აღებდა საამქროს კარს, რთავდა გათბობას, თუმცა სამუშაო პროცესს არ ესწრებოდა, მიდიოდა სხვა ობიექტზე. საამქროს ხელმძღვანელობდა პ---–------- (მ------) ა-----–--ე. მისთვის ცნობილია, რომ საამქროში იკერებოდა მაისურები, მამაკაცის საცვლები, სპორტული ტანსაცმელი. მისთვის არ იყო ცნობილი, რომ საამქროში ,,ა--------ს“ სამარკო ნიშნით იკერებოდა ტანისამოსი, თუმცა შეკერილი ტანისამოსი უნახავს, რომელზეც ,,ა--------ს“ ნიშნები იყო დატანილი. ასევე მიმობნეული იყო ტანისამოსის ნაშთი. მას ე-------------------მა ერთხელ გადასცა ნიმუშების ფული - 300 ლარი პ---–------- (მ------) ა-----–--ისთვის გადასაცემად, რადგან იგი იმ დროს იყო თბილისში. ეს თანხა წაღებული პროდუქციისა იყო, თუმცა რამდენჯერ წაიღო ე-------------------მა პროდუქცია, მისთვის უცნობია. მისი მანქანით პროდუქციის ტრანსპორტირება არასდროს მომხდარა. მისი ტელეფონის ნომერი იყო 5-----------. მისთვის უცნობია საწარმო შეკვეთებს როგორი ფორმით იღებდა. მისი ვარაუდით, ე-------------------თან შეკვეთებთან დაკავშირებით ურთიერთობდა პ---–------- (მ------) ა-----–--ე. 2013 წლის დეკემბერში მას გადასცა ე-------------------მა თანხა და მან ერთხელ გამოწერა ზედნადები. 2013 წლის 6 დეკემბრის ე------------------ი დაუკავშირდა ტელეფონით და მას რიცხვებთან და შეკვეთებთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა, რაზეც მან პასუხი ვერ გასცა და პ---–------- (მ------) ა-----–--ესთან გადაამისამართა. ზარს მის ტელეფონზე იმით ხსნის, რომ პ---–------- (მ------) ა-----–--ის ტელეფონზე ზარი არ ჩანდა.
2.10. ბრალდებულმა პ---–--------------–--ემ გამოიყენა მისთვის კანონით დადგენილი დუმილის უფელბა.
2.11. დათვალიერების ოქმის (02.12.2013) მიხედვით, 2013 წლის 2 დეკემბერს 21:00-21:30 საათზე დათვალიერდა თ--------------ას მიერ მოწმის სახით დაკითხვისას წარმოდგენილი 5 წყვილი სპორტული ტანსაცმელი (შარვალი და პიჯაკი), რა დროსაც ნანახი იქნა ტანისამოსზე დატანილი ,,ა--------ს“ სასაქონლო ნიშანი, ლათინური წარწერები ,,a-----“ და ეტიკეტები წარწერით ,,a-----“.
2.12. დათვალიერების ოქმის (07.12.2013) მიხედვით, 2013 წლის 7 დეკემბერს 17:05-17:30 საათზე დათვალიერდა თ--------------ას მიერ მოწმის სახით დაკითხვისას წარმოდგენილი 3 წყვილი სპორტული ტანსაცმელი (შარვალი და პიჯაკი), რა დროსაც ნანახი იქნა ტანისამოსზე დატანილი ,,ა--------ს“ სასაქონლო ნიშანი, ლათინური წარწერები ,,a-----“.
2.13. დათვალიერების ოქმის (10.12.2013) მიხედვით, 2013 წლის 10 დეკემბერს 20:40-22:00 საათზე დათვალიერდა თ--------------ას მიერ მოწმის სახით დაკითხვისას წარმოდგენილი 210 წყვილი სპორტული ტანსაცმელი (შარვალი და პიჯაკი), რა დროსაც ნანახი იქნა ტანისამოსზე დატანილი ,,ა--------ს“ სასაქონლო ნიშანი, ლათინური წარწერები ,,a-----“.
2.14. დათვალიერების ოქმის (04.12.2013) მიხედვით, 2013 წლის 4 დეკემბერს 18:30-18:45 საათზე დათვალიერდა ვ------–------–---–ის მიერ წარმოდგენილი სერტიფიკატების ასლები. N1 სერტიფიკატის თანახმად შპს ,,ა--------“, რომელიც დარეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციაში და არის ,,ა------ს გ---------------ს“ ოფიციალური წარმომადგენელი ყოფილი საბჭოთა ტერიტორიაზე, ანიჭებს შპს „ჯ--------–---------ს“ დისტრიბუციის უფლებამოსილებას. N2 სერტიფიკატის თანახმად შპს ,,ჯ--------–---------ი“-ს ენიჭება შპს ,,ა--------ს“ (რომელიც დარეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციაში და არის ,,ა------ს გ---------------ს“ ოფიციალური წარმომადგენელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე) ოფიციალურ დისტრიბუციის უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე. სერტიფიკატი დათარიღებულია 2013 წლით.
2.15. ჩხრეკის ოქმის (10.12.2013) მიხედვით, 2013 წლის 10 დეკემბერს, 18:10-21:00 საათზე, მ–-----–----------------------/37-ში მდებარე სპს ,,რ--------“-ის საამქროში, რომლის ხელმძღვანელია პ---–--------------–--ე, ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც შპს ,,რ--------“-ის სამკერვალოს პირველ სართულზე მდებარე ა---------–--------------ის სამუშაო ოთახიდან ამოღებული იქნა: ა--------ს ლურჯი ფერის წარწერიანი სტიკერი გორგალი, ა--------ს შავი ფერის წარწერიანი სტიკერი გორგალ; ა--------ს წარწერიანი ქაღალდის მარკები, კვადრატული ფორმის ქაღალდზე დაკრული ლურჯი ფერის ა--------ს წარწერიანი მარკები. ამავე ოთახიდან ამოღებული იქნა ხელშეკრულებები, სასაქონლო ზედნადებები, ჩანაწერები და სხვა სახის დოკუმენტაცია. შპს ,,რ--------“ -ის სამკერვალოს პირველ სართულზე მდებარე საწყობიდან ამოღებული იქნა ა--------ს წარწერიანი დასაკრობი ლენტები. ,,რ--------“ -ის სამკერვალოს პირველ სართულზე მდებარე საწყობიდან ამოღებული იქნა ა--------ს წარწერიანი პოლიეთილენის პარკები. ,,რ--------“ -ის სამკერვალოს პირველ სართულზე მდებარე საწყობიდან ამოღებული იქნა ა--------ს წარწერიანი სხვადასხვა ტანსაცმელი.
2.16. ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის (10.12.2013) მიხედვით, 2013 წლის 10 დეკემბერს 16:43 საათზე, თბილისში, ვ-------------------–--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული იქნა ე-------------------ი, რომელსაც დაკავებისთანავე 16:45-16:55 საათზე, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა ოპერატიული მიზნებისთვის გადაცემული ფლადი თანხა, რომელსაც იგი ითვლიდა. ამოღებულმა ფულადმა თანხამ შეადგინა 14300 ლარი.
2.17. ფულადი ნიშნების დაფიქსირებისა და გადაცემის ოქმების (02.12.2013; 06.12.2013; 07.12.2013; 10.12.2013) მიხედვით, დაფიქსირდა და თ--------------ას საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტიდან ,,საკონტროლო შესყიდვისათვის“ გადაეცა 2013 წლის 2 დეკემბერს - 300 ლარი, 2013 წლის 6 დეკემბერს - 30 ლარი, 2013 წლის 7 დეკემბერს - 110 ლარი, 2013 წლის 10 დეკემბერს - 14000 ლარი.
2.18. სასამართლოში გამოკვლეული იქნა თ--------------ას და ე-------------------ის 2013 წლის 2 დეკემბერს შეხვედრის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, სადაც ასახულია თ--------------ას და ე-------------------ის საუბარი, რომელიც შედგა თბილისში, ვ-------------------–-------------------ში. 2013 წლის 6 დეკემბერს, ე-------------------ის და თ--------------ას შეხვედრის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შედგა თბილისში, მეტრო ,,ს--------ს“ მიმდებარედ. 2013 წლის 7 დეკემბერს, ე-------------------ის და თ--------------ას შეხვედრის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შედგა თბილისში, მეტრო ,,ს--------ს“ მიმდებარედ. 2013 წლის 10 დეკემბერს, ე-------------------ის მიერ მ–-----–-, ს-------------------–-------ში სატრვირთო ავტომანაქანაზე სპორტული ტანისამოსის დატვირთვის, მოგვიანებით თბილისში, ვ-------------------–--------ის მიმდებარდ ავტოფარეხში, თანმხლებ პირებთან ერთად, ტანისამოსის გადმოტვირთვა და თ--------------ასთან ე-------------------ის საუბრის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ე-------------------ი მთლიანად საქმის კურსშია, როგორ ხდება ,,ა--------ს“ ყალბი სამარკო ნიშნით ტანისამოსის დამზადება, რომელიც მისი რწმუნებით ,,მაგრა გავს ორიგინალს“, ვაჭრობს ფასზე, აღნიშნავს საკუთარ დანიშნულებას ამ დანაშაულებრივ სქემაში, დასძენს რომ შესაძლებელია ,,ა--------ს“ ნიშნის კლიენტისთვის სურვილისამებრ ტანისამოსზე მიმაგრება, საქმის კურსშია უკვე განხორციელებული შეკვეთების თაობაზე, აღწერს ფაბრიკას და არწმუნებს კლიენტს, მის მასშტაბურობაში, უთანხმდება სამომავლო თანაშრომლობაზე, ართმევს საქონლის ფულს.
2.19. სასამართლოში გამოკვლეული იქნა ე-------------------ის და ა---------–--------------ის ფარული სატელეფონო საუბარი (06.12.2013), სადაც ე-------------------ი ახსენებს ა---------–--------------ეს, წინა შეკვეთის დეტალებს, როდესაც 310 ლარი გადასცა მას. საუბარში ა---------–--------------ე უდასტურებს, რომ მისთვის საქონლის ფასები ცნობილია, მეტიც საქონლის სარეალიზაციო ფასს თავადვე ადგენს.
2.20. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------------------- დასკვნით (13.12.2013), ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 33 ტომარაში მოთავსებული სპორტული ტანსაცმლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 31381 ლარს.
2.21. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითულმა ექსპერტმა ლ---------–---–მა.
2.22. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; №37801/97; §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, 19/04/1994; 16034/90; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, №21522/93; /29/05/1997; §43).
2.23. დაცვის მხარის მტკიცებით: სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება ბრალდებულების ბრალეულობა. ამასთან, ბრალდება ემყარება თ--------------ას ჩვენებას, რომელმაც მოახდინა დანაშაულის პროვოცირება და რომელიც ბრალდების მხარეს სასამართლოში არ დაუკითხავს.
2.24. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლოსთვის ცნობილია ის სირთულეები, რაც დამახასიათებელია პოლიციის საქმიანობასთან, რომელიც უკავშირდება მტკიცებულებების მოძიებასა და შეგროვებას დანაშაულის აღმოჩენისა და გამოძიების მიზნით. ამ სამუშაოს შესრულების მიზნით, ისინი სულ უფრო მეტად საჭიროებენ საიდუმლო აგენტების, ინფორმატორებისა და ფარული პრაქტიკის გამოყენებას, კერძოდ, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლაში (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 49). სახელისუფლებო ორგანოებს განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდებისთვის მიმართვა უწევთ, რაც განსაკუთრებით საჭიროა ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების პროცესში. ამასთან, დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდები, კერძოდ, ფარული ოპერაციების ჩატარების ტექნიკა თავისთავად არ არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ ასეთი ტექნიკის გამოყენება დაკავშირებულია დანაშაულის წაქეზების რისკთან, მათი გამოყენება მკაცრად დაცულ ფარგლებში უნდა იყოს დასაშვები (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 51) ამასთან დაკავშირებით სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პოლიცია უფლებამოსილია ჩაატაროს ფარული ოპერაციები, მაგრამ არ წააქეზოს დანაშაული (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Khudobin V. Russia, პარ. 128).
2.25. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დანაშაულის წაქეზების თაობაზე მსჯელობს ორი მიმართულებით საპროცესო და მატერიალური ტესტის შესაბამისად. საპროცესო ტესტი - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მხილების მიზნით დანაშაულის წაქეზება შეიძლება მიჩნეული იქნას მე-6 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანს სასამართლო განხილვის პროცესში საშუალება ჰქონდა განეცხადებინა შეპასუხების, ან სხვა ფორმით, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის წაქეზებას, და მოცემული საკითხი სასამართლოს მიერ იქნა შესწავლილი. მხოლოდ ისეთი ზოგადი გარანტიების არსებობა, როგორიცაა მხარეთა თანასწორობა, ან დაცვის უფლებების პატივისცემა, არ არის საკმარისი დასაშვები (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 69).
2.26. ამდენად, სასამართლო საპროცესო ტესტის კონტექსტში მსჯელობისას აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე სრულად არის დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დანაშაულის წაქეზების თაობაზე დადგენილი სტანდარტები. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მოწმე თ--------------ა სასამართლოში დასაკითხად, არსებობდა სხვა დამაბალანსებელი ფაქტორები, რაც მთლიანობაში უზრუნველყოფდა პროცესის სამართლიანობას, მაგალითად, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დანაშაულის პროვოკაციის შესაძლო არსებობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეს აკისრია, თუმცა დაცვის მხარეს ჰქონდა ეფექტური შესაძლებლობა თავად დაეკითხა მოწმე თ--------------ა ან საკუთარი ძალებით მოწმის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ეშუამდგომლა სასამართლოს წინაშე მოწმის იძულებით მოყვანა, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ედავა შესაძლო დანაშაულის პროვოკაციის თაობაზე, თუმცა დაცვის მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია და არ გამოუკვლევია არც ერთი დაცვის მტკიცებულება, არ მოუთხოვია არც ერთი დაცვის მოწმის დაკითხვა. ამასთან დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა ედავა სასამართლოში ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერების სანდოობასთან დაკავშირებით, ასევე წინასასამართლო სხდომაზე მოეთხოვა კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია ზემოაღნიშნულ აუდიო-ვიდეოჩანაწერებში ასახული შეხვედრები და საუბრები. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მოცემულობის პირობებში სრულად იქნა დაკმაყოფილებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ტესტი, ვინაიდან დაცული იყო შეჯიბრებითი პროცესის უფლება და დაცვის მხარეს ჰქონდა ეფექტური შესაძლებლობა ედავა შესაძლო პროვოკაციის თაობაზე. რაც შეეხება მატერიალურ ტესტს - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მხილების მიზნით დანაშაულის წაქეზებასა და ლეგიტიმურ ფარულ ოპერაციებს შორის გამიჯვნის მიზნით, დანაშაულის წაქეზება განსაზღვრა როგორც სიტუაცია, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების, ან უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები, ან მათი ინსტრუქციებით მოქმედი სხვა პირები, არ შემოიფარგლებიან მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის პასიური გამოძიებით, არამედ მტკიცებულებების მოძიებისა და წარმოების დაწყების მიზნით ისეთ ზემოქმედებას ახდენენ სუბიექტზე, რომ იგი ხელს უწყობს ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პუნქტი 55). იმის დადგენისას, იყო თუ არა გამოძიება „ძირითადად პასიური“ ხასიათის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ფარული ოპერაციის განმაპირობებელ მიზეზებს, და სახელისუფლებო ორგანოების წარმომადგენლების ქცევას შეისწავლის, კერძოდ: სასამართლო ადგენს ობიექტური ეჭვის არსებობას იმის თაობაზე, რომ მომჩივანი დანაშაულებრივ საქმიანობაში იყო ჩართული, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის განზრახვა გააჩნდა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Bannikova v. Russia, პუნქტი 38). აღსანიშნავია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებამდე უნდა არსებობდეს ობიექტური ეჭვი და არა ზოგადი ინფორმაცია დანაშაულში პირის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ, თუმცა არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილება, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განმცხადებლის წინასწარგანწყობა შესაძლოა ასევე დაადასტუროს მისმა ქმედებებმა უშუალოდ საგამოძიებო ოპერაციის მსვლელობისას და არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენის წინასწარი განწყობის დადასტურების შესაძლებლობა ასეთი ფორმით (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Toran and Schymik v. Romania, პუნქტი 58; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2004 წლის 6 აპრილის განჩინება საქმეზე Shannon v. the United Kingdom , განაცხადი N67537/01 ). სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, სწორედ ზემოაღნიშნული მოცემულობაა, 2013 წლის 2, 6, 7 და 10 დეკემბრის ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერებში კარგად ჩანს ე-------------------ის აქტიური როლი და დაინტერესება საქონლის რეალიზებაში, მისი მონდომება მოაწონოს კლიენტს პროდუქცია და მისი სამომავლო გეგმები დიდ შეკვეთებთან დაკავშირებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურატურისა და სასამართლო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების - 2013 წლის 2,6,7 და 10 დეკემბრის ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით ცალსახად დადასტურებულია ე-------------------ის წინასწარგანწყობა დანაშაულის ჩასადენად, ხოლო კიდევ ერთი კრიტერიუმი რაც მნიშვნელოვანია დანაშაულის პროვოკაციის მატერიალური ტესტის შეფასების კონტექსტში - ბრალდებულის მიმართ ზეწოლის გამოყენების ინტენსივობა მისი აქტიური როლისა და დაინტერესების პირობებში სახეზე არ არის (თითქმის ნულის ტოლია) და დანაშაულის წაქეზების ეს ელემენტიც არ არსებობს.
2.27. ამდენად, დაცვის მხარის არგუმენტაცია დანაშაულის შესაძლო პროვოკაციის შესახებ არ არის საფუძვლიანი და სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გაიზიაროს დაცვის მხარის ეს ვერსია.
2.28. რაც შეეხება ე-------------------ის, პ---–--------------–--ის და ა---------–--------------ის უდანაშაულობას, სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და აღნიშნავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევიან ისინი ერთობლიობაში, კერძოდ: დაზარალებულ ვ------–------–---–ის ჩვენებით უტყუარად არის დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს „თ--------–---------ი“ ექსკლუზიურად ახორციელებს ,,ა--------ს“ საქართველოში იმპორტს და რეალიზაციას და ეს უფლება მათ არავისთვის, მათ შორის შპს ,,რ--------“-სთვის არ გადაუციათ. მოწმეების ხ---------------–---–ის, მ-----------–---–ის, ი----–-–--–--ის, თ----------------ის, მ----------–----–---–ის ჩვენებებით, ვინც უშუალოდ იყო დასაქმებული შპს ,,რ--------“-ის საამქროში, უტყუარად არის დადასტურებული, რომ მ–-----–- მდებარე საამქროში კერავდნენ სპორტულ ტანისამოსს, რომელზეც დატანილი იყო ,,ა--------ს“ სასაქონლო ნიშნები და ეტიკეტები. საყურადღებოა, რომ არც ბრალდებულები ე-------------------ი და ა---------–--------------ე უარყოფენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ,,რ--------“-ის საამქროში ხდებოდა ამგვარი პროდუქციის დამზადება. სწორედ საამქროში უშუალოდ დასაქმებულთა ჩვენებებით არის ასევე ცალსახად დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საამქროს ფაქტობრივად ხელმძღვანელობდნენ პ---–--------------–--ე და ა---------–--------------ე. ამათგან პირველი კურირებდა უშუალოდ სამუშაო პროცესს, ხოლო მეორე ტექნიკურ საკითხებს აგვარებდა. საწარმოში განხორციელებული უკანონო ქმედებები ასევე ცალსახად არის დადასტურებული საწარმოს ჩხრეკის ოქმით, რა დროსაც ამოღებული იქნა დიდი რაოდენობით ,,ა--------ს“ სამარკო ნიშნები და ტანისამოსი ,,ა--------ს“ სამარკო ნიშნებითა და ეტიკეტებით. რაც შეეხება ე-------------------ის მიერ საქონლის რეალიზაციას, აღნიშნული დადასტურებულია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით, სატელეფონო საუბრებით, მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა სწორედ საკონტროლო შესყიდვის შედეგად მიღებული თანხა. საყურადღებოა, რომ არც თავად ე-------------------ი უარყოფს საქონლის უკანონო ბრუნვაში მონაწილეობას, კერძოდ, თავადვე დაადასტურა, რომ ,,ა--------ს“ სამარკო ნიშნით სპორტული ტანისამოსის თ--------------აზე რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა - 300 ლარი გადასცა ა---------–--------------ეს, პ---–--------------–--ისთვის გადასაცემად. ასევე არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ თ--------------ას გამოართვა 14300 ლარი, სპორტული ტანსაცმლის რეალიზაციის შედეგად.
2.29. ამდენად, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. - 1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლის კვალიფიკაციაზე სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლით კრიმინალიზებულია - დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნით, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის დამზადება და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა. ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია, ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ამ დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია სამეწარმეო საქმიანობა, ასევე სამართლებრივი ურთიერთობები, რომელიც აწესრიგებს კეთილსინდისიერ კონკურენციასა და სასაქონლო ნიშნით სარგებლობას. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის, უკანონო დამზადებაში და რეალიზაციაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. სხვისი სასაქონლო ნიშნის დამზადებაში იგულისხმება საქონლის ნიშანდებისათვის (მარკირებისათვის) ვარგისი ნიშნის (სხვა კომერციული აღნიშვნის) დაბეჭდვას ან სხვა გზით გამოშვებას მესაკუთრის ნებართვის გარეშე. სხვისი სასაქონლო ნიშნის წარმოება გულისხმობს მათ სერიულ წარმოებას, ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა - სავაჭრო ქსელში შეტანას ან შეთავაზებას ანდა სხვაგვარად სამეურნეო ბრუნვაში გაშვებას. დანაშაული დამთავრებულია, თუ სხვისი სასაქონლო ნიშნის დამზადებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის შენიშვნის თანახმად მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევად დანაშაული ჩადენილად ითვლება, თუ წარმოებული ან სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი იმ საქონლის ღირებულება, რომელიც სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით, გეოგრაფიული აღნიშვნით ან რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ არის ნიშანდებული (მარკირებული), აღემატება 5000 ლარს.
3.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ პ---–--------------–--ემ და ა---------–--------------ე, რომლებიც რეალურად ხელმძღვანელობდნენ შპს - „რ--------“-ს, საწარმოში დასაქმებულ მკერავებს დაამზადებინეს „ა--------ს“ სასაქონლო ნიშნითა და რეგისტრირებული საფირმო და სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული სპორტული ტანსაცმელი, რომლის ნაწილი ე--------------------ის შუამავლობით, 2013 წლის 2, 7, და 10 დეკემბერს, მიყიდეს თ--------------ას.
3.4. რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს - ქმედებას ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ - წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩინება №მ-ი შ-618აპ-15) ამდენად სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პ---–--------------–--ის, ა---------–--------------ის და ე--------------------ის მიერ დანაშაულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენა.
3.5. დანაშაულის სხვა მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასამართლო მიუთითებს, რომ ცალსახად დადასტურებულია, რომ პ---–--------------–--ემ, ა---------–--------------ემ და ე--------------------მა, „ა--------ს“ სასაქონლო ნიშნითა და რეგისტრირებული სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული 218 წყვილი (შარვალი და პიჯაკი) 14715 ლარის ღირებულების სპორტული ტანსაცმლის რეალიზაციით მოახდინეს, მათი სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაც საქართველოში „ა--------“-ს ნაწარმის ერთადერთ უფლებამოსილ შემომტანს - შპს „თ--------–---------ი“-ს მიაყენა ზიანი, რაც სცილდება ამ დანაშაულისთვის დადგენილ მნიშვნელოვანი ზიანის ზღვარს. ამდენად სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ სახეზეა პ---–--------------–--ის მიერ სხვისი სასაქონლო ნიშნით, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოება და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენა, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით. ა---------–--------------ის მიერსხვისი სასაქონლო ნიშნით, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოება და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენა, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ე--------------------ის მიერ სხვისი სასაქონლო ნიშნით, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენა, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც ისინი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1 სასამართლო მიუთითებს, რომ პ---–--------------–--ეს, ა---------–--------------ეს და ე--------------------ს პასუხისმგებლობის განსაკუთრებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
5.4. სასამართლო პ---–--------------–--ის, ა---------–--------------ის და ე--------------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის მოტივს ანგარებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას - დაზარალებული კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შელახვას, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს - რაც გამოიხატა ერთიანი განზრახვით ჩადენილ რამდენიმე ქმედებაში, ასევე ბრალდებულების ეთიკურ და კანონისმიერ ქცევას სასამართლო სხდომის დარბაზში და ბრალდებულების პიროვნებებიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების რეალურად განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს პ---–--------------–--ის, ა---------–--------------ის და ე--------------------ის რესოციალიზაციას.
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
6.1.სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები: სპორტული ტანსაცმელი, სტიკერები და მარკები, უნდა განადგურდეს, ხოლო 3 ცალი CD დისკი და 2 ცალი DVD დისკი, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე--------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2050 ლარის ოდენობით, რაც დაკავებაში ყოფნის დროის გათვალისწინებით შეუმცირდეს და განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
2. ე-------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.
3. ა---------–--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
4. ა---------–--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.
5. პ---–--------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
6. პ---–--------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.
7. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები: სპორტული ტანსაცმელი, სტიკერები და მარკები, განადგურდეს, ხოლო 3 ცალი CD დისკი და 2 ცალი DVD დისკი, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე