1. აცილების შემდეგ დარჩენილ მსაჯულობის კანდიდატთაგანთორმეტს სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს ნაფიც მსაჯულად, ხოლო ორი საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს, როგორც სათადარიგო მსაჯული. საქმის სირთულიდან გამომდინარე, მოსამართლე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება უფრო მეტი სათადარიგო მსაჯულის დამტკიცების შესახებ. ეს გადაწყვეტილება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
2. სათადარიგო მსაჯული ესწრება სასამართლო სხდომას, მაგრამ მას უფლება არა აქვს, გამოხატოს საკუთარი აზრი, გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულებზე ან დაესწროს სასამართლოს თათბირს. სათადარიგო მსაჯული მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს მონაწილეობას სასამართლოს თათბირსა და კენჭისყრაში, თუ მან შეცვალა ნაფიცი მსაჯული ამ კოდექსის 232-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს თათბირი თავიდან იწყება.
3. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურის დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს საქმის განხილვის დღეს, რომელიც უნდა იყოს არა უგვიანეს შერჩევის პროცედურის დასრულებიდან მესამე დღისა.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის
კანონი
№5591
- ვებგვერდი, 13.07.2016წ.
თავი XXIII
საქმის არსებითი განხილვა სასამართლო
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2016-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.06.2016 კანონი №5591
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 224. კანდიდატის დანიშვნა ნაფიც მსაჯულად 1. აცილების შემდეგ დარჩენილ ი პირველი თოთხმეტი მსაჯულობის კანდიდატი შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. მათგან პირველ თორმეტ კანდიდატს სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს ნაფიც მსაჯულად, ხოლო დანარჩენი ორი საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს, როგორც სათადარიგო მსაჯული. საქმის სირთულიდან გამომდინარე, მოსამართლე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება უფრო მეტი სათადარიგო მსაჯულის დამტკიცების შესახებ. ეს გადაწყვეტილება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. 2. სათადარიგო მსაჯული ესწრება სასამართლო სხდომას და სასა, მაგრთლოს თათბირს. სათადარიგო მს მაჯულს უფლება არა აქვს, გამოხატოს საკუთარი აზრი, გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულებზე ან დაესწროს სასამართლოს თათბირს. სათადარიგო მსაჯული მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს მონაწილეობას სასამიიღართლოს თათბირსა და კენჭისყრაში, თუ მან შეცვალა ნაფიცი მსაჯული ამ კოდექსის 232-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს თათბირი თავიდან იწყება. 3. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურის დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს საქმის განხილვის დღეს, რომელიც უნდა იყოს არა უგვიანეს შერჩევის პროცედურის დასრულებიდან მესამე დღისა. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 თავი XXIII. საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში