1. თუ ზემდგომმა პროკურორმა გააუქმა დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ ან სასამართლომ გააუქმა დადგენილება/განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და არ გასულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა განახლდეს. ამ შემთხვევაში საქართველოს გენერალური პროკურორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სისხლისსამართლებრივი დევნის განახლებისა და სხვა საპროკურორო საქმიანობის განხორციელების ვალდებულებას სხვა პროკურორს აკისრებს.
2. სისხლისსამართლებრივი დევნის განახლების შესახებ წერილობით ეცნობება ბრალდებულს, მის ადვოკატს და დაზარალებულს.
საქართველოს 2014 წლის 24 ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი № 3814 – ვებგვერდი, 13.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 108. შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი დევნის განახლება 1. თუ ზემდგომმა პროკურორმა გააუქმა დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ ან სასამართლომ გააუქმა დადგენილება/განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და არ გასულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა განახლდეს. ამ შემთხვევაში საქართველოს გენერალური პროკურორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სისხლისსამართლებრივი დევნის განახლებისა და სხვა საპროკურორო საქმიანობის განხორციელების ვალდებულებას სხვა პროკურორს აკისრებს. 2. სისხლისსამართლებრივი დევნის განახლების შესახებ წერილობით ეცნობება ბრალდებულს, მის ადვოკატს და დაზარალებულს.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(4)
საქმე №2კ-2127აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.07.2008
…გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება საპროცესო ნორმათა დარღვევაზე, კერძოდ: საქმის განხილვის დროს ყველა მოწმე იმყოფებოდა დარბაზში, რითიც დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 460-ე მუხლი; მან ასევე დაარღვია სსსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული აცილებისა და თვითაცილების განცხადებისა და გადაწყვეტის წესი, რადგან მოწმის სტატუსით დაკითხული ბ. ლ. არის მოსამართლის სიძე (დის…
…რომ საოლქო პროკურორის ადგილზე არყოფნის გამო მან ვერ შეძლო ელექტრონული თანხმობის მოცემა. ამ თანხმობის გარეშე კი მისი ხელმოწერა არ აისახება დადგენილებაზე. ამ შემთხვევაში აპელანტის განმარტებით, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 108-ე მუხლით. აპელანტის განმარტებით, საგულისხმოა, რომ მთავარი პროკურატურა არ ედავება საქმის თვითნებურად შეწყვეტაზე და…
…დაკითხულმა ექსპერტებმა დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნების სისწორე. 2018 წლის 04 დეკემბრის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ დადგენილების მიხედვით ვაღარშაკ ტოროსიანი ცნობილი იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ სსსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით ისჯება განზრახ მკვლელობა. მართალია, აღნიშნული მუხლი…
…3.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ნ---- ო-------მა ნ----- რ----ოვის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს 19, 108-ე მუხლით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ. 4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება: 4.1. სასამართლო სასჯელის…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 108, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-108/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია