განაჩენი

სისხლის სამართლის 24.05.2019
საქმის ნომერი
010100118002677313
დავის ტიპი
19 - 108 , 260 1 , 236 4 , 236 3
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002677313

საქმე №1-932/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნათია ზოიძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ რ----- შ----ის

ბრალდებულის - ი-----–- ქ-------ის

ადვოკატების _ მ-----– მ------ის, ვ-–-----------–---–ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №170250818001 საქმე:

 

ბრალდებულ ი-----–- ქ-------ის მიმართ

მამის სახელი: ნ-------

დაბადებული: 10.11.1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბათუმი, ზ--------------------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, ფ------------------------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19; 108-ე მუხლი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

განზრახ მკვლელობის მცდელობა :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. ბათუმში, ა---------–-–---–ის ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-----–- ქ-------ემ უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია მისი ახლო ნათესავის - ქალიშვილის მიმართ დაზარალებულის მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, აგრეთვე დაზარალებულის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო და ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ, ცეცხლსასროლი იარაღიდან - პისტოლეტიდან ერთჯერადი გასროლით, ყოფილ სიძეს ნ-----–---- დ---------–---–ს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მუცლის ღრუში გამჭოლი, შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობის სახით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში:

 

2. დაზარალებულ ნ-----–---- დ---------–---–ის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებული ი-----–- ქ-------ე მისი ყოფილი სიმამრია. ქ-------ის ქალიშვილი ა----- ქ-------ე და ნ-----–---- დ---------–---–ი რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ჰყავთ შვილი - დ-------- დ---------–---–ი. ბოლო პერიოდში მეუღლეებს ხშირად ჰქონდათ უთანხმოება, რის გამოც გადაწყვიტეს დაშორება და განქორწინდნენ. ა-----ს და მისი ოჯახის საცხოვრებლად ბათუმში გადასვლის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ დღეებში, ჩადიოდა ბათუმში და სოციალური მუშაკის თანდასწრებით ნახულობდა შვილს. 2018 წლის 25 აგვისტოს თბილისიდან წამოვიდა ბათუმში ბავშვის სანახავად. გზიდან დაუკავშირდა სოციალურ მუშაკს, რომლის თანდასწრებითაც ხვდებოდა შვილს, თუმცა სოციალური მუშაკის განმარტებით შვებულებაში იყო და იმ დღეს ვერ შეძლებდა მის დახმარებას. რადგან უკვე წამოსული იყო, ამასთან, ენატრებოდა შვილი და სურდა მისი ნახვა, ჩამოვიდა ბათუმში და მივიდა ქ-------ეების საცხოვრებელი კორპუსის ეზოში იმ იმედით, რომ ბავშვი სათამაშოდ გამოვიდოდა ეზოში და შეძლებდა მის დანახვას მაინც. ეზოში ყოფნისას მასთან ერთად იმყოფებოდნენ მეგობრები ი-----–-----–---–ი და მისი მეუღლე ნ-----. ისხდნენ ეზოში მდებარე საბავშვო მოედნის სკამებზე და ელოდნენ დ--------ს ეზოში ჩასვლას. შენიშნა, რომ ქ-------ეების საცხოვრებელი კორპუსიდან გამოვიდა ი-----–- ქ-------ე, რომელმაც დაინახა ყოფილი სიძე და მისი თანმხლებები, მტრული მზერა შეავლო და გვერდით სადარბაზოში შევიდა. მალე ი-----–-----–---–ი და მისი მეუღლე ზღვაზე წავიდნენ, თავად ნ-----–----ი კი დარჩა იმავე ადგილას და არ კარგავდა შვილის ნახვის იმედს. რამდენჯერმე ი-----–- ქ-------ემ ისევ გაიარა ეზოში, ბოლოს კი ეზოს შესასვლელი არკისკენ წავიდა და მისკენ უხმო დ---------–---–საც . გაჰყვა უკან, არკაში შესვლის შემდეგ, ისე, რომ არანაირი დაპირისპირება მათ შორის არ მომხდარა, ქ-------ემ იარაღი ამოიღო და ესროლა. ტყვია მუცლის არეში მოვხდა, დაჭრილი ეზოში შებრუნდა და შველა ითხოვა. ჯერ მახლობლად მყოფი ხალხი დაეხმარა, შემდეგ კი სასწრაფო დახმარება გამოძახეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

2. საქმეში წარმოდგენილი ქორწინების და განქორწინების მოწმობების ასლებით ირკვევა, რომ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში 09/10/2011 წელს რეგისტრირებულია ნ-----–---- დ---------–---–ის და ა----- ქ-------ის ქორწინების აქტი - ნომრით 8----------- აღნიშნული ქორწინება შეწყვეტილია განქორწინებით, რომელიც რეგისტრირებულია 27/09/2017 წელს.

 

3. მოწმედ დაკითხულმა ი-----–-----–---–მა და ნ----- ჩ--------–მა დაადასტურეს 2018 წლის 25 აგვისტოს ქ. ბათუმში ნ-----–---- დ---------–---–თან ერთად, ამ უკანასკნელის ყოფილი მეუღლის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ყოფნის ფაქტი. განმარტეს, რომ დაინახეს ეზოში ჩასული მამაკაცი, რომელიც ნ-----–----ის განმარტებით მისი ყოფილი სიმამრი იყო და რომელიც მტრულად იყურებოდა მათკენ.

 

4. 2018 წლის 30 აგვისტოს ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით თანახმად, ი-----–-----–---–მა და ნ----- ჩ--------–მა ამოსაცნობად წარმოდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან, ამოიცნეს ფოტოსურათი ი-----–- ქ-------ის გამოსახულებით როგორც პიროვნება, რომელიც 2018 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 16 საათზე, ქ. ბათუმში, ა-----–-–---–-- ქუჩა N--ის შიდა ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის დროს აჩვენა მათ მეგობარმა ნ-----–---- დ---------–---–მა და განუცხადა, რომ ის იყო მისი ყოფილი მეუღლის, ა----- ქ-------ის მამა - ი-----–- ქ-------ე.

 

5. 2018 წლის 25 აგვისტოს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბათუმში, ა---------–-–---–ის ქუჩა 4-ში მდებარე ცხრა სართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც ნაპოვნი იქნა მოყვითალო ფერის ცილინდრისებური მასრის მსგავსი საგანი, მოწითალო ფერის ლაქები და პირსახოცი მოწითალო ლაქებით.

 

6. მოწმე მ------ ჭ----------მ სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის ცენტრში სოც. მუშაკის პოზიციაზე. ნ-----–---- დ---------–---–ი თავისი შვილის ნახვას, სასამართლოს გააწყვეტილებით განსაზღვრულ დღეებსა და საათებში ახდენდა მისი თანდასწრებით. 2018 წლის 25 აგვისტოს იყო შვებულებაში, რა დროსაც მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა დ---------–---–ი, აუწყა, რომ თბილისიდან მოდიოდა ბათუმში, სურდა შვილის ნახვა, რომელიც სოციალური მუშაკის თანდასწრებით უნდა შემდგარიყო. დ---------–---–ს აუხსნა, რომ იყო შვებულებაში და ვერ შეძლებდა დახმარებას. ამის შემდეგ მისი თხოვნით დაუკავშირდა ა----- ქ-------ის ადვოკატს, ი--------------–---–ს და აუხსნა, რომ ნ-----–----ს სურდა შვილის ნახვა. ადვოკატმა განუცხადა, რომ სასამართლოს დროებითი გადაწყვეტილების მიხედვით დ---------–---–ს უფლება ჰქონდა ენახა შვილი მხოლოდ სოციალური მუშაკის თანდასწრებით, მის გარეშე კი ამას ვერ შეძლებდა. ადვოკატის ნათქვამი გადასცა დ---------–---–ს, რომელიც ამის შემდეგ მას აღარ დაკავშირებია.

 

7. მოწმე ი--------------–---–ის მიერ გამოძიების ეპატზე მიცემული ჩვენების თანახმად, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად, არ გამოკვლეულა არსებითი განხილვისას, არის ა----- ქ-------ის ადვოკატი სამოქალაქო საქმეებზე. 2018 წლის 25 აგვისტოს დაუკავშირდა ქ-------ის ყოფილი მეუღლე ნ-----–---- დ---------–---–ი და განუცხადა, რომ იმყოფებოდა ბათუმში და სურდა შვილის ნახვა. განუმარტა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ამის შესაძლებლობა ჰქონდა მხოლოდ სოციალური მუშაკის თანდასწრებით, მის გარეშე კი შვილს ვერ ნახავდა, რაზეც დ---------–---–ი განაწყენდა, განუცხადა, რომ მისი შვილი იყო და როცა მოისურვებდა, მაშინ შეხვდებოდა. ამის შემდეგ მოწმემ დაურეკა ა----- ქ-------ეს და გადასცა, რომ ნ-----–----ს შვილის ნახვა სურდა, ა-----მ უარი განაცხადა სოციალური მუშაკის გარეშე ბავშვის ნახვის ნება მიეცა ყოფილი მეუღლისთვის. მისი პასუხი გადასცა ნ-----–---- დ---------–---–ს და ურჩია არ მისულიყო ბავშვის სანახავად.

 

8. მოწმე ლ-–- წ--–----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ცხოვრობს ქ. ბათუმში, მე--------–--------ში. 2018 წლის 25 აგვისტოს, დღის საათებში იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ეზოდან მოესმა გასროლის ხმა. აივნიდან გადაიხედა და დაინახა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ეზოში შესასვლელი "არკიდან" წელში მოხრილი მიდიოდა სადარბაზოს მიმართულებით და ითხოვდა დახმარებას. ჩაირბინა ეზოში, სადაც უკვე ხალხი იყო შეკრებილი და ცდილობდნენ დახმარებოდნენ დაჭრილ ახალგაზრდას, მალე მივიდა სასწრაფო დახმარების მანქანა და დაჭრილი წაიყვანეს სააადმყოფოში. ახსოვს, რომ გასროლის ხმა მხოლოდ ერთხელ გაისმა.

 

9. ანალოგიური განმარტებები მისცეს სასამართლოს შემთხვევის ადგილის მეზობლად მდებარე კორპუსებში მცხოვრებმა, მოწმედ დაკითხულმა პირებმა - ნ--------------მ, ა-–------–-----ემ, რ--------------------ემ, ხ------------–--ემ, ნ-----–---------მ. არც ერთ მათგანს არ დაუნახავს ახალგაზრდა მამაკაცისთვის ჭრილობის მოყენების მომენტი, გაიგონეს მხოლოდ გასროლა და დაინახეს ეზოში მყოფი დაჭრილი ახალგაზრდა, რომელიც შველას ითხოვდა.

 

19. მოწმე გიორგი ზუბადალაშვილმა სასამართლოს განუმარტა, რომ ნ-----–---- დ---------–---–ი მისი დეიდაშვილია. 2019 წლის 15 აგვისტოს სატელეფონო საუბრისას ნ-----–----ისგან შეიტყო, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა ყოფილმა სიმამრმა ი-----–- ქ-------ემ.

 

20. არასრუწლოვანი მოწმეების - ე-–----------ის, მ----------–-----ის, ს--–-----------ის ჩვენებების თანახმად, რომლებიც მხარეებმა სადავოდ არ მიიჩნიეს და შესაბამისად, არ გამოკვლეულა არსებითი განხილვისას, ირკვევა, რომ სამივე მათგანი შემთხვევის დღეს თამაშაობდა იმავე ეზოში, სადაც მოხდა ნ-----–---- დ---------–---–ის დაჭრა. ე-–----------ის გადმოცემით, ეზოში თამაშისას დაინახა ორი მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთში საუბრობდნენ, ერთი უფრო ახალგაზრდა იყო და თავზე ქუდი ეხურა. უცებ გაიგონა რაღაცის აფეთქების ხმა, დაინახა, რომ იმ ადგილას, სადაც მამაკაცები იდგნენ, ქუდიანი მამაკაცი წელზე იკიდებდა ხელს და ყვიროდა, ხოლო მეორე მამაკაცი გაიქცა. მოწმე ს--–-----------ის განმარტებით ეზოში თამაშისას მანაც გაიგონა "ბომბაჩკის" ხმა და დაინახა როგორ გამორბოდა ეზოში შემოსასვლელი არკიდან (გვირაბიდან) ახალგაზრდა მამაკაცი და ყვიროდა. მოწმე მ-----------–-----ი თავის ჩვენებაში მიუთითებს, რომ მეგობრებთან ერთად ეზოში თამაშისას დაინახა შესასვლელი გვირაბისკენ მდგარი ორი მამაკაცი, რომლებიც "კამათობდნენ და უწმაწური სიტყვებით მიმართავდნენ ერთმანეთს". ფოიერვერკის გასროლისმაგვარ ხმაზე, ამ მამაკაცებიდან ახალგაზრდა შეტრიალდა ეზოსკენ და მუცელზე ხელმიდებული დახმარებას ითხოვდა, მეორე მამაკაცი კი გარბოდა.

 

21. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 28 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N006788118 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემების შესაბამისად, ნ-----–---- დ---------–---–ი მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას შპს „მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ მედცენტრში“ 2018 წლის 25 აგვისტოდან დიაგნოზით - მუცლის ღრუს გამჭოლი შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა წვრილი და მსხვილი ნაწლავის დაზიანებით, მუცლის შიდა სისხლდენა, ჰემოპერიტონეუმი, პემორაგიული შოკი. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვ(ებ)ის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სახეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

22. აღნიშნული დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ-----------------ემ.

 

23. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე შპს "საქართველოს ფოსტიდან" და შპს "ჩეხური ღვინის სახლიდან" გამოთხოვილი ინფორმაცია - ვიდეო კამერების ჩანაწერები, რომლებზეც დაფიქსირებულია ქ. ბათუმში, ა---------–-–---–ის ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორია და ასახულია 2018 წლის 25 აგვისტოს შემთხვევის ადგილას არსებული სიტუაცია. ვიდეო-ფირზე ჩანს ეზოში ახალგაზრდა გოგონასთან და ვაჟთან ერთად მყოფი ნ-----–---- დ---------–---–ი. ასევე ჩანს სადარბაზოდან რამდენჯერმე გამოსული და შესული ი-----–- ქ-------ე. მოგვიანებით დ---------–---–ი ეზოში მარტო იმყოფება, 16:37 სთ-ზე ქ-------ე და დ---------–---–ი საუბრობენ, მოსაუბრეთა ქცევა თავიდან მშვიდია, შემდეგ ჩანს როგორ შლის ხელებს დ---------–---–ი, არკის მიმართულებით მიდის ქ-------ე, უკან მიყვება დაზარალებული და დაახლოებით ერთ წუთში უკან გამორბის მუცელის არეში ხელმიდებული.

 

24. ზემოთმითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულის მიერ სსკ-ის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას.

 

25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.

 

26. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.

 

27. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში.

 

28. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებაც - ბრალდებული ი-----–- ქ-------ის, მოწმეების - ა----- ქ-------ის, რ-------------------ის, ე-----------–--–-----ის, ქ------- ქ-------ის, თ---------------------------ის, გ-----------------ის ჩვენებები, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური, კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნები და სხვა წერილობითი ინფორმაცია.

 

29. მოწმე ა----- ქ-------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2011 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დაზარალებულ ნ-----–---- დ---------–---–თან, შეეძინათ ვაჟი - დ--------. მიუხედავად იმისა, რომ თავად და მისი მშობლებიც ყველანაირად ცდილობდნენ ახლადშექმნილ ოჯახს მშვიდად და ბედნიერად ეცხოვრა, მალე დ---------–---–ის რთული ხასიათის გამო მეუღლეებს ურთიერთობა დაეძაბათ. ხშირად იყო მეუღლის მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, თუმცა ითმენდა და მშობლებსაც არაფერს ეუბნებოდა. თავდაპირველად ცხოვრობდნენ ა-----ს მშობლების მიერ სპეციალურად მათთვის შეძენილ ბინაში, რომელიც მოგვიანებით გააქირავეს, მშობლებთან გადავიდნენ საცხოვრებლად, ქირის ფულს კი მთლიანად დ---------–---–ი იღებდა და სარგებლობდა. მას ყველანაირი მიზეზის გარეშე შეეძლო დაემცირებინა მეუღლე, ფიზიკურად ეძალადა მასზე. როდესაც ურთიერთობის მოგვარების ყველა იმედი გადაეწურა, განქორწინდა მასთან, თუმცა სიტუაცია ფაქტიურად არ შეცვლილა. შვილის ნახვის მიზეზით, კვლავ უწევდა ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობა და ისევ ხდებოდა ძალადობის მსხვერპლი. იყო შემთხვევა, როდესაც მამასთან მყოფ ბავშვს მიაკითხა დ---------–---–ის სახლში, სადაც ამ უკანასკნელმა ჩაკეტა ოთახში, სცემა და მხოლოდ მას შემდეგ გაუშვა, რაც ძმისგან შეიტყო, რომ ა-----ს შეშინებულ ახლობლებს ბინასთან პოლიცია გამოეძახებინათ. სამართალდამცველებისთვის მიმართვა არაერთხელ მოუწია ნ-----–----ის სხვა ძალადობრივი ქმედებების გამოც, ხდებოდა შემაკავებელი და დამცავი ორდერების გაცემა, თუმცა მათი მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე თავიდან იწყებოდა ყველაფერი. იმის გამო, რომ ყველანაირად ერიდებოდა თავისი შვილის მამა ციხეში გაეშვა, პოლიციაში არაფერს ამბობდა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე, რასაც ამჟამად ძალიან ნანობს. პატარა შვილის თანდასწრებით, ნ-----–----ს არაერთხელ მიუყენებია მისთვის შეურაცხყოფა, რასაც ბავშვი ძალიან განიცდიდა, ნერვიულობდა, ჭირვეულობდა და საჭირო გახდა დახმარებისთვის ფსიქოლოგისთვის მიმართვა. საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს კედლებზე და ლიფტში ა-----ს და მის მშობლებს ხვდებოდათ მუქარის შემცველი წარწერები - "ა-----ს და რ-------ს ტყვია არ აცდებათ", "სპერმის ქურდები". შვილის ბედით შეშინებულმა მამამ, ი-----–- ქ-------ემ, იმ მიზით, რომ დაეცვა ერთადერთი ქალიშვილი მოძალადისგან, კერძო დაცვის სამსახურს მიმართა და დაუქირავა პირადი მცველი, რომელიც თან დაჰყვებოდა, როგორც მძღოლი, ყოფილი მეუღლისგან მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად. მიუხედავად ამისა, სწორედ იმ დროს, როდესაც უკვე სარგებლობდა პირადი დაცვით, სახლის სადარბაზოსთან დახვდა დ---------–---–ი და მიაყენა ფიზიკური შეურცხყოფა. ამის შემდეგ, ოჯახი იძულებული გახდა საცხოვრებლად გადასულიყო ქ. ბათუმში. ა-----მ და მისმა დედამ უარი თქვეს საკმაოდ კარგ სამსახურებზე და რადგან სხვა გამოსავალი ვერ იპოვეს, საცხოვრებლად გადავიდნენ ბათუმში. სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ნ-----–---- დ---------–---–ს უფლება ჰქონდა ენახა შვილი მხოლოდ სოციალური მუშაკის თანდასწრებით. ის სარგებლობდა ამ უფლებით, ჩამოდიოდა ბათუმში და ხვდებოდა შვილს. 25 აგვისტოს, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მუშაკი შვებულებაში იმყოფებოდა, ა----- კი წინააღმდეგი იყო მის გარეშე ნ-----–----ს შვილი ენახა და ამის თაობაზე შესანიშნავად იცოდა ამ უკანასკნელმა, მაინც ჩამოვიდა ბათუმში და ქ-------ეების საცხოვრებელი კორპუსის ეზოში იმყოფებოდა. შემდეგ კი შეიტყვეს მისი დაჭრის შესახებ, დაჭრის ფაქტს არ შესწრებია, როგორც იცის მას ი-----–- ქ-------ემ ესროლა, რომელიც მანამდე საკმაოდ დიდხანს უმკლავდებოდა შვილის დამცირებით, ცემით, მოკვლის მუქარით გამოწვეულ შიშს.

 

30. ანალოგიურ გარემოებებზე გაამხვილა ყურადღება მოწმე რ-------------------ემ, ბრალდებული ქ-------ის მეუღლემ. მანაც ისაუბრა იმ გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ, რომელსაც მისი შვილი ა----- მეუღლისგან წლების გამავლობაში უსიტყვოდ იტანდა, შემდეგ კი მშობლებთან ერთად ცდილობდა თავი დაეცვა ნ-----–---- დ---------–---–ისგან და პოლიციაში მიმართვიდან დაწყებული, საცხოვრებლის შეცვლით დასრულებული, პირადი მცველის დაქირავების ჩათვლით, ყველაფერი სცადეს მძიმე შედეგის თავიდან ასაცილებლად, თუმცა ბოლოს მაინც მოხდა გამოუსწორებელი რამ, რის გამოც დღეს ი-----–- ქ-------ე პატიმარია და ელის სასჯელს.

 

31. დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილია შსს თბილისის მთავარი სამმართველოდან მიღებული მასალები, კერძოდ: პოლიციის სამმართველოში შესული N3210973 შეტყობინება, რომლის თანახმად 2016 წლის 26 დეკემბერს რ-------------------ემ ითხოვა პოლიციის დახმარება. აღნიშნული შეტყობინების და მასზე რეაგირების ოქმის თანახმად, გამოძახების საფუძველზე ქ. თბილისში, ბ---------------0-ის მიმდებარედ გასულ პოლიციის თანამშრომლებს ქუჩაში დახვდათ რ-------------------ე, რომელმაც განაცხადა, რომ მისი შვილი ა----- ქ-------ე ყოფილმა მეუღლემ ნ--- დ---------–---–მა ჩაკეტა მე-8 სართულზე მდებარე ბინაში, არ უშვებს გარეთ. შიშის გამო თვითონ ბინაში ვერ ადის, ეშინია პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ასვლისაც.

 

32. 2015 წლის 1 მაისს გაცემული N002441 შემაკავებელი ორდერის თანახმად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო მოძალადე ნ-----–---- დ---------–---–ს აეკრძალა ა----- ქ-------ესთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა.

 

33. დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისით დათარიღებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ - "მოძალადე ნ-----–---- დ---------–---–ს აეკრძალა მსხვერპლთან - ა----- ქ-------ესთან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ის იმყოფება, ასევე აეკრძალა ნებისმიერი სახის კონტაქტი ექვსი თვის ვადით".

 

34. 2017 წლის 17 ივლისს "ვენუს ჯორჯიას" რეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოლოგის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, დ-------- დ---------–---–ს ჩაუტარდა ფსიქოლოგის კონსულტაცია, დადგინდა, რომ აღენიშნება აგრესიულობა და აღგზნებადობა. დედის მიმართ ბავშვი არის აგრესიული, რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მამა ხელით შეეხო დედას და მამის თქმით დედა არის ბოროტი. ფსიქოლოგმა გასცა რეკომენდაცია ბავშვი მინიმუმ სამი თვის განმავლობაში მოერიდოს მშობლებს შორის კონფლიქტურ სიტუაციას, შეიქმნას ბავშვისთვის და დედისთვის კომფორტული გარემო, რათა მოხდეს სტრესის აღმოფხვრა.

 

35. 2017 წლის 29 მაისით დათარიღებული ხელშეკრულებით ა----- ქ-------ესა და შპს "ვიქტორია სექიურითს" შორის დასტურდება, რომ ა----- ქ-------ემ ნამდვილად დაიქირავა დაცვის სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც მისი პირადი დაცვა ევალებოდა.

 

36. სასამართლოს წინაშე წარმოდგენილია ასევე სასარჩელო წარმოების მასალები, რომლითაც დასტურდება, რომ ქ-------ეს და დ---------–---–ს შორის მიმდინარეობდა სამოქალაო დავები ქორწინების შეწყვეტის, ბავშვის საცხოვრებლის განსაზღვრის, მამისთვის ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის თაობაზე. დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს განჩინებით ირკვევა, რომ ნ-----–---- დ---------–---–ს შვილთან ურთიერთობისთვის განესაზღვრა ყოველი მეორე შაბათ-კვირა, მხოლოდ ბათუმის სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის თანდასწრებით.

 

37. მოწმეებმა ქ------- ქ-------ემ და ე-----------–--–-----ემ - ბრალდებული ქ-------ის დამ და სიძემ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებში დაადასტურეს, რომ მათთვისაც ცნობილი იყო ა----- ქ-------ის პრობლემების თაობაზე, რაც მისი ყოფილი მეუღლის ქმედებებით იყო გამოწვეული და ყველა ძალიან განიცდიდა ახალგაზრდა ქალის მდგომარეობას.

 

38. მოწმე თ---------------------------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ბრალდებული მისი მეგობარია, იცნობს მის ოჯახს და იცის ა----- ქ-------ესა და მის ყოფილ მეუღლეს შორის არსებული რთული ურთიერთობის შესახებ, რომ ა-----ს მეუღლე ხშირად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რასაც ძალიან განიცდიდა ი-----–-. 2018 წლის 25 აგვისტოს დაურეკა ქ-------ემ და აუწყა, რომ მისი ყოფილი სიძე იმყოფებოდა მათი კორპუსის ეზოში და სთხოვა მისვლა. მივიდა, ესაუბრა ქ-------ეს, რომელიც ამბობდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დ---------–---–ს არ ჰქონდა სოციალური აგენტის გარეშე ბავშვის ნახვის უფლება, თუმცა მაინც მოვიდა და ეზოში ზისო. შიშობდა დ---------–---–ს რაიმე საფრთხე არ შეექმნა მისი ოჯახის წევრებითვის. დობორჯგინიძემ შესთავაზა ჩასულიყვნენ და გასაუბრებოდნენ, მაგრამ ქ-------ემ უარი განაცხადა, რამეს აგრესიულად მეტყვის და არ მინდა მასთან დაპირისპირებაო.

 

39. მოწმე გ-----------------ის ჩვენების თანახმად, რომელიც სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად გამოქვეყნდა საქმის არსებითი განხილვისას, ირკვევა, რომ არის ბრალდებული ქ-------ის მეუღლის ძმისშვილი, ცხოვრობდა ქ-------ეების ოჯახთან ერთად ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქ. ბათუმში გ--------------------ში. 2018 წლის 25 აგვისტოს ფანჯრიდან კორპუსის ეზოში დაინახა ა----- ქ-------ის ყოფილი მეუღლე ნ-----–---- დ---------–---–ი როგორ იდგა ეზოში შესასვლელი არკასთან და აგინებდა ვიღაცას, რომელიც სავარაუდოდ არკაში იმყოფებოდა, ეს პირი არ ჩანდა ფანჯრიდან. დ---------–---–ი უწმაწური სიტყვებით იგინებოდა და იმუქრებოდა, რომ „ავიდოდა ზევით და მათაც იგივეს უზამდა“. ამის შემდეგ ის არკაში შევიდა. მალე ეზოში ჩოჩქოლი ატყდა, თვითონ არ ჩასულა, მაგრამ რ-------------------ისგან შეიტყო, რომ ნ-----–----ი იყო დაჭრილი.

 

40. ბრალდებულ ი-----–- ქ-------ის ადვოკატის მ-----– მ------ის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმის თანახმად, ადვოკატმა დაათვალიერა ა----- ქ-------ის მიერ წარმოდგენილი ქაღალდის ნახევი, რომელზეც ქართული ასოებით, ფანქრით შესრულებულია შემდეგი ტექსტი - " ა-----ს და რ-------ს ტყვია არ აგცდებათ". ქ-------ის განმარტებით აღნიშნული ქაღალდი წარწერით იპოვა მათი საცხოვრებელი სახლის ლიფტში 2017 წლის მაისის თვეში. საქმის არსებითი განხილვისას დათვალიერდა აღნიშნული ქაღალდი და მასზე არსებული წარწერა.

 

41. დაცვის მხარის მიმართვის საფუძველზე ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელწერის ექსპერტიზის N007564218 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, ფურცლის ნაგლეჯზე ფანქრით დაწერილი უსახელო წერილის ხელნაწერი ტექსტი - "ა-----ს და რ-------ს ტყვია არ აგცდებათ", უსახელო წერილის ასლი - "სპერმის ქურდები", ასევე 2018 წლის 30 აგვისტოს შედგენილი დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის ბოლოს მინაწერი ტექსტი - "გამოკითხვის ოქმი დაბეჭდილია ჩემი ნაკარნახევი სიტყვებით, წავიკითხე, სწორია და ვაწერ ხელს" - სავარაუდოა, რომ შესრულებულია ერთი და იგივე პირის მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა საბუთების უხარისხობის გამო.

 

42. საქმის არსებითი განხილვისას დაკითხულმა ექსპერტმა, ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის ავტორმა მ-----------------მ დაადასტურა მიღებული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ კატეგორიული დასკვნის გაცემა შეუძლებელი აღმოჩნდა გამოსაკვლევი დოკუმენტების ქსეროასლების სახით წარდგენის გამო. თუმცა მისი დასკვნა შესაძლებლად მიიჩნევს და არ გამორიცხავს, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ტექსტები შესრულებული იყოს იმ პირის მიერ, ვისაც ეკუთვნის დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის ბოლოს არსებული მინაწერი.

 

43. დაცვის მხარის მიერ დანიშნულ იქნა ასევე ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. 2019 წლის 22 მარტს გაცემული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N001941519 დასკვნის თანახმად, ი-----–- ქ-------ე ფსიქიკურად დაავადებული არ არის, ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენისას მას შეეძლო გაეცნობიერებინა ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის. ექსპერტიზის ფსიქოლოგიური კვლევის ნაწილში მიღებული დასკვნის თანახმად: 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის მომენტში ი-----–- ქ-------ე იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.

 

44. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ავტორმა, ექსპერტმა მ------ მ-----–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ ფიზიოლოგიური აფექტი არის ძლიერი და ხანმოკლე ფეთქებადი მდგომარეობა, რომელიც სწრაფად ეუფლება პიროვნებას, მიმდინარეობს მძვინვარედ და ცნობიერების შევიწროვების ფონზე ადგილი აქვს ინტელექტუალურ-ნებითი ფუნქციების მკვეთრ დაქვეითებას. ფიზიოლოგიური აფექტი ემოციური გამღიზიანებლობის შედეგად მიღებული აღგზნებისგან განსხვავდება მისი სამფაზიანი დინამიური მიმდინარეობით, რომლის პირველი ფაზა მოსამზადებელი ფაზაა, მეორე - აფექტის აფეთქება, მესამე-აფექტის დაცემის ფაზა. ექსპერტიზის დასკვნაში ექსპერტმა აღწერა თითოეული ფაზისთვის დამახასიათებელი ნიშნები და მის წინაშე წარდგენილი საქმის მასალების შესწავლის, გამოსაკვლევ პირთან უშუალო კონტაქტის შედეგად მიიჩნია, რომ სახეზე იყო დროის განმავლობაში ხანგრძლივად არსებული ფსიქოლოგიური ტრავმების შედეგად გამოწვეული ძლიერი სულიერი აღელვების ფონზე ჩადენილი დანაშაული, რასაც ხელი შეუწყო შემთხვევის მომენტში დაზარალებულის მხრიდან წამოსულმა აგრესიამ და მუქარამ ბრალდებულის ახლობლებისადმი. ბრალდებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ქმედების ჩადენისას სრულად შეესაბამება ფიზიოლოგიური აფქტისთვის დამახასიათებელ მდგომარეობას.

 

45. ბრალდებულმა ი-----–- ქ-------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ ნ-----–---- დ---------–---–ის მკვლელობის მცდელობის გამო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მისი მოქმედება - იარაღიდან დ---------–---–ის მისამართით გასროლა გამოწვეული იმ ემოციური მდგომარეობით, რომელიც განაპირობა ყოფილი სიძის მიერ ი-----–- ქ-------ის ერთადერთი შვილისადმი წლების განმავლობაში განხორციელებულმა ტანჯვამ და დამცირებამ. ხედავდა და წლების მანძილზე ითმენდა შვილის შეურაცხყოფას, ცდილობდა არიდებოდა თავისი შვილიშვილის მამასთან დაპირისპირებას, არასდროს ჰქონია მასთან უშუალო კონფლიქტი. გამოიყენა ყველა საშუალება შვილის დასაცავად. ბოლო პერიოდში გავრცელებული ოჯახური ძალადობის ფაქტებიდან გამომდინარე, რაც არც თუ იშვიათად ქმრის მიერ ცოლის მკვლელობით სრულდებოდა, მუდმივად ეშინოდა იგივე უბედურება არ დატყდომოდა თავს მის ოჯახსაც. დეკანოშვილის მხრიდან კი ძალადობის ფაქტებს ბოლო არ უჩანდა, სახლის სადარბაზოში და ლიფტში ხვდებოდათ მუქარის შემცველი წარწერები. იმ ზომამდე მივიდა, რომ მიმართა კერძო დაცვის სამსახურს და პირადი მცველი დაუქირავა შვილს, მაგრამ მას შემდეგ, რაც სწორედ პირადმა მცველმაც ვერ შეძლო ა-----ს დაცვა და დ---------–---–მა სახლის სადარბაზოსთან კვლავ იძალადა მასზე, გადაწყვიტა საერთოდ შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი. უარი ათქმევინა ცოლსაც და შვილსაც საკმაოდ შემოსავლიან სამსახურებზე და საცხოვრებლად გადაიყვანა ბათუმში. თითქოს უკვე ყოველდღიური საფრთხე ნაკლები იყო, მაგრამ პერიოდულად მაინც უხდებოდათ ყოფილ სიძესთან შეხვედრა, როდესაც ის ბავშვის სანახავად ჩადიოდა ბათუმში. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ყველა შეხვედრას ესწრებოდა სოც.მუშაკი. 2019 წლის 25 აგვისტოს ნ-----–---- დ---------–---–ს წესით არ უწევდა შვილთან შეხვედრა, სოციალური მუშაკი ვერ დაესწრებოდა ამ პროცესს, რაც ცნობილი იყო მისთვის, მაგრამ მაინც ჩავიდა ბათუმში და რამდენიმე საათის განმავლობაში იჯდა ქ-------ეების საცხოვრებელი კორპუსის ეზოში. მისი დანახვისთანავე ისევ გაუმძაფრდა შიში რამე არ დაეშავებინა დ---------–---–ს მისი ოჯახის წევრებისათვის. რამდენჯერმე ჩავიდა ეზოში, თუმცა ყოფილ სიძეს არ გამოლაპარაკებია. აღარ აპირებდა, მაგრამ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ისევ მოუწია ქვევით ჩასვლა. დ---------–---–ი მისკენ წავიდა, მიესალმნენ ერთმანეთს, შვილის ნახვაზე დაიწყო საუბარი, ამბობდა, რომ თუ დაჭირდებოდა სახლშიც ავიდოდა და ნახავდა შვილს, გადაწყვიტა არიდებოდა და წავიდა ეზოდან გასასვლელი არკისკენ, ყოფილი სიძე უკან გაჰყვა, გაიგონა გინების ხმა, მუქარა ოჯახის წევრებისადმი, ამ დროს უკვე "არკაში" იყვნენ შესული. მუქარის გაგონებაზე იგრძნო, რომ უკიდურესად აღელდა, მიბრუნდა და როგორც ჩანს სწორედ ამ დროს განახორციელა გასროლა მისი მისამართით, თუმცა ვერ იხსენებს კონკრეტულ მომენტს. სწრაფად წავიდა იქიდან და უმისამართოდ დადიოდა ქუჩებში, როცა აღქმის უნარი დაუბრუნდა, აღმოაჩინა, რომ ქუთაისის ქუჩაზე იმყოფებოდა და აბსოლუტურად სველი იყო.

 

46. რაც შეეხება დანაშაულის იარაღს, ბრალდებულის განმარტებით, სახლში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო მოუწია ძველი ნივთების სახლიდან გატანა. შეაგროვა მამის დანატოვარი ნივთები, მოათავსა ტომრებში და ჩაიტანა ბინიდან ეზოში ნაგვის ბუნკერში ჩასაყრელად. ეზოში ჩასვლის შემდეგ ერთ-ერთი ტომარა გაიხა და ნივთები ძირს დაიყარა, სწორედ მაშინ შენიშნა პისტოლეტი. მიხვდა, რომ მამის კუთვნილი იარაღი იყო, აცნობიერებდა, რომ ასეთ შემთხვევაში ვალდებული იყო პოლიციაში წარედგინა, მაგრამ აღიარებს, რომ მოქალაქეობრივ მოვალეობაზე მაღლა პირადი ინტერესი დააყენა, დაენანა მამამისის კუთვნილი იარაღი სხვაზე გადასცემად, არც ბინაში ატანა უნდოდა, ამიტომ იქვე ეზოში გასასვლელი არკის ნიშაში ჩადო და დამალა. შემთხვევამდე რამდენჯერმე მივიდა ამ ადგილას, დახედა იარაღს, ფიქრობდა, მაგრამ ვერ წყვეტდა მის პოლიციაში წარდგენას. 25 აგვისტოს კი დ---------–---–ი სწორედ იმ არკაში წამოეწია გინებით და ოჯახის წევრებისადმის მუქარის შემცველი ფრაზების ძახილით. როგორც ჩანს ემოციებით დამუხტულმა სწორედ ის იარაღი აიღო იქვე ორ ნაბიჯზე მდებარე ნიშადან და ესროლა ყოფილ სიძეს. მოგვიანებით გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია პისტოლეტის ადგილმდებარეობის შესახებ და როგორც იცის, სწორედ იმ ადგილიდან იქნა იარაღი ამოღებული, რომელზეც თვითონ მიუთითა, ანუ ბინის ეზოში შესასვლელი "არკის" ნიშადან.

 

47. დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი ინფორმაციით - აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ -გამომძიებლის 2019 წლის 16 მაისის წერილით დასტურდება, რომ დაცვის მხარის განცხადების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებულია გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგი შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე- სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით. გამოძიების ფარგლებში ნივთმტკიცებად ამოღებულია პისტოლეტის მსგავსი საგანი. ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ პისტოლეტი ამოღებულ იქნა სწორედ ქ-------ის მიერ მითითებული ადგილიდან.

 

კვალიფიკაციის შეცვლა:

 

48. ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების კრიტიკული ანალიზი და ობიექტური შეფასება, გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ი-----–- ქ-------ის დამნაშავედ ცნობას ნ-----–---- დ---------–---–ის განზრახ მკვლელობის მცდელობაში, მიიჩნევს, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება მოიცავს არა ბრალად წარდგენილი, არამედ სხვა დანაშაულის ნიშნებს, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 121-ე მუხლით, კერძოდ:

 

49. მხარეების მიერ სასამართლოში წარმოდგენილი, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ასევე მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ ი-----–- ქ-------ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთხელ გასროლით ნ-----–---- დ---------–---–ისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტს, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის. მომცემულ შემთხვევაში გასარკვევია ქმედების სწორი კვალიფიკაცია - არის ეს განზრახ მკვლელობის მცდელობა, როგორც ამას ბრალდების მხარე ამტკიცებს, თუ სახეზეა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების - აფექტის მდგომარეობაში.

 

50. სასამართლო მიიჩნევს, რომ მის წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა სწორედ ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი და ბრალდებულის მიერ ჩადენილ ქმედებას უნდა მიენიჭოს სწორედ ასეთი კვალიფიკაცია. მითითებული მსჯელობისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

 

51. შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე სასამართლოში ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეჯერების და ანალიზის პირობებში უტყუარად დასტურდება ა----- ქ-------ეს და ნ-----–---- დ---------–---–ს შორს არსებული საკმაოდ რთული და დაძაბული ურთიერთობა, მათ შორის, ქორწინების შეწყვეტის შემდეგაც. დაცვის მხარის თითქმის ყველა მოწმე თავის ჩვენებებში დაწვრილებით და დამაჯერებლად აღწერს თითოეულ შემთხვევას დ---------–---–ის მხრიდან ა----- ქ-------ის მიმართ ჩადენილი ძალადობისას. საგულისხმოა, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულება - სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი, რომელშიც რ-------------------ე ესაუბრება ახლობელ ქალბატონს, სხვა არაფერია თუ არა დასტური ა----- ქ-------ის ურთულესი მდგომარეობისა მეუღლესთან ერთად ცხოვრების და მასთან გაშორების შემდეგ პერიოდშიც. მოწმეთა ჩვენებების პარალელურად, ჩვენებებში გადმოცემული გარემოებები დადასტურებულია დაცვის მხარის მიერ მოპოვებული და სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მასალებით. თბილისის პოლიციის სამმართველოდან მიღებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ნ-----–---- დ---------–---–ის მხრიდან ა-----ს ქ-------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სხვადასხვა დროს გაცემულ იქნა შემაკავებელი და დამცავი ორდერები, მოძალადეს მსხვერპლის მიმართ ეკრძალებოდა მიახლოვება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია გარკვეული ვადებით. ა----- ქ-------ის ჩვენების თანახმად, ყველა ასეთი ვადის გასვლის შემდეგ, ისევ ძალადობას ჰქონდა ადგილი მის მიმართ. ამ უკანასკნელის და რ-------------------ის ჩვენებებში აღწერილი შემთხვევა, რა დროსაც ბავშვის წასაყვანად ყოფილი მეუღლის სახლში მისული ა-----, ნ-----–----მა ჩაკეტა ოთახში, გარეთ არ უშვებდა და ა----- ქ-------ის მტკიცებით ოთახში ყოფნისას სცემდა მას და ემუქრებოდა, დასტურდება პოლიციის განყოფილებაში გაკეთებული შეტყობინებით და მასზე რეაგირების ოქმით, რომელთა თანახმად, ყოფილი ქმრის ბინაში შესული და უკან საათების განმავლობაში არგამოსული შვილის ბედით შეშინებულმა რ-------------------ემ ნამდვილად უხმო დასახმარებლად პოლიციას. ადგილზე მისულ თანამშრომლებს ის შეშინებული და აღელვებული დახვდათ და ვერ ბედავდა პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებითაც კი დ---------–---–ის სახლში ასვლას. მაჭუტაძე ჩვენებაში დეტალურად გადმოსცემს მისი განცდების და შიშის შესახებ, რომელიც აღნიშნულ მომენტში დაუფლებოდა.

 

52. ბრალდებული ქ-------ის და მისი ოჯახის წევრების მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებების თანახმად, დ---------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარის შემცველი ტექსტების დატოვებას მათი სახლის სადარბაზოსა და ლიფტში. ა-----ს და მის დედას ტყვიით ემუქრებოდა, მთელ ოჯახს "სპერმის ქურდებს" ეძახდა. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა სასამართლოში აღნიშნული ტექსტები და დათვალიერდა, გარდა ამისა, მათზე ჩატარდა კალიგრაფიური ექსპერტიზაც იმის დასადგენად შესრულებული იყო თუ არა ისინი ნ-----–---- დ---------–---–ის მიერ. ექსპერტიზის დასკვნით კატეგორიულად ვერ დადგინდა (დოკუმენტების ასლების სახით წარდგენის გამო), თუმცა არც გამოირიცხა სწორედ დ---------–---–ის ხელით ამ ტექსტების შესრულების შესაძლებლობა.

 

53. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა ა----- ქ-------ის მიერ კერძო დაცვის სამსახურისადმი მიმართვა და პირადი მცველის დაქირავების ფაქტი. საქმეში წარმოდგენილია კერძოს დაცვის სამსახურთან მის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება. ბრალდებულის და დაცვის მხარის მოწმეთა ურთიერთშეთანხმებული ჩვენების მიხედვით, მიუხედავად უსაფრთხოების ამგვარი ზომებისა, დ---------–---–ის მხრიდან ძალადობის მორიგი ფაქტის შემდეგ, ოჯახმა გადაწყვიტა საცხოვრებლის შეცვლა, თბილისიდან გადავიდნენ ბათუმში და ფაქტიურად ხელახლა დაიწყეს ცხოვრება, ანუ თავი აარიდეს სიტუაციის მორიგ გამწვავებას და ამით გამოწვეულ შესაძლო უარყოფით შედეგებს.

 

54. დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებში გადმოცემული გარემოებები - მუდმივ სტრესში ყოფნა, შიში ერთადერთ შვილს არ მისდგომოდა ზიანი, დაცული ყოფილიყო მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, - სპეციალური ცოდნის მქონე პირის - ექსპერტის მიერ გაკეთებული პროფესიონალური შეფასებით და მის მიერ მიღებული დასკვნით იყო მიზეზი ხანგრძლივად არსებული ფსიქოლოგიური ტრავმების შედეგად გამოწვეული ძლიერი სულიერი აღელვების ფონზე ჩადენილი დანაშაულისა, რასაც ხელი შეუწყო შემთხვევის მომენტში დაზარალებულის მხრიდან წამოსულმა აგრესიამ და მუქარამ ბრალდებულის ახლობლებისადმი. ბრალდებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით შეფასდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობად.

 

55. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობა შექმნა როგორც ხანგრძლივად არსებული ფსიქოლოგიური ტრავმების შედეგად გამოწვეულმა ძლიერმა სულიერი აღელვებამ, ასევე შემთხვევის მომენტში დაზარალებულის მიერ ბრალდებულის ახლობლებისადმი გაჟღერებულმა მუქარამ (იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ნახვის ნებას არ მისცემდნენ). უნდა აღინიშნოს, რომ თავად დაზარალებული გამორიცხავს ი-----–- ქ-------ესთან არა თუ კამათის, არამედ საერთოდ მშვიდი საუბრის ფაქტსაც და აღნიშნავს, რომ ქ-------ემ "არკაში" შესვლისთანავე უსიტყვოდ და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ესროლა. დაზარალებულის ამ ვერსიის გასაზიარებლად ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლოში სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იგივე გარემოებას. პირიქით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია არასრუწლოვანი მოწმის, საქმის შედეგით აბსოლუტურად არადაინტერესებული პირის, შემთხვევის მომენტში ეზოში მოთამაშე მ----------–-----ის ჩვენება (ორივე მხარემ უდავოდ ცნო), რომელიც განმარტავს, რომ ხედავდა არკასთან მდგარი ახალგაზრდა და მასზე ასაკოვანი მამაკაცების კამათს, ესმოდა უწმაწური სიტყვები. დაცვის მხარის მოწმე გ-----------------ე ჩვენებაში ასევე განმარტავს, რომ საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან ხედავდა ეზოში, არკასთან მდგარ დ---------–---–ს, რომელიც არკაში მყოფ ვიღაცას, რომელსაც ვერ ხედავდა მაჭუტაძე, უწმაწური სიტყვებით აგინებდა და ზევით მყოფებს ემუქრებოდა. ბრალდების და დაცვის მხარეების ამ მოწმეების ჩვენებებში ასახული გარემოებები თანხვედრაში მოდის ბრალდებულის ჩვენებაში გადმოცემულ ფაქტებთან და ეწინააღმდეგება დაზარალებულის განმარტებებს, რაც არ აძლევს სასამართლოს მისი გაზიარების შესაძლებლობას.

 

56. ბრალდების მხარის ვერსიით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაზიარების შესაძლებლობას გამორიცხავს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის შედეგი, რომლის მიხედვით ბრალდებული ქ-------ე შერაცხადია და ის აცნობიერებდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს. ექსპერტმა-ფსიქოლოგმა მ------ მ-----–---–მა ბრალდების მხარის შეკითხვის პასუხად სასამართლოს განუმარტა, რომ ფიზიოლოგიური აფექტი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ შერაცხადი პირის შემთხვევაში. ესაა მხოლოდ შერაცხადი პირისთვის დამახასიათებელი მდგომარეობა, რაც იმწუთიერად გამოწვია ძლიერმა სულიერმა აღელვებამ, რომელიც განპირობებული იყო დაზარალებულის მხრიდან წამოსული მძიმე შეურაცხყოფით და მისი არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით გამოწვეული ფსიქიკური ტრავმით. შეურაცხადი პირი ვერასოდეს იქნება ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.

 

57. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მტკიცებულებების, მათ შორის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევის და მისი ავტორი ექსპერტის ჩვენების მოსმენის შემდეგ, სასამართლოსთვის კითხვის ნიშნის ქვეშ რჩებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი - იარაღის საკითხი. ცხადია, წარმოიშვა შეკითხვა - თუ იმწუთიერმა ძლიერმა სულიერმა აღელვებამ განაპირობა ბრალდებულის მართლსაწინააღმდეგო ქცევა და ადგილი არ ჰქონდა წინასწარ გამიზნულ ქმედებას, როგორ აღმოჩნდა წინასწარ არაპროგნოზირებადი, აფექტური მდგომარეობის წარმოქმნის პარალელურად ქ-------ის ხელში იარაღი.

 

58. აღნიშნულ შეკითხვას პასუხი გასცა დაცვის მხარის მიერ სასამართლოში დამატებით წარმოდგენილმა ინფორმაციამ, რომელიც თანხვედრაში მოვიდა ბრალდებულის მიერ იარაღთან დაკავშირებით გაკეთებულ განმარტებასთან. ბრალდებულმა მიუთითა, რომ იარაღი გაკვეული პერიოდით ადრე დამალა "არკაში" არსებულ ნიშაში და ახსნა თუ რა გარემოებები უძღვოდა ამას წინ. უშუალოდ შემთხვევის მომენტში, როდესაც დ---------–---–ი აგინებდა უწმაწური სიტყვებით და ემუქრებოდა მისი ოჯახის წევრებს, რაც არა მხოლოდ ბრალდებულის ჩვენებით, არამედ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გახდა აფექტური მდგომარეობის წარმოშობის მიზეზი, იარაღი იმავე ადგილას, სულ ორ ნაბიჯზე იდო და აფექტში ჩავარდნილმა, როგორც ჩანს, სწორედ ამ იარაღიდან ესროლა დაზარალებულს. კონკრეტული მომენტი არ ახსოვს, მაგრამ როცა აღიდგინა ყველაფერი და ლოგიკურად მიიჩნია მოვლენების სწორედ ამგვარი განვითარება, ჩათვალა, რომ ნიშაში არსებული იარაღიდან მოხდებოდა სროლა და ამის თაობაზე ადვოკატების დახმარებით მიაწოდა ინფორმაცია გამოძიებას.

 

59. დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ინფორმაციით, რომელიც დაადასტურა ბრალდების მხარემაც, სწორედ ქ-------ის მიერ მითითებული ადგილიდან იქნა ამოღებული პისტოლეტისმაგვარი ნივთი.

 

60. ქ-------ის მიერ განვითარებული ვერსიის საწინააღმდეგო გარემოებების სარწმუნოდ მიჩნევისთვის, ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რაც ქმნის სხვა მტკიცებულებებით გამყარებული ამ ვერსიის სასამართლოს მიერ გაზირების სამართლებრივ საფუძველს. ამდენად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ნ-----–---- დ---------–---–ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა აფექტის მდგომარეობაში მყოფმა ი-----–- ქ-------ემ.

 

61. აფექტი არის უეცრად წარმოშობილი და სწრაფად წარმავალი ძლიერი სულიერი ემოციაა (გრძნობა, განცდა), რომელიც ეუფლება პირს რაიმე გარემოების ზეგავლენით, ამცირებს შეგნებულ ნებელობით კონტროლს და წარმართავს მის ქცევას. ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს შესუსტებული აქვს თვითკონტროლისა და ქმედების ხელმძღვანელობის უნარი, ამიტომ მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მსუბუქდება, მაგრამ არ გამოირიცხება.

 

62. საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა დასჯად ქმედებად მიიჩნევს ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჩადენილ მკვლელობასაც და სხეულის მძიმე დაზიანებასაც, მთავარია სწორად გაივლოს ზღვარი აღნიშნულ დასჯად ქმედებებს შორის.

 

63. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის თანახმად "სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი".

 

64. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.

 

65. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, განზრახი მკვლელობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.

 

66. ასეთი დანაშაულებრივი ქმედების მცდელობად კი ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო მკვლელობის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

67. სასამართლო განმარტავს, რომ ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობა, აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით - ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.

 

68. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - მოწმეთა ჩვენებებით, სამედიცინო დოკუმენტაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დადგენილია, რომ ნ-----–---- დ---------–---–ს აღენიშნებოდა მხოლოდ ერთი, მუცლის ღრუში შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა. შემთხვევის ადგილას არსებული ვითარების მხედველობაში მიღებით, როდესაც სახეზეა ერთი-ერთზე, ერთმანეთის პირისპირ მდგარი ორი ადამიანი, არავინ და არაფერია ხელშემშლელი და დამაბრკოლებელი მოკვლის განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ლოგიკურია, რომ მოკვლის განზრახვის შემთხვევაში ქ-------ეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა კიდევ ესროლა ყოფილი სიძისთვის. სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში ამ უკანასკნელმა თავის ჩვენებაში ვერ უარყო ასეთი შესაძლებლობის ობიექტურად არსებობა და ფაქტიურად დაადასტურა, რომ მის მიმართ ისევ გასროლა შესაძლებელი იყო.

 

69. მსგავსი ფაქტობრივი გარემოებების შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული არაერთი გადაწყვეტილება, რომლითაც მოხდა ქმედების კვალიფიკაციის შეცვლა სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან 117-ე მუხლზე, ძალაში დარჩა სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით.

 

70. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოებები გამორიცხავს ქ-------ის მხრიდან დ---------–---–ის მკვლელობის განზრახვას და მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი.

 

71. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

72. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

73. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

74. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

75. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

76. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

77. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

78. ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–- ქ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს მის სასარგებლოდ, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, ადასტურებენ ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლით და არა სსკ-ის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

79. ყველა ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-----–- ქ-------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ნ-----–---- დ---------–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის ახლო ნათესავის მიმართ დაზარალებულის მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე შეურაცხყოფამ, აგრეთვე დაზარალებულის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო და ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ, – შესაბამისად, ი-----–- ქ-------ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლით.

 

ი-----–- ქ-------ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

80. ი-----–- ქ-------ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს, პისტოლეტსა და გამოსაყენებლად ვარგის საბრძოლო მასალას - ხსენებული პისტოლეტისათვის განკუთვნილ ვაზნას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

81. ბრალდებულმა ი-----–- ქ-------ემ თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სახლში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო მოუწია ძველი ნივთების სახლიდან გატანა. შეაგროვა მამის დანატოვარი ნივთები, მოათავსა ტომრებში და ჩაიტანა ბინიდან ეზოში ნაგვის ბუნკერში ჩასაყრელად. ეზოში ჩასვლის შემდეგ ერთ-ერთი ტომარა გაიხა და ნივთები ძირს დაიყარა, სწორედ მაშინ შენიშნა პისტოლეტი. მიხვდა, რომ მამის კუთვნილი იარაღი იყო, აცნობიერებდა, რომ ასეთ შემთხვევაში ვალდებული იყო პოლიციაში წარედგინა, მაგრამ აღიარებს, რომ მოქალაქეობრივ მოვალეობაზე მაღლა პირადი ინტერესი დააყენა, დაენანა მამამისის კუთვნილი იარაღი სხვაზე გადასცემად, არც ბინაში ატანა უნდოდა, ამიტომ იქვე ეზოში შესასვლელი "არკის" ნიშაში ჩადო და დამალა. ფიქრობს, რომ 25 აგვისტოს ყოფილ სიძეს ამ იარაღიდან ესროლა, გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია პისტოლეტის ადგილმდებარეობის შესახებ და როგორც იცის, სწორედ იმ ადგილიდან იქნა იარაღი ამოღებული, რომელზეც თვითონ მიუთითა, ანუ ბინის ეზოში შესასვლელი "არკის" ნიშადან.

 

82. საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეები ერთხმად მიუთითებენ, რომ გაიგონეს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა.

 

83. ა---------–-–---–ის ქუჩა N--ში მდებარე ცხრა სართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოჩენილი იქნა მოყვითალო ფერის ცილინდრისებური მასრის მსგავსი საგანი, მოწითალო ფერის ლაქები და პირსახოცი მოწითალო ფერის ლაქებით.

 

84. ნ-----–---- დ---------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დასტურდება, რომ 2018 წლის 25 აგვისტოს ნ-----–---- დ---------–---–ი მოთავსებული იქნა ქ. ბათუმში, ალ. პუშკინის ქუჩა 118-ში მდებარე, შპს „მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალის მედცენტრში“ და დაესვა დიაგნოზი - მუცლის ღრუს გამჭოლი შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა წვრილი და მსხვილი ნაწლავის დაზიანებით, მუცლის შიდა სისხლდენა, ჰემოპერიტონეუმი, პემორაგიული შოკი.

 

85. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 28 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N006788118 დასკვნის თანახმად, დ---------–---–ს აღენიშნებოდა მუცლის ღრუს გამჭოლი შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა წვრილი და მსხვილი ნაწლავის დაზიანებით, მუცლის შიდა სისხლდენა, ჰემოპერიტონეუმი, პემორაგიული შოკი. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვ(ებ)ის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

86. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს წერილის თანახმად, ი-----–- ქ-------ის სახელზე რაიმე სახის ცეცხლსასროლი იარაღი არ ირიცხებოდა.

 

87. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 8 თებერვლის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N00853819 დასკვნის თანახმად, დ---------–---–ის გრძელსახელოანი პერანგის და ჯინსის შარვლის ზედაპირზე აღენიშნება დენთის წვის შედეგად შექმნილი მიკრონაწილაკები.

 

88. გამოძიების ეტაპზე იარაღი, რომლითაც ი-----–- ქ-------ემ დაზიანება მიაყენა ნ-----–---- დ---------–---–ს ნაპოვნი და ამოღებული ვერ იქნა. მიუხედავად ამისა, ის გარემოება, რომ ი-----–- ქ-------ემ სწორედ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა ჭრილობები დაზარალებულს, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი და გამოკვლეული არაერთი მტკიცებულებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია.

 

89. იმისთვის რათა დადგინდეს, რომ დამნაშავემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა უკანონოდ შეიძინა და შეინახა, საჭიროა ორი პირობის არსებობა, კერძოდ:

 

- საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღი შეძენილი უნდა იყოს ”იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ;

 

- მას უნდა ინახავს პირი, ვისაც მისი შენახვისა კანონიერი უფლება არ აქვს.

 

90. როგორც უკვე აღინიშნა, ი-----–- ქ-------ეს არ გააჩნია უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა საბრძოლო მასალის და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის და შენახვის თაობაზე.

 

91. "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქ/პუნქტის შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღი არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად;

 

92. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის "მ" ქ/პუნქტის შესაბამისად, საბრძოლო მასალაა მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერებისა და ჭურვისაგან (ჭურვებისაგან) და კონსტრუქციულად განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად;

 

93. მითითებული კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის და შენახვის უფლება ეძლევა შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, როგორი ნებართვაც ი-----–- ქ-------ეს არ ჰქონია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

94. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებები ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი-----–- ქ-------ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა.

 

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება:

 

ბრალდების არსი:

 

2018 წლის 25 აგისტოს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. ბათუმში, ა---------–-–---–ის ქუჩა 4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-----–- ქ-------ე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს - პისტოლეტსა და საბრძოლო მასალას.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

95. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ი-----–- ქ-------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, ი-----–- ქ-------ე მელაშვილის ქუჩა N--ის მიმდებარედ 2018 წლის 25 აგვისტოს მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა პისტოლეტს და საბრძოლო მასალას, კერძოდ:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

96. ბრალდებულმა ი-----–- ქ-------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ იარაღის ტარებას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ნ-----–---- დ---------–---–ს იმ იარაღიდან ესროლა, რომელიც სროლის ადგილიდან ორი ნაბიჯით დაშორებულ ნიშაში იდო.

 

97. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი წერილით დასტურდება, რომ ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილიდან, მართლაც იქნა ამოღებული პისტოლეტის მსგავსი საგანი.

 

98. სასამართლო განმარტავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში იგულისხმება ისეთი შემთხვევა, როდესაც გადაადგილებისას ცეცხლსასროლი იარაღი დააქვს პირს, რომელსაც არ აქვს უფლება თავისი ბინის ან მისი კუთვნილი სხვა კერძო მფლობელობის ფარგლებს გარეთ ყოფნისას თან იქონიოს აღნიშნული იარაღი. ასეთი დანაშაულებრივი ქმედება შეიძლება ჩადენილი იქნეს იმ პირის მიერ, რომელსაც საერთოდ არ აქვს უფლება ფლობდეს ცეცხლსასროლ იარაღს, აგრეთვე იმ პირის მიერაც, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღს ფლობს მხოლოდ შენახვის უფლებით.

 

99. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ი-----–- ქ-------ეს არ ჰქონდა არც იარაღის შეძენის და შენახვის და მით უფრო, ტარების უფლება და ეს გარემოება არ იწვევს მხარეთა დავას და სასამართლოს ეჭვს. ყურადსაღებია სხვა გარემოება - როგორც უკვე აღინიშნა იარაღის ტარება ნიშნავს პირის ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილების შემთხვევას. ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ა---------–-–---–ის ქუჩაზე და მის მიმდებარედ ქ-------ე 2018 წლის 25 აგვისტოს გადაადგილდებოდა ცეცხლსასროლი იარაღით. ბრალდებული კი მიუთითებს, რომ იარაღი აიღო ორი ნაბიჯის დაშორებით არსებული ადგილიდან. რამდენიმე ნაბიჯის მანძილზე იარაღის ხელში ქონა არ ქმნის მისი ტარებად კვალიფიკაციის საფუძველს, რაც განმარტა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში. აღნიშნულის საპირისპირო ვითარების ობიექტურად არსებობაში დასადასტურებად, როგორც უკვე აღინიშნა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლოში არანაირი მტკიცებულება.

 

100. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბრალდების მხარე ქ-------ეს ედავება კონკრეტულ დღეს და კონკრეტულ ადგილას იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას - 2018 წლის 25 აგვისტოს, ა---------–-–---–ი N--ის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ. სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს ბრალდების ფარგლებს და ი-----–- ქ-------ეს ბრალად შერაცხოს შემთხვევამდე რამდენიმე კვირით ადრე ქ-------ის მიერ იარაღის სახლიდან გამოტანის, ეზოში ჩატანის და ნიშაში დამალვისას იარაღთან ერთად გადაადგილების ეპიზოდი.

 

101. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაემტკიცებინა ბრალდებულის მიმართ სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გადმოცემული ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

 

102. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.

 

103. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

104. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

105. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

106. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

107. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.

 

108. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ი-----–- ქ-------ის მიმართ სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარდგენილი ბრალდების დადასტურება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

109. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი-----–- ქ-------ის სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

110. ი-----–- ქ-------ე უკანონოდ ინახავდა 0,012294 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“ (მარილი), რაც 2018 წლის 31 აგვისტოს, ქ. ბათუმში, ფ-------------------------------ში მდებარე ი-----–- ქ-------ის დროებით საცხოვრებელ ბინაში, პოლიციის მუშაკები მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შენახვა:

 

111. ი-----–- ქ-------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 31 აგვისტოს ქ. ბათუმში, ფ-------------------------------ში მდებარე ი-----–- ქ-------ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, საცხოვრებელი ბინის სამზარეულოს კარადიდან ამოღებული იქნა ორი ცალი გამჭვირვალე კონტეინერი, რომელთაგან ერთში აღმოჩენილია მცირე ოდენობის გამჭვირვალე სითხე, ხოლო მეორეში გამჭვირვალე სითხის წვეთები, რაც ი-----–- ქ-------ის განმარტებით არის ნარკოტიკული საშუალება მეტადონი და ეკუთვნის მას.

 

112. მოწმე ნ----–--- ვ-–------მ, რომელიც ესწრებოდა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკას, დაადასტურა, რომ ჩხრეკისას ი-----–- ქ-------ის დროებითი საცხოვრებელი ბინის სამზარეულოს კარადიდან მისი თანდასწრებით ამოღებულ იქნა ორი ცალი პლასტმასის გამჭვირვალე კონტეინერი.

 

113. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 01 სექტემბრის ქიმიური ექსპერტიზის Nქ/542 დასკვნის თანახმად, ლურჯთავსახურიან პოლიმერული მასალის კონტეინერში მოთავსებული 3,5 მლ გამჭვირვალე ბლანტი სითხე - შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“ (მარილი) – 0,01218 გრამს; ლურჯ თავსახურიან პოლიმერული მასალის კონტეინერის შიდა კედლების დამუშავების შემდეგ მიღებული 1 მლ ხსნარი - შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“ (მარილი) – 0,000114 გრამს. ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონის“ (მარილი) საერთო რაოდენობა შეადგენს - 0,012294 გრამს.

 

114. ბრალდებულმა ი-----–- ქ-------ემ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა მისი ბინიდან კონტეინერების ამოღების ფაქტი და განმარტა, რომ მათში არსებული სითხე იყო ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი", რომელიც კანონიერად ჰქონდა მიღებული სამედიცინო დაწესებულებიდან, როგორც მეტადონით ჩანაცვლების პროგრამაში ჩართულ პირს.

 

115. მოწმე მ------ უ-------–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ არის ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ქობულეთის განყოფილების უფროსი. ბრალდებული ქ-------ე ჩართული იყო "მეტადონის პროგრამაში" და მეტადონს იღებდა კანონიერად პირადად, ან ნდობით აჭღურვილი პირის მეშვეობით. ბოლოს 2018 წლის 9 ივლისს ჩაიბარა ქ-------ის ნდობით აღჭურვილმა პირმა მისთვის გადასაცემი "მეტადონის" დოზა. ამის შემდეგ "მეტადონი" ი-----–- ქ-------ემ ადგილზე მიიღო 2018 წლის 24 აგვისტოს. უშუალოდ პირზე გაცემული ულუფა არის იმ დღესვე მისაღები ნარკოტიკის დოზა, ხოლო ხელზე გატანება ხდება გარკვეული ვადით გამოსაყენებელი ნორმის. მინდობილ პირზე გადაცემული ნარკოტიკი იმ დღეების განმავლობაში უნდა იქნეს მოხმარებული, რამდენი დღის სამყოფი დოზაცაა წაღებული.

 

116. ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან ამოღებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ი-----–- ქ-------ის ნდობით აღჭურვილ პირს 2018 წლის 9 ივლისს ქ-------ისთვის მისაწოდებლად გადაეცა ორი დღის ულუფა. აღნიშნული დღის შემდეგ, ქ-------ე გამოცხადდა რამდენჯერმე პროგრამაში - 2018 წლის 14, 18, 22, 26 ივლისს და ადგილზე მიიღო მისთვის განკუთვნილი დოზით მეთადონის მარილის სხნარი, რამდენჯერმე გამოცხადდა აგვისტოს თვეშიც , ბოლოს - 2018 წლის 24 აგვისტოს.

 

117. 2018 წლის 1 სექტემბრის N901602 ნარკოლოგიური გამოკვლევის დასკვნის თანახმად, გამოკვლევისას ქ-------ეს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება "მეთადონის" მოხმარება.

 

118. ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის "ბ" ქ/პუნქტის თანახმად, ფსიქოტროპული ნივთიერება არის - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფსიქოტროპულ ნივთიერებათა III სიაში.

 

119. ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჰ11 ნაწილის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შენახვა არის ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა;

 

120. ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №2-ში, რაც მიუთითებს მასზე, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებაა და მისი მოხმარება საჭიროებს ექიმის სპეციალურ ნებართვას.

 

121. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადატურებულია, რომ ქ-------ეს გააჩნდა ექიმის ასეთი ნებართვა, ის ჩართული იყო სპეციალურ პროგრამაში და სავსებით კანონიერად ჰქონდა შეძენილი (პრევენციის ცენტრიდან მიღებული) "მეთადონის" მარილის ხსნარი პირადი მოხმარებისთვის, ამიტომ ბრალდება არ გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენას. ქ-------ეს ბრალი წარედგინა კანონიერად მიღებული, მაგრამ გარკვეული ვადის განმავლობაში აუცილებლად მოსახმარი ნარკოტიკული საშუალების თითქმის ორი თვის განმავლობაში უკანონოდ შენახვისთვის. მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 31 აგვისტოს მის დრობით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას აღმოჩნდა ორი გამჭვირვალე კონტეინერი სითხით. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით თანახმად, კონტეინერებში არსბული სითხე არის ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონი“ (მარილი) - 0,012294 გრამი.

 

122. როგორც უკვე აღინიშნა, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სიაში. მისი უკონტროლოდ, თავისუფალ ბრუნვაში ყოფნა დაუშვებელია. ქ-------ეს, რომელსაც ნდობით აღჭურვილი პირის მიერ ბოლო გატანის ფაქტიდან თითქმის ორი თვის განმავლობაში შენახული ჰქონდა კანონიერად მიღებული ნარკოტიკი, ნებისმიერ შემთხვევაში შეეძლო მისი არადანიშნულებისამებრს გამოყენება, გასხვისება და ა.შ. სწორედ ამ გარემოების გამოსარიცხად, ექიმის დანიშნულებით მიღებული ნარკოტიკული საშუალება პირის მიერ ყველა წესის ზედმიწევნითი დაცვით უნდა იქნეს შენახული თუ მოხმარებული. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის 9 ივლისის შემდეგ იმ სახით ნარკოტიკული საშუალება "მეთადონის" ხსნარი, რა სახითაც ის აღმოჩენილ იქნა ბინის ჩხრეკისას, ქ-------ეს აღარ მიუღია და ულუფის ნაწილს სახლში ინახავდა, ის 9 ივლისის შემდეგ არაერთხელ გამოცხადდა პირადად ცენტრში და ადგილზე მიიღო მისთვის განკუთვნილი დოზა. აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო ნათელს ფენს კანონიერად შეძენილი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შენახვის ფაქტს.

 

123. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის თანახმად, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ”მეთადონი” (მარილი) შეტანილია №94 რეგისტრაციით, დასტურდება, რომ ”მეთადონი” (მარილი) - 0,012294 გრამის ოდენობით ქმნის ამ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შენახვისთვის სისხლისამართლებრივი პასუხიმგებლობის საწყის ოდენობას.

 

სამართლებრივი შეფასება

 

124. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი-----–- ქ-------ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,012294 გრამის ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ”მეთადონი” (მარილი).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

125. ი-----–- ქ-------ეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.

 

126. ი-----–- ქ-------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია .

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

127. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

 

128. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

129. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

130. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

131. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების (არ არის ნასამართლევი), ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–- ქ-------ეს, დანაშაულის თითეული ეპიზოდისთვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი, საბოლოო სასჯელის განსაზღვრა კი უნდა მოხდეს დანაშაულთა ერთობლიობით სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 მუხლის შესაბამისად.

 

132. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯლი გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ი-----–- ქ-------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

133. მასვე, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები, კანონში მითითებული ვადებით.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :

 

134. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - სისხლის სამართლის საქმეზე კანონით დადგენილი წესით დამაგრებული ინფორმაცია სულ 17 ცალ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, ასევე შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრიდან ამოღებული მასალები, შპს „ჯეოსელიდან“ და შპს „მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი მასალები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტში გამომძიებელ რომან სირაძესთან - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით;

 

- ი-----–- ქ-------ის დროებითი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ორი ცალი კონტეინერი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლის ლაქები, ორი ცალი პირსახოცი და მარლის ნაჭერი, გამჭვირვალე შუშის ჭიქა და ერთი ცალი მასრა, ასევე ნ-----–---- დ---------–---–ის სისხლის ნიმუში - უნდა განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

- ქ. ბათუმში, ალ. პუშკინის ქუჩა 118-ში მდებარე შპს „მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალის მედცენტრიდან“ ამოღებული მობილური ტელეფონი, სიგარეტი, სამი ცალი გასაღები, 204 ლარის ოდენობის ფულადი თანხა, პირადობის მოწმობა, ორი ცალი პლასტიკური ბარათი, შარვალი, პერანგი, საცვალი, ქუდი, ფეხსაცმელი და ბალიში მოწითალო ფერის ლაქებით - უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-274-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ი-----–- ქ-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდებულ ი-----–- ქ-------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19; 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 121-ე მუხლზე.

 

ბრალდებული: ი-----–- ნ-------ს ძე ქ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 121-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას დანარჩენი ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ი-----–- ქ-------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ი-----–- ქ-------ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის `გ~ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ხუთი წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 წლით.

 

აღნიშნული უფლებების შეზღუდვის მოქმედების ვადის დენა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 31 აგვისტოდან.

 

ნივთმტკიცებები - სისხლის სამართლის საქმეზე კანონით დადგენილი წესით დამაგრებული ინფორმაცია სულ 17 ცალ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, ასევე შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრიდან ამოღებული მასალები, შპს „ჯეოსელიდან“ და შპს „მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი მასალები, რაც ინახება საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტში გამომძიებელ რომან სირაძესთან - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით;

 

ი-----–- ქ-------ის დროებითი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ორი ცალი კონტეინერი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლის ლაქები, ორი ცალი პირსახოცი და მარლის ნაჭერი, გამჭვირვალე შუშის ჭიქა და ერთი ცალი მასრა, ასევე ნ-----–---- დ---------–---–ის სისხლის ნიმუში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ქ. ბათუმში, ალ. პუშკინის ქუჩა 118-ში მდებარე შპს „მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალის მედცენტრიდან“ ამოღებული მობილური ტელეფონი, სიგარეტი, სამი ცალი გასაღები, 204 ლარის ოდენობის ფულადი თანხა, პირადობის მოწმობა, ორი ცალი პლასტიკური ბარათი, შარვალი, პერანგი, საცვალი, ქუდი, ფეხსაცმელი და ბალიში მოწითალო ფერის ლაქებით - დაუბრუნდეს მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთა მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი