მუხლი 121. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში
სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლი · სსკ 121
თავი XX — დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დაზარალებულის მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა ქმედებამ, აგრეთვე დაზარალებულის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
მთავარი მონაცემები
სასჯელიჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 121. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დაზარალებულის მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა ქმედებამ, აგრეთვე დაზარალებულის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(37)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №2კ-20აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.06.2025
მ-ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება რომ მოჰყოლოდა, ეს აქტი შეფასდებოდა საქართველოს სსკ-ის 121-ე მუხლით, მაგრამ როდესაც მოცემული არ იკვეთება და მხოლოდ ტკივილის განცდის ელემენტია, შეუძლებელია ქმედება შეფასდეს დანაშაულად.
საქმე №2კ-100აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.04.2023
…პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გამოკვეთილა, ხოლო, მეორე მხრივ, სათანადოდ არ შეაფასა მსჯავრდებულების თვალწინ მათი მამის მკვლელობის გამო უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლით დასჯადი ქმედებაა. 2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით: 2.1.
საქმე №2კ-955აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.04.2022
სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე, 121-ე, 122-ე, 123-ე, 124-ე მუხლებით მსჯავრდებისთვის აუცილებელია დადგინდეს დაზიანების ხარისხი, რაც დამოკიდებულია არა დაზარალებულის აღქმით ტკივილის ხარისხზე, არამედ - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულ დაზიანების ხარისხზე.
საქმე №2კ-449აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.09.2020
…შეტანას, კერძოდ: გ. ფ.-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და კანონიერი და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, ხოლო დაცვის მხარე - გ. ფ.-ის ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 121-ე მუხლზე. 5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქმე №2კ-293აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.10.2017
გ-ს, –ნასამართლობის არმქონის, – ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 121-ე მუხლზე და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2016 წლის 19 ოქტომბრიდან;
საქმე №2კ-15-I-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.05.2017
საქმე №2კ-3-I-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.09.2016
საქმე №2კ-142აპ.-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.02.2014
საქმე №2კ-1522აპ.-08 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.04.2009
საქმე №ას-254-585-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2007
საქმე №2კ-1148აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.05.2007
საქმე №393საზ.-2006 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.04.2007
საქმე №2კ-928აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.03.2007
საქმე №2კ-362აპ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.11.2005
საქმე №2კ-355აპ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.10.2005
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 121, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-121/