განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2019
საქმის ნომერი
330100118002284499
ინსტანცია
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002284499

საქმე №1ბ/1067-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ვახტანგ ლობჟანიძის და მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: მარ------------–---–-ს, გი--------------–---ს და ხა-----------------ს

ადვოკატის: მა----------ს

მსჯავრდებულის: სე---------------ს

მონაწილეობით,მსჯავრდებულ სე---------------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის არჩილ ჩუბინიძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ სე---------------ს მიმართ - დაბადებული 1-----–-–---------------------------–----------–---------------------------- საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: სე-------------–-------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენით, სე--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7(შვიდი)წლით თავისუფლების არღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა 2009 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დანიშნული მოუხდელი, დამატებითი სასჯელი ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სე---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000(ოთხიათასი)ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ სე---------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2017 წლის 30 დეკემბრიდან.

მსჯავრდებულ სე---------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 10 თებერვლის განაჩენით, სე--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 დეკემბრის განაჩენით სე--------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი). სევ--------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. 2017 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით იგი ორჯერ და მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის და მას აღნიშნული დროისთვის ნასამართლეობა არ ქონდა გაქარწყლებული.

2017 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. თბილისში ო--------–---–------------–----------------------–---------- ტერიტორიაზე, სე---------------მ ნი---------–--------ს, მისგან ფარულად, ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან, ამოუღო ამ უკანასკნელის კუთვნილი 20(ოცი)ლარიანი კუპიურა და ჩაიდო ჯიბეში. სე--------------- დაეუფლა რა აღნიშნულ კუპიურას, შეეცადა ტერიტორია დაეტოვებინა, რა დროსაც დაკავებულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. სე---------------ს ქმედების შედეგად ნი---------–--------ს მიადგა ზიანი 20(ოცი)ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა სე---------------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომლებმაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლო განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო პოლიციელების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, რომლებიც ვერ ადასტურებენ სე---------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რითაც თავის მხრივ მყარდება მსჯავრდებულის განმარტება იმის თაობაზე, რომ მისი დაკავაბა მოახდინეს გ-–-----------–------- რაიონის პოლიციელებმა და არა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციელებმა. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე იყო დაინტერესებული, ვინაიდან მას ადრე ჰქონდა განხილული სე---------------ს მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმე და უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მისი აცილების თაობაზე. მანვე უკანონოდ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა დაცვის მხარის მოწმეთა დაკითხვის შესახებ და დაცვის მხარეს არ მისცა საშუალება გამოეკვლია ის მტკიცებულებები, რომლებიც წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებად იქნა ცნობილი. სასამართლომ არასწორად შეაფასა და უსამართლოდ გაიზიარა სე---------------ს პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც კანონის უხეში დარღვევით არის შედგენილი, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც მოსამართლის განჩინება ჩხრეკის ჩატარების თაობაზე და არც გამომძიებლის დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, ხოლო განჩინების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმებისას მოსამართლემ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა საქართველოს სსკ-ის 121-ე მუხლის მე-2 ნაწილს და მიუთითა, რომ დამკავებელ პირს, ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით შეეძლო მოსამართლის განჩინების და გამომძიებლის დადგენილების გარეშე ჩაეტარებინა პირადი ჩხრეკა. გარდა აღნიშნულისა, აპელანტის აზრით, სე---------------ს ქმედებას მიეცა არასწორი კვლიფიკაცია, ვინაიდან 2017 წლის 30 დეკემბრისათვის, მას 2006 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დადგენილი სასჯელი სრულად ჰქონდა მოხდილი, ნასამართლობა გაქარწყლებული და ვერ ჩაითვლებოდა ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევ პირად.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, მსჯავრდებულის ადვოკატმა მა----------მ ფაქტობრივად მიუთითა იგივე გარემოებებზე და აღნიშნა, რომ სასამართლოს მხრიდან დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია და ევროკონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნა სამართლიანი სასამართლოს უფლების თაობაზე. მანვე განმარტა, რომ თუ სასამართლო არ გაიზიარებდა დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, სე---------------ს ქმედება უნდა შეფასებულიყო მცირე მნიშვნელობის მქონედ და ის ამ საფუძვლით უნდა გათავისუფლებულიყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

1. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოში დაკითხული პოლიციელების ჩვენებები თითქოს არის ურთიერთსაწინააღმდეგო და ვერ ადასტურებენ სე---------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, ვინაიდან აღნიშნულმა მოწმეებმა დეტალურად აღწერეს, თუ სად, რა ვითარებაში შენიშნეს სე---------------, როგორ ამოაცალა დაზარალებულს ფულის კუპიურა ჯიბიდან, ასევე სად და რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება და პოლიციის სამმართველოში გადაყვანა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ნი----–---------------მა უჩვენა, რომ მუშაობს ქ.თბილისის პ---–-–----------------------------------------------------------–-------- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 30 დეკემბერს პოლიციის თანამშრომლებთან ლ-–-----–---------------------------–---–---- ერთად იმყოფებოდა თ---–--–-------------–---–------------–---დებარე ა---------–- ბაზრის ტერიტორიაზე და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. ქალაქის მასშტაბით მუშაობენ ამ კატეგორიის დანაშაულზე და წინასაახალწლო დღეებში გადანაწილებული იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე. მათ მიერ საეჭვოდ იქნა მიჩნეული ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც გადაადგილდებოდა დახლებს შორის და მოქალაქეებს აკვირდებოდა ჯიბეებზე და ხელჩანთებზე. მან და მისმა თანამშრომლებმა დაინახეს, რომ აღნიშნული პიროვნება, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა სე---------------, მიუახლოვდა ერთ-ერთ ქალბატონს, რომელიც დახლთან იყო გაჩერებული და პალტოს მარჯვენა გარეთა ჯიბიდან ორი თითით ამოაცალა ვარდისფერი კუპიურა, ჩაიდო ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში და ცდილობდა შემთხვევის ადგილიდან მიმალვას. მან და ოთ---------–---–მა რამდენიმე მეტრში დააკავეს სე---------------, ხოლო ლ-–-----–------ მივიდა იმ ქალბატონთან, რომელსაც ჭ------- ამოაცალა თანხა და მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ დაზარალებულს აღარ ჰქონდა 20-ლარიანი კუპიურა, სე---------------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც მისგან ამოღებული იქნა 20-ლარიანი კუპიურა. მოწმის განმარტებით, სე---------------ს რამდენიმე მეტრში უკნიდან მიჰყვებოდნენ და მისი თვალთვალი მიმდინარეობდა 2-3 წუთის განმავლობაში. ის დაზარალებულს მიუდგა უკნიდან ოდნავ გვერდით მარჯვენა მხარეს და ამოაცალა თანხა. სე---------------ს დაკავება მოხდა 16:00 საათიდან 16:30 საათამდე დროის განმავლობაში, ქურდობის ადგილიდან დაახლოებით 5 მეტრში, ხოლო ჩხრეკა მიმდინარეობდა დაახლოებით 15-20 წუთი. დაკავებისა და ჩხრეკის ოქმი შედგა ადგილზე. შემდეგ დარეკეს სამმართველოში, ოქმი ადგილზე არ ჰქონდათ, რომელიც შემდეგ მათ გადასცა დავით სართანიამ. მოწმემ განმარტა, მას არ დაუნახავს სხვა მოქალაქემ თუ შენიშნა ქურდობის ფაქტი, დადებით შემთხვევაში, ეს მოქალაქე დაიკითხებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითეს მოწმეებმა: ო-----------–---–--------–-–-----–--------

მოწმე ლა–-----–-----მა დამატებით განმარტა, რომ მას შემდეგ,. რაც მან და მისმა თანამშრომლებმა დაინახეს ქურდობის ფაქტი, ის მივიდა ქალბატონთან და უთხრა შეემოწმებინა ჩანთა და ჯიბეები, რის შედეგად აღმოჩნდა, რომ დაზარალებულს არ ჰქონდა 20-ლარიანი კუპიურა. ის დაბრუნდა ნი----–---------------თან და ო-----------–---–---- და უთხრა ამის შესახებ. დაზარალებულმა ვერ შეძლო იმავე დღეს პოლიციის სამმართველოში მათთან ერთად გაყოლა, ვინაიდან სახლში ონკოლოგიურად დაავადებული ძმა ჰყავდა. მოწმის განმარტებით, ქურდობის ფაქტამდე ბაზრის ტერიტორიაზე მივიდნენ დაახლოებით ერთი საათით ადრე. სე--------------- შეამჩნიეს დაახლოებით 5 მეტრში, მიჰყვებოდნენ ნელ-ნელა და ცდილობდნენ მისთვის შესამჩნევი არ გამხდარიყვნენ. მიჰყვებოდნენ უკან, თვალყურის დევნება მიმდინარეობდა დაახლოებით 5 წუთი. რაც შეეხება დაზარალებულს, ის გაჩერებული იყო და რაღაცას ყიდულობდა. სე--------------- როდესაც ქალბატონს უკნიდან მიუახლოვდა, მათგან იმყოფებოდა მარჯვენა მხარეს. დაკავება მოხდა ქურდობის ადგილიდან დაახლოებით 5-6 მეტრში. მოწმემ უჩვენა, რომ გამოძახებული იქნა სამსახურებრივი მანქანა და სე--------------- პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს იმავე მანქანით, რომლის საჭესთან გე-–-------- იჯდა, მის გვერდით კი თავად იჯდა, უკანა სავარძელზე შუაში დაკავებული სე--------------- იჯდა, ხოლო მის გვერდით ნი----–---------------ი და ო-----------–---–- ისხდნენ.

აღნიშნული მოწმეების ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია 2017 წლის 30 დეკემბრის სე---------------ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმთან, რომლის მიხედვითაც სე--------------- ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2017 წლის 30 დეკემბერს 16:30 საათზე, ქ-------–--–----------–---–------------–- არსებულ ა---------–- ბაზრის ტერიტორიაზე. სე---------------ს პირადი ჩხრეკისას მისი ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა 20(ოცი)ლარის ოდენობით, ერთი ცალი 20-ლარიანი კუპიურა. ასევე, სე---------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მისი პირადი ნივთები, კერძოდ: მისი ჯინსის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის საფულე, მასში მოთავსებული იყო საქართველოს მოქალაქის ელექტრონული პირადობის მოწმობა სე---------------ს სახელზე გაცემული, 6 (ექვსი) ცალი ,,მეტრომანის“ სამგზავრო ბარათები, მისი ქურთუკის შიდა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ,,HTC” ფირმის მობილური ტელეფონი და შავი ფერის ,,VEGER“-ის ფირმის დამტენი მოწყობილობა, ქურთუკის გარე მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ,,LENOVO”-ს ფირმის მობილური ტელეფონი. ჩხრეკა მიმდინარეობდა 16:32 საათიდან 16:52 საათამდე. ოქმის შედგენა დაიწყო 17:07 საათიდან და დამთავრადა სე---------------ს პოლიციის დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ - 18:21 საათზე.

ოქმში მითითებულ დროებსა და პოლიციელების ჩვენებებს შორის არავითარი წინააღმდეგობები არ არსებობს, რაზეც აპელირებს დაცვის მხარე. ამასთან, აღნიშნული ოქმის მიხედვით დგინდება, რომ სე---------------მ ოქმში თავად მიუთითა, რომ მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული 20-ლარიანი კუპიურა 2017 წლის 30 დეკემბერს, ბაზრის ტერიტორიაზე მოპარა მისთვის უცნობ ქალბატონს, რაზედაც თავად აწერს ხელს და ოქმის ასლიც ჩაიბარა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ნი---------–--------მ უჩვენა, რომ 2017 წლის 30 დეკემბერს იმყოფებოდა ქ. თბილისში ხ------–---–------------ში მდებარე ა---------–- ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც შეიძინა ნიგოზი, გამყიდველს მისცა 50 ლარი და მან ხურდად დაუბრუნა 20-ლარიანი კუპიურა, რომელიც ჩაიდო ქურთუკის გარეთა ჯიბეში. როდესაც ის გამობრუნდა, თევზის სექციასთან, იქვე გვერდით აპირებდა ბროწეულის ყიდვას, მასთან მივიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი, გაეცნო პოლიციის თანამშრომლად, როგორც ახსოვს, მისი სახელი იყო ლაშა, რომელმაც სთხოვა შეემოწმებინა ქურთუკის ჯიბეები და ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ჯიბეში ფული. ქურთუკის ჯიბეების შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 20-ლარიანი კუპიურა აღარ ჰქონდა. მას პოლიციის თანამშრომელმა განუცხადა, რომ დაკავებული ჰყავდათ ის პირი, როგორც შემდგომ შეიტყო, სე---------------, რომელმაც ქურთუკის ჯიბიდან ამოაცალა 20-ლარიანი კუპიურა. მისივე განმარტებით, მისგან 5-7 მეტრის დაშორებით შენიშნა, რომ დაკავებული ჰყავდათ ვიღაც პიროვნება. იმ დღეს ვერ შეძლო პოლიციის განყოფილებაში წასვლა, ვინაიდან სახლში ავადმყოფი ძმა ჰყავდა, ხოლო მეორე დღეს მივიდა და ჩვენება მისცა. დაზარალებულმა ასევე განაცხადა, რომ მას დაურეკა და შეხვდა სე---------------ს ადვოკატი, რომელმაც სთხოვა, რომ როგორც დაზარალებული, წინააღმდეგი არ წასულიყო თუ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებდნენ და იქვე შესთავაზა 20 ლარი, რაც არ გამოართვა. ხოლო საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, უარი არ უთქვამს და ეს თანხმობა ნოტარიუსთან გააფორმეს. ამის შემდეგ დაიბარეს ადვოკატთა ასოციაციაში, სადაც უთხრეს, რომ სე---------------ს მიუმართავს წერილით და უთითებდა, რომ ნი---------–-------- იყო ცრუ მოწმე და პოლიციასთან შეკრული, რაც სინამდვილეს არ შეეფერება.

დაცვის მხარის მტკიცებით, პოლიციელებსა და დაზარალებულის ჩვენებებს შორის არის წინააღმდეგობები, კერძოდ, პოლიციელები უჩვენებენ, რომ მათ გარდა, დაკავების ადგილზე სხვა პოლიციის თანამშრომლები არ ყოფილან, ხოლო დაზარალებული უჩვენებს, რომ 7-8 კაცი იყო. ამასთან, ამ უკანასკნელის თქმით, შემთხვევის დღეს ეცვა შავი ფერის პალტო, ხოლო პოლიციელები უჩვენებენ, რომ დაზარალებულს ეცვა მანტო.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მიერ ჩვენებების ასეთი სახით ინტერპრეტაციას, ვინაიდან საპირისპირო დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით. მოწმეებმა ნი----–---------------მა და ოთ---------–---–მა განაცხადეს, რომ მათ დააკავეს სე---------------, ხოლო დაზარალებულთან მივიდა ლ-–-----–------. დაზარალებულის განმარტებით, იმ პირის გარდა, ვინც მასთან იყო, დაკავებულთან, როგორც შენიშნა, იდგა ორი თუ სამი ბიჭი, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში იყვნენ. იქ სხვებიც იყვნენ, მაგრამ ვინ, არ იცის. აღნიშნული ჩვენებების შფასებისას უნდა იქნეს ის გარემოებაც გათვალისწინებული, რომ დაზარალებულს შემთხვევის ადგილი მყისიერად არ დაუტოვებია და მას ლ-–-----–------ 10-15 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა. ამავე დროს, დამკავებელმა პირებმა გამოიძახეს სხვა თანამშრომლებიც, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, რაც არ ნიშნავს იმას, რომ სე---------------ს დაკავება მოახდინა რვა ან მეტმა პირმა.

ასევე წინააღმდეგობები არ არსებობს დაზარალებულსა და პოლიციელების ჩვენებებს შორის იმასთან დაკავშირებით , თუ რა ეცვა დაზარალებულს შემთხვევის დღეს. დაზარალებულმა განაცხადა, რომ მას ეცვა მუხლებამდე შავი ფერის პალტო. დაზარალებულის ანალოგიურად, მოწმეებმა ნი----–---------------მა და ლა–-----–-----მა სასამართლოში განაცხადეს, რომ დაზარალაებულს ეცვა შავი ფერის პალტო, ხოლო მოწმე ოთ---------–---–მა მიუთითა, რომ დაზარალებულს ეცვა შავი ფერის მანტო გარე ჯიბეებით,რომელიც არ იყო მოკლე და იყო წელს ქვევით (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 02.02.18; 14:34:49-14:35:09).

პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოწმე ო-----------–---–- დზარალებულის მოსაცმელს პალტოდ მოიხსენიებდა თუ მანტოდ, მაშინ, როდესაც მისი განმარტებით, მოსაცმელი იყო წელს ქვევით და ამ ნაწილში ემთხვევა დაზარალებულის განმარტებას, რომ პალტო იყო მუხლებამდე, ქურდობის ფაქტის დასადგენად არსებითი მნიშვნელობის მატარებელი არ არის.

მსჯავრდებულმა სე---------------მ, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 30 დეკემბერს, გ-–------ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მასთან მივიდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები, წარუდგინეს სამსახურებრივი მოწმობები და მოსთხოვეს პირადობის მოწმობის ჩვენება, რაზეც უარი განუცხადა. როგორც ერთ-ერთის მოწმობიდან ამოიკითხა, იყო გ-–-----------–------- რაიონის პოლიციელი კ--------------- მას ჩაუტარეს ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს მისი კუთვნილი ორი ტელეფონი, საფულე და რაღაც წვრილმანები. მას არავისთვის თანხა არ მოუპარავს და ის 20-ლარიანი, რომელიც მას პირადი ჩრეკისას ამოუღეს, იმ დღეს დილით მისმა ნაცნობმა ჯა-----–--მ მისცა. რეალურად ის დააკავა გ-–-----------–------- რაიონის პოლიციამ და არა ქალაქის პოლიციის სამმართველის თანამშრომლებმა. კო------------მ მას მანქანაში გადაუღო სურათი და გადაუგზავნა მის ნათესავს. პოლიციელები მას პირდებოდნენ, რომ გაუკეთებდნენ საპროცესო შეთანხმებას და ამიტომ აღიარა დანაშაული, თუმცა სასამართლოში პირველი წარდგენისას, აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს, დანაშაული არ აღიარა და მოსამართლეს მომხდარის შესახებ სიმართლე მოუყვა. ამასთან, სასამართლოში დაკითხული მოწმეები და დაზარალებული არიან ცრუ მოწმეები, ხოლო ეს უკანასკნელი პოლიციელებთან თანამშრომლობს.

პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის დაზარალებულს მოიხსენიებს ცრუ მოწმედ. აღნიშნული აშკარად წინააღმდეგობაში მოდის თავად დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქმეში არსებული სანოტარო აქტით, რომელიც წინასასმართლო სხდომაზე დაცვის მხარის დასაშვებ მტკიცებულებად იქნა ცნობილი დასტურდება, რომ სე---------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატი მოლაპარაკებას აწარმოებდა დაზარალებულ ნი---------–--------სთან, რომელმაც მიყენებული ზიანის მცირე მნიშვნელობიდან გამომდინარე , უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე და დათანხმდა სე---------------ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას. აღნიშნული საფუძვლად დაედო დაცვის მხარის შუამდგომლობას, რომელიც საქმეშია მოთავსებული და რომლის მიხედვითაც დაცვის მხარემ საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოითხოვა სე---------------ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა.

პალატას აღნიშნულიდან გამომდინარე უჩნდება ლოგიკური შეკითხვა, თუ დაზარალებული ცრუ მოწმეა და ის პოლიციასთან შეკრული იყო, მაშინ ცრუ მოწმესთან რატომ და რა მიზნით აწარმოებდა დაცვის მხარე მოლაპარაკებას. ამ საკითხს როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ საერთოდ გვერდი აუარა.

ამასთან, მსჯავრდებულმა ვერც პირველი და ვერც სააპალაციო სასამართლოში ვერ ახსნა, თუ რა დაინტერესება უნდა ჰქონოდათ მის მიმართ პოლიციის თანამშრომლებს ან დაზარალებულს და მითუმეტეს, მის ადვოკატებს, რომლებიც მის მიმართ არაკეთილსინდისიერ ქმედებებში დაადანაშაულა.

გარდა ამისა, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ სე---------------მ თავი დამნაშავედ ცნო არამარტო თავდაპირველი ბრალდების წარდგენისას, არამედ მისი ადვოკატის თანდასწრებით დაზუსტებული ბრალდების წარდგენისას და პირველი ინსტანციის სასამართლოში 2018 წლის 26 თებერვლის სასამართლო სხდომაზე. ამ შემთხვევაშიც ანალოგიურად ჩნდება ლოგიკური შეკითხვა, თუ სასამართლოში პირველივე წარდგენისთანავე, როგორც დაცვის მხარე განმარტავს, მსჯავრდებულმა თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, მაშინ რამ განაპირობა დაზუსტებული ბრალისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის თანდასწრებით მის მიერ დანაშაულის აღიარება. პალატამ ამ კითხვაზე, აპელანტისაგან ლოგიკური და დამაჯერებელი პასუხი ვერ მიიღო.

ამდენად დაცვის მხარის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ მოიპოვება სე---------------ს ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საფუძველს მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული.

 

2. დაცვის მხარემ როგორც სააპელაციო საჩივარში, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დასკვნით სიტყვაში მიუთითა, რომ მსჯავრდებულის მიმართ დაირღვა ევროკონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, ვინაიდან სასამართლომ დაცვის მხარეს არ მისცა საშუალება სასამართლოში გამოეკვლია მისი მტკიცებულებები, რომელიც წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებ მტკიცებულებებად იქნა ცნობილი და ბრალდებულის დაკითხვისთანავე დაასრულა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. ამასთან, უკანონოდ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ.

პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის ასეთი სახის მსჯელობას, ვინაიდან ის რეალურად არ ასახვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს.

წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებ მტკიცებულებად იქნა ცნობილი დაცვის მხარის შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ ნი---------–--------სთან გაფორმებული სანოტარო აქტი, მიმართვა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის დანიშვნასთან დაკავშირებით, შესაბამისი ხელშეკრულება და რეგისტრაციის ბარათი, დაქტილოსკოპიორი ექსპერტიზის დასკვნა, ჯ------–--- გამოკითხვის ოქმი, ცნობა სამუშაო ადგილიდან თანდართული დოკუმენტაციით, დახასიათება, მსჯავრდებულის შვილის დაბადების მოწმობა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარემ დაასრულა მისი მტკიცებულებების გამოკვლევა და თავისი დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა სე---------------, 28 მაისის სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის შეკითხვაზე დაცის მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა თუ არ დასაკითხ პირთა სია და ითხოვდა თუ არა ვინმეს დაკითხვას, დაცვის მხარისაგან მიიღო უარი(ის. სასამართლო სხდომის ოქმი 28.05.18; 14:48:37).მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე დაცვის მხარეს მაინც მისცა საშუალება დაეკითხა ბრალდებული, როგორც მისი მოწმე, რაც შეეხება, დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს, მათ გამოკვლევასთან დაკავშირებით პროცესში მონაწილე ადვოკატს შუამდგომლობაც კი არ დაუყენებია და ასეთ შემთხვევაში იმაზე მითითება, რომ სასამართლომ დაცვის მხარეს არ მისცა მისი მტკიცებულებების გამოკვლევის და მათი მოწმის დაკითხვის საშუალება, საფუძველს მოკლებულია.

პირველი ინსტანციის სასამართლოში, ბრალდებულ სე---------------ს დაკითხვის შემდეგ, როგორც ახალი გარემოება, დაცვის მხარემ მოითხოვა კო------------ს, დ------------–---–-- და ჯ------–--- მოწმის სახით დაკითხვა.

საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შუამდგომლობა საქმის არსებითად განხილვისას ახალი მტკიცებულების მოპოვების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, თუ ამ მტკიცებულების მოპოვება ან მისი მოპოვების შესახებ შუამდგომლობის ამ კოდექსით დადგენილი წესით დაყენება მანამდე შეუძლებელი იყო.

პალატა აღნიშნავს, თავად სე---------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ მან აღნიშნული მოწმეების შესახებ თავიდანვე იცოდა, მათ შესახებ ასევე ცნობილი იყო მისი ადვოკატებისთვის. დაცვის მხარის მხრიდან მცდელობაც კი არ ყოფილა ამ მტკიცებულებების მოპოვების ან მათი მოპოვების შესახებ შუამდგომლობის დაყენების. სწორედ ამ საფუძვლით არ დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ. სასამართლო ვერანაირად ვერ ჩათვლიდა აღნიშნულ პირებს ახალ მტკიცებულებებად და ბრალდებულის ჩვენებიდან გამომდინარე მათთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს ახალ გარემოებად, ვინაიდან გარდა იმისა, რომ მათ შესახებ თავიდანვე ცნობილი იყო მსჯავრდებულისათვის, მაგალითად დ------------–---–--, როგორც ბრალდებულის ნათესავის შესახებ მითითებული იყო სე---------------ს დაკავებისა და ჩხრეკის ოქმში. ხოლო ჯა-----–-- თავად დაცვის მხარემ გამოკითხა და მისი გამოკითხვის ოქმი დასაშვებ მტკიცებულებად იქნა ცნობილი, თუმცა მისი დაკითხვა საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარეს არ მოუთხოვია.

პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე, დაცვის მხარეს ჯა-----–-- გამოკითხული ჰყავს 2018 წლის 2 ივნისს, სადაც ის ადასტურებს სე---------------სათვის 20 ლარის გადაცემის ფაქტს. მიუხედავად ამისა, 2018 წლის 18 იანვარს დაზუსტებული ბრალდების წარდგენისას და 26 თებერვალს სასამართლო სდომაზე ადვოკატის თანდასწრებით სე---------------მ აღიარა ჩადენილი დანაშაული. მართალია, აღნიშნული პირის გამოკითხვის ოქმი, როგორც მტკიცებულება, სასამართლოში გამოკვლეული არ ყოფილა, შესაბამისად, არც პალატა გამოიყენებს მას სე---------------ს ბრალეულობის დასადასტურებლად, თუმცა აღნიშნული პირის გამოკითხვის ოქმსა და თავად მსჯავრდებულის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს შორის არსებული შეუსაბამობა აშკარაა, რაც საქმეზე ობიექტური დამკვირვებელს რწმენას უქმნის დაცვის მხარის წინააღმდეგობრივ პოზიციასთან დაკავშირებით.

მსჯავრდებული სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ 2017 წლის 30 დეკემბერს ის შეხვდა ჯ------–---, რომელმაც გადასცა 20-ლარიანი კუპიურა, თითქმის არ უსაუბრრიათ და მალევე დაშორდნენ, მაშინ, როდესაც ჯა-----–-- აღნიშნავს, რომ ისინი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში საუბრობდნენ, მოიკითხეს ერთმანეთი და კაფეში მიირთვეს უალკოჰოლო სასმელი.

- რაც შეეხება აპელანტის ალტერნატიულ მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე სე---------------ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნულს არ ეთანხმება და განმარტავს, რომ შესაძლებელია, უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი ერთ ლარს არ აჭარბებდეს, მაგრამ იგი მაინც არ ჩაითვალოს მცირე მნიშვნელობის ზიანად. ამ თვალსაზრისით ყურადღება სწორედ ქმედების ხასიათსა და მასში გამოხატულ მართლსაწინააღმდეგო ნებას უნდა მიექცეს და არა მხოლოდ ზიანის მათემატიკურ გამოსახულებას. ბუნებრივია, კანონმდებელი ქმედების დანაშაულად აღიარებისას ითვალისწინებს ქმედების საშიშროების ხასიათს, რაც მოითხოვს მასთან ბრძოლას სისხლისსამართლებრივი სასჯელის მეშვეობით. შესაძლებელია, ქმედების საშიშროების ხარისხი ზოგ შემთხვევაში არ აღწევდეს იმ მინიმუმს, რაც აუცილებელია მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობისათვის. ქმედების საშიშროების დადგენისათვის კი მხედველობაშია მისაღები ხელყოფის ობიექტის ღირებულება, ხელყოფის ინტენსივობა, მისი განხორციელების სტადია, პირის მონაწილეობის ხარისხი დანაშაულში, ზიანის მოცულობა, დანაშაულის ჩადენის დრო, ადგილი და სხვა.

პალატა ითვალისწინებს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, მთელი რიგი გარემოებები, მათ შორის დაზარალებულისათვის ზიანის მნიშვნელობა და საჯარო ინტერესი, აგრეთვე ის გარემოებაც, თუ სად მოხდა დანაშაული. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის ფაქტი, რომ სევ---------------ს განზრახვა არ იყო მხოლოდ 20 ლარის დაუფლება, მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, თუ რა თანხა ედო დაზარალებულს ჯიბეში და იყო თუ არა მნიშვნელოვანი ეს თანხა დაზარალებულისათვის. მას ამოძრავებდა სხვისი ნივთის /ფულადი თანხის/ და არა კონკრეტულად რაღაც ოდენობით თანხის დაუფლების განზრახვა. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ 20 ლარის ოდენობით ზიანზე აპელირებით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, არ გამომდინარეობს საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის შინაარსიდან, ვინაიდან თავად ქმედება მასში გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების ხასიათის, ხერხის გათვალისწინებით არ წარმოადგენს მცირე მნიშვნელობის მქონეს.

საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის გამოსაყენებლად აუცილებლად უნდა დადგინდეს, რომ დამნაშავე პირის განზრახვა მიმართული იყო ისეთი მცირე მნიშვნელობის მქონე ქმედების ჩადენაზე, რომელიც უმნიშვნელო ზიანს აყენებს ან ასეთი ზიანის საფრთხეს უქმნის სამართლით დაცულ სიკეთეს.

ამდენად, დაცვის მხარის მტკიცება, რომ მსჯავრდებულის მიმართ დაირღვა ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული.

 

3. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ 2017 წლის 30 დეკემბრისათვის სე---------------ს 2006 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დადგენილი სასჯელი სრულად ჰქონდა მოხდილი, ნასამართლობა გაქარწყლებული და ვერ ჩაითვლება ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევ პირად.

- თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 თებერვლის განაჩენით, სე--------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3(სამი)წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სე---------------ს მიმართ დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით მოუხდელი სასჯელის ნაწილი 1(ერთი)თვე და საბოლოოდ, საქართველოს სსკ- ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სე---------------ს სასჯელად დაენიშნა 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, სე--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ- ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3(სამი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ სე---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 21 თებერვლიდან და სასჯელის მოხდა უსრულდებოდა 2009 წლის 12 აგვისტოს.

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 მარტის დადგენილებით, სე--------------- 2006 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა 4(ოთხი)თვით და 22(ოცდაორი)დღით ადრე.

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 დეკემბრის განაჩენით, სე--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ პუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8(რვა)წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, მასვე დამატებით სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4(ოთხი)თვე და 22(ოცდაორი) და საბოლოოდ, სე---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8(რვა)წლის, 4(ოთხი)თვის და 22(ოცდაორი)დღის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, მასვე დამატებით სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 4 000(ოთხი ათასი)ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულ სე---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 27 ივნისიდან.

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 აპრილის განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼ -ით შეუმცირდა 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი 4(ოთხი)თვე და 22(ოცდაორი)დღე,ასევე 2009 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი 8(რვა)წელი და შესაბამისად განესაზღვრა 3(სამი)თვით და 16(თწქვსმეტი)დღით თავისუფლების აღკვეთა და 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ სე---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით, 3(სამი)თვით და 16(თწქვსმეტი)დღით თავისუფლების აღკვეთა.

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის განაჩენით, მსჯავრდებულ სე---------------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 აპრილის განაჩენსა და 1 მარტის განჩინებაში სე-----------------ს მიმართ შევიდა ცვლილება. სე-----------------ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 დეკემბრის განაჩენით/ საქართველოს სსკ- ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ“ ქ/პ (2008 წლის 28 აპრილის კანონით), სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’,ბ“ ქ/პ (2008 წლის 30 მაისის კანონით) სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვის და 16 (თექვსმეტი) დღის ვადით; /თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 დეკემბრის განაჩენით/ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“, მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“, მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, ხოლო დამატებით სასჯელის სახით ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)თვის და 16(თექვსმეტი)დღის ვადით და საბოლოოდ, სე---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით, ხოლო დამატებით სასჯელის სახით ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განჩინებით, ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის განჩინებაში. 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ სე---------------ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 3(სამი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ¼-თ, რაც შეადგენს 2 წელს, 7 თვესა და 15 დღეს, რაც ჩაეთვალა მოხდილად. ასევე ¼-თ შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 24 დეკემბრით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ სე---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 27 ივნისიდან. პენიტენციური დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის თანახმად, სე--------------- პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა 2009 წლის 27 ივნისიდან 2015 წლის 26 ივნისამდე და იგი პენიტენციურ დაწესებულებიდან გათავისუფლდა კალენდარულად, სასჯელის ვადის გასვლის გამო.

პალატა სრულად იაზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განჩინებით, სე--------------- დანიშნული სასჯელის მოხდისგან კი არ გათავისუფლებულა, არამედ სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირების გამო სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად, რაც სხვადასხვა ცნებებია და ნასამართლობის გაქარწყლების ვადის დინების ათვლა დაიწყო სსკ-ის 79-ე მუხლით განსაზღვრული წესით. ვინაიდან, სე--------------- 2006 წლის 12 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებული ნაკლებად მკაცრი კატეგორიის დანაშაულისათვის, მას ნასამართლობა გაუქარწყლდებოდა სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარის იმ პოზიციის გათვალისწინების შემთხვევაშიც კი, რომლის მიხედვითაც სასამართლოს აღნიშნული საკითხის შეფასებისას მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოება, რომ მსჯავრდებული დანიშნული სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლდა და ნასამართლობის გაქარწყლება უნდა მომხდარიყო რეალური სასჯელის მოხდის მომენტიდან, სე--------------- მაინც ვერ ჩაითვლება ნასამართლობა გაქარწყლებულად, ვინაიდან ის დანიშნული სასჯელისგან პირობით ვადამდე 4(ოთხი)თვით და 22(ოცდაორი)დღით ადრე გათავისუფლდა 2009 წლის 20 მარტს, ხოლო ახალი დანაშაული ჩაიდინა როდესაც ის იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ -2009 წლის 27 ივნისს, 2006 წლის 12 დეკემბრის განაჩენის ნასამართლობის ვადის გაქარწყლებამდე.

 

4. აპელანტის მტკიცებით, სე---------------ს პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილია საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება არც მოსამართლის განჩინება და არც გამომძიებლის დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე პირადი ჩრეკის ჩატარების თაობაზე.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ამ არგუმენტაციას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 121-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულია პირადი ჩხრეკის ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული რეგულაცია. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს პირის პირად ჩხრეკას დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე, როდესაც პირი ჯერ კიდევ არ არის დაკავებული და აქვე მინიშნებაა გაკეთებული სსსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებულ ჩხრეკის ჩატარების წესზე, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლოს განჩინებას ან გამომძიებლის დადგენილებას გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩხრეკის ჩატარების თაობაზე.

საქართველოს სსსკ-ის 121-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც პირი დაკავებულია და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მას აქვს იარაღი ან აპირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები. დამკავებელ პირს ასეთ შემთხვევაში უფლება აქვს მოსამართლის განჩინების გარეშე ჩაატაროს პირადი ჩხრეკა და ამ დროს პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენა არ ხდება და ის ფიქსირდება დაკავების ოქმში.

აღნიშნულ ორ ნორმას შორის განსხვავება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პირველი ნაწილის შემთხვევაში ჩხრეკის ჩამტარებელი წინასწარ ფლობს დასაბუთებულ ვარაუდს საქმისათვის მნიშვნელოვანი საგნის ან ნივთიერების არსებობის შესახებ და შესაბამისად, ამ პირობებში ჩხრეკისა და დაკავების ოქმი დგება ცალ - ცალკე. აქედან გამომდინარე აუცილებელია არსებობდეს მოსამართლის განჩინება ან გამომძიებლის დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. ხოლო მეორე ნაწილი ითვალისწინებს იმ შემთხვევას, როდესაც უკვე დაკავებული პირის მიმართ ჩნდება დასაბუთებული ვარაუდი რომ მას გააჩნია მისი მამხილებელი მტკიცებულებები, ჩხრეკის ოქმი ცალკე აღარ დგება და ის აისახება დაკავების ოქმში. ასეთ შემთხვევაში კანონი უშვებს, რომ ჩხრეკა ჩატარდეს მოსამართლის განჩინების გარეშე და გადაუდებელი აუცილებლობის გამო პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ დადგენილების გამოტანაც არ არის საჭირო. ასეთი მსჯელობა ლოგიკურიცაა, ვინაიდან, როდესაც დანაშაულზე წასწრებისას ხდება პირის ადგილზე დაკავება, ამ პირობებში ობიექტურად ვერც მოსამართლის განჩინება და ვერც გამომძიებლის დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ ვერ იქნება წარდგენილი დაკავებული პირისათვის.

ამდენად, პალატა აანალიზებს, რა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სე---------------ს ქმედებას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ სე---------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათთვალისწინებული დანაშაული და მისი გამართლების საფუძველი არ არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ სე---------------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ სე---------------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. სე--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7(შვიდი)წლით თავისუფლების არღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, სე---------------ს მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატოს 2009 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დანიშნული მოუხდელი, დამატებითი სასჯელი ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სე---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000(ოთხიათასი)ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4.მსჯავრდებულ სე---------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან 2017 წლის 30 დეკემბრიდან.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ სე---------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

- სე---------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული თანხა -20 (ოცი) ლარიანი კუპიურა, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც გადაგზავნილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული სააგენტოს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის დაქტილოსკოპიურ ექსპერტიზაზე კვლევის მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

- სე---------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის საფულე , მის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, მეტრონომის 6 ცალი ბარათი, ,,HTC” –ის მობილური ტელეფონი, ,,VEGER“-ის მარკის დამტენი მოწყობილობა და ,,Lenovo’’-ს მარკის მობილური ტელეფონი, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

7.სე---------------ს მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

8 პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი