1. სხდომის თავმჯდომარე არკვევს, აქვთ თუ არა მხარეებს ამ მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობა. ერთგვაროვანი სახის შუამდგომლობები სასამართლოს ერთად წარედგინება. პირი, რომელიც დააყენებს შუამდგომლობას, ვალდებულია მიუთითოს, რა გარემოებათა დასადგენად არის დაყენებული შუამდგომლობა.
2. საქმის არსებითი განხილვის დროს დამატებითი მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში სასამართლო მხარის შუამდგომლობით იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს და არკვევს საქმის არსებით განხილვამდე მტკიცებულების წარუდგენლობის მიზეზს, რის საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე მტკიცებულების დაშვება-არდაშვების თაობაზე.
3. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში მტკიცებულების დასაშვებობის საკითხი ნაფიცი მსაჯულების გარეშე განიხილება.
4. წარდგენილი დამატებითი მტკიცებულების საქმეზე დაშვების შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გონივრული ვადით გადადოს საქმის განხილვა, თუ მხარეს დაცვის ან ბრალდების პოზიციის მოსამზადებლად დამატებითი დრო ესაჭიროება.
5. შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვისას არსებითად ახალი მტკიცებულების მოპოვების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, თუ ამ მტკიცებულების მოპოვება ან მისი მოპოვების შესახებ შუამდგომლობის ამ კოდექსით დადგენილი წესით დაყენება მანამდე ობიექტურად შეუძლებელი იყო. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მტკიცებულების მოპოვება ხდება ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებების გამოკვლევა ხდება ამ კოდექსით დადგენილი ზოგადი წესის დაცვით, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის თავისებურების გათვალისწინები
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(42)
- საქმე №2კ-473აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.09.2025
…სასარგებლოდ. 5.8. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო ნორმათა არსებითი დარღვევით. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე წარადგინა შუამდგომლობა ახალი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის თაობაზე. პირველი ინსტანციის…
- საქმე №2კ-772აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.12.2024
…მათ შორის, ა. ჯ–ს ახალი (ბოლო) ბრალდება წარედგინა 2021 წლის 18 აგვისტოს (ტ. N8; ს.ფ. 276-280); ბოლნისის რაიონული სასამართლოს ოქმის თანახმად, წინასასამართლო სხდომა გაიმართა 2021 წლის 30 აგვისტოს (ტ. N19; ს.ფ. 178)) ასევე – საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილს და იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორი არ უთითებს (საქმის მასალებითაც არ დასტურდება), რომ მისგან დამოუკიდებლად…
- საქმე №2კ-467აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.09.2024
…ექსპერტიზასთან მიმართებით დაცვის მხარის პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ: 12.2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, ადვოკატმა ხ. ჯ–მ საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლზე მითითებით, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დამატებით ახალი მტკიცებულების დასაშვებად ცნობა, კერძოდ, მოითხოვა: ადვოკატ ი. ჯ–ას 2023 წლის…
- საქმე №2კ-148აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.04.2024
…თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის საოქმო განჩინებასთან მიმართებით, რომლის თანახმად, არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა დაზარალებულის ხელახლა დაკითხვის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლისა და297-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათადაცვით, მართებულად არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რისი გათვალისწინებითაც, არ…
- საქმე №2კ-1100აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.04.2024
…წლის 7 მაისს და საქმის არსებითი განხილვა ჩაინიშნა 2020 წლის 20 მაისს, 15:00 საათზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 302-306). 14.3. 2023 წლის 27 მარტის შუამდგომლობით დამატებითი მტკიცებულების დასაშვებად ცნობის თაობაზე ბრალდების მხარემ მოითხოვა საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებად იქნეს ცნობილი და მტკიცებულების სახით დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მათ შორის ბიოლოგიური ექსპერტიზის…
- საქმე №2კ-1235აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2023
- საქმე №2კ-679აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.10.2022
- საქმე №2კ-810აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.02.2022
- საქმე №2კ-511აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.12.2021
- საქმე №2კ-510აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.12.2021
- საქმე №2კ-96აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.05.2017
- საქმე №010100116001519995 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 24.05.2018
- საქმე №080100118002599657 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 21.11.2019
- საქმე №330100117001934424 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.10.2019
- საქმე №330100118002284499 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2019
- საქმე №330100117002215507 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.12.2018
- საქმე №020100120003466161 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 28.02.2020
- საქმე №020100120003456774 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 26.02.2020
- საქმე №020100118002616923 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 19.12.2019
- საქმე №020100119003185763 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 18.12.2019
- საქმე №020100119003274776 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 27.11.2019
- საქმე №010100119003088970 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 08.10.2019
- საქმე №020100118002320909 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 30.06.2019
- საქმე №020100119002951108 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 27.05.2019
- საქმე №140100119002855678 · გორის რაიონული სასამართლო · 23.05.2019
- საქმე №020100119002904669 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 11.04.2019
- საქმე №140100118002510798 · გორის რაიონული სასამართლო · 03.04.2019
- საქმე №160100118002512004 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 19.03.2019
- საქმე №330100118002518230 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 04.02.2019
- საქმე №020100119002797825 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 01.02.2019
- საქმე №020100118002691630 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 27.12.2018
- საქმე №330100118002677574 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.12.2018
- საქმე №020100118002554536 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 03.08.2018
- საქმე №020100118002447379 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 17.07.2018
- საქმე №020100118002445767 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 01.06.2018
- საქმე №020100118002432324 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 01.06.2018
- საქმე №140100117002250893 · გორის რაიონული სასამართლო · 23.05.2018
- საქმე №020100118002425437 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 15.05.2018
- საქმე №020100118002407732 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 15.05.2018
- საქმე №020100118002411177 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 14.05.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 42-დან.