დაუშვებლობის შესახებ განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100116001519995
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №13აპ-18 ქ. თბილისი
ც----–-–---–ი დ-----, 13აპ-18 23 მაისი 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ----- ც----–-–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო---- მ-------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ----- ც----–-–---–ს ბრალი დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
დ----- ც----–-–---–მა 2016 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 04:30 საათზე, ქ. ბ------–ი, ზღვის სანაპიროზე მდებარე კაფე-ბარ „ნ-------–------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, განზრახ მკვლელობის მიზნით, ო---- გ--------–--ეს მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის მუცლის ღრუში შემავალი სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, ხოლო ამავე კონფლიქტში მონაწილე ნ--- ლ-–-ს მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის განაჩენით:
დ----- ც----–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში.
დ----- ც----–-–---–ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა დ----- ც----–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით დ----- ც----–-–---–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 19 აგვისტოდან.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დ----- ც----–-–---–ის დამნაშავედ ცნობას; როგორც განზრახ დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის, საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლისა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელის დანიშვნას; ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 24 ნოემბერსა და 2017 წლის 21 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებების - დამატებითი მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე, 2017 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების - ს--- ყ-----–---–ის დისტანციური წესით დაკითხვის დაკმაყოფილების შესახებ, ს--- ყ-----–---–ის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების, ო---- გ--------–--ის განცხადებისა და გამოკითხვის ოქმის და განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების, აგრეთვე მოწმეების - ს--- და ლ---- ყ-----–---–ებისა და ო---- გ--------–--ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებების დაუშვებელ მტკიცებულებებად ცნობას.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
დ----- ც----–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 120-ე მუხლით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით დ----- ც----–-–---–ს მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა დ----- ც----–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით დ----- ც----–-–---–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 19 აგვისტოდან.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს შეფასება დაზარალებულ ნ. ლ-–-ისა და მოწმეების - ა. დ------ის, ლ. გ--------ისა და ო. ლ-–-ის ჩვენებათა არასარწმუნოობის თაობაზე, კერძოდ:
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა ა. დ------ის ჩვენების შეფასების დროს, როდესაც აღნიშნავს, რომ „დროის მოკლე მონაკვეთში, სულ რამდენიმე წუთში, მოწმემ როგორ მოასწრო საპირფარეშოში ყოფნა, ბარის თანამშრომელთან საუბარი, შემთხვევის ადგილზე მისვლა და ნ--- ლ-–-ისა და ო---- გ--------–--ის დაჭრის ფაქტის დანახვა“, მაშინ, როდესაც მოწმის ჩვენებებით დასტურდება, რომ მას საპირფარეშოდან დაბრუნებისას ბარში არავინ დახვდა. მოწმე არ ამბობს, რომ საპირფარეშოდან გამოსულმა ხანგრძლივი საუბარი გააბა ბარის მიმტანთან, არამედ მოწმის შეკითხვაზე ბარის თანამშრომელმა მიუგო, რომ კამათი მის გამო დაიწყეს. აღნიშნული პასუხის შემდეგ ა. დ------ეს მოესმა შელაპარაკება ბარის გარეთ და გავიდა შემთხვევის ადგილზე, რომელიც ბარიდან 5-6-7 მეტრით იყო მოშორებული. ა. დ------ეს არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი ხანი დარჩა საპირფარეშოში, მაგრამ ფაქტია, რომ საპირფარეშოდან გარეთ გამოსული დროის მცირე მონაკვეთში - მალევე მივიდა შემთხვევის ადგილზე. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სასამართლოს მოსაზრება, რომ ა. დ------ემ თითქოს ვერ აღწერა დანა, მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელმა სასამართლო სხდომაზე დაზუსტებით განმარტა, რომ მსჯავრდებულს დანა მარჯვენა ხელში ეჭირა და იგი „საკმაოდ მოზრდილი დანა იყო, პურის საჭრელი დანა არ ყოფილა, მაგრამ არც სათამაშო იყო“. დამაჯერებლობას მოკლებულია ასევე ა----- დ------ის ჩვენების შეფასება იმ თვალსაზრისით, რომ ვინაიდან არასრულწლოვანმა ო----- ლ-–-მა ვერ აღიქვა დანა დ----- ც----–-–---–ის ხელში, ამიტომ ა----- დ------ესაც დანა ვერ უნდა დაენახა. ა----- დ------ე ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ მან დაინახა დანა დ----- ც----–-–---–ის ხელში, რომელიც ჯერ ნ--- ლ-–-ს დაარტყა, ხოლო შემდეგ მათ შორის ჩამდგარ ო---- გ--------–--ესაც დანით მიაყენა მრავალი დაზიანება.
პალატა ასევე არ დაეთანხმა ლ--- გ--------ის ჩვენების შეფასებასაც, რომ მის მიერ დ. ც----–-–---–ის ჩხუბის დროს ხელში რაიმე საგნის დანახვა არის არაგონივრული, რადგან მისი სასამართლოში მიცემული ჩვენებით ცალსახად დასტურდება, რომ ო---- გ--------–--ესა და დ----- ც----–-–---–ს შორის დაიწყო შელაპარაკება, რის შემდეგაც ბარიდან გარეთ გავიდნენ. შელაპარაკების შემდეგ დაიწყო ც----–-–---–სა და გ--------–--ეს შორის ფიზიკური დაპირისპირება. დაპირისპირების დროს დ----- ც----–-–---–ს მოელვარე საგანი ეჭირა ხელში, რომელიც მიმართა ო---- გ--------–--ისაკენ (ლ. გ--------ემ სასამართლო პროცესზე დემონსტრირება გააკეთა, თუ როგორ მოუქნია დ. ც----–-–---–მა მოელვარე დანა ო. გ--------–--ეს). მან სასამართლოზე არაერთხელ და კატეგორიულად აჩვენა, რომ დ----- ც----–-–---–ს მოელვარე საგანი ეჭირა ხელში. ლ--- გ--------ე არ აკონკრეტებს, რომ ეს მოელვარე საგანი მაინცდამაინც იყო დანა, მაგრამ ამ მოელვარე საგანს გამოძიების პროცესში, დაკითხვის დროს, დაარქვა დანა. ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დაზარალებულ ნ--- ლ-–-ის ჩვენება თანმიმდევრულია და შეესაბამება ა. დ------ის, ო. ლ-–-ისა და ლ. გ--------ის ჩვენებებს, იგი სრულიად არ არის გაუგებარი, მაშინ, როდესაც ნ--- ლ-–-ი აცხადებს, რომ დ----- ც----–-–---–მა დანით დაზიანება მკლავის არეში ჯერ მას მიაყენა, შემდეგ კი მათ შორის ჩამდგარ ო---- გ--------–--ეს, ხოლო შემდეგ კვლავ გასაშველებლად მიბრუნებულ ნ--- ლ-–-ს დ----- ც----–-–---–მა დანის ტარი ჩაარტყა თავში.
ის ფაქტი, რომ არასრულწლოვანმა მოწმემ - ო. ლ-–-მა ვერ დაინახა ჩხუბის დროს დანა, თავისთავად არ განაპირობებს მისი ჩვენების არადამაჯერებლობას, კერძოდ: მოწმე ო----- ლ-–-მა სასამართლოზე დაადასტურა, რომ კონფლიქტი დაიწყო ო---- გ--------–--ესა და უცხო პირს შორის, რა დროსაც ნ--- და გიორგი მამნიაშვილიც მივიდნენ გ--------–--ესთან, ჯერ ნ---ს დაარტყეს, შემდეგ, როცა შუაში ჩადგა ო---- გ--------–--ე, მასაც მოუქნიეს ხელი და რამდენიმე წამში ო----ი ძირს დავარდა. შესაბამისად, აღნიშნული მოწმის ჩვენება სრულად არის თანხვდენილი ბრალდების მხარის დანარჩენ მტკიცებულებებთან და ცალსახად მიუთითებს მომხდარი ჩხუბის დროს ო. გ--------–--ის მიერ ნ. ლ-–-სა და დ. ც----–-–---–ს შორის შუაში ჩადგომას და ო. გ--------–--ისათვის დარტყმის შემდეგ წამებში მის ძირს დაცემას.
სააპელაციო სასამართლოს შეხედულებით, ბუნდოვანია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ნ. ლ-–-ის დაჭრის ფაქტის დასაბუთებისათვის დამაჯერებელი და სანდო იყოს დაზარალებულისა და მოწმე ა----- დ------ის ჩვენებები, ხოლო ო. გ--------–--ის დ. ც----–-–---–ის მიერ მკვლელობის მცდელობის ეპიზოდში არასარწმუნო და შეუსაბამოა დანარჩენ მტკიცებულებებთან, მაშინ, როდესაც ხსენებული დაზარალებული და ა----- დ------ე დაზუსტებით და ქრონოლოგიურად აღწერენ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და ცალსახად მიუთითებენ დ. ც----–-–---–ის მიერ დანით ჯერ ნ. ლ-–-ისთვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების, ხოლო შემდეგ - ო. გ--------–--ისთვის მრავლობითი ჭრილობების მიყენების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს აზრით, დ. ც----–-–---–ის ჩვენების ნაწილი მის მიერ ო---- გ--------–--ის მკვლელობის მცდელობის ეპიზოდის უარყოფის თაობაზე არადამაჯერებელია, არ გამომდინარეობს გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან და, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობის კრიტერიუმს. მისი ეს ვერსია მოსალოდნელი პასუხისმგებლისგან თავის არიდების მიზნით არის მოგონილი და სინამდვილეს არ შეესაბამება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მსჯავრდებულის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მას პირადი ჩხრეკის დროს ეცვა ,,დ---–-------------ს” მოკლემკლავიანი პერანგი, რადგან დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით დადგენილია, რომ დ. ც----–-–---–ისაგან ამოღებულია თეთრი ღილებზე შესაკრავი მოკლესახელოიანი პერანგი, რომელიც წინა და უკანა მხარეს დასვრილია მოწითალო ფერის ლაქებით, საყელოზე ,,r-----“ წარწერით, ასევე ამოღებულია ლურჯი ფერის ჯინსის ე.წ. ,,ბრიჯი”, წარწერით ,,a-----------” და შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი თეთრი ფერის ძირზე წარწერით ,,დ---–-------------”. აღნიშნული ნივთები გადაღებულია ციფრული ფოტოაპარატ - ნიკონით და მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში წარწერით ,,შინაგან საქმეთა სამინისტრო“ და დაილუქა სათანადო F-------- ლუქით. საქმეში კი არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთმტკიცებათა განლუქვის და შემდგომში მათი შეცვლის ფაქტს. უფრო მეტიც: ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი პერანგის საყელოზე იგივე ,,r-----” წარწერაა, როგორც ჩხრეკის ოქმშია მითითებული და იგი არ არის ,,დ---–-------------ს” ფირმის. რაც შეეხება დ.ც----–-–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული პერანგის ამსახველ ფოტოსურათებს, მათზე ნათლად ჩანს, რომ პერანგზე სახელოები აკეცილია. ასევე საგულისხმოა ისიც, რომ მსჯავრდებულის დაკავების დროს პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული თეთრი პერანგის საყელოზე ,,r-----“ წარწერის შესახებ მისთვის იმთავითვე ცნობილი იყო, ვინაიდან იგი გაეცნო ჩხრეკის ოქმს და პერანგის წარმომავლობის თაობაზე რაიმე პრეტენზია ან შენიშვნა არ გამოუთქვამს.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულის პერანგზე აღმოჩენილი სისხლის კვალი იდენტურია ო. გ--------–--ის სისხლისა, ხოლო ო. გ--------–--ის პერანგის ფრაგმენტისა და ჯინსის შარვლის ზედაპირზე აღმოჩენილი მოთეთრო სელის ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება დ. ც----–-–---–ის პერანგის ქსოვილის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. აღნიშნული კი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არასწორია დ. ც----–-–---–ის ჩვენება, როცა იგი განმარტავს, რომ შეხება და კონტაქტი არ ჰქონია ო. გ--------–--ესთან, რომ იგი მისგან ოთხი მეტრის მოშორებით ჩხუბობდა და იქ მოხდა მისი დაჭრა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაზარალებულ ნ--- ლ-–-ისა და მოწმეების - ა----- დ------ის, ო----- ლ-–-ისა და ლ--- გ--------ის ჩვენებები არამარტო ერთმანეთთან, არამედ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ სამედიცინო, ტრასოლოგიურ, ბიოლოგიურ (გენეტიკურ, სეროლოგიურ) და ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნებთან, დ. ც----–-–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმსა და სხვა მტკიცებულებებთან თავსებადია. მათი ჩვენებებით ცალსახად დადასტურებულია დანაშაულის ჩადენის ადგილი, დრო, კონფლიქტის დაწყების საფუძველი, შემთხვევის ადგილზე არსებული კარგი ხილვადობა, კონფლიქტის დაწყებისთანავე ჯერ ნ--- ლ-–-ის დაზიანების, ხოლო შემდეგ გასაშველებლად მისული ო---- გ--------–--ისთვის დანით (მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნით) მრავალჯერადი დაზიანების მიყენების ფაქტი. მათივე ჩვენებებით, მათ შორის - ნ--- ლ-–-ის, ა----- დ------ისა და ლ--- გ--------ის ჩვენებებით ცალსახად დასტურდება, რომ ნ--- ლ-–-სა და ო---- გ--------–--ეს დანით დაზიანებები დ----- ც----–-–---–მა მიაყენა.
რაც შეეხება აპელანტი მხარის მოთხოვნას 2016 წლის 24 ნოემბერსა და 2017 წლის 21 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებების - დამატებით მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე: 2017 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების - ს--- ყ-----–---–ის დისტანციური წესით დაკითხვის დაკმაყოფილების შესახებ; ს--- ყ-----–---–ის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების; ო---- გ--------–--ის განცხადების, გამოკითხვის ოქმისა და თანდართული დოკუმენტების; აგრეთვე მოწმეების: ს--- და ლ---- ყ-----–---–ებისა და ო---- გ--------–--ის სასამართლოში მიცემული ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებებად ცნობას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ბრალდების მხარის აღნიშნულ მოთხოვნას და ყურადღება გაამახვილა სადავო საკითხის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტზე - ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომამდე და ასევე წინა სასამართლო სხდომამდე ხუთი დღით ადრე გადასცა ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებდნენ, მათ შორისაა გამოძიების პროცესში დაზარალებულ ო---- გ--------–--ისა და მოწმეების - ს--- და ლ---- ყ-----–---–ების დაკითხვის ოქმები. შეს---მისად, გამოძიების დაწყებიდან უკვე მეორე დღესვე დაცვის მხარე ინფორმაციას ფლობდა ო---- გ--------–--ის, ს--- და ლ---- ყ-----–---–ების პიროვნებების შესახებ. უფრო მეტიც, ხსენებული პირების დაკითხვის ოქმებში მითითებული იყო მათი საცხოვრებელი მისამართები და საკონტაქტო ტელეფონის ნომრებიც. იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარეს გამოძიების დაწყებიდან უკვე მეორე დღესვე ჰქონდა შესაძლებლობა, დაემყარებინა მათთან ურთიერთობა - გამოეკითხათ ხსენებული პირები და კანონით დადგენილი წესითა და ვადაში წინა სასამართლო სხდომამდე გადაეცათ ბრალდების მხარისათვის. მიუხედავად აღნიშნულისა, დაცვის მხარემ ს--- და ლ---- ყ-----–---–ების შემთხვევაში მხოლოდ სამი თვის შემდეგ (2016 წლის 24 ნოემბერს), ხოლო ო---- გ--------–--ის შემთხვევაში შვიდი თვის შემდეგ (2017 წლის 21 აპრილს) არსებითი განხილვის სხდომაზე წარადგინა ისინი, როგორც დამატებითი მტკიცებულებები და მოითხოვა მათი დასაშვებად ცნობა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა და ხსენებული პირები დაიკითხნენ საქმის არსებითი განხილვის დროს.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის შეხედულებით, არასწორად არის განმარტებული და დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც: ,,საქმის არსებითი განხილვის დროს დამატებით მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში სასამართლო მხარის შუამდგომლობით იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს და არკვევს საქმის არსებით განხილვამდე მტკიცებულების წარუდგენლობის მიზეზს, რის საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე მტკიცებულების დაშვება-არდაშვების თაობაზე”. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ რა საპატიო მიზეზით ვერ წარადგინეს აღნიშნული მტკიცებულები წინასასამართლო სხდომამდე - მტკიცებულებათა დასაშვებობის ეტაპზე, რის გამოც პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქმის არსებით განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარის შუამდგომლობით დაშვებული დამატებითი მტკიცებულებები: ს--- და ლ---- ყ-----–---–ის განცხადებები და გამოკითხვის ოქმები; ო---- გ--------–--ის განცხადება და გამოკითხვის ოქმი; ლ---- ყ-----–---–ისა და ო---- გ--------–--ის სასამართლოში მიცემული ჩვენებები; ასევე ს--- ყ-----–---–ის სხვა ადგილიდან დისტანციური წესით დაკითხვის დროს მიცემული ჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ მათ გადალახეს შემოწმებისა და დასაშვებობის ეტაპი, ამ მტკიცებულებათა მოპოვებისა და დასაშვებობის დროს არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. შესაბამისად, აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ო.გ--------–--ის მკვლელობის მცდელობის ფაქტის დადასტურება ან უარყოფა არაგონივრული და მიზანშეუწონელია.
რაც შეეხება დ----- ც----–-–---–ის მიერ ნ--- ლ-–-ისათვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენებას მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით, იგი დადასტურებულია საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო დ----- ც----–-–---–ის პიროვნება, მის მიერ ჩადენილ ქმედებათა ხასიათი და სიმძიმე, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი.
6. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ----- ც----–-–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო---- მ-------მა, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: დ. ც----–-–---–ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ნაწილში, ხოლო სსკ-ის 120-ე მუხლით განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზების დასკვნებითა და ექსპერტთა ჩვენებებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტითაა დადასტურებული დ----- ც----–-–---–ის ბრალეულობა.
9. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, ხოლო რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი გამხდარიყო, კასატორები ვერ უთითებენ.
10. პალატა ვერ გაიზიარებს დ----- ც----–-–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის მოსაზრებას მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მტკიცებულებათა უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ----- ც----–-–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო---- მ-------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი