განაჩენი

სისხლის სამართლის 29.06.2019
საქმის ნომერი
020100117001986595
ინსტანცია
თარიღი
29.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-32-2018წ.

(020100117001986595)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 ივლისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

მაკა გორგოძე (სხდომის თავმჯდომარე),მარინე იმერლიშვილი, თეიმურაზ სვანიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----– მ----–----ას მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი № 2----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრების მარტვილის რაიონი სოფელი ლ------------, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, სსკ -ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით,სსკ -ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, სსკ -ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და სსკ -ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე (მიღებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომაზე), მსჯავრდებულ რ----– მ----–----ას ინტერესების დამცველის, ადვოკატების გ------- დ---–-–---–-ს და ა---- ჯ----–--ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ----– მ----–----ას ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ; ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონოდ შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, იმის მიერ ვისაც ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. მ---------- ჩ---–--ის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად და ანგარებით. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის განაჩენით რ----– მ----–----ა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი), ნასამართლობის გაქარწყლებამდე რ----– მ----–----ამ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ,,ოპიუმის’’ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება და ,,მეთადონი’’, რაც დაუდგინდა ქ. ზუგდიდში, ნარკოლოგიური შემოწმებისას 2017 წლის 16 მარტს.

რ----– მ----–----ა ყაჩაღური თავდასხმის მიზნით დაუკავშირდა პ----- დ----–--ს და ლ-–- ჯ---–--ს, ასევე გამოძიებით დაუდგენელ პირს, რის შემდეგ ისინი შეიარაღდნენ ცეცხლსასროლი იარაღით და 2017 წლის 08 მარტს, დაახლოებით 21 საათზე, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, უკანონოდ შეაღწიეს მარტვილის მ----–----–----------------–-----------–- მდებარე მ---------- ჩ---–--ის საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდა ეს უკანასკნელი და მისი და, ც----- ჩ---–--ე. რ----– მ----–----ა თანამზრახველებთან ერთად სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ---------- და ც----- ჩ---–--ეებს და მოთხოვა მათ დიდი ოდენობით თხუთმეტი-ოცი ათასი ლარისა და ოქროს ნივთების გადაცემა. უარის მიღების შემდეგ რ----– მ----–----ამ, პ----- დ----–--მ და ლ-–- ჯ---–--მ მეოთხე თანამზრახველთან ერთად ხელები შეუკრეს მ---------- და ც----- ჩ---–--ეებს, ხელებითა და ბლაგვი საგნის გამოყენებით დაუწყეს ცემა თავის და სხეულის არეში. ცემის დროს მ---------- ჩ---–--ემ თავდამსხმელებს მიუთითა, რომ ფულს ინახავდა სარეცხ მანქანაში, რის შემდეგ პ----- დ----–-- გავიდა სახლის წინ მდებარე აივანზე და დაეუფლა სარეცხ მანქანაში დამალულ თანხას ორასი აშშ დოლარის ოდენობით. თანხის სიმცირით განაწყენებულმა თავდამსხმელებმა კიდევ უფრო მეტი აგრესიით განაგრძეს დების, ც----- და მ---------- ჩ---–--ეების, ცემა, ფანჯრიდან ჩამოხსნეს ფარდა, დაჭრეს და დამზადებული თოკებით, შეუკრეს მათ ხელ -ფეხი,აუკრეს პირი, გადააბეს ერთმანეთზე, თანაც განაგრძობდნენ უმოწყალოდ ცემას და ითხოვდნენ ფულს და ოქროს ნივთებს, რაც გრძელდებოდა დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში, რის შემდეგ დაეუფლნენ საშუალო ზომის ოქროსფერ სასანთლეს, მ---------- ჩ---–--ის კუთვნილ ოქროს საათს ოქროს სამაჯურით, ოქროს ბეჭედს, ოქროს ყელსაბამს, მისი პირადობის მოწმობას, „ლ---------------“ საპენსიო პლასტიკურ ბარათს. ხელფეხშეკრული მ---------- და ც----- ჩ---–--ეები მიატოვეს შემთხვევის ადგილზე და მიიმალნენ.

 

რ----– მ----–----ას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ორი ეპიზოდი) ძირითად სასჯელთან ერთად საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმის, 3000 (სამი ათასი) ლარის, გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რისი შეტანა სააღსრულებო ბიუროს შესაბამის ანგარიშზე არ განხორციელებულა.

 

რ----– მ----–----ამ დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა და ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა გვერდითა ჯიბეში უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 6,22324 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,მეთადონს’’ (მარილი), რაც ამოიღეს პოლიციის თანამშრომლებმა 2017 წლის 15 მარტს ქ. თბილისში, ი------------------------–---------------------------–--–---, მ----------- ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე რ----– მ----–----ას მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.

რ----– მ----–----ა ყაჩაღური თავდასხმის მიზნით დაუკავშირდა პ----- დ----–--ს, ლ-–- ჯ---–--ს და გამოძიებით დაუდგენელ პირს, რის შემდეგ ისინი შეიარაღდნენ ცეცხლსასროლი იარაღით და 2017 წლის 08 მარტს, დაახლოებით 21 საათზე, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, უკანონოდ შეაღწიეს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ---------–- მდებარე მ---------- ჩ---–--ის საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდა ეს უკანასკნელი და მისი და, ც----- ჩ---–--ე. რ----– მ----–----ა თანამზრახველებთან ერთად სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ---------- და ც----- ჩ---–--ეებს, მოთხოვა მათ დიდი ოდენობით თხუთმეტი-ოცი ათასი ლარისა და ოქროს ნივთების გადაცემა. უარის მიღების შემდეგ რ----– მ----–----ამ, პ----- დ----–--მ, ლ-–- ჯ---–--მ მეოთხე თანამზრახველთან ერთად ხელები შეუკრეს მ---------- და ც----- ჩ---–--ეებს, ხელებითა და ბლაგვი საგნის გამოყენებით დაუწყეს ცემა თავის და სხეულის არეში. ცემის დროს მ---------- ჩ---–--ემ თავდამსხმელებს მიუთითა, რომ ფულს ინახავდა სარეცხ მანქანაში, რის შემდეგაც პ----- დ----–-- გავიდა სახლის წინ მდებარე აივანზე და დაეუფლა სარეცხ მანქანაში დამალულ თანხას ორასი აშშ დოლარის ოდენობით. თანხის სიმცირით განაწყენებულმა თავდამსხმელებმა კიდევ უფრო მეტი აგრესიით განაგრძეს დების, ც----- და მ---------- ჩ---–--ეების, ცემა, ფანჯრიდან ჩამოხსნეს ფარდა, დაჭრეს და დამზადებული თოკებით, შეუკრეს მათ ხელფეხი, აუკრეს პირი და გადააბეს ერთმანეთზე, თანაც განაგრძობდნენ უმოწყალოდ ცემას და ითხოვდნენ ფულს და ოქროს ნივთებს, განსაკუთრებულ აგრესიას იჩენდნენ მ---------- ჩ---–--ის მიმართ, ვინაიდან ჩათვალეს, რომ იგი ატყუებდა მათ და მალავდა თანხას. რ----– მ----–----ამ, პ----- დ----–--მ, ლ-–- ჯ---–--მ და მეოთხე ბოროტმოქმედმა იცოდნენ რა, რომ მ---------- ჩ---–--ე იყო ხანდაზმული და მის მიმართ ფიზიკური ძალადობის გამოყენებას შესაძლოა მოყოლოდა მძიმე შედეგი - დაზარალებულის გარდაცვალება, არ გაითვალისწინეს აღნიშნული და განაგრძეს მ---------- ჩ---–--ის სასტიკი ცემა. რ----– მ----–----ა, პ----- დ----–--, ლ-–- ჯ---–-- და მათი თანამონაწილე შეგნებულად უშვებდნენ ძალადობის შედეგად დაზარალებულის გარდაცვალებას და განაგრძობდნენ ხელფეხშეკრული და პირაკრული მ---------- ჩ---–--ის მიმართ ფიზიკურ ძალადობას. რ----– მ----–----ას, პ----- დ----–--ს, ლ-–- ჯ---–--ს და მათი თანამზრახველის ძალადობრივი ქმედების შედეგად მ---------- ჩ---–--ე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ც----- ჩ---–--ემ მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანება. თავდამსხმელებმა ყაჩაღობის შედეგად გაიტაცეს ფულადი თანხა 200 აშშ დოლარის ოდენობით, ძვირფასეულობა და პირადი ნივთები.

 

ზემოაღნიშნული ქმედებების გამო რ----– მ----–----ას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, სსკ -ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით, სსკ -ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სსკ -ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, სსკ -ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და სსკ -ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით.

 

2. სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენით:

 

რ----– მ----–----ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ (პირადი ნომერი 2----------) საქართველოს სსკ -ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და სსკ -ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

რ----– მ----–----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ -ის 273-ე მუხლით, სსკ -ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სსკ -ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და სსკ -ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით.

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ -ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სსკ -ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ -ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და სსკ -ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და რ----– მ----–----ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად გაუქმდა რ----– მ----–----ას მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით და ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

რ----– მ----–----ას მიმართ სასჯელის ათვლა დაიწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 15 მარტიდან.

 

რ----– მ----–----ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

3. საკასაციო საჩივრის არსი:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ----– მ----–----ას ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ------- დ---–-–---–მა და ა---- ჯ----–--ემ, რომელმბმაც წარმოდგენილი საჩივრით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის, საფუძველზე, ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ახალი შემადგენლობისათვის დაბრუნება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ, სასამართლო პროცესების მსვლელობისას არაერთხელ იქნა უხეშად დარღვეული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, რომელი დარღვევებითაც აშკარად იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 266-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” და ,,ე” ქვეპუნქტებში მითითებული საფუძვლები. კერძოდ, დარღვეულ იქნა საქართველოს სსსკ-ის მე-4,მე-5, მე-8, მე-9, 15-ე, 25-ე, 59-ე, 73-ე, 93-ე, 94-ე, 238-ე და 243-ე მუხლების საფალდებულო მოთხოვნები.

 

1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მეოთხე, მეხუთე და 238-ე მუხლების იმპერატიული მოთხოვნების დარღვევა გამოიხატა მასში, რომ სასამართლო პროცესების მსვლელობისას ბრალდების მხარემ არაერთხელ, ყვირილით უწოდა მსჯავრდებულ რ----– მ----–----ას ,,ნარკომანი”, მატყუარა და დამნაშავე, იქვე მოაწოდა ნაფიც მსაჯულებს ინფორმაცია, რომ რ----– მ----–----ა არაერთხელ იქნა ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმებული და რვაჯერ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მიღების ფაქტი. ბრალდების მხარის აღნიშნული ქმედებით (და სასამართლოს მხრიდან აბსოლიტურად არაადეკვატური რეაგირებით - ბრალდების მხარის მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით) სრულიად იგნორირებული იქნა რ----– მ----–----ას პიროვნული ღირსების ხელშეუვალობა და უდანაშაულობის პრეზუმფცია.

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-8, მე-9, 25-ე, 93-94-ე და 243-ე მუხლების სავალდებულო მოთხოვნების დარღვევა გამოიხატა მასში, რომ 2017 წლის 13 ნოემბრის გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა ლ.სამხარ----–ის ექსპერტების (ნ.ნ------–---–ი და ლ. მ-----–---–ი) დინსტანციურად დაკითხვის თაობაზე, რის შესახებაც დაცვის მხარეს წერილობითი შუამდგომლობის ასლი არ გადაცემია და სასამართლოს მიერ დაცვის მხარეს საერთოდ არ მიეცა შესაძლებლობა მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე გამოეთქვა თავისი აზრი. სასამართლომ განიხილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დააკმაყოფილა იგი საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ისე, რომ სრული იგნორი გაუკეტა დაცვის მხარეს და აშკარად და უხეშად დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, 93-ე მუხლის მე-7 ნაწილის, ამავე კოდექსისი 94-ე მუხლის მესამე ნაწილის და ამვე კოდექსის 243-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნები. ამასთან, უნდა აღნიშნოს, რომ ნ.ნ------–---–ი და ლ. მ-----–---–ი გახლდათ ბრალდების მხარის არსებითი და ძირითადი მოწმეები. მიუხედავად აღნიშნულისა საქართველოს სსსკ-ის მე-8, მე-9 და 25-ე მუხლების საწინააღმდეგოდ, სასამართლომ არ უზრუნველყო სამართლიანი პროცესი, არ დაიცვა მხარეთა თანასწორობისა და შიჯიბრებითობის პრინციპი და მხარეებს თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად არ შეუქმნა თანაბარი პირობები, გამოიჩინა მიკერძოებულობა და ბრალდების მხარეს მიანიჭა აშკარა და ღია უპირატესობა.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 238-ე სავალდებულო მოთხოვნების დარღვევა გამოიხატა მასში, რომ სასამართლო პროცესზე, ბრალდებულის დაკითხვისას, მას შემდეგ, რაც რ----– მ----–----ამ დაამთავრა ჩვენების მიცემა - როგორც თავისუფალი თხრობით, ასევე უპასუხა დაცვის მხარის შეკითხვებს და ბრალდების მხარის ყველა შეკითხვაზე პასუხობდა, რომ მათ მიერ დასმულ არცერთ შეკითხვას არ გასცემდა პასუხს, მიუხედავად ამისა პროკურორმა მას დაუსვა შეკითხვა მის წინა ნასამართლობის შესახებ. სასამართლოს მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი ქმედითი ღონისძიება არ იქნა მიღებული. რ. მ----–----ას დაკითხვამდეც არაერთხელ შეეცადა ბრალდების მხარე სხვადასხვა მეთოდებით მიეტანა ნაფიც მსაჯულებამდე ინფორმაცია რ----– მ----–----ას წარსული ნასამართლობის შესახებ.

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის სავალდებულო მოთხოვნების დარღვევა გამოიხატა მასში, რომ 2017 წლის 06 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე სხდომის თავმჯდომარის მიერ ნაფიც მსაჯულების ვერდიქტის მიღებამდე ღიად დაფიქსირდა პოზიცია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის თაობაზე, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოსამართლე ნ.აკობიამ ნაფიცი მსაჯულების გასაგონად გააკეთა შემდეგი განცხადება: ციტირება მოსამართლის სიტყვების: ,, ერთი პროცესი მეღირსა ცხოვრებაში, სადაც მე მხოლოდ სასჯელის ნაწილში უნდა მივიღო გადაწყვეტილება და არ მაქვს ის ტვირთი, რასაც გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მიღება ჰქვია.” რამაც თავისთავად აშკარად ზეგავლენა მოახდინა ნაფიც მსაჯულებზე და მათ საბოლოო ვერდიქტზე. ამასთან, მიუხედავად წინასწარ გამოთქმული პოზიციისა, იმავე სასამართლო პროცესზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე.

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9, 25-ე და 73-ე მუხლების სავალდებულო მოთხოვნების კომპლექსური დარღვევა გამოიხატა მასში, რომ 2017 წლის 06 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ საქართველოს სსსკ-ის 93-ე, 94-ე და 239-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად დაყენებული იქნა შუამდგომლობა ბრალდების მხარის გარკვეული მტკიცებულებების უდაოდ ცნობის თაობაზე, კერძოდ მოთხოვნილ იქნა დაზარალებულისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის ც----- ჩ---–--ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებების, მისი და მისი დის აწ/ გარდაცვლილი მ---------- ჩ---–--ის სასამართლო სამდეცინო ექსპერტიზის დასკვნების, მათი ჩამტარებელი ექსპერტის შ----- თ------ის გამოძიებაში მიცემული ჩვენების, მოწმეების ვ----– ჯ---–--ს, მ------ გ------ას, ვ---- კ------ას და სოფელ ნ---------–- მაცხოვრებელი სხვა პირების გამოძიებაში მიცემული ჩვენებების და გარკვეული მტკიცებულებების უდაოდ ცნობა. აღნიშნული მტკიცებულებები, ბრალდების მხარეს, წინასასამართლო სხდომაზე არ გაუხდია სადაოდ, რადგან აღნიშნული წარმოადგენდა მათ მტკიცებულებებს. პროკურორმა ზ.დათუკიშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობასთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება, კერძოდ იგი ნაწილობრივ დაეთანხმა დაცვის მხარეს. მისი განმარტებით, იგი სადაოდ ხდის ც----- ჩ---–--ის დაკითხვის ოქმებს, იმ გაგებით, რომ მათ შინაარს კი არ ხდის სადაოდ, არამედ ცალსახადაც მიზანშეწონილად მიაჩნია დაზარალებულის ნაფიც მსჯულების წინაშე წარსდგომა და დაკითხვა და სადაოდ ხდის მის ჩვენებას. ანალოგიურად სადაოდ ხდის ყველა მოწმის ჩვენებებს, რომლებიც მითითებულია დაცვის მხარის შუამდგომლობაში. მათ შინაარს არ ხდის სადაოდ, მაგრამ უბრალოდ სურს მათი გამოკვლევა, რაც შეეხება სხვა მტკიცებულებების უდაოდ ცნობას- დაეთანხმნენ დაცვის მხარეს. აღნიშნული ყოვლად უკანონო და აბსურდული განმარტებების მიღების შემდეგ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ასევე მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ბრალდების მახარეს წინასასამართლო სხდომაზე სადაოდ არ გაუხდია თავისი მტკიცებულებები და მათი მოსაზრების მიხედვით მათ შინაარს სადაოდ არ ხდიდა არამედ უბრალოდ უნდოდა მათი გამოკვლევა. საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის სავალდებულო მოთხოვნათა შესაბამისად სისხლის სამართლის საქმე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე მტკიცებულებათა გამოკვლევის დაწყებამდე შეუთანხმდა ბრალდების მხარეს მის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით სასამართლომ ისინი გამოკვლევის გარეშე არ მიიღო მტკიცებულებებად და გამოიკვლია საქმის არსებით განხილვაზე, რითაც უგულველყო, როგორც კანონის აშკარად იმერატიული მოთხოვნები, ასევე ერთიანი სასამართლო პრაქტიკა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. სასამართლომ არ დაიცვა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი და მხარეებს (დაცვის მხარეს) თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად არ შეუქმნა თანაბარი პირობები, ბრალდების მხარეს მიანიჭა აშკარა უპირატესობა. სასამართლოს მითითება, რომ სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას პრეიუდიციად მიეღო თავის დროზე ბრალდების მხარის მიერ, ხოლო სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მიერ უდაოდ მიჩნეული გარემოებები, რადგან ამაზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ სასამართლო პროცესზე აღნიშნული არის აშკარად სუსტი არგუმენტი, რადგან დადგენილი ფაქტია, რომ პროკურორს სადაოდ არ გაუხდია მისი მტკიცებულებები და მათი გამოკვლევა ხდებოდა, მხოლოდ იმიტიმ, რომ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაცვის მხარემ გახადა სადაოდ. დადგენილი სასამართლო პრაკტიკით - სასამართლო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე არ წარმოადგენს სამართლებრივ პრობლემას ნებისმიერი მტკიცებულების უდაოდ ცნობა მხარის მიერ და მცდარია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შეხედულება თითქოსდა სავალდებულო იყო იმავე პროცესზე შეთანხმებულიყო მხარეები უდაო მტკიცებულებებზე, აღნიშნულ აწესრიგებს წინასასამართლო სხდომა, სადაც ბრალდებამ დააფიქსირა პოზიცია მის მიერ მოპოვებულ და წარდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.

 

მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია საჩივართან დაკავშირებით:

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა თ-------- ნ--------ემ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ----– მ----–----ას ინტერესების დამცველი ადვოკატების ა---- ჯ----–--ის და გ------- დ---–-–---–-ს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, იმ მოტივით, რომ არ არსებობს აღნიშნული განაჩენის გასაჩივრების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის მეორე ნაწილის რომელიმე პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება:

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა მოცემული სისხლის სამართლის საქმის მასალები და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ----– მ----–----ას ინტერესების დამცველი ადვოკატების ა---- ჯ----–--ის და გ------- დ---–-–---–-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების ა---- ჯ----–--ის და გ------- დ---–-–---–-ს საკასაციო საჩივარში მითითებას იმის შესახებ, რომ საქმის არსებითი გახილვისას სხდომის თავმჯდომარის წინაშე დაყენებული საკითხების განხილვისას მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, სასამართლომ არასათანადო პირობებში ჩააყენა დაცვის მხარე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დარღვევას წარმოადგენს. პალატა აღნიშნავს, ყოველგვარ არგუმენტაციას არის მოკლებული საკასაციო საჩივრის ავტორების მითითება იმის შესახებ, რომ საქმის არსებითი განხილვისას სხდომის თავმჯდომარის წინაშე დაყენებული შუამდგომლობის მტკიცებულებათა უდავოდ ცნობის თაობაზე საკითხის განხილვისას სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც არსებითად დაირღვა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, ვინაიდან პალატას მიაჩნია, რომ როგორც სასამართლო სხდომის ოქმიდან და საქმის სხვა მასალებიდან ირკვევა, მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, მხარეებს არ შეზღუდვიათ უფლება ესარგებლათ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაეყენებინათ შუამდგომლობები, წარედგინათ და გამოეკვლიათ ყველა შესაბამისი მტკიცებულება; სხდომის თავმჯდომარის მიერ მხარეთა შუამდგომლობების განხილვისას მიღებული გადაწყვეტილებები შესაბამისობაში იყო კანონის მოთხოვნებთან და ამ მიმართებით საჩივრის ავტორის პრეტენზიები უსაფუძვლოა, ვინაიდან, სასამართლომ ჩათვალა, რომ აუცილებელი იყო მათი სასამართლო პროცესზე დემონსტრირება და გამოკვლევა, რათა ნაფიც მსაჯულებს ჰქონოდა შესაძლებლობა ობიექტურად შეეფასებინა ისინი და საჭიროების შემთხვევაში დაესვათ შესაბამისი კითხვები ექსპეტებისა თუ მოწმეებისათვის. შესაბამისად ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ცალსახად და სწორად შეაფასა არსებული მდგომარეობა და მხარეს მისცა შესაძლებლობა შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით, გამოეკვლია სასამართლოში მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

ამასთან, პალატა მიუთითებს შემდეგს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის მე-4 ნაწილის ”ვ” ქვეპუნქტის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სასამართლო პროცესის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს, არცერთი მტკიცებულება არ უნდა იქნეს მიღებული მხედველობაში სხვისი მითითებით, ვერდიქტი არ უნდა იქნეს გამოტანილი ვარაუდის საფუძველზე ან დაუშვებელ მტკიცებულებათა გამოყენებით, ხოლო იმავე მუხლის მე-4 ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტი სხდომის თავმჯდომარის მიერ განმარტებულ კანონს და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას უნდა ემყარებოდეს. ნაფიცი მსაჯული ვალდებულია პატიოსნად და მიუკერძოებლად აღასრულოს თავისი მოვალეობა, გაითვალისწინოს ყველა კანონიერი მტკიცებულება და გადაწყვეტილება მიიღოს შინაგანი რწმენის საფუძველზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ნაფიც მსაჯულებს შეეზღუდოთ სასამართლო პროცესის დროს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იმ მტკიცებულებების უშუალოდ გაცნობის შესაძლებლობა, რომლებზე დაყრდნობითაც უნდა გამოიტანონ მათ ვერდიქტი.

 

საკასაციო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს, რომ სასამართლომ საქმეში მონაწილე პროკურორს საშუალება მისცა მსაჯულებისათვის ეწოდებინა ,,ნარკომანი” და რომ რ----– მ----–----ა არა ერთხელ იყო ნასამართლევი, რითაც დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 238-ე მუხლის მოთხოვნა. პალატა არ იზიარებს აღნიშნულ პოზიციას და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად, ვერდიქტის გამოცხადებამდე ნაფიც მსაჯულებს მართლაც არ უნდა ეცნობოთ ბრალდებულის ადრინდელი სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ პასუხისგებაში ყოფნის ან ნასამართლობის შესახებ (თუ ეს არ არის წარდგენილი ბრალდების ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანი ან/და გამიზნული არ არის ბრალდებულის ჩვენების სანდოობის შესამოწმებლად), თუმცა მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას ხსენებული მუხლის მოთხოვნის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან, ბრალდების მხარეს ნაფიცი მსაჯულებისათვის არ წარუდგენია და სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა რ----– მ----–----ას ადრინდელი ნასამართლობის დამადასტურებელი დოკუმენტები _ რ----– მ----–----ას ნასამართლობის ცნობა და მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი.

 

პალატა საკასაციო საჩივრის ავტორის ვერც იმ მოსაზრებას გაიზიარებს, რომ სხდომის თავმჯდომარემ დარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის სავალდებულო მოთხოვნა, ვინაიდან დისტანციურად დაიკითხნენ ექსპერტები ლ---- მ-----–---–ი და ნანი ნ------–---–ი. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ როგორც სასამართლო სხდომის ოქმიდან და საქმის სხვა მასალებიდან ირკვევა, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს 2017 წლის 09 ნოემბერის სხდომაზე მსჯავრდებულის რ----– მ----–----ას გამოუცხადებლობისა და ადვოკატის ა---- ჯ----–--ის დაჟინებული მოთხოვნის პროცესის გადადების გამო, ვერ მოხერხდა თბილისიდან მოსული სამი ექსპერტის დაკითხვა. შესაბამისად იმავე სასამართლო სხდომაზე ადვოკატს ეცნობა, რომ აღნიშნული ექსპერტების დაკითხვა სასამართლოში მიყვანის გზით ვეღარ განხორციელდებოდა ობიექტური მიზეზების გამო და ბრალდების მხარემ იშუამდგომლა აღნიშნული პირების დისტანციურად დაკითხვის შესახებ. ის გარემოება, რომ აღნიშნული ექსპერტების დაკითხვა დაცვის მხარის მიზეზით გადაიდო მეორე სამუშაო დღისთვის და შესაბამისად დაკითხვის პროცედურა ჩატარდებოდა დისტანციურად, საკანონმდებლო რეგულაციიდან გამომდინარე, დაცვის მხარისათვის ცნიბილი იყო, რაზედაც განაცხადა თანხმობა. რაც განმტკიცებულია სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

პალატა საკასაციო საჩივრის ავტორის ვერც იმ მოსაზრებას გაიზიარებს, რომ სხდომის თავმჯდომარემ დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, ის რომ სასამართლომ წინასწარ დააფიქსირა თავისი აზრი, სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას (სასამართლო სხდომის ოქმში) არ გაჟღერებულა, თუმცა თეორიულად, რომც დაუშვათ სასამართლოს მხრიდან ასეთი პოზიციის დაფიქსირება, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს წინასწარ ჩამოყალიბებულ პოზიციად, რადგან ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გამართულ სასამართლო პროცესზე გადაწყვეტილებას პირის დამნაშავედ თუ უდანაშაულოდ ცნობის შესახებ იღებენ მხოლოდ ნაფიცი მსაჯულები.

 

საბოლოო ჯამში, უნდა აღინიშნოს რომ როგორც სასამართლო სხდომის ოქმიდან და საქმის სხვა მასალებიდან ირკვევა, მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, მხარეებს არ შეზღუდვიათ უფლება ესარგებლათ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაეყენებინათ შუამდგომლობები, წარედგინათ და გამოეკვლიათ ყველა შესაბამისი მტკიცებულება; სხდომის თავმჯდომარის მიერ მხარეთა შუამდგომლობების განხილვისას მიღებული გადაწყვეტილებები შესაბამისობაში იყო კანონის მოთხოვნებთან და ამ მიმართებით საჩივრის ავტორის პრეტენზიები უსაფუძვლოა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ რ----– მ----–----ას ინტერესების დამცველი ადვოკატების ა---- ჯ----–--ის და გ------- დ---–-–---–-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი რ----– მ----–----ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ რ----– მ----–----ას ინტერესების დამცველი ადვოკატების გ------- დ---–-–---–-ს და ა---- ჯ----–--ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი რ----– მ----–----ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე მაკა გორგოძე

 

მოსამართლეები მარინე იმერლიშვილი

 

თეიმურაზ სვანიძე