განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020-00-20003466161 (1/72-2020)
განაჩენი
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2020 წელი ქ. ზუგდიდი
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას
ბრალდების მხარე: პროკურორი - ლი-------–--ს
ბრალდებული- შო-----------ს
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: შო-----------ს მიმართ
მამის სახელი: ალ---------ე
დაბადებული: 0-.09.195- წელს
პირადი ნომერი: 42--------3
საქართველოს მოქალაქე
უმაღლესი განათლების მქონე
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქა-–---------------------ს ქუჩა N85
რეგისტრირებული: ქა-–---------------------ს ქუჩა N85
აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
შო-----------მ ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცე-ბულად ცნო:
შო-----------მ 20-9 წლის ნოემბრიდან 20-9 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით, ქ. ფო--–ი განახორციელა ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი სახით ყიდვა - გაყიდვის ოპერაციები საქართველოს ეროვნული ბანკში რეგისტრაციის გარეშე, რითაც სახელმწიფოს მიაყენა 3000 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი.
2020 წლის 17 თებერვალს ჩატარებულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.20-4); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
ბრალდებულ შო-----------ს მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწი-ნააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდიციული ძალის მქონე ეჭვის გამომრიცხავი, უდავო და რელევანტური მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ბრალდებულ შო-----------ს აღიარებით.
20-9 წლის 21 ნოემბრის ოქმით საკონტროლო შესყიდვის შესახებ (ს.ფ 14-15)
20-9 წლის 22 ნოემბრის ოქმით საკონტროლო შესყიდვის შესახებ (ს.ფ 17)
20-9 წლის 03 დეკემბრის დათვალიერების ოქმით და საქართველოში რეგისტრი-რებული ვალუტის გადამცვლელთა სიით (ს.ფ 30-68)
20-9 წლის 04 დეკემბრის დათვალიერების ოქმით (ს.ფ 69-70)
ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ 71-72)
20-9 წლის 05 დეკემბრის ოქმით საკონტროლო შესყიდვის შესახებ (ს.ფ 75)
20-9 წლის 05 დეკემბრის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შო-----------ს მიმართ პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ და ფოტოილუსტრაციით (ს.ფ. 80-91)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 20-9 წლის 06 დეკემბრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შო-----------ს მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 115-117)
20-9 წლის 05 დეკემბრის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ქ. ფო----------------------ს ქუჩა N8-ში მდებარე ჯიხურში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ (ს.ფ. 92-98)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 20-9 წლის 06 დეკემბრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ქ. ფო----------------------ს ქუჩა N8-ში მდებარე ჯიხურში ჩატარებული ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 119-121)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 20-9 წლის 13 დეკემბრის საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის შესახებ განჩინების საფუძველზე 20-9 წლის 23 დეკემბრის ამოღების ოქმით (ს.ფ 141-145)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 20-9 წლის 13 დეკემბრის საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის შესახებ განჩინების საფუძველზე 20-9 წლის 23 დეკემბრის ამოღების ოქმით (ს.ფ 147-153)
დაზარალებულის წარმომადგენლის გი-----------------ს გამოკითხვის ოქმით.
მოწმეების ირ---–---------------–----------------------------ს გამოკითხვის ოქმებით.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მოგების მიზნით განხორციელებული მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას, შესაბამისად რეგისტრა-ციის გარეშე სამეწარმეო საქმიანობა ითვლება უკანონოდ, აღნიშნული დანაშაულის ობიექტია ის ურთიერთობები, რომლებიც აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობას, სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესებს და ასევე ზიანს აყენებს საბანკო სისტემის სტაბილურობას და საიმედოობას.
მოცემული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი და რა დროსაც არსებობს საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მიზეზობრივი კავშირი ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის.
დანაშაული დამთავრებულად ითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების მომენტიდან.
დანაშაულის ამსრულებელია ნებისმიერი ფიზიკური პირი ვინც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეწევა.
სუბიექტური მხრივ დანაშაულის ჩამდენი პირი მოქმედებს პირდაპირი განზრახვით, საქართველოს სსკ-ის მე-9-ე მუხლის შესაბამისად ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწი-ნააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. შო-----------ს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, რომ ახორციელებდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და სურდა ასეთი შედეგის დადგომა.
დანაშაულის ჩადენის მოტივი არის ანგარებითი.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობ-ლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად საქმის სამართლიან სასამართლოში განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას ან შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი, რის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით არაერთ გადაწყვეტილებაშია მითითება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა მაღალი სამართლებრივი სტანდარტით მტკიცებულებათა არსებობის აუცილებლობის შესახებ პირის მიმართ გამამტყუ-ნებელი განაჩენის გამოსატანად, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს ეჭვს ქვეშ არ უნდა აყენებდეს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებ-ლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე) სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (პრეიუდიციული ძალის მქონე) მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ შო-----------მ ჩაიდინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამდენად, ბრალდებულ შო-----------ს ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
შო-----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
შო-----------მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ბრალი ედება ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში, ადრე არ არის ნასამართლევი და მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით რეალური სასჯელის გამოყენება ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით არ იქნება თანაზომიერი და პროპორციული და შეიძლება გამოიწვიოს მისი ტანჯვა, შესაბამისად სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორცი-ელებლად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის და ხერხის გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბრალდებულ შო-----------ს მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის და შესაბამისად პირობითი მსჯავრის გამოყენება, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს, რაც არის გამართლებული და საკმარისი მისი შემდგომი რესოციალიზაციისათვის, რაც სრულად შეესაბამება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 1981 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom, სადაც მსჯელობს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალის- წინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი წლისა, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას – არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა.
ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად.
ნივთიერი მტკიცებულება, საკონტროლოდ შესყიდული თანხა, 564 ლირა და 100 ლარი, რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის ფოთის ოფისში, გადაეცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს.
შო-----------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1450 ლირა, 15 210 რუსული რუბლი, 315 ლარი, 250 000 უზბეკური სუმი, 110 პოლონური ზლოტი, 3 აზერბაიჯანული მანათი და ჯიხურიდან ამოღებული დოკუმენტები, რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის ფოთის ოფისში, დაუბრუნდეს შო-----------ს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ცნობილი იქნას დამნაშავედ შო----------- (პირადი ნომერი 42--------3) საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0- (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 0- (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2.შო-----------ს სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 2020 წლის 28 თებერვლის 12:47 საათიდან.
3. შო-----------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
4.საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად შო-----------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (ქ. ფო-------------ს ქუჩა N85)
5.საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად შო-----------ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
6.ნივთიერი მტკიცებულება, საკონტროლოდ შესყიდული თანხა, 564 ლირა და 100 ლარი, რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის ფოთის ოფისში, გადაეცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს.
შო-----------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1450 ლირა, 15 210 რუსული რუბლი, 315 ლარი, 250 000 უზბეკური სუმი, 110 პოლონური ზლოტი, 3 აზერბაიჯანული მანათი და ჯიხურიდან ამოღებული დოკუმენტები, რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის ფოთის ოფისში, დაუბრუნდეს შო-----------ს.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქუჩა №12)
მოსამართლე ნ.აკობია