მუხლი 240. საქმის განხილვა პროცესის მონაწილეთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში
თავი XXIII — საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში
1. პროცესის რომელიმე მონაწილის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე ამ კოდექსით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას საქმის არსებითი განხილვის გაგრძელების ან გადადების შესახებ. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სხდომის თავმჯდომარე პროცესის მონაწილეს განკარგულებით აკისრებს ჯარიმას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით, რაც მას არ ათავისუფლებს გამოცხადების ვალდებულებისაგან. მხარეს უფლება აქვს, მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა გამოძახებული პირის იძულებით მიყვანის თაობაზე.
2. საქმის არსებითი განხილვის გადადების შემთხვევაში სასამართლო მხარეებს ჰკითხავს გამოცხადებული მოწმის დაკითხვის შესაძლებლობაზე. ამ წესით დაკითხულ მოწმეს მხარის შუამდგომლობით გამოიძახებენ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინება №1/20/1219,1236 – ვებგვერდი, 19.10.2017
მთავარი მონაცემები
თანხა500 ლარამდე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.06.2013-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 240. საქმის განხილვა პროცესის მონაწილეთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში 1. პროცესის რომელიმე მონაწილის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე ამ კოდექსით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას საქმის არსებითი განხილვის გაგრძელების ან გადადების შესახებ. მოსამართლე (სასამართლო) არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას პსხდომის თავმჯდომარე პროცესის მონაწილეს განკარგულებით აკისრებს ჯარიმას 100- ლარიდან 5000500 ლარამდე ოდენობით, რაც პროცესის მონაწილეს არ ათავისუფლებს გამოცხადების ვალდებულებისაგან. მხარეს უფლება აქვს, მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა გამოძახებული პირის იძულებით მიყვანის თაობაზე. 2. საქმის არსებითი განხილვის გადადების შემთხვევაში სასამართლო მხარეებს ჰკითხავს გამოცხადებული მოწმის დაკითხვის შესაძლებლობაზე. ამ წესით დაკითხულ მოწმეს მხარის შუამდგომლობით გამოიძახებენ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინება №1/20/1219,1236 – ვებგვერდი, 19.10.2017
…ხასიათდება დადებითად; კმაყოფაზე ყავს სამი არასრულწლოვანი შვილი და პენსიონერი დედა; დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია; 10. ბ-–---------ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია; სასჯელის გამოყენების დასაბუთება: საქართველოს სსსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელად გათვალისწინებულია ჯარიმა ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე,…
…ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, ადრე ნასამართლევი და სახდელდადებული არაა; ხასიათდება დადებითად; 10. ზ------------------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია; სასჯელის გამოყენების დასაბუთება: საქართველოს სსსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების შეზღუდვა ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ხუთ წლამდე,…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 240, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-240/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია