განაჩენი

სისხლის სამართლის 30.10.2019
საქმის ნომერი
330100117001934424
ინსტანცია
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100117001934424, №1/ბ-173-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - შ---- გ-------–---–ი, თ------ ჭ----–---–ი;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - თ------ ზ-------–---–ი, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, რეგისტრირებული: დ--------–--–-------------------–---------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------------–-----------;

 

მსჯავრდებული - დ----- ქ----–---–ი, დაბადებული 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, რეგისტრირებული: გ------------------------–----------.

 

მსჯავრდებული - ა-–--–- მ-----–--, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, რეგისტრირებული: ს--------------------------–------–-----–-; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------–------------------------------------------;

 

ადვოკატები: ს---------–-–--, ნ----------–---–-.

 

კვალიფიკაცია:

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

 

თ------ ზ-------–---–ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტები (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და მისთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს დაზარალებულის უფლებები, ჩადენილი არაერთგზის, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით).

 

დ----- ქ----–---–ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე’’ ქვეპუნქტები (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტები (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და მისთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს დაზარალებულის უფლებები, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით).

 

ა-–--–- მ-----–-- - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტები, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (გამოძალვაში დახმარება, ესე იგი სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნაში დახმარება, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და მისთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს დაზარალებულის უფლებები, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით და იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის);

 

განაჩენის მიხედვით:

 

თ------ ზ-------–---–ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტები (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტები (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და მისთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს დაზარალებულის უფლებები, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით).

 

დ----- ქ----–---–ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე’’ ქვეპუნქტები (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტები (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და მისთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს დაზარალებულის უფლებები, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით).

 

ა-–--–- მ-----–-- - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტები, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (გამოძალვაში დახმარება, ესე იგი სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნაში დახმარება, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და მისთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს დაზარალებულის უფლებები, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით და იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის);

 

სასჯელი:

 

თ------ ზ-------–---–ი - დანაშაულთა ერთობლიობით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

დ----- ქ----–---–ი - დანაშაულთა ერთობლიობით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ა-–--–- მ-----–-- - განაჩენთა ერთობლიობით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

მსჯავრდებულ თ------ ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში. სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტებია:

§ სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რადგან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. მოსამართლემ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაეყრდნო კანონის დარღვევით მოპოვებულ არასანდო მტკიცებულებებს და დაზარალებულ მ-----– ჩ--–----–---–ის და მოწმე შ------- ჩ--–----–---–ის ცრუ და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს;

§ გამოძიების პროცესში მას შეუგზავნეს ადვოკატი ვინმე ვ----–-- მ------–---–ი, რომელიც მის ოჯახს არ აუყვანია და ფიქრობს, რომ ეს გააკეთა პროკურატურამ. მას ადვოკატთან ჰქონდა კონფლიქტი და მხოლოდ გარკვეული პერიოდის გასვლის და გამოძიების დასრულებისას შეუგზავნა მას საქმის მასალები აუკინძავი სახით, რის გამოც დაირღვა მისი დაცვის უფლება და ვერ შეძლო საკუთარი ინტერესების დაცვა. სასამართლოში შუამდგომლობების წარდგენისას კი სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული არგუმენტები, დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები და არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მტკიცებულების მოპოვების თაობაზე, რომლის მოპოვებაც სასამართლოს დახმარების გარეშე დაცვის მხარემ ვერ შეძლო. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობები ახალი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის შესახებ, რითაც დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნები. სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. აღნიშნული დასკვნით დადასტურდებოდა დაზარალებულის მიერ ვიდეოჩანაწერში ამოცნობილი პირი იყო თუ არა თ------ ზ-------–---–ი. ასევე დადგინდებოდა, რომ ტაქსის მძღოლი არის ცრუ მოწმე. გარდა ამისა, მოსამართლემ დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, ბრალდების მხარეს მიანიჭა პრივილეგირებული მდგომარეობა და მოწმის დაკითხვისას დაცვის მხარეს ერთობლიობაში განუსაზღვრა ხუთი წუთი;

§ მას ა-–--–- მ-----–--სთან გააჩნდა ახლო ურთიერთობა და პერიოდულად, ქირაობდნენ ბინებს. მითითებულ ბინაში ნამდვილად იმყოფებოდა ა-–--–- მ-----–--სთან ერთად, სადაც დილის საათებში ასევე მივიდა დ----- ქ----–---–იც, თუმცა, დაზარალებული იმ ბინაში არ იმყოფებოდა. დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები აგებულია სიცრუეზე, რასაც მოწმობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები;

§ მ-----– ჩ--–----–---–მა აღნიშნა, რომ უცნობი გოგონა მას მთელი თვის განმავლობაში ყოველდღიურად ეკონტაქტებოდა ტელეფონის საშუალებით, თუმცა მას არ წარუდგენია არცერთი შეტყობინება, რაც ახსნა იმ გარემოებით, რომ ჩვევად აქვს ტელეფონის გასუფთავება. დაზარალებულის ტელეფონზე შემავალ-გამავალი ზარების დეტალური ნუსხა არც ბრალდების მხარეს მოუპოვებია. აღსანიშნავია, რომ მითითებულ საცხოვრებელ სახლში არ აღმოჩნდა მ-----– ჩ--–----–---–ის ხელის კვლები, ან გენეტიკური პროფილი და აღმოჩნდა მხოლოდ სუნის კვალი, რაც ბადებს ეჭვს, ვინაიდან დაზარალებულმა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ საერთოდ არ შესულა სამზარეულო ოთახში, საიდანაც სუნის ნიმუში აიღეს. გარდა ამისა, ბრალდების მხარე განმარტავს, რომ კაფელი იყო მოხეხილი, ასეთ შემთხვევაში დაუსაბუთებელია, მითითებული ადგილიდან როგორ აიღეს ბრალდებულების ნიმუშები და იატაკის მოხეხვისას როგორ გაიწმინდა მხოლოდ დაზარალებულის ნიმუშები;

§ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ექსპერტმა განაცხადა, რომ დაზარალებულს მთელი ღამით ხელ-ფეხის შეკვრის შემდეგ კვალი უნდა დატყობოდა, თუმცა მაჯებზე დაწითლებებიც არ ჰქონდა და სახეზეც არანაირი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. განაჩენში კი მოსამართლემ მიუთითა, რომ დაზარალებულს კადრში ეტყობოდა დაზიანებები, რაც თითქოსდა მოსამართლემ და პროკურორმა ერთად დაინახეს ჩანაწერის ნახვის დროს;

§ მ-----– ჩ--–----–---–ის ჩვენებები წინააღმდეგობაშია როგორც ერთმანეთთან, ისე საქმეში არსებულ ირიბ მოწმეთა ჩვენებებთან. მან 2017 წლის 26 მარტს მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ თბილისში ჩამოვიდა მეგობრის ავტომანქანით, ხოლო 29 მარტს მიცემულ ჩვენებაში გაახსენდა ავტომანქანის ნომერიც და აღნიშნა, რომ თბილისში ჩამოვიდა ოთხ მეგობართან ერთად;

§ მ-----– ჩ--–----–---–ის მეგობრების ჩვენებები არის იდენტური. ისინი გამომძიებელთან მიიყვანა დაზარალებულის მამამ, მათთვის გამომძიებელს არ დაურეკავს და დაკითხვაზე არ დაუბარებია. აღნიშნულმა პირებმა ჩვენების მიცემისას განმარტეს, რომ 25 მარტს საღამოს ათ საათზე ჩამოვიდნენ თბილისში და გაჩერდნენ ბ-------------–----–---ის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ ,,ფ-------ს“ წინ მდებარე ავტოსადგომზე, სადაც დილის ოთხ საათამდე ელოდნენ მ-----– ჩ--–----–---–ს, თუმცა ბრალდების მხარის მიერ ავტოსადგომის კამერის ჩანაწერები ამოღებული არ იქნა. ასევე არ დაკითხულა დაზარალებულის მამა, რომელმაც, დაზარალებულისვე განმარტებით, თითქოსდა პირველმა შეიტყო მომხდარის შესახებ. ბრალდების მხარის მიერ ამოღებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ შემთხვევის დღეს, დაახლოებით ღამის ათ საათზე, სუპერმარკეტ ,,ფ-------ს“ გვერდით ქუჩაზე მოძრაობს მ-----– ჩ--–----–---–ი, რომელიც მიემართება ზემოთ მხარეს, თუმცა იგი ავტოსადგომის ტერიტორიიდან არ გამოსულა, პირიქით, გამზირის მხრიდან მოძრაობდა სუპერმარკეტ ,,ფ-------ს“ მიმართულებით, რაც მიუთითებს მოწმეთა ჩვენებების არასანდოობაზე;

§ მ-----– ჩ--–----–---–მა განმარტა, რომ გოგონა, რომელიც ემესიჯებოდა მას, თანხებს ურიცხავდა გ------- მ------–---–ის საბანკო ანგარიშზე, თუმცა საქმეში განთავსებულ ამონაწერებში მითითებული არ არის ვინ რიცხავდა თანხებს და იყო თუ არა ეს ა-–--–- მ-----–--;

§ მ-----– ჩ--–----–---–ი ორი საათის განმავლობაში უყურებდა ქალს და არ დაუნახავს მისი თვალის ფერი, არ შეუნიშნავს ა-–--–- მ-----–--ს მუხლის ქვემოთ, წინა მხარეს განთავსებული დაახლოებით 15 სმ სიგრძის და 5 სმ სიგანის ტატუ. იგი მხოლოდ მეჭეჭზე ამახვილებს ყურადღებას, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მან ა-–--–- მ-----–--ს ფოტოები ნახა სოციალური ქსელის საშუალებით, სადაც მას წაბლისფრად აქვს თმა შეღებილი და ტატუ არ უჩანს. ტატუს შესახებ არც შ------- ჩ--–----–---–ისთვის იყო ცნობილი, რადგან იმ დროს, როდესაც ქალბატონებს ჰქონდათ ურთიერთობა, ა-–--–- მ-----–--ს ტატუ არ ჰქონდა. გარდა ამისა, პირის ამოცნობისას წარდგენილ ქალბატონებს შორის მეჭეჭით იყო მხოლოდ ა-–--–- მ-----–--, შესაბამისად მ-----– ჩ--–----–---–ი აირჩევდა მას;

§ სასამართლო არასწორად განმარტავს, თითქოსდა მ-----– ჩ--–----–---–მა დეტალურად აღწერა ბინაში განთავსებული ნივთების განლაგება. მ-----– ჩ--–----–---–მა თქვა, რომ იმ დროს, როდესაც სახლში შევარდნილმა ორმა მამაკაცმა ქალბატონი გაიყვანეს სამზარეულოში, გაიგო იარაღის გადატენვის და ქალის ცემის ხმა და გაქცევის ნაცვლად შეშინებული იდგა საძინებელ ოთახში. დაზარალებულმა გამოძიებაში მიუთითა, რომ საძინებელ ოთახში შევარდა 1,85 სმ სიმაღლის ორი მამაკაცი, ჩვენების ბოლოში კი აღარ ამბობს, რომ ორივე მამაკაცი ერთი სიმაღლის იყო, პირიქით, წერს, რომ მეორე პირი იყო 40 წლამდე ასაკის, დაბალი, ჯმუხი, შავი და გრძელი უკან გადაწეული თმით, მომრგვალო ლოყებით, პატარა ღიპით, წარბებს შორის სიშავით, ყავისფერი თვალებით და აღწერს ჩაცმულობას. დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ იმალებოდა საძინებელი ოთახის კარსა და კარადას შორის, რა დროსაც გაღებული კარის ჭრილიდან წამიერად დაინახა თ------ ზ-------–---–ის სახე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან წარმოდგენილი ფოტოებიდან ჩანს, რომ კართან კარადა არ დგას და ვერც კარის უკან ჩაეტეოდა ადამიანი;

§ მ-----– ჩ--–----–---–მა გამოძიებაში მიცემულ პირველ ჩვენებაში განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც საძინებელი ოთახიდან ხელ-ფეხ შეკრული გაიყვანეს შესასვლელ ოთახში, ხელში დააკავებინეს დანა, რომლითაც მოკლეს ა-–--–- მ-----–--, გადაუღეს ფოტოები და მოთხოვეს 20 000 აშშ დოლარი. შემდეგ ჩვენებაში კი გაახსენდა, რომ მას ერთ-ერთმა პირმა, სახელად - დ-----მ, ხელში ჩაუდო სასქესო ორგანო და გადაუღო ვიდეო. დაზარალებულმა განმარტა, რომ ღამის ორის ნახევრამდე პერიოდში დათანხმდა თავდამსხმელებს, რომ მამამისს გამოართმევდა 20 000 აშშ დოლარს, რაც ბადებს ეჭვს, რადგან თანხმობის შემთხვევაში რა საჭირო იყო მისი დილამდე იმ ბინაში გაჩერება;

§ მ-----– ჩ--–----–---–მა განმარტა, რომ იგი 26 მარტს 11:00 საათზე გამოუშვეს აღნიშნული ბინიდან და მეტროსთან მისვლის შემდეგ ჩართო ტელეფონი. შპს ,,მ---------“ ამოღებულ ვიდეოჩანაწერში, 11:08 საათზე, დაფიქსირებულია საიდანღაც მომავალი მ-----– ჩ--–----–---–ი. აღნიშნულთან წინააღმდეგობაშია მოწმე გ------- მ------–---–ის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ იგი 10:00-დან 11:00 საათამდე პერიოდში ესაუბრა მ-----– ჩ--–----–---–ს;

§ სასამართლომ განაჩენში არ იმსჯელა დაზარალებულის დედის ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც შვილმა აღუწერა დამნაშავე პირის სამკაულები, მაშინ მიხვდა, რომ აღნიშნული პირი უნდა ყოფილიყო თ------ ზ-------–---–ი, მაშინ, როდესაც მას სამკაულები ლომბარდში ჰქონდა ჩაბარებული;

§ სასამართლომ არ გაიზიარა გენეტიკური ექსპერტიზის, ქიმიური-ნაწილაკური ექსპერტის, დაქტილოსკოპიური ექსპერტის და სამედიცინო ექსპერტის დასკვნები, რითაც დასტურდებოდა, რომ იმ ბინაში მ-----– ჩ--–----–---–ი საერთოდ არ ყოფილა და მის მიერ მითითებულ არცერთ საგანთან არ ჰქონია შემხებლობა. ექსპერტებმა განმარტეს, რომ მხოლოდ მ-----– ჩ--–----–---–ის კვალის წაშლა შეუძლებელი იქნებოდა, ასეთ შემთხვევაში განადგურდებოდა ყველა იქ მყოფის კვალი. სასამართლომ გაიზიარა მხოლოდ გაყალბებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის გამცემ საექსპერტო ბიუროს გავლილი არ აქვს აკრედიტაცია;

§ შ------- ჩ--–----–---–ის მიერ გამოძიებაში და სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან. შ------- ჩ--–----–---–ი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ტელეფონის ნომერი, რომლითაც ურეკავდნენ მის შვილს, ეკუთვნოდა დ----- ქ----–---–ს. ამ ნომერს მისი შვილის ტელეფონზე არასდროს დაურეკავს, რადგან დავალიანების გამო ტელეფონი ერთი წლის განმავლობაში იყო გათიშული. ამის გაგების შემდეგ შ------- ჩ--–----–---–მა შეცვალა ჩვენება და აღნიშნა, რომ ტელეფონის ნომერი გამოართვა შ--–-- ყ----–---–ს. შ------- ჩ--–----–---–მა პოლიციაში განაცხადა, რომ წაშალა ხ------- დ---–---–ისგან მიღებული შეტყობინებები, რომლებსაც, მისი განმარტებით, სავარაუდოდ თ------ ზ-------–---–ი აწერინებდა. თუმცა შემდეგ შეცვალა ჩვენება და ნომრის და ფოტოების მოძებნის ახალი ვერსია აღწერა. შ------- ჩ--–----–---–მა იცრუა, როდესაც თქვა, რომ 27 მარტს მარტო მივიდა პოლიციაში, რადგან მ-----– ჩ--–----–---–მა და გამომძიებელმა გ------ ი------–---–მა დაადასტურეს, რომ დედა-შვილი მივიდნენ ერთად;

§ გამოძიებას არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, შემავალი და გამავალი სატელეფონო ზარების ნუსხა, რითაც დადგინდებოდა მ-----– ჩ--–----–---–ის, ან შ------- ჩ--–----–---–ის ჩვენებების სისწორე;

§ ბინის მეპატრონემ ა-–--–- მ-----–-- ბინაში მიიყვანა ისეთი გზით, რომ იგი კამერებს არ დაუფიქსირებიათ. იმ შემთხვევაში თუ მართლა დანაშაულის ჩასადენად მიიყვანეს ხსენებულ ბინაში მ-----– ჩ--–----–---–ი, მაშინ რატომ არ მიიყვანა იგი ა-–--–- მ-----–--მ იმავე გზით, სადაც კამერები ვერ დააფიქსირებდნენ;

§ მ-----– ჩ--–----–---–მა განაცხადა, რომ შპს ,,მოგოს“ ვიდეოკამერის ჩანაწერებში ამოიცნო პირი, რომელმაც ბინაში აღუკვეთა თავისუფლება. იგი ხსენებულ პირს მიჰყვებოდა უკან, შემდეგ კი მამაკაცმა გააჩერა ტაქსი, ჩაჯდა და წავიდა. ამის შემდეგ გამოჩნდა ცრუ მოწმე, ტაქსის მძღოლი ვ----– შ------ი, თუმცა მისი და მ-----– ჩ--–----–---–ის ჩვენებები ამ პირის აღწერასთან დაკავშირებით არ ემთხვევა ერთმანეთს;

§ ამოცნობის ოქმში დაფიქსირებულია, რომ ვ----– შ------მა აღნიშნული პირი ამოიცნო თვალის ფერით, თუმცა ფოტო გადაღებულია 11 წლის წინ და არის შავ-თეთრი, ამიტომ თვალის ფერის გარჩევა არის შეუძლებელი. გარდა ამისა, ფოტოზე თ------ ზ-------–---–ი არის წვერით. ამოცნობა ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან არ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობა ღამით ამოცნობის ჩასატარებლად, ამასთან ამომცნობი არ იყო გამოკითხული ამოსაცნობი ნიშნების თაობაზე;

§ ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ მ-----– ჩ--–----–---–ის მამა არის „ფულიანი“ კაცი, თუმცა საქმის მასალებით დგინდება, რომ მის ერთადერთ ვაჟს ხუთი თვის განმავლობაში ჰქონდა ვალი 60 ლარის ოდენობით, ტელეფონის ანგარიშზე არ ჰქონდა ერთი ლარი და სიგარეტი. ბ------- ჩ--–----–---–მა კი, განმარტა, რომ სოფელში აქვთ ჩვეულებრივი სახლი, ჰყავთ ძველი მარშუტკა, აქვთ პატარა მაღაზია და მიწის ნაკვეთი. ბრალდების მხარეს იუსტიციის სახლიდან არ წარმოუდგენია ცნობა იმის შესახებ თუ რა ქონებას ფლობდა მ-----– ჩ--–----–---–ი;

§ ბრალდების მხარეს არ დაუდგენია ტელეფონის ნომრის 5-------- მფლობელის ვინაობა, რომლითაც ვითომდა სარგებლობდა ა-–--–- მ-----–--. არ ამოუღიათ ანძების მონაცემები თუ რა მისამართიდან იგზავნებოდა აღნიშნული შეტყობინებები;

§ ბრალდების მხარეს არ დაუდგენია, თუ რომელი IP მისამართიდან იქნა შექმნილი მეორე ფეისბუქ გვერდი მ-----– ჩ--–----–---–ის სახელით. გამომძიებელმა დაუდგენელი ფეისბუქგვერდის შემქმნელის მობილურის ნომრის მუყაოს ყუთი ჩუმად ჩაადებინა დ----- ქ----–---–ის ნივთებში და შექმნა ილუზია მისი მონაწილეობის შესახებ;

§ 2017 წლის 26 მარტს მ-----– ჩ--–----–---–ი იმ მისამართზე ჩამოატარა იმ პირმა, ვინც დაგეგმა, რომ დანაშაულის ჩადენა დაებრალებინა მათთვის. აღნიშნული მისამართის შესახებ იცოდა შ--–-- ყ----–---–ისგან, შესაბამისად ზუსტად იცოდნენ რომ 25 მარტს მათ ჰქონდათ ნაქირავები ბინა და იქ ორი დღით აპირებდნენ დარჩენას (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

მსჯავრდებულ დ----- ქ----–---–ის და მისი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ დ----- ქ----–---–ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში. სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტებია:

§ სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო დაზარალებულის, მისი დედის და მეგობრების ჩვენებებს, რომელთა საფუძველზეც დაუსაბუთებლად და ფაქტების დამახინჯებით გამოიტანა უკანონო განაჩენი;

§ დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თ------ ზ-------–---–ი და დ----- ქ----–---–ი დაინახა საძინებლის კარის ფანჯრიდან, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან აღნიშნული კარის მინა არის მუქი ფერის და ადამიანის სილუეტის დანახვა შეუძლებელია. ასევე არასარწმუნოა დაზარალებულის განმარტება, რომ დ----- ქ----–---–მა სახიდან მოიხსნა სამედიცინო ნიღაბი და მისი თანდასწრებით მოწია სიგარეტი;

§ დაზარალებულის განმარტებით, თ------ ზ-------–---–ი ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რაც გადამოწმების გარეშე გადაიტანა მოსამართლემ განაჩენის სამოტივაციო ნაწილში;

§ სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრობითობის, დისპოზიციურობის და სამართლიანობის პრინციპი და არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის თითქმის არცერთი შუამდგომლობა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ოთხი მოწმის: ჯ--–--- ფ-------–-–---–ის, რ--------- მ-------–---–ის, ი----- ქ----–---–ის და ლ---- ფ-------–-–---–ის გამოკითხვის ოქმების დართვის და დაკითხვის შესახებ;

§ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს ხელთ ჰქონდათ „თ------“ მობილური ტელეფონის ნომერი 5--------, რომლის მესაკუთრის დადგენაც საკმარისი იქნებოდა პიროვნების იდენტიფიცირებისთვის, თუმცა მათ აღნიშნული არ გაუკეთებიათ;

§ მოწმე შ------- ჩ--–----–---–ის ჩვენებით, მის შვილს უკავშირდებოდნენ სხვადასხვა ტელეფონის ნომრიდან, მათ შორის ნომრიდან 5--------, რომელიც ჩაწერა სოციალურ ქსელ ,,FACEBOOK-ის“ საძიებო სისტემაში და გაიხსნა მისი ნაცნობის დ----- ქ----–---–ის პროფილი. აღნიშნული წარმოადგენს სიცრუეს, ვინაიდან ნომერი ირიცხება „კავკასიის უნივერსიტეტის“ ბალანსზე, არის კორპორატიული და მფლობელობაში აქვს დ----- ქ----–---–ს, თუმცა ნომერზე რიცხული დიდი დავალიანების გამო იყო გამორთული და ზარების განხორციელება იყო შეუძლებელი. შ------- ჩ--–----–---–ი ყოფილა თ------ ზ-------–---–ის საყვარელი. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ უკანასკნელს ჰყავდა სხვა საყვარელი - ა-–--–- მ-----–--. აღნიშნულის გამო იგი დაემუქრა თ------ ზ-------–---–ს, რომ თუ ა-–--–- მ-----–--ს არ დაანებებდა თავს, შურს იძიებდა მის დისშვილზე - დ----- ქ----–---–ზე. ასე აღმოჩნდა დ----- ქ----–---–ი ბრალდებულთა სიაში;

§ დ----- ქ----–---–ი არასოდეს ყოფილა ნასამართლევი, არის სტუდენტი, დასაქმებული პირი, შესაბამისად უსაფუძვლოა მისი მსჯავრდება;

§ სასამართლოს დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა მიეჩნია ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან დასკვნის გაცემისას დარღვეულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 146-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, დასკვნაში არ არის მითითებული კვლევისას რა მეთოდი გამოიყენა ექსპერტმა. ამავე მიზეზით დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა მიჩნეულიყო 2017 წლის 11 აპრილს გაცემული N------ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ გაცემული ყველა დასკვნა არის არაავთენტური, ვინაიდან აღნიშნული სტრუქტურა არ არის რეგისტრირებული საქართველოს აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში;

§ ამოცნობა ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან ამოცნობის ჩატარებამდე დაზარალებული, ანუ ამომცნობი არ დაკითხულა. გარდა ამისა ამოცნობის დროს მიუთითა ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომელიც შესაძლოა მრავალი პირის აღწერილობას დაემთხვეს, მაგალითად შავი ფერის ტანსაცმელი, შავი ფეხსაცმელი და ა.შ..

§ ბრალდების მხარის მიერ ამოღებული არ იქნა შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, რაც დაადასტურებდა მსჯავდებულ დ----- ქ----–---–სა და დაზარალებულ მ-----– ჩ--–----–---–ს შორის რაიმე კავშირის არსებობას;

§ საქმის მასალებით არ დგინდება, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების მიერ დ----- ქ----–---–ის დაფიქსირების ფაქტი. ასევე არ დგინდება მისი კავშირი დაზარალებულთან ან სხვა პირებთან, გარდა თ------ ზ-------–---–ისა, რომელიც არის მისი ბიძა (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

მსჯავრდებულ ა-–--–- მ-----–--ს ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ა-–--–- მ-----–--ს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტებია:

§ ა-–--–- მ-----–-- ადასტურებს, რომ 2017 წლის 25 მარტს იმყოფებოდა ქ.თბილისი, ს---–------ დ-----–---–ის ქუჩა N---, ბინა N---ში, თუმცა იქ არ ყოფილა მ-----– ჩ--–----–---–ი;

§ განაჩენი ემყარება კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, დაზარალებულის და მისი დედის წინააღმდეგობებით აღსავსე და ცრუ ჩვენებებს, რაც საკმარისი არ იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად;

§ ა-–--–- მ-----–--ს ნასამართლობა არ უნდა გახდეს მისი მსჯავრდების საფუძველი;

§ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა განმარტა, რომ მისი მსჯავრდება განაპირობა დაცვის სათანადოდ განუხორციელებლობამ (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია - სააპელაციო საჩივრებზე უარის თქმა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება (ვრცლად იხილეთ სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ------ ზ-------–---–ს ბრალი წარედგინა:

- თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით;

- გამოძალვაში, ესე იგი სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნაში, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და მისთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს დაზარალებულის უფლებები, ჩადენილი არაერთგზის, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ----- ქ----–---–ს ბრალი წარედგინა:

- თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით;

- გამოძალვაში, ესე იგი სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნაში, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და მისთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს დაზარალებულის უფლებები, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა-–--–- მ-----–--ს ბრალი წარედგინა:

- გამოძალვაში დახმარებაში, ესე იგი სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნაში დახმარებაში, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და მისთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს დაზარალებულის უფლებები, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით და იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ, 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენში აღნიშნა, რომ ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის N-------- განკარგულებით, თ------ ზ-------–---–ი გათავისუფლდა ძირითადი და დამატებითი სასჯელის შემდგომი მოხდისგან და მოეხსნა ნასამართლობა, იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლებულიყო.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ------ ზ-------–---–მა ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით; მანვე ჩაიდინა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და მისთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს დაზარალებულის უფლებები, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით. დ----- ქ----–---–მა ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით; მანვე ჩაიდინა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და მისთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს დაზარალებულის უფლებები, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ხოლო ა-–--–- მ-----–--მ ჩაიდინა გამოძალვაში დახმარება, ესე იგი სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნაში დახმარება, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და მისთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს დაზარალებულის უფლებები, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით და იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

 

დ----- ქ----–---–მა და თ------ ზ-------–---–მა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, განიზრახეს მ-----– ჩ--–----–---–ის თავისუფლების უკანონო აღკვეთა მისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის გამოძალვის მიზნით.

 

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, აღნიშნულმა პირებმა 2017 წლის 25 მარტს, ქ------–--------------–---–ის ქუჩა N----ში მდებარე ბინა N---ში იარაღისა და ე.წ. ელექტროშოკერის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, გამოძალვის გაადვილების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება დაზარალებულ მ-----– ჩ--–----–---–ს, ასევე ე.წ. ხამუთების გამოყენებით შეუკრეს მას ხელ-ფეხი და მოუსპეს თავისუფალი გადაადგილების საშუალება 2017 წლის 25 მარტის საღამოდან ამავე წლის 26 მარტის დილამდე.

 

თ------ ზ-------–---–ს და დ----- ქ----–---–ს გამოძალვის განზრახვის სისრულეში მოყვანაში დაეხმარა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლი) სამჯერ ნასამართლევი ა-–--–- მ-----–--, კერძოდ, 2017 წლის 25 მარტს, ამ უკანასკნელმა ერთი დღით იქირავა ქ------–--------------–---–ის ქუჩა N----ში მდებარე ბინა N--, სადაც თ------ ზ-------–---–ისა და დ----- ქ----–---–ის მიერ განზრახული დანაშაულებრივი ქმედების სისრულეში მოსაყვანად, მ-----– ჩ--–----–---–ი თითქოსდა სქესობრივი კავშირის დამყარების მიზნით, მოტყუებით მიიყვანა.

 

დაზარალებულზე ფსიქიკური ზემოქმედების მოხდენის მიზნით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის გამოძალვის სისრულეში მოსაყვანად, ა-–--–- მ-----–--ს დახმარებით თ------ ზ-------–---–მა და დ----- ქ----–---–მა მოახდინეს ა-–--–- მ-----–--ს მკვლელობის ინსცენირება და შემდეგ ამ მკვლელობის მ-----– ჩ--–----–---–ისათვის დაბრალება, რაც მიმართული იყო დაზარალებულისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვისკენ.

 

თ------ ზ-------–---–მა და დ----- ქ----–---–მა, უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილ მ-----– ჩ--–----–---–ს დააჭერინეს დანა ხელში, რომელიც თითქოსდა წარმოადგენდა ა-–--–- მ-----–--ს მკვლელობის იარაღს და რომელზეც გადასული იყო მისი, როგორც მკვლელის თითის ანაბეჭდები და გადაუღეს ფოტო.

 

თ------ ზ-------–---–მა უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილ მ-----– ჩ--–----–---–ს ასევე გადაუღო მაკომპრომიტირებელი (მათ შორის სახელგამტეხი და ღირსების შემლახავი) ვიდეო თ------ ზ-------–---–ის სასქესო ორგანოსთან და ფოტოებისა და ვიდეოს პოლიციის ორგანოებისათვის და საჯარო ინტერნეტსივრცეში გავრცელების მუქარით ბრალდებულებმა განახორციელეს დიდი ოდენობით ფულადი თანხის 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის გამოძალვა, რაც იმ დროისთვის შეადგენდა 49,026 (ორმოცდაცხრაათას ოცდაექვსი) ლარს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით, თ------ ზ-------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

თ------ ზ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

თ------ ზ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ------ ზ-------–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით თ------ ზ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 10 აპრილიდან.

 

დ----- ქ----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

დ----- ქ----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დ----- ქ----–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით დ----- ქ----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 10 აპრილიდან.

 

ა-–--–- მ-----–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის განაჩენით განსაზღვრული 5 (ხუთი) წლით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთამ სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ა-–--–- მ-----–--ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით ა-–--–- მ-----–--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 10 აპრილიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 178-ე და 280-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დადგინდა მსჯავრდებულ ა-–--–- მ-----–--ს სასჯელის მოხდის პერიოდში, ზედამხედველობისა და დახმარების გარეშე დარჩენის შემთხვევაში, მისი არასრულწლოვანი შვილების - ლ---- მ-----–--ის, ლ-–- მ-----–--ის, გ------- მ-----–--ის, ო-–---- მ-----–--ის, ზ------ მ-----–--ის, ა----- მ-----–--ის, ბ------ მ-----–--ის სამეურვეო ორგანოსთვის მზრუნველობის მიზნით გადაცემის შესაძლებლობა, ბავშვების ადგილსამყოფლის მიხედვით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2017 წლის 26 მარტს, გამოძიება დაიწყო N009260317001 საქმეზე. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქე მ-----– ჩ--–----–---–ის განცხადება. განცხადებაში მითითებული იყო, რომ ტელეფონით გაცნობილმა ქალმა „თ-----მ“ 2017 წლის 25 მარტს დაპატიჟა თბილისში, ბ-------------–----–---ის ქუჩაზე. მასთან მისვლიდან დაახლოებით 1 საათში გაისმა კაკუნის ხმა, კარის გაღების შემდეგ შევარდა ორი მამაკაცი, რომლებმაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მოსთხოვეს 20000 აშშ დოლარის მიტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ დაჭერით „თ------“ მკვლელობის გამო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულმა მ-----– ჩ--–----–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობდა მამასთან ერთად გ---------ის რაიონის სოფელ კ---------ში. დედა - შ------- ჩ--–----–---–ი, რომელიც არაოფიციალურად დაშორებულია ქმარს, ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა საბურთალოზე. დაზარალებულის განმარტებით, პირადად მას უძრავი ქონება არ გააჩნდა, მამას კი, გ---------ის რაიონის ბაზარში ჰქონდა ხორცის მაღაზია, სოფელში - ორი სახლი და სურსათის მაღაზია, ასევე ფერმა და სახნავ-სათესი ადგილები. 2017 წლის თებერვლის ბოლოს ტელეფონზე მიიღო ინტიმური ხასიათის შეტყობინება. დაინტერესდა ვინ წერდა და შეტყობინება გაუგზავნა ადრესატს, თუმცა აღნიშნულმა პირმა ჯერ უპასუხა, რომ ნომერი შეეშალა, შემდეგ კი დაინტერესდა ბიჭი წერდა თუ გოგო, რის შემდეგაც დაიწყეს ურთიერთობა. შეტყობინების გამომგზავნმა უთხრა, რომ ერქვა თ-----, რომელთანაც ამ დღის შემდეგ ჰქონდა ყოველდღიური კონტაქტი ხან შეტყობინებებით, ხან კი სატელეფონო ზარებით და საუბრობდნენ ინტიმურ საკითხებზეც. „თ-----მ“ უთხრა, რომ მისი მეუღლე იყო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც პარასკევობით განყოფილებების შესამოწმებლად მიდიოდა დასავლეთ საქართველოში და ბრუნდებოდა ორშაბათ დღეს. ასევე შესთავაზა შაბათს თბილისში ჩასვლა და შეხვედრა. აღნიშნულზე უპასუხა, რომ თანხის არქონის და საქმეების გამო ვერ ჩავიდოდა თბილისში. „თ-----მ“ უთხრა, რომ თანხა არ იყო პრობლემა და ჩაურიცხა 20 ლარი. როდესაც ბიჭებმა გაიგეს, რომ საღამოს თბილისში აპირებდა წასვლას, უთხრეს, რომ საქმე არ ჰქონდათ, ამიტომ თავადაც გაყვებოდნენ თბილისში გასასეირნებლად. თბილისში წამოვიდა ბ------- ჩ--–----–---–თან, ს------- ფ---------–---–თან, გ------- თ----------–---–თან და გ------- მ------–---–თან ერთად, ამ უკანასკნელის ავტომანქანით, სადაც ჩამოვიდნენ ღამის ათ საათზე. გზიდან „თ------“ ჰკითხა რა მისამართზე მისულიყო, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ ხ---------------ის ქუჩაზე მდებარე „ფ-------სთან“ მისვლის შემდეგ ეტყოდა ბინასთან მისასვლელ გზას. „ფ-------სთან“ მისვლის შემდეგ, ტელეფონზე საუბრით აუყვა გზას ზევით, თუმცა გზაჯვარედინთან მისვლისას ტელეფონი გაეთიშა ანგარიშის არქონის გამო, რის გამოც დაბრუნდა უკან და ტელეფონზე ჩასარიცხად ბიძაშვილს გამოართვა ერთი ლარი. დაზარალებულის განმარტებით, მას შემდეგ, რაც დაუკავშირდებოდა მეგობრებს, კვლავ მოაკითხავდნენ და იმ ღამესვე უნდა დაბრუნებულიყვნენ კახეთში. მითითებულ კორპუსთან მისვლის შემდეგ შევიდა მეორე სადარბაზოში და კიბით ავიდა მეხუთე სართულზე. კიბეებიდან ხელმარჯვნივ, პირველივე მოყავისფრო კართან დახვდა „თ-----“, რომელმაც იგი შეიპატიჟა სახლში, სადაც მიირთვეს ყავა და საუბრობდნენ ერთი საათის განავლობაში. ამის შემდეგ მან „თ------“ უთხრა, რომ იმ ღამესვე უნდა დაბრუნებულიყო სოფელში და მიანიშნა, რომ თბილისში ჩამოვიდა სექსუალური კავშირის დამყარებისთვის. აღნიშნულზე ქალბატონმა უთხრა შესულიყო საძინებელ ოთახში, თუმცა მანამდე „თ-----მ“ ტელეფონზე მიიღო შეტყობინება და უთხრა, რომ მის შვილს, რომელიც მეგობართან ჰყავდა დატოვებული, უნდოდა სახატავი და ფლომასტერები, ამიტომ მეგობრის ძმა მივიდოდა ამ ნივთების წასაღებად. დაზარალებულის განმარტებით, იგი შევიდა საძინებელ ოთახში და გაიხადა ტანზე. შევიდა „თ-----ც“, მაგრამ დაახლოებით ორ წუთში კარზე გაისმა კაკუნი. „თ-----მ“ უთხრა, რომ გაატანდა ფანქრებს და დაბრუნდებოდა უკან, ასევე უთხრა, რომ მოფარებულიყო. თავად ადგა, ჩაიცვა ტანსაცმელი და დადგა კარსა და კარადას შორის. ბინაში შესასვლელი კარის გაღების შემდეგ, სახლში შევარდა ორი მამაკაცი, რომლებიც დაინახა საძინებლის კარიდან, რომელსაც ფანჯარაზე აფარებული ჰქონდა ფარდა. იგი საძინებელ ოთახში იდგა ისე, რომ პირდაპირ უყურებდა კარს, ამასთან, შემოსასვლელ ოთახში ენთო სინათლე, რომელიც აღწევდა საძინებელ ოთახამდე. ამ დროს საძინებლის კარი ბოლომდე დაკეტილი არ იყო და თ------ ზ-------–---–ი რომ შედიოდა უჩანდა სახე. იმ მომენტში ამ უკანასკნელს პირბადე არ ეკეთა. როგორც მოგვიანებით შეიტყო, აღნიშნული ორი მამაკაციდან ერთი იყო თ------ ზ-------–---–ი, რომელიც თითქოსდა იყო „თ------“ მეუღლე სახელად „დ-----“, მეორე კი დ----- ქ----–---–ი, რომელსაც მიმართავდნენ სახელით „ლ----ი“. ესმოდა ყვირილის ხმა, უყვიროდნენ „თ------“, ეთქვა ვისთან ერთად იყო და რას აკეთებდა. მანვე გაიგო ხელის გარტყმის და იარაღის გადატენვის ხმა, თუმცა ვინ ვის გაარტყა, არ დაუნახავს.

 

დაზარალებულის განმარტებით, იყო შეშინებული, რის გამოც საძინებელში იყო ჩუმად, სადაც რამდენიმე წამში შევარდნენ ხსენებული მამაკაცები. საძინებელში არ ენთო შუქი, მან ოთახში შევარდნის მომენტში დაინახა თ------ ზ-------–---–ის სახე, რომელმაც იარაღიანი ხელი ჩაარტყა შუბლში, რის გამოც პირქვე დავარდა საწოლზე. თ------ ზ-------–---–ი მას მუხლით დაადგა ზურგზე, მოუწოდებდა არ განძრეულიყო და არ ამოეღო ხმა. ამასთან, თავში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი და დაადო იარაღი. მას ასევე ურტყამდნენ ზურგის და ტანის არეში. თ------ ზ-------–---–მა თავზე დაადო ნაჭრის ბალიში და ისე ურტყამდა თავში. იყო შეშინებული და კანკალებდა. დ----- ქ----–---–მა დაწოლილ მდგომარეობაში მყოფს თ------ ზ-------–---–ის მითითებით პლასტმასის ხამუთებით შეუკრა ხელ-ფეხი უკან. კითხვაზე ვინ იყო, პასუხობდა, რომ არ ჰქონდა ცუდი განზრახვა და იქ მივიდა თ------ გასაცნობად. თ------ ზ-------–---–ი გავიდა საძინებელი ოთახიდან, დ----- ქ----–---–ი კი დარჩა მასთან. ცოტა ხანში თ------ ზ-------–---–ი სამზარეულო ოთახიდან დაბრუნდა დანით ხელში და დ----- ქ----–---–ს „თ-----ზე“, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაიგო იყო ა-–--–- მ-----–--, უთხრა, რომ უკვე მკვდარი იყო და გამოეთრია ოთახიდან. თ------ ზ-------–---–მა დაზარალებულს შეკრულ ხელებზე დაადო დანა, რის გამოც ამ უკანასკნელს გაეჭრა ხელი, იგრძნო ტკივილი და წამოუვიდა სისხლი. შემდეგ კი, სავარაუდოდ თ------ ზ-------–---–მა მხართან ორჯერ დაადო ელექტროშოკი, რა დროსაც იგრძნო დენის დარტყმა და თხოვა აღარ დაედოთ, რადგან იყო ძალიან მტკივნეული. ამ დროს იწვა საწოლზე და თავზე ეფარა ბალიში, რის გამოც უკან ვერაფერს ხედავდა.

 

მ-----– ჩ--–----–---–ის ჩვენებით, მოგვიანებით იგი ფეხებშეკრული, ნელი ნაბიჯებით გაიყვანეს ოთახიდან. სამზარეულო ოთახის კართან გავლისას მან გაიხედა გვერდზე და დაინახა, რომ ა-–--–- მ-----–-- იწვა იატაკზე და თავთან ესხა სისხლი. მისი სახე არ დაუნახავს, რადგან ის იწვა ზურგით. შემდეგ შეიყვანეს მისაღებ ოთახში, დასვეს დივანზე და უკან შეკრული ხელები შეუკრეს წინ. თ------ ზ-------–---–მა ჰკითხა რა თანხა ჩაურიცხა თ-----მ, რაზეც უპასუხა, რომ გადაურიცხა 20 ლარი. ამის შემდეგ თ------ ზ-------–---–მა უთხრა, რომ 20 ლარისთვის დაემატებინა სამი ნული და მისთვის მიეტანა 20000 დოლარი, რათა ეს საქმე „ჩაფარცხულიყო“, წინააღმდეგ შემთხვევაში ა-–--–- მ-----–--ს მკვლელობა დაბრალდებოდა მას. დაახლოებით 10 წუთში მას თ------ ზ-------–---–მა ნაჭრით მიუტანა დანა, რომლითაც თითქოსდა მოკლა მეუღლე და ჩაუდო შეკრულ ხელებში. ამ ფაქტს ესწრებოდა დ----- ქ----–---–იც. შემდეგ თ------ ზ-------–---–ი გავიდა ოთახიდან, თითქოსდა დაზარალებულის მამის ქონებასთან დაკავშირებით ინფორმაციას იძიებდა გ---------ის პოლიციაში. ამ დროს დ----- ქ----–---–ი იარაღით ხელში დადიოდა ოთახში და ეუბნებოდა, რომ იყო ,,პატარა ბიჭი“, რა უნდოდა ამდენი წლით ციხეში და შეეთავაზებინა რამე თ------ ზ-------–---–ისთვის. თავად ეხვეწებოდა გაეშვათ და ჩამოიტანდა ფულს. თ------ ზ-------–---–მა მას ღამის პირველ-ორ საათზე უთხრა დაერეკა მამისთვის და ეთქვა ჩასულიყო მათ ბინაში და შეთანხმებულიყვნენ თანხაზე, რათა მ-----– ჩ--–----–---–ი არ წასულიყო ციხეში. აღნიშნულზე უთხრა უარი, რადგან მამას აწუხებდა გული და ტელეფონით გვიან ღამით ასეთ ამბავს ვერ შეატყობინებდა. გარდა ამისა, თ------ ზ-------–---–ი ამოწმებდა დაზარალებულის ტელეფონზე შესულ ზარებს და შეტყობინებებს. მოგვიანებით დაურეკეს მეგობრებმა. ვინაიდან იყო ხელ-ფეხ შეკრული, თ------ ზ-------–---–მა ტელეფონი ჩართო ხმამაღალ რეჟიმზე, დაუმიზნა იარაღი და უთხრა ეთქვა, რომ დედის და დის პრობლემის გამო, უნდა დარჩენილიყო თბილისში და მათ სოფელში ვეღარ გაყვებოდა. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მას სახლიდან გასვლა არ შეეძლო, მთელი ღამე იჯდა ხელ-ფეხ შეკრული და მას აკონტროლებდნენ დ----- ქ----–---–ი და თ------ ზ-------–---–ი. დილის საათებში იგი მისაღები ოთახიდან კვლავ საძინებელ ოთახში გადაიყვანეს და დატოვეს დაახლოებით 10:00-10:30 საათამდე. საძინებელ ოთახში გაყვანამდე თ------ ზ-------–---–მა დ----- ქ----–---–ს უთხრა გასულიყო ოთახიდან. ამ უკანასკნელის გასვლის შემდეგ, თ------ ზ-------–---–მა უთხრა, რომ მის სასქესო ორგანოზე წაევლო ხელი. მას შეეშინდა, რადგან თ------ ზ-------–---–ი ემუქრებოდა იარაღით, ამიტომ თვალებახვეულმა მის სასქესო ორგანოს წაავლო ხელი. ამ ყველაფერს თ------ ზ-------–---–ი იღებდა ტელეფონით, რადგან თუ მოთხოვნილ თანხას არ გადაუხდიდა, ან შეეცდებოდა მომხდარის შესახებ პოლიციისთვის ეცნობებინა და დატოვებდა საქართველოს ტერიტორიას, ვიდეოს გაუვრცელებდნენ ინტერნეტში. გადაღების შემდეგ თ------ ზ-------–---–მა თქვა, რომ არავინ დაუჯერებდა თვალებახვეულს რომ ნახავდნენ, ამიტომ თვალებიდან მოხსნა სახვევი და თავიდან გადაუღო იგივე ვიდეო, რომელიც გრძელდებდა დაახლოებით 15-20 წამი. გადაღების შემდეგ მას თ------ ზ-------–---–მა აჩვენა ვიდეო, სადაც ჩანდა მხოლოდ მისი სახე და ის, რომ მამაკაცის სასქესო ორგანოზე მოკიდებული ჰქონდა ხელი. 26-ში დილის ცხრა საათის შემდეგ მას დ----- ქ----–---–ი აღარ უნახავს, თუმცა მანამდე თ------ ზ-------–---–ს და დ----- ქ----–---–ს მისთვის შეზღუდული ჰქონდათ თავისუფლება. დილით საძინებელში იჯდა კარისკენ ზურგით, რა დროსაც ოთახში შევიდა მესამე პირი, პოლიციის უფროსი, რომლის სახე არ დაუნახავს, რადგან უთხრა არ შეტრიალებულიყო. დაახლოებით თერთმეტის ნახევრიდან თერთმეტ საათამდე პერიოდში თ------ ზ-------–---–მა გაუხსნა ხელები, უთხრა შესულიყო აბაზანაში, გაეწმინდა სისხლიანი ტანსაცმელი, დაებანა ხელები და მოწესრიგებულიყო. ასევე უთხრა, რომ დაურეკავდა საღამოს შვიდ საათზე და ეტყოდა სად და როგორ მიეტანა თანხა. შემდეგ მისცა ტელეფონი დაშლილ მდგომარეობაში და უთხრა, ჩაერთო ისნის მეტროსთან მისვლის შემდეგ და გაუშვა. იგი მეტრომდე ავიდა ფეხით, ჩართო ტელეფონი, დაურეკა მამას და უთხრა, რომ ტაქსით მიდიოდა სოფელში, არ ჰქონდა თანხა და დახვედროდა. სოფელში ჩასვლისას დახვდა მამა, რომელსაც უამბო მომხდარის თაობაზე, რის შემდეგაც მამამ წაიყვანა ვარკეთილის პოლიციაში. პოლიციაში გადამოწმების შემდეგ უთხრეს, რომ იმ ღამით მკვლელობა არ მომხდარა და ურჩიეს მომხდარის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განეცხადებინა, რის შემდეგაც მიმართა ამ ორგანოს.

 

დაზარალებულის განმარტებით, „თ-----“ არის ა-–--–- მ-----–--, „დ-----“ თ------ ზ-------–---–ი, ხოლო „ლ----ი“ დ----- ქ----–---–ი“. ამოცნობაში დარწმუნებულია და არ ცდება. ამ შემთხვევის შემდეგ ჰქონდა დაზიანებები, უჭირდა დაძინება და იყო სტრესულ მდგომარეობაში. დაკითხვისას დაზარალებულმა აღწერა თუ რომელი პირი სად და რა მდგომარეობაში დაინახა. მისი ჩვენებით, გამომძიებლისთვის პირველი ჩვენების მიცემისას აღნიშნულ პირთა ვინაობა მისთვის ცნობილი არ იყო, მან მხოლოდ ადგილმდებარეობის შესახებ მიაწოდა გამომძიებელს ინფორმაცია. მართალია, მან ზუსტი მისამართი არ იცოდა, თუმცა გამომძიებელს აჩვენა როგორ მივიდა იმ სახლამდე. მათი მისვლიდან მალევე მივიდა ბინის მეპტარონე გოგონაც, რომლის თანხმობითაც დათვალიერდა ზემოხსენებული ბინა. მან დედას აღუწერა იმ სახლში მყოფი ქალი და მამაკაცები. მოგვიანებით შ------- ჩ--–----–---–მა FACEBOOK-ის საძიებო სისტემაში ჩაწერა ,,ა---------“ და აჩვენა ა-–--–- მ-----–--ს ფოტო, რომელიც ამოიცნო, ასევე აჩვენა დ----- ქ----–---–ის ფოტო. დედამ უთხრა, რომ FACEBOOK-ის საძიებო სისტემაში ჩაწერა მის ტელეფონზე შესული ნომერი და პროგრამამ მოუძებნა დ----- ქ----–---–ი, თუმცა თავად აღნიშნული ნომერი თავის ტელეფონში არ უნახავს. დედამ ასევე google-ს საძიებო პროგრამის მეშვეობით მოძებნა და აჩვენა თ------ ზ-------–---–ის ფოტო, რომელიც იჯდა დივანზე ან სავარძელში. მანვე აღნიშნა, რომ რცხვენოდა და ამიტომ არ უთხრა თავიდანვე გამომძიებელს, რომ მას თ------ ზ-------–---–მა სასქესო ორგანოზე მოაკიდებინა ხელი. ამის შესახებ უთხრა მას შემდეგ, რაც ტელეფონზე მიიღო შეტყობინება ,,ვიდეოებს რა ვუყოთო“. მოგვიანებით მეგობარმა უთხრა, რომ მისი სახელით და გვარით შექმნილი იყო ფეისბუქის სხვა პროფილი ,,მ-–-- ჩ--–----–---–ი ნახევრად“, სადაც იყო სტატუსი ,,ეხლა დავდებ ფოტოებს და ვიდეოს და იამაყებს მამაჩემი“, რის შესახებაც ჩვენება მისცა გამომძიებელს. მხოლოდ ა-–--–- მ-----–--ს დაკავების შემდეგ გაიგო, რომ ის იყო ცოცხალი.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 27 მარტს, 11:35 საათიდან 12:30 საათამდე პერიოდში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მ-----– ჩ--–----–---–მა მიუთითა ს--------–---–ის ქუჩა N--- კორპუსის მ----------------------- სართულზე, მარჯვნივ მდებარე პირველ ბინაზე (ბინა N--), რომელიც მისივე განმარტებით, იყო ის ბინა, სადაც მიიყვანა „თ-----მ“. აღნიშნულ საგამოძიებო ექსპერიმენტს ახლავს ფოტოცხრილი.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 27 მარტს, 12:35 საათიდან 17:15 საათამდე პერიოდში, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ------–--------------–---–ის ქუჩა, კორპუსი N---, მეორე სადარბაზოს მე-5 სართულზე, კიბეებიდან ხელმარჯვნივ მდებარე ბინა N---ში. დათვალიერება ჩატარდა მფლობელის - მ----------–-----ის წერილობითი თანხმობით და მასში მონაწილეობას ღებულობდნენ გამომძიებელი, მოწმე მ----------–-----ი, მ-----– ჩ--–----–---–ი, ექსპერტები და კინოლოგები. შემთხევევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტების მიერ ,,ნიკონის“ ციფრული ფოტოაპარატის საშუალებით გადაღებული იქნა ფოტოები, მონაწილე კინოლოგების მიერ კი, აღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები სამ ქილად, კერძოდ, საძინებელ ოთახში ფანჯრის წინ პარკეტის იატაკის ზედაპირიდან, სამზარეულო ოთახში ჭურჭლის კარადის წინ მეტლახის იატაკის ზედაპირიდან და მისაღებ ოთახში შესასვლელიდან ხელმარცხნივ მდგარი პირველი სავარძლის დასაჯდომი ადგილიდან. აღნიშნული სუნის ნიმუშები მოთავსდა ცალ-ცალკე 0,5 ლიტრის ტევადობის გამჭვირვალე მინის ქილაში და დაილუქა კინოლოგიის სამსახურის ლუქით N------ შემდეგ კი, მოთავსდა პოლიეთილენის სპეცპაკეტში შტრიხკოდით F--------. ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ანაბეჭდები 20 სველ და მშრალ ბიოლოგიურ ჩხირებზე, კერძოდ, ბინაში შესასვლელი კარის სახელურის შიდა და გარე ზედაპირიდან, საძინებელი ოთახის შესასვლელი კარის შიდა და გარე სახელურიდან, სამზარეულოს შესასვლელი კარის სახელურების გარე და შიდა ზედაპირიდან, მისაღები ოთახის შესასვლელი კარის სახელურების შიდა და გარე ზედაპირიდან და აბაზანაში შესასვლელი კარის სახელურის შიდა და გარე ზედაპირიდან, როგორც შიდა სახელურიდან, ასევე გარე სახელურიდან, რომლებიც მოთავსდა ცალ-ცალკე კონვერტებში და დაილუქა პაკეტში N1 F--------, ასევე მისაღები ოთახიდან ამოღებული იქნა ტელევიზორის და კონდიციონერის პულტები, რომლებიც მოთავსდა ცალ-ცალკე მუყაოს ყუთებში და დაილუქა პაკეტში N2 F--------, ასევე ამოღებული იქნა მისაღებ ოთახში პირველი და მეორე სავარძლის გადასაფარებლები, რომლებიც მოთავსდა პაკეტში N3 F--------, ერთი ცალი ბალიში ამოღებული იქნა საძინებელ ოთახში მდებარე საწოლიდან და დაილუქა N4 პაკეტში ნომრით F--------. ექსპერტების მიერ ასევე ამოღებული იქნა ხელის კვლები სულ 29 ცალი დაქტილოფირზე, კერძოდ, 9 ცალ დაქტილოფირზე ბინაში შესასვლელი კარის შიდა ზედაპირიდან, 9 ცალ დაქტილოფირზე ბინაში შესასვლელი კარის გარე ზედაპირიდან, 2 ცალ დაქტილოფირზე მისაღებ ოთახში შესასვლელი კარის გარე ზედაპირიდან, 5 ცალ დაქტილოფირზე აბაზანაში შესასვლელი კარის შიდა ზედაპირიდან, 1 ცალ დაქტილოფირზე ბინაში შესასვლელ დერეფანში მდებარე სარკის გარე ზედაპირიდან, 1 ცალ დაქტილო ფირზე შესასვლელში მდებარე სათავსოს კარის გარე ზედაპირიდან, 1 ცალ დაქტილოფირზე მისაღებ ოთახში შესასვლელი კარის შიდა ზედაპირიდან და 1 ცალ დაქტილოფირზე აბაზანაში შესასვლელი კარის გარე ზედაპირიდან, რომელიც მოთავსდა ცალ-ცალკე 8 ცალ ქაღალდის კონვერტში და დაილუქა სპეცპაკეტში ერთ ცალ დივიდი დისკთან ერთად მასში არსებული ფოტომასალით F-------- პაკეტში.

 

სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 აპრილის ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ:

▪ პირადი გასინჯვით, 27.03.2017 წელს მ-----– ჩ--–----–---–ს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები: სისხლნაჟღენთები - კეფის მიდამოში ცენტრალურად, მარჯვენა თხემ-საფეთქლის მიდამოში, კისრის მარჯვენა გვერდითი და უკანა ზედაპირების საზღვარზე შუა მესამედში და მარცხენა წვივის ქვედა მესამედში გარეთა ზედაპირზე. ნაკვეთი ჭრილობები - მარცხენა მტევნის წინა ზედაპირზე I ნების ძვლის (ტენარის) საპროექციოდ, მარჯვენა წინამხრის ქვედა მესამედის წინა და წინა შიგნითა ზედაპირის საზღვარზე.

▪ დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო დაზიანებები ნაკვეთი ჭრილობების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით.

▪ დაზიანებები თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ 2017 წლის 26 მარტის თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ს-------- ბ--–----ამ განმარტა, რომ დაზარალებულ მ-----– ჩ--–----–---–ის მარჯვენა თხემ-საფეთქლის მიდამოში არსებული სისხლნაჟღენთის დაზიანება იმეორებს მატრამვირებელი საგნის ნეგატიურ ანაბეჭდს. კერძოდ, აღინიშნება ზოლისებრ-რკალოვანი ფორმის მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 2X0,2 სმ., რომლის შიგნით კიდის მიმდებარედ ცენტრალურად აღინიშნება 0,4 სმ. დიამეტრის მრგვალი ფორმის ასეთივე სისხლნაჟღენთი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მ-----– ჩ--–----–---–ის მეგობრებმა გ------- თ----------–---–მა, გ------- მ------–---–მა, ს----- ფ---------–---–მა და ბ------- ჩ--–----–---–მა განმარტეს, რომ 2017 წლის 25 მარტს, გოგონასთან შესახვედრად, კახეთიდან თბილისში ჩამოიყვანეს მ-----– ჩ--–----–---–ი, რომელიც ჩამოსვეს ბ-------------–----–---ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სუპერმარკეტ „ფ-------სთან“. მას შემდეგ, რაც მ-----– ჩ--–----–---–ი შეხვდებოდა გოგოს, კვლავ ერთად უნდა დაბრუნებულიყვნენ უკან, ამიტომ ავტომანქანაში ელოდნენ გოგონასთან შესახვედრად წასულ დაზარალებულს. ვინაიდან მ-----– ჩ--–----–---–ს შეაგვიანდა უკან დაბრუნება, შეეცადნენ მასთან ტელეფონით დაკავშირებას, თუმცა იგი მათ ზარს არ პასუხობდა. დაახლოებით 04:00 საათზე, დაზარალებულმა უპასუხა ტელეფონს და უთხრა, რომ ოჯახური პრობლემის გამო ვერ დაბრუნდებოდა სოფელში. ისინი დაბრუნდნენ სოფელში, მ-----– ჩ--–----–---–ი კი დარჩა თბილისში. მოწმეებმა ასევე განმარტეს, რომ მომხდარი დანაშაულიდან რამდენიმე ხანში მათ ნახეს მ-----– ჩ--–----–---–ი, რომელსაც ჯერ ისევ აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანების კვლები.

 

მოწმეების: მ----------–-----ის და ც-------- გ--–-----ის ჩვენებებით, თბილისი, ს--------–---–ის ქუჩა N---, ბინა N--, 2017 წლის 25 მარტს, მიაქირავეს უცნობ ქალბატონს, რომელიც მათ გაეცნო სახელით ------, რომელიც სინამდვილეში აღმოჩნდა ა-–--–- მ-----–--. ქალბატონმა ნაქირავებ ბინაში გაატარა მხოლოდ ერთი ღამე, რა დროსაც გახეხა სამზარეულოს კარადები და იატაკის ფილები, რაც ეუცნაურათ ბინის მფლობელებს, ვინაიდან მათ ა-–--–- მ-----–--ს ბინა მიაქირავეს ერთი დღით სუფთა მდგომარეობაში და არ არსებობდა სამზარეულოს კარადების და იატაკის გახეხვის აუცილებლობა. 2017 წლის 11 აპრილს ც-------- გ--–-----მა წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო ა-–--–- მ-----–-- და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ პირს მიაქირავა ქ------–--------------–---–ის ქუჩა N---, ბინა N---ში მდებარე ბინა 1 დღით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა სუპერმარკეტ „ფ-------ს“ ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ 2017 წლის 25 მარტს, ღამის 22:02:49 საათზე, მ-----– ჩ--–----–---–ი მოძრაობს იმ ქუჩის მიმართულებით, სადაც მოხდა დანაშაული. გამოკვლეული იქნა ასევე ბ-------------–----–---ის ქუჩა N----ში მდებარე შპს „მოგოს“ შენობაზე განთავსებული გარე პერიმეტრის ამსახველი ვიდეოკამერების ჩანაწერებით დგინდება, რომ 2017 წლის 26 მარტს 11:08:10 საათიდან 11:08:13 საათამდე დროის მონაკვეთში მ-----– ჩ--–----–---–ი გადაადგილდება ბ-------------–----–---ის ქუჩის მიმართულებით.

 

პირის ამოცნობის ოქმით, 2017 წლის 10 აპრილს, 22:20-22:35 საათზე ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც მ-----– ჩ--–----–---–მა წარდგენილ სამ პირს შორის, სახის მოყვანილობით, თმის ფერით, აღნაგობით და აგებულებით ამოიცნო მისგან მარჯვნივ მდგომი პიროვნება - დ----- ქ----–---–ი. მ-----– ჩ--–----–---–ის განმარტებით, აღნიშნულმა პირმა, ,,თ------თან“ სახლში მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და შეუკრა ხელ-ფეხი. აღნიშნულ პირს, მასთან ერთად მყოფი მეორე პირი მიმართავდა სახელით - ლ----ი.

 

პირის ამოცნობის ოქმით, 2017 წლის 10 აპრილს, 22:55-23:10 საათზე, ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც მ-----– ჩ--–----–---–მა წარდგენილ სამ პირს შორის, სახის მოყვანილობით, აღნაგობით, მაჯვენა მხარეს ცხვირთან მეჭეჭით და საერთო იერით ამოიცნო მისგან მარცხნივ მდგომი პირველი ქალბატონი - ა-–--–- მ-----–--, რომელიც გაიცნო სახელით ,,თ-----“. სწორედ აღნიშნულმა ქალბატონმა მიიყვანა იგი ბინაში, სადაც მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და სძალავდნენ ფულად თანხას 20 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით (წარმოდგენილი ოქმით თ------ ზ-------–---–მა უარი განაცხადა ამოცნობაში მონაწილეობაზე) დადგენილია, რომ 2017 წლის 11 აპრილს, 14:05-14:25 საათზე, ჩატარდა ფოტოსურათებით ამოცნობა, რა დროსაც მ-----– ჩ--–----–---–მა წარდგენილ ოთხ ფოტოსურათს შორის, სახის მოყვანილობით, ცხვირით, თმის ფერით და ზოგადი გარეგნობით ამოიცნო N2 ფოტოსურათზე გამოსახული პირი - თ------ ზ-------–---–ი და განმარტა, რომ აღნიშნულმა პირი გაეცნო სახელით - დ-----ი და ვინმე ლ----თან ერთად, 2017 წლის 25 მარტს აღუკვეთა თავისუფლება და სძალავდა ფულად თანხას.

 

მოწმე შ------- ჩ--–----–---–მა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ დაზარალებული მ-----– ჩ--–----–---–ი არის მისი შვილი, რომელიც ბოლო ერთი წლის გნმავლობაში ცხოვრობს მამასთან - დ----- ჩ--–----–---–თან გ---------ის რაიონის სოფელ კ---------ში. მოწმის განმარტებით, იგი დაახლოებით შვიდი წელია არაოფიციალურად დაშორებულია მეუღლეს და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს თბილისში. წელიწადნახევრის წინ შ--–-- ყ----–---–ისგან გაიცნო თ------ ზ-------–---–ი, რომელთანაც ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. ამ უკანასკნელისგან კი, გაიცნო ა-–--–- მ-----–-- და დ----- ქ----–---–ი. დ----- ჩ--–----–---–ი არის შეძლებული პიროვნება, აქვს ორი სახლი, მაღაზიები, სამარშრუტო ტაქსი და ფერმა, თუმცა თანხების ოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. 2017 წლის იანვარში, თ------ ზ-------–---–მა უთხრა, რომ აინტერესებდა სოფელ კ---------ში მაცხოვრებელი პიროვნება და თხოვა შვილის - მ-----– ჩ--–----–---–ის ტელეფონის ნომერი, რათა მისგან მიეღო ინფორმაცია ამ პირის შესახებ, მაგრამ თ------ ზ-------–---–ს იმ დროს მ-----– ჩ--–----–---–თან არ დაურეკავს. თ------ ზ-------–---–ი შეყვარებულთან ხ------- დ---–---–თან ერთად ხშირად სტუმრობდა მათ ოჯახს, ამიტომ იცოდა, რომ მ-----–ისთვის მამამისი არაფერს დაიშურებდა და რა ტერიტორიასაც დაუსახელებდა შვილი, იქ უყიდდა ბინას. 2017 წლის 26 მარტს, დილის 9 საათზე მივიდა სამსახურში, მალევე დაურეკა ქალიშვილმა და უთხრა, რომ მამამისი კითხულობდა მ-----–ის ამბავს, რომელიც ჩამოსულა თბილისში და სახლში აღარ დაბრუნებულა. თავადაც დაიწყო შვილის ტელეფონზე დარეკვა, მაგრამ დაკავშირება ვერ შეძლო, რადგან ტელეფონი იყო გამორთული. დაახლოებით 11:00 საათზე მიიღო შეტყობინება ტელეფონის ჩართვის შესახებ და კვლავ დაურეკა შვილს, რომელმაც საშინელი ხმით უპასუხა, რომ ტაქსით მიდიოდა კახეთში და როცა ნახავდა მაშინ უამბობდა მომხდარს. დაახლოებით 2-3 საათზე კვლავ დაურეკა ქალიშვილმა, რომელმაც უთხრა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან და მისულიყო ვარკეთილში, ბიძის - გ------- გ-----–---–ის ბინაში. ადგილზე მისულმა შეიტყო, რომ მ-----– ჩ--–----–---–ი მამასთან ერთად ჩვენების მისაცემად იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, რადგან ეკონტაქტებოდა ვინმე - თ------, რომელთან შესახვედრადაც ჩამოვიდა თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში. სახლში მისულა თ------ ქმარი, რომელსაც მოუკლავს ცოლი, მკვლელობას აბრალებდა მ-----– ჩ--–----–---–ს და თხოვდა 20000 აშშ დოლარს. მ-----–ი შეშინებული დაბრუნდა სოფელში, სადაც მომხდარის შესახებ უამბო მამას, რის შემდეგაც გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში. იგი განერვიულებული ელოდა შვილს სახლში, რათა პირადად მისგან გაეგო მომხდარის შესახებ. ამ დროს მას დაურეკა თ------ ზ-------–---–მა, რომელსაც მთელი თვის განმავლობაში არ დაურეკავს და ჰკითხა ერთი თვის წინანდელ კონფლიქტთან დაკავშირებით. მომხდარი ფაქტის შესახებ მას თ------ ზ-------–---–ისთვის არაფერი უთქვამს. ღამის პირველ საათზე მ-----– ჩ--–----–---–ი დაბრუნდა სახლში. მას ხელები ჰქონდა დანით დაჩხვლეტილი, კისრის არეში აღენიშნებოდა სილურჯეები, შუბლზე ფეხსაცმლის ამორტყმის გამო აცლილი ჰქონდა კანი და თმის ძირები და იყო განადგურებული.

 

მოწმის ჩვენებით, შვილთან მარტო დარჩენის შემდეგ მ-----–ს გამოკითხა დეტალები. შვილმა აღუწერა მამაკაცის ჩაცმულობა, თმის ვარცხნილობა და სამკაულები, რომელსაც ყველა მამაკაცი არ ატარებს. აღწერის მიხედვით მას თვალწინ წარმოუდგა თ------ ზ-------–---–ი, რომელმაც იცოდა უკან გადაწეული და გაპრიალებული თმების ტარება. ასევე, გაახსენდა, რომ იმ დღეს დაურეკა თ------ ზ-------–---–მა, ამიტომ გადაწყვიტა შვილისთვის ეჩვენებინა თ------ ზ-------–---–ის ფოტოები, მაგრამ ვინაიდან ამ უკანასკნელს სოციალური ქსელში ყველა ფოტო ჰქონდა წაშლილი, შევიდა ა-–--–- მ-----–--ს ,,FACEBOOK-ის“ პირად გვერდზე, რომლიც დარეგისტრირებული იყო ,,ა---------ს“ სახელით, რათა ეჩვენებინა მის გვერდზე განთავსებული თ------ ზ-------–---–ის ფოტო, თუმცა აღნიშნულ ფოტოზე გადასვლამდე მ-----– ჩ--–----–---–მა ამოიცნო ა-–--–- მ-----–-- და უთხრა, რომ სწორედ ამ ქალბატონის სანახავად იყო იმ ბინაში მისული. ასევე უთხრა, რომ ქალი საუბრობდა მეგრული კილოთი და ჰქონდა ხალი ცხვირთან, რომელიც ფოტოში არ ჩანდა. ამის შემდეგ მან google-ში ლათინური ასოებით ჩაწერა თ---- ზ-------–---–ი. პროგრამამ მოძებნა ამ პირის ორი ფოტოსურათი, რომლებშიც თ------ ზ-------–---–ს თმა ჰქონდა სხვანაირად. ფოტოების ნახვის შემდეგ, მ-----– ჩ--–----–---–მა უთხრა, რომ ეს იყო ის მამაკაცი. შვილის მიერ აღწერილი მესამე პირი ჩაცმულობით მიამსგავსა დ----- ქ----–---–ს, რომელიც კაპიშონწამოფარებული ჰყავს ნანახი ანალოგიური მანტოთი, გარდა ამისა, დარწმუნებული იყო, რომ თ------ ზ-------–---–ის გვერდით იქნებოდა სწორედ იგი. მან ,,FACEBOOK-ის“ საძიებო სისტემაში ჩაწერა დ----- ქ----–---–ის ტელეფონის ნომერი, რომელიც გამოართვა შ--–-- ყ----–---–ს და პროგრამამ გადაიყვანა დ----- ქ----–---–ის პროფილზე. აღნიშნული პირიც იცნო მ-----– ჩ--–----–---–მა. მოწმის განმარტებით, იგი გამოძიების ეტაპზე იყო აღელვებული და განერვიულებული, აზრები არ ჰქონდა თანმიმდევრულად დალაგებული, ამიტომ არასწორად მიუთითა, რომ დ----- ქ----–---–ის ტელეფონის ნომერი ნახა მისი შვილის ტელეფონზე შემომავალ ზარებში, სინამდვილეში მან ნომერი გაიგო შ--–-- ყ----–---–ისგან. მისთვის მ-----– ჩ--–----–---–ს მომხდარის შესახებ დეტალურად არ უამბია და არც ინტიმურ დეტალებზე უსაუბრია, უთხრა, რომ იმ ბინაში, სადაც თ-----მ მიიყვანა, ორი მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთს მიმართავდნენ „ლ----ის“ და „დ-----ის“ სახელით, მთელი ღამის განმავლობაში იარაღის გამოყენებით ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას. ეს პირები რეალურად აღმოჩნდნენ დ----- ქ----–---–ი და თ------ ზ-------–---–ი, ხოლო ქალბატონი სახელად „თ-----“, იყო ა-–--–- მ-----–--. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ იგი დილით წავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც მისი შვილისგან განცალკევებით მისცა ჩვენება. მან ასევე მონაწილეობა მიიღო სოციალური ქსელის დათვალიერებაში, რა დროსაც შევიდა თავის ,,FACEBOOK“ გვერდზე და გამომძიებელს აჩვენა ფოტოები, რომლითაც მისმა შვილმა ამოიცნო დამნაშავეები. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ოქმი, რომლის შინაარსაც გაეცნო და მოაწერა ხელი.

 

მოწმე ხ------- დ---–---–ის ჩვენებით, დაახლოებით 23 წელია იცნობს თ------ ზ-------–---–ს, რომელთანაც ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა, ასევე იცნობს დ----- ქ----–---–ს, რომელიც არის თ------ ზ-------–---–ის დის შვილი. ა-–--–- მ-----–--ს არ იცნობს, მაგრამ მისი ფოტო ,,FACEBOOK-ზე“ აჩვენა შ------- ჩ--–----–---–მა, გარდა ამისა, იგი ერთხელ შემთხვევით ნახა დოლიძის ქუჩაზე. მასთან რაიმე სახის დაპირისპირება არ ჰქონია. შ------- ჩ--–----–---–თან ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა და მასთან სახლში ერთხელ ჰყავს ნანახი მ-----– ჩ--–----–---–ი. მოწმის განმარტებით ის, თ------ ზ-------–---–ი, შ--–-- ყ----–---–ი და შ------- ჩ--–----–---–ი ხშირად იყვნენ ერთად. მომხდარი ფაქტის შესახებ შეიტყო შ------- ჩ--–----–---–ისგან, თუმცა ვინ ფიგურირებდა ამ საქმეში, ამ პირთა დაკავებამდე არ იცოდა. მას შ------- ჩ--–----–---–მა მიწერა შეტყობინება შემდეგი შინაარსით ,,გაიგებ ვინ ფიგურირებს და ძალიან გაგიკვირდებაო“. მოწმის განმარტებით, შ------- ჩ--–----–---–ი იცნობს როგორც დ----- ქ----–---–ს, ასევე მისი ოჯახის წევრებს, რადგან მათთან სტუმრად არის ნამყოფი. მისთვის ცნობილია, რომ იანვრის თვის ბოლოს თ------ ზ-------–---–მა და შ------- ჩ--–----–---–მა რაღაცაზე იკამათეს და აღარ ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს. 2017 წლის 22 ან 23 მარტს იგი იმყოფებოდა დ----- ქ----–---–ის ბებიასთან სტუმრად, სადაც ნახა დ----- ქ----–---–ი, რომელიც 25 მარტს აპირებდა სოფელში ბიძის დაბადების დღეზე წასვლას. 26 მარტს კი, დილის რვის ან ცხრის ნახევარზე დაურეკა დ----- ქ----–---–მა და კითხა სად იყო თ------ ზ-------–---–ი, რაზეც უპასუხა, რომ არ იცოდა.

 

ჩვენების მიცემისას მოწმე ვ----– შ------მა განმარტა, რომ მუშაობს ტაქსის მძღოლად. 2017 წლის მარტში, კვირა დღეს, სუპერმარკეტ „ფ-------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას ა/მანქანა გაუჩერა პირს, რომელსაც ეცვა ყავისფერი ან შავი ფერის მუქი ქურთუკი, სახეზე ჰქონდა ცოტა წვერი და უთხრა, წასულიყო პირდაპირ. ფ-------დან დაახლოებით 200 მეტრში მდებარე „ვ-----–-ს“ გაზგასამართ სადგურთან მგზავრმა თხოვა მანქანის გაჩერება, დაუდო ერთი ლარი და ჩავიდა. მოწმის ჩვენებით, გამომძიებელმა წარუდგინა ოთხი ფოტოსურათი. ფოტოებზე გამოსახულ პირებს შორის მკვეთრი განსხვავება არ იყო. მან ამოიცნო თ------ ზ-------–---–ი. ამოცნობის შემდეგ კი, ითხოვა ეჩვენებინათ კამერის ჩანაწერები, რომლის სანახავადაც დაიბარეს დაახლოებით 3-4 დღის შემდეგ. ჩანაწერში ჩანდა როგორ ჩაჯდა ეს პირი მის ავტომანქანაში.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მიხედვით, 2017 წლის 13 აპრილს, 11:30-11:50 საათზე, ჩატარდა ფოტოსურათებით ამოცნობა, რა დროსაც ვ----– შ------მა წარდგენილ ოთხ ფოტოსურათს შორის, სახის მოყვანილობით, თმის ფორმით და ფერით, ცხვირის მოყვანილობით, ზოგადი გარეგნობით და თვალის ფერით ამოიცნო N3 ფოტოსურათზე გამოსახული პირი - თ------ ზ-------–---–ი და განმარტა, რომ აღნიშნული პირი არის სწორედ ის მამაკაცი, რომელმაც 2017 წლის 26 მარტს გააჩერა ბ-------------–----–---ის გამზირზე მდებარე ,,ფ-------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩაუჯდა ავტომანქანაში და დაახლოებით 200 მეტრში ჩამოვიდა მანქანიდან.

 

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა მოწმე გ------ ი------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 26 მარტს, მ-----– ჩ--–----–---–ის განცხადების საფუძველზე. ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომლის სისწორესაც ადასტურებს. მოწმის ჩვენებით, ბრალდებულ პირებს და დაზარალებულს იცნობს საქმიდან გამომდინარე და რაიმე სახის დაინტერესება რომელიმე მათგანის მიმართ არ გააჩნია.

 

2017 წლის 10 აპრილს ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დ----- ქ----–---–ი. პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულია, რომ დ----- ქ----–---–ის განმარტებით, პირად ნივთებს ასევე ინახავს ბ-------–--ის ქუჩა N---–- მდებარე შპს „ნ----------------ში“ (მაღაზია ნ----–ში). კერძოდ, მაღაზიის სასაწყობე ოთახში განთავსებულ მარცხნივ მაგიდაზე უდევს ნოკიას ფირმის მობილური, მაღაზიაში შესასვლელიდან მარცხნივ განთავსებულ კედელში ჩამონტაჟებულ სახანძრო კარადაში ინახავს პნევმატურ იარაღს (პისტოლეტს), ხოლო მენეჯერის სამუშაო ოთახში შესასვლელი კარის მარჯვნივ განთავსებულ კარადაში ინახავს შავი ფერის ხელჩანთას მასში არსებული პირადი ნივთებით. ოქმზე მითითებულია „შენიშვნას ვეთანხმები“ და ოქმის თითოეული გვერდი და შენიშვნა ხელმოწერით დადასტურებული აქვს დ----- ქ----–---–ს.

 

ამოღების ოქმით, 2017 წლის 10 აპრილს, 13:50-16:15 სათზე, ქ.თბილისში, ბ-------–--ის ქუჩა N---–- მდებარე შპს „ნ----------------ში“ (ნ----–ის მაღაზია), დ----- ქ----–---–ის სამუშაო ადგილზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც მაცივრის ზედაპირიდან ამოღებული იქნა „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული ,,მაგთიკომის“ და ,,ჯეოსელის“ ფირმის სიმბარათებით. სახანძრო კარადიდან ამოღებული იქნა მოშავო ფერის ზედაპირიანი და მოყავისფრო ფერის ტარიანი პისტოლეტის მსგავსი საგანი წარწერით ,,Makarov“. მენეჯერის სამუშაო ოთახში შესასვლელთან მარჯვენა მხარეს არსებული კარადიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ხელჩანთა წარწერით ,,ADIDAS“, მასში მოთავსებული სხვადასხვა ნივთებით. კერძოდ, მასში მოთავსებულია ერთი ცალი მოთეთრო-მორუხო ფერის შარვალი, ერთი ცალი მოშავო ფერის მაისური, ერთი რუხი ფერის მაისური, ერთი ცალი ,,ჯეოსელის“ პლასტიკური ბარათი, რომელზეც იკითხება ნომერი 5--------, ერთი ცალი კომპიუტერში შესაერთებელი მეხსიერების ბარათის მსგავსი მოწყობილობა წარწერით ,,DIKOM“, ერთი ცალი მოტოროლას ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათის გარეშე, ერთი ცალი პატარა ზომის დასაკეცი დანა, ასევე სხვადასხვა სახის ელექტრო მოწყობილობები, ფურცლები და პირადი ნივთები. საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა მაღაზიის მენეჯერის თ----- ზ-------ს წერილობითი თანხმობითა და მონაწილეობით. ასევე მონაწილეობდა დ----- ქ----–---–იც. აღნიშნულ პირებს საგამოძიებო მოქმედების ოქმი დადასტურებული აქვთ ხელმოწერებით და მასში რაიმე სახის შენიშვნა გამოთქმული არ აქვთ. ოქმს ახლავს ფოტოილუსტრაციაც.

 

სხდომაზე დაკითხვისას თ----- ზ-------მ განმარტა, რომ დ----- ქ----–---–ი იყო მათი თანამშრომელი და დაკავებამდე მუშაობდა ქ.თბილისში, ბ-------–--ის ქუჩა N---–- მდებარე შპს „ნ----------------ში“ (ნ----–ის მაღაზია) კონსულტანტის თანამდებობაზე, 3 დღეში ერთხელ, 24 საათიანი გრაფიკით. 2017 წლის 26 მარტის დილის 9 საათის ნაცვლად დ----- ქ----–---–მა მუშაობა დაიწყო საღამოს 9 საათიდან და მიზეზად პირადი საქმეები დაასახელა. მოწმემ დაადასტურა, რომ აღნიშნულ მაღაზიაში 2017 წლის 10 აპრილს ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება და როგორც ახსოვს, ნივთების ამოღება მოხდა დ----- ქ----–---–ის მითითებით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 31 მარტის ექსპერტიზის 8----- დასკვნით, სს N009260317001 საქმეზე, გამოკვლევაზე წარდგენილი:

▪ კვალი N4 ამოღებული ბინაში შესასვლელი კარის შიდა ზედაპირიდან იდენტურია 24.10.1977 წელს დაბადებული ა-–--–- მ-----–--ს მარცხენა ხელის შუა თითის ანაბეჭდისა;

▪ კვალი N11 ამოღებული აბაზანაში შესასვლელი კარის შიდა ზედაპირიდან იდენტურია ა-–--–- მ-----–--ს მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდისა;

▪ კვალი N12 ამოღებული აბაზანაში შესასვლელი კარის შიდა ზედაპირიდან იდენტურია ა-–--–- მ-----–--ს მარცხენა ხელის შუა თითის ანაბეჭდისა;

▪ კვალი N14 ამოღებული ბინაში შესასვლელი კარის გარე ზედაპირიდან იდენტურია ა-–--–- მ-----–--ს მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდისა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 11 აპრილის ექსპერტიზის N------ დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 4,5 მმ კალიბრის ,,MAKAROV“ მოდელის N-------- პნევმატური პისტოლეტი. იგი არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ნივთიერი მტკიცებულება - იარაღი, რომელიც არ არის ცეცხლსასროლი, თუმცა ემთხვევა დაზარალებულის მიერ აღწერილს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 11 აპრილის ექსპერტიზის 9----- დასკვნით, სს N009260317001 საქმეზე, პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისი ხელის თითის კვალი N7 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში რიცხული 02.07.1996 წელს დაბადებული დ----- ქ----–---–ის მარცხენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის; კვალი N8 იდენტურია დ----- ქ----–---–ის მარცხენა ხელის არათითის ანაბეჭდის; კვალი N9 იდენტურია დ----- ქ----–---–ის მარცხენა ხელის ნეკი თითის ანაბეჭდის.

 

სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 აპრილის ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ პირადი გასინჯვით, 11.04.2017 წ-ს ა-–--–- მ-----–--ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 11 მაისის ექსპერტის N--------- დასკვნით:

▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ბალიშზე და ორ ცალ ე.წ. ,,სავარძლის გადასაფარებელზე“ არ აღინიშნება პაკეტში წარწერით ,,თ------ ზ-------–---–ის სახლიდან ამოღებული ტანსაცმელი...“ მოთავსებული ტყავისმაგვარი ქურთუკის სარჩულის, ორი ცალი მოშავო ფერის პერანგის და პაკეტში წარწერით ,,...ტყავის ქვედაბოლო...“ მოთავსებული ტყავისმაგვარი ქვედაბოლოს სარჩულის ქსოვილების ნართის შემადგენელი ბოჭკოები.

▪ ასევე ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ბალიშზე და ორ ცალ ე.წ. ,,სავარძლის გადასაფარებელზე“ არ აღინიშნება პაკეტში წარწერით ,,თ------ ზ-------–---–ის სახლიდან ამოღებული ტანსაცმელი...“ მოთავსებული ტყავისმაგვარი ქურთუკის და პაკეტში წარწერით ,,...ტყავის ქვედა ბოლო...“ მოთავსებული ტყავისმაგვარი ქვედაბოლოს მიკრონაწილაკები.

 

ბინის მფლობელის მ----------–-----ის ჩვენებით, მას შემთხვევამდე ბინა ერთხელ ჰქონდა გაქირავებული უცხოელებზე და მ-----– ჩ--–----–---–ზე არასდროს გაუქირავებია.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 21 აპრილის ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან (ქ. თბილისი, ს--------–---–ის ქუჩა N---, ბინა N--) ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები ბრალდებულების დ----- ქ----–---–ისგან, თ------ ზ-------–---–ისგან, ა-–--–- მ-----–--სგან და მ-----– ჩ--–----–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების იდენტურია.

 

სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N--------- დასკვნით:

▪ ანაწმენდზე ობ. N5, 10 (წარწერებით: „... ამოღებული საძინებელში შესასვლელი კარის შიდა სახელურის ზედაპირიდან“ და „... ამოღებული ბინაში შესასვლელი კარის გარე სახელურის ზედაპირიდან“) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N5,10-ის პროფილებში ვლინდება თ------ ზ-------–---–ის გენეტიკური პროფილი.

▪ ანაწმენდზე - ობ. N6,9 (წარწერებით: „...ამოღებული ბინაში შემოსასვლელი კარის შიდა სახელურის ზედაპირიდან), არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N6,9-ის პროფილებში ვლინდება თ------ ზ-------–---–ის (ობ. N21) და ა-–--–- მ-----–--ს (ობ. N19) გენეტიკური პროფილი.

 

დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 11 მაისს, 11:29-12:00 საათზე, გამომძიებლის მიერ დათვალიერდა სოციალური ქსელის facebook.com-ის ვებ გვერდი, სადაც ქსელ facebook.com-ის მომხმარებლების ავტორიზაციის პარამეტრების შესაყვან გრაფაში ,,Forgot account?“ რომლის საშუალებითაც ხდება სოციალურ ქსელ facebook.com-ის მომხმარებლების ანგარიშის მოძებნა და პაროლის აღდგენა, მობილური ტელეფონის ნომრის და ელექტრონული ფოსტის მისამართის გამოყენებით, მიეთითა 2017 წლის 10 აპრილს, ბრალდებულ დ----- ქ----–---–თან ჩატარებული საგამოძებო მოქმედების დროს ამოღებული „ჯეოსელის“ სიმბარათის ჩასადებ მუყაოს კონვერტზე და „ჯეოსელის“ პლასტიკურ ბარათზე აღბეჭდილი ნომერი 5--------. ძიების შედეგად გვერდზე გამოვიდა მომხმარებელი M---- C------------ Naxevrad. ქსელ facebook.com-ზე დათვალიერების მიმდინარეობის პროცესში პროგრამა snipping tool-ის საშუალებით დასურათდა Facebook-ის აღნიშნული გვერდები. აღნიშნულ ფოტოებზე ასახულია ხსენებულ Facebook გვერდზე არსებული სტატუსი, შემდეგი შინაარსით „მალე დავდებ ვიდეოს და იამაყებს მამაჩემი“.

 

2017 წლის 27 მარტის მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მ-----– ჩ--–----–---–ის მობილური ტელეფონის ნომერზე 5----------- და 5----------- განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედება - სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა. 2017 წლის 29 მარტს 5------------ზე 5------------დან შევიდა შემდეგი შინაარსის მოკლეტექსტური შეტყობინება: მ-----– ვერ მოვიცალეთ შენთვის აქამდე და ახლა გაგვეცი პასუხი რომ შეგვპირდი იშოვე თუ არა.. პასუხი მოიწერე ან კი ან არა და რამდენი იშოვე?“. პასუხად 5----------- ნომერი წერს, რომ იშოვა. 1 აპრილს აღნიშნულ ნომერზე კვლავ შევიდა შემდეგი შინაარსის შეტყობინება: „მ-----– დღეს შეგვატყობინეს წასულხარ პოლიციაში და ... ყოჩაღ“, რაზეც მ-----–ი პასუხობს „ვინ გითხრათ რო პოლიციაში მივედი დამირეკეთ დამელაპარაკეთ არ დამღუპოთ ძალიან გთხოვთ“.

 

2017 წლის 7 აპრილის მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განხორციელდა მ-----– ჩ--–----–---–ის მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა. ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 08 აპრილს, 15:25-15:45 საათზე, გაშიფრულ იქნა 2017 წლის 26 მარტს დაზარალებულის ტელეფონის ნომერზე შემავალი მოკლეტექსტური შეტყობინებები, კერძოდ, მ-----– ჩ--–----–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონის მენიუში ეკრანზე გამოსახულია ფოლდერი წარწერით „მიმოწერა“. ტელეფონის წიგნში შენახულია ნომერი +---5--------, სახელით T----. აღნიშნული ნომრის მიმოწერის გახსნისას იძებნება 26 მარტის მოკლე ტექსტური შეტყობინებები შემდეგი შინაარსით: 20:39 - „არ მპასუხობ და არ დავრეკო?? 20:40 – „ერთი სიტყვით მოგვწერე დაგირეკოთ თუ არა. ან კი ან არათქო მ-----–“. 2017 წლის 27 მარტს აღნიშნული ნომრიდან შესულია შეტყობინება: „მ-----– სმს-ით გაგვარკვიე რას აპირებ რომ ვიცოდეთ როგორ ვიმოქმედოთ და რა მიმართულება მივცეთ ამ ფოტოებს და ვიდეოს. ბ---“. აღნიშნული განჩინების საფუძველზე ასევე მოპოვებულია სხვა შეტყობინებებიც, მათ შორის 5------------დან განხორციელებული.

 

ბრალდებულმა თ------ ზ-------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ დაზარალებულის დედასთან - შ------- ჩ--–----–---–თან წლების განმავლობაში აკავშირებდა მეგობრული ურთიერთობა, თუმცა ბოლო პერიოდში მათი ურთიერთობა გაუარესდა და შ------- ჩ--–----–---–ის მხრიდან გადაიზარდა თ------ ზ-------–---–ის მიმართ შურისძიებაში. მ-----– ჩ--–----–---–ი იმყოფება დედის გავლენის ქვეშ, ამიტომ ცრუობს, როდესაც მათ ამხელს დანაშაულის ჩადენაში.

 

ბრალდებულმა დ----- ქ----–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2017 წლის 25 მარტს, დანაშაულის ჩადენის დროს იგი იმყოფებოდა გ------ რაიონში და აღნიშნავდნენ ბიძის - ჯ--–--- ქ----–---–ის დაბადების დღეს. იგი ქ.თბილისში დაბრუნდა 2017 წლის 26 მარტს დილით.

 

ა-–--–- მ-----–--მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ თ------ ზ-------–---–მა და დ----- ქ----–---–მა ჩაიდინეს თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ასევე გამოძალვა, ესე იგი სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და მისთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს დაზარალებულის უფლებები, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ხოლო ა-–--–- მ-----–--მ გამოძალვაში დახმარება, ესე იგი სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნაში დახმარება, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და მისთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს დაზარალებულის უფლებები, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით და იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

 

პალატა აღნიშნავს, რომ თავისუფლების უკანონო აღკვეთა არის განზრახი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია პირის იძულებით დაკავებასთან, როცა მას ფაქტობრივად წართმეული აქვს თავისუფალი გადაადგილების ყველანაირი შესაძლებლობა. ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია, რომ პირს არ ჰქონდეს გადაადგილების არანაირი ობიექტური შესაძლებლობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანებს აქვთ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ არავის აქვს უფლება, თავისუფლება აღუკვეთოს ან სხვაგვარად შეუზღუდოს იგი პირს. დანაშაულის ძირითადი ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა და მისი თავისუფალი გადაადგილების უფლება. ამასთან, თავისუფლების უკანონო აღკვეთა მიეკუთვნება ფორმალურ დანაშაულთა კატეგორიას და იგი დამთავრებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთის მომენტიდან, რომლის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს.

 

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის ობიექტურ შემადგენლობას, გამოიხატება დამნაშავის მიერ მოთხოვნაში, გადასცენ მას ნივთი ან მასზე უფლება, ასევე ქონებით სარგებლობის უფლება. გამოძალვის დროს მოთხოვნას უნდა ერთვოდეს დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების, რაშიც მოიაზრება ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობა, ან მათი ნივთის განადგურების მუქარა ან დაზიანების ანდა მათთვის სახელისგამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები, რასაც ადგილი ჰქონდა მოცემულ შემთხვევაში. ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მას სახლიდან გასვლა არ შეეძლო, მთელი ღამე იჯდა ხელ-ფეხ შეკრული და მას აკონტროლებდნენ დ----- ქ----–---–ი და თ------ ზ-------–---–ი. მისი ჩვენებით, მასზე ხორციელდებოდა ფიზიკური და ფსიქიკური ზეწოლა და მისგან ითხოვდნენ 20000 აშშ დოლარის მიტანას.

 

როგორც თავისუფლების აღკვეთის, გამოძალვის, ისე სხვა დანაშაულთა შემთხვევის დროს, შესაძლებელია არ არსებობდნენ დანაშაულის თვითმხილველი პირები, რაც, რასაკვირველია, არ გულისხმობს დანაშაულის ჩადენაში დამნაშავე პირის თუ პირების დაუდგენლობას და არ მიუთითებს სხვა მტკიცებულებების ნაკლებ მნიშვნელობაზე. მოცემულ შემთხვევაში, პალატამ შეაფასა როგორც მ-----– ჩ--–----–---–ის ჩვენება, ისე მსჯავრდებულთა განმარტებები სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და მივიდა დასკვნამდე, რომ დანაშაული ჩადენილი იყო იმ ვითარებაში, როგორც ეს საქმის არსებით განხილვაზე აღწერა დაზარალებულმა.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიაჩნია, რომ დაზარალებულის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. მისი ჩვენების შეფასებისას, პალატა ითვალისწინებს სხვა მტკიცებულებების მნიშვნელობას, რომლებიც ავსებენ და ადასტურებენ დაზარალებულის ჩვენებას. რაც შეეხება იმ სხვაობებს, რაზეც მიუთითა დაცვის მხარემ, ვერ გახდება დაზარალებულის ჩვენების არაუტყუარად მიჩნევის საფუძველი. მ-----– ჩ--–----–---–მა ჩვენების მიცემისას ახსნა ის არაარსებითი სხვაობები, რაც ფიქსირდებოდა გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს შორის. დააფიქსირა, რომ ვიდეოს შესახებ გამომძიებლისთვის თქმა გადაწყვიტა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიუვიდა შეტყობინება თუ რა მიმართულება მიეცათ გადაღებული მასალისთვის. ის ფაქტი, რომ დაზარალებულის ნომერზე ნამდვილად ხორციელდებოდა ასეთი შინაარსის შეტყობინებები, დგინდება, როგორც მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალით, ისე მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით.

 

დანაშაულის ჩადენის ადგილი

 

პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შემთხვევა მოხდა 2017 წლის 25 მარტის ღამის საათებიდან 2017 წლის 26 მარტის დილის საათებამდე, თბილისში, ს--------–---–ის ქუჩა N----ში მდებარე ბინა N---ში. აღნიშნული ბინა ერთი დღით იყო გაქირავებული ვინმე „თ-----“. ც-------- გ--–-----მა წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო ა-–--–- მ-----–-- და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ პირს მიაქირავა ბინა 1 დღით.

 

უნდა აღინიშნოს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის კვლები, მათ შორის ხელის ანაბეჭდები, სუნის და ბიოლოგიური ნიმუშები. ის ფაქტი, რომ მითითებულ ბინაში ნამდვილად იმყოფებოდნენ თ------ ზ-------–---–ი, ა-–--–- მ-----–-- და დ----- ქ----–---–ი, დასტურდება ექსპერტიზის დასკვნებით. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, რამდენიმე თითის ანაბეჭდი ა-–--–- მ-----–--ს თითის ანაბეჭდის იდენტური იყო, ხოლო რამდენიმე - დ----- ქ----–---–ის. ოდოროლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა ამოღებული სუნის კვალის ნიმუშების იდენტურობა დ----- ქ----–---–ისგან, თ------ ზ-------–---–ისგან, ა-–--–- მ-----–--სგან და მ-----– ჩ--–----–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშებთან. გარდა ამისა, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბიომასალის გენეტიკურ პროფილებში დადგინდა თ------ ზ-------–---–ის და ა-–--–- მ-----–--ს გენეტიკური პროფილის არსებობა.

 

პალატა განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობას ღებულობდნენ ექსპერტები. დათვალიერებისას ნანახი და აღმოჩენილი ყველა კვალი დაწვრილებით არის აღწერილი ოქმში, მათ შორის მითითებულია სად იქნა ნანახი თითის კვლები და საიდან იქნა აღებული სხვა ნიმუშები. ასევე აღწერილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ყველა ნიმუში მოთავსდა სპეცპაკეტებში, შესაბამისი შტრიხკოდებით და დაილუქა. ამის შემდეგ, ამოღებული კვლები გამომძიებლის დადგენილებების საფუძველზე გადაიგზავნა ექსპერტიზების ჩასატარებლად. ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული სპეცპაკეტის შტრიხკოდები ემთხვევა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებულ შტრიხკოდებს. დასკვნებში მითითებულია, რომ პაკეტების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. შესაბამისად, ეჭვი ნივთიერი მტკიცებულების შესაძლო გამოცვლის შესახებ, საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

საგულისხმოა ის გარემოება, რომ მითითებულ ბინაში ყოფნის ფაქტი სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაადასტურა სამივე მსჯავრდებულმა. თ------ ზ-------–---–ის და ა-–--–- მ-----–--ს განმარტებით, ისინი ხშირად ქირაობდნენ საცხოვრებელ ბინებს სხვადასხვა ადგილზე. თბილისში, ს--------–---–ის ქუჩა N----ში მდებარე N-- ბინა ნამდვილად იქირავა ა-–--–- მ-----–--მ, სადაც იმყოფებოდა თ------ ზ-------–---–თან ერთად. აღნიშნულ ბინაში დილის საათებში მივიდა დ----- ქ----–---–ი. სამივე მსჯავრდებულმა განმარტა, რომ მითითებულ ბინაში არ ყოფილა მ-----– ჩ--–----–---–ი, რის დასადასტურებლადაც უთითებენ იმ გარემოებას, რომ არანაირი კვალი, რაც მის ბინაში ყოფნას დაადასტურებდა, გარდა გაურკვეველი ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა, არ არსებობდა. პალატა რასაკვირველია, არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ექსპერტიზის დასკვნებით ვერ დადგინდა მ-----– ჩ--–----–---–ის გენეტიკური პროფილის ან ხელის კვლების არსებობა ბინაში, თუმცა, აღნიშნული უპირობოდ არ მიუთითებს დაზარალებულის ჩვენების სიყალბეზე. ექსპერტების განმარტებით, გასათვალისწინებელია კონკრეტულ ობიექტებთან შეხების ინტენსივობა, დაცულობა, ქსოვილის ფაქტურა და სხვა გარემოებები, რის გამოც შესაძლებელია ობიექტზე არ დარჩეს გენეტიკური მასალა, თითის კვლები და მიკრონაწილაკები. ასევე უნდა აღინიშნოს მ----------–-----ის და ც-------- გ--–-----ის ჩვენებებით დადგენილი ფაქტი, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის 25 მარტს, ბინა მიაქირავეს ა-–--–- მ-----–--ს, რომელმაც აღნიშნულ ბინაში გაატარა მხოლოდ ერთი ღამე, გახეხა სამზარეულოს კარადები და იატაკის ფილები, რაც ბინის მფლობელებს ეჩვენათ უცნაურად, ვინაიდან ბინა მათ ა-–--–- მ-----–--ს გადასცეს სუფთა მდგომარეობაში. პალატას მიაჩნია, რომ ამ პირობებში, სრულიად შესაძლებელია ბინაში არ დარჩენილიყო მ-----– ჩ--–----–---–ის კვლები. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას იმ არგუმენტზე, რატომ დარჩა ბინაში მსჯავრდებულთა კვლები და არა დაზარალებულის, შესაძლოა გამოწვეული იყოს კვლების აღმოჩენის ადგილის სპეციფიკით, ან იმ გარემოებით, რომ მ-----– ჩ--–----–---–მა ადრე დატოვა ბინა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „იმ პირობებში, როდესაც არსებობს: მოწმე პოლიციელების - რ. დ-ს, ლ. ჯ-ს, ა. რ-სა და თ. კ-ს თანმიმდევრული, თანხვდენილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია; ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა; საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და პოლიციელთა მხრიდან გ. ვ-ს მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება; მხოლოდ ბიოლოგიური (გენეტიკური) და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, მით უფრო იმ მოცემულობით, როდესაც ექსპერტები განმარტავენ, თუ რა შემთხვევაში და რა ალბათობით არის შესაძლებელი, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე დარჩეს კვალი და რომელი გარემოებები გამორიცხავს კვალის დარჩენის შესაძლებლობას, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს“ (ვრცლად იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 14).

 

მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ოდოროლოგიური ექსპერტიზა არ დადებია საფუძვლად თ------ ზ-------–---–ის, დ----- ქ----–---–ის და ა-–--–- მ-----–--ს მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. დაზარალებულის ჩვენება შესაბამისობაშია მოწმეების: გ------- თ----------–---–ის, გ------- მ------–---–ის, ს----- ფ---------–---–ის და ბ------- ჩ--–----–---–ის ჩვენებებთან. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ 2017 წლის 25 მარტს, გოგონასთან შესახვედრად, კახეთიდან თბილისში ჩამოიყვანეს მ-----– ჩ--–----–---–ი, რომელიც ჩამოსვეს ბ-------------–----–---ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სუპერმარკეტ „ფ-------სთან“. ვინაიდან მ-----– ჩ--–----–---–ს შეაგვიანდა უკან დაბრუნება, შეეცადნენ მასთან ტელეფონით დაკავშირებას, თუმცა იგი მათ ზარს არ პასუხობდა. დაახლოებით 04:00 საათზე, დაზარალებულმა უპასუხა ტელეფონს და უთხრა, რომ ოჯახური პრობლემის გამო ვერ დაბრუნდებოდა სოფელში, რის გამოც ისინი მის გარეშე დაბრუნდნენ სოფელში.

 

ის გარემოება, რომ მ-----– ჩ--–----–---–ი ნამდვილად იმყოფებოდა მითითებულ ბინაში, ასევე დასტურდება ვიდეოსათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული ჩანაწერებით. კერძოდ: სუპერმარკეტ „ფ-------ს“ ჩანაწერში ჩანს, რომ 2017 წლის 25 მარტს, ღამის 22:02:49 საათზე, მ-----– ჩ--–----–---–ი მოძრაობს იმ ქუჩის მიმართულებით, სადაც მოხდა დანაშაული. ბ-------------–----–---ის ქუჩა N----ში მდებარე შპს „მოგოს“ შენობაზე განთავსებული გარე პერიმეტრის ამსახველი ვიდეოკამერების ჩანაწერებით კი დგინდება, რომ 2017 წლის 26 მარტს 11:08:10 საათიდან 11:08:13 საათამდე დროის მონაკვეთში მ-----– ჩ--–----–---–ი გადაადგილდება ბ-------------–----–---ის ქუჩის მიმართულებით. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიც, სადაც დაზარალებულმა გამომძიებელს უჩვენა ბინამდე მისასვლელი გზა, სადაც აღმოჩენილი კვლები ადასტურებდა დაზარალებულის ჩვენების უტყუარობას. პალატა ეთანხმება დაცვის მხარეს იმ ნაწილში, რომ ჩანაწერში შეუძლებელია უტყუარად იმის მტკიცება მ-----– ჩ--–----–---–ს სახეზე აღენიშნება დაზიანება თუ არა. 2017 წლის 28 აპრილის ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 2017 წლის 27 მარტს, პირადი გასინჯვით, მ-----– ჩ--–----–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები: სისხლნაჟღენთები - კეფის მიდამოში ცენტრალურად, მარჯვენა თხემ-საფეთქლის მიდამოში, კისრის მარჯვენა გვერდითი და უკანა ზედაპირების საზღვარზე შუა მესამედში და მარცხენა წვივის ქვედა მესამედში გარეთა ზედაპირზე. ნაკვეთი ჭრილობები - მარცხენა მტევნის წინა ზედაპირზე I ნების ძვლის (ტენარის) საპროექციოდ, მარჯვენა წინამხრის ქვედა მესამედის წინა და წინა შიგნითა ზედაპირის საზღვარზე. აღნიშნული დაზიანებების მდებარეობიდან გამომდინარე, პალატა ვერ მიიჩნევს, რომ დაზარალებულის ჩვენება მოგონილია თ------ ზ-------–---–ისთვის, დ----- ქ----–---–ისთვის და ა-–--–- მ-----–--სთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.

 

დანაშაულის ჩამდენი პირები

 

პალატას მიაჩნია, რომ მ-----– ჩ--–----–---–ის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და გამოძალვა ჩაიდინეს თ------ ზ-------–---–მა და დ----- ქ----–---–მა, რაშიც მათ დახმარება გაუწია ა-–--–- მ-----–--მ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი, ხოლო წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად კი, დამხმარეა ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლი მაკვალიფიცირებელ გარემოებად ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხოლო 181-ე მუხლი - ჯგუფის მიერ. შეთანხმებიდან დანაშაულის აღსრულების დაწყებამდე არსებულ დროის ინტერვალს კი დანაშაულის კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ოქმებით, ასევე ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ თ------ ზ-------–---–ი და დ----- ქ----–---–ი შეთანხმებულები იყვნენ დანაშაულის ჩასადენად, ხოლო ა-–--–- მ-----–--მ ხელი შეუწყო მათ დანაშაულის ჩადენაში.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, მ-----– ჩ--–----–---–მა გამომძიებელი მიიყვანა თბილისში, ს--------–---–ის ქუჩა N----ში მდებარე ბინა N---ში. სწორედ აღნიშნულ ბინაში აღმოჩნდა სამივე მსჯავრდებულის მიერ დატოვებული სხვადასხვა სახის კვალი.

 

აღსანიშნავია, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას, რაც მათ დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა. გასათვალისწინებელია, რომ ამოღებული ნივთიერებები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დ----- ქ----–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებული შენიშვნის თანახმად, გარკვეულ ნივთებს ის ინახავდა მის სამუშაო ადგილზე. ამოღების ოქმით ამოღებულია სხვადასხვა სახის ნივთები, მათ შორის პნევმატური იარაღი და ,,ჯეოსელის“ პლასტიკური ბარათი, რომელზეც იკითხება ნომერი 5--------.

 

დაზარალებულის ჩვენებით, მოგვიანებით მეგობარმა უთხრა, რომ მისი სახელით და გვარით შექმნილი იყო ფეისბუქის სხვა პროფილი ,,მ-–-- ჩ--–----–---–ი ნახევრად“, სადაც იყო სტატუსი ,,ეხლა დავდებ ფოტოებს და ვიდეოს და იამაყებს მამაჩემი“. მისი განმარტებით, მიხვდა, რომ საუბარი იყო თ------ ზ-------–---–ის მიერ გადაღებულ ვიდეოზე, რომლის გამოქვეყნებითაც ასევე ემუქრებოდნენ ბრალდებული პირები. დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 11 მაისს, 11:29-12:00 საათზე, გამომძიებლის მიერ დათვალიერდა სოციალური ქსელის facebook.com-ის ვებ გვერდი, სადაც ქსელ facebook.com-ის მომხმარებლების ავტორიზაციის პარამეტრების შესაყვან გრაფაში ,,Forgot account?“ რომლის საშუალებითაც ხდება სოციალურ ქსელ facebook.com-ის მომხმარებლების ანგარიშის მოძებნა და პაროლის აღდგენა, მობილური ტელეფონის ნომრის და ელექტრონული ფოსტის მისამართის გამოყენებით, მიეთითა 2017 წლის 10 აპრილს, ბრალდებულ დ----- ქ----–---–თან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების დროს ამოღებული „ჯეოსელის“ სიმბარათის ჩასადებ მუყაოს კონვერტზე და „ჯეოსელის“ პლასტიკურ ბარათზე აღბეჭდილი ნომერი 5--------. ძიების შედეგად გვერდზე გამოვიდა მომხმარებელი M---- C------------ Naxevrad. გვერდზე განთავსებულია სტატუსი შემდეგი შინაარსით: „მალე დავდებ ვიდეოს და იამაყებს მამაჩემი“. დაცვის მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული სოციალური ქსელის გვერდი აქტიური იყო მათი დაკავების შემდეგაც, რაც გამოიხატებოდა მეგობრების დამატებით, ვერ იქნება უტყუარად მიჩნეული, რადგან შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო მანამდე გაგზავნილი მეგობრობის თხოვნებით და მოგვიანებით დადასტურებით.

 

პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილე პირთა ჩვენებებში, ისევე, როგორც აღნიშნული ოქმების, დასკვნების და სხვა მტკიცებულებების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულების მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ ოქმების სისწორე ხელმოწერებით დადასტურებული აქვთ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, ხოლო დ----- ქ----–---–ის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ამოღების ოქმის სისწორეს ადასტურებს ასევე დ----- ქ----–---–იც და მითითება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ბარათი „ჩაუდეს“, უსაფუძვლოა.

 

მსჯავრდებულთა განმარტება, რომ შ------- ჩ--–----–---–მა გამოიყენა შვილი - მ-----– ჩ--–----–---–ი და დაგეგმილი მოქმედებებით, რადგან მათთვის ცნობილი იყო ნაქირავები ბინის მისამართი, შეთხზეს აბსურდული ვერსია, ვერ იქნება გაზიარებული. სხდომაზე დაკითხვისას არ დადგენილა ასეთი დაინტერესების არსებობის ფაქტები. პალატა არ შევა იმ საკითხის განხილვაში თუ რა ურთიერთობა აკავშირებდათ შ------- ჩ--–----–---–ს, თ------ ზ-------–---–ს და ა-–--–- მ-----–--ს ერთმანეთთან, თუმცა, დაცვის მხარის მიერ დაფიქსირებული არგუმენტით, დაინტერესებული უნდა ყოფილიყვნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებიც, რომლებმაც ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (ვრცლად იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11).

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას დაზარალებულ მ-----– ჩ--–----–---–ის და მოწმე შ------- ჩ--–----–---–ის ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის შესახებ, თითქოსდა ხსენებულ პირთა ჩვენებები წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან. ამასთან მათ მიერ ბრალდებულთა მამხილებელი ჩვენებების მიცემა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ შ------- ჩ--–----–---–ს სურს თავი აარიდოს თ------ ზ-------–---–ის ვალის გადახდას. აღნიშნულმა პირებმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე აღწერეს შემთხვევის დღეს და შემდეგ განვითარებული მოვლენები. მართალია, მათ ჩვენებებში არის გარკვეული ხასიათის ცდომილებები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც პალატას მათი ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს მისცემდა. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულთა მიმართ ინტერესის არსებობის და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა თუ რა დაინტერესება უნდა ჰქონოდათ პოლიციის თანამშრომლებს მიეცათ ცრუ ჩვენებები და სასამართლოსთვის მოეწოდებინათ არარსებული ინფორმაცია. რაც შეეხება ვ----– შ------ის ჩვენებას და ამოცნობის ოქმს, მოწმემ დაკითხვისას დაადასტურა, რომ მასზე რაიმე სახის გავლენას ვინმეს მხრიდან ადგილი არ ჰქონია. თუ მოწმე კეთილსინდისიერად შეცდა, ეს არ ადასტურებს გამოძიების დაინტერესებაზე მსჯავრდებულთა მიმართ. პალატა, რასაკვირველია არ უარყოფს სხვა მოსაპოვებელი მტკიცებულებების მნიშვნელობას და ურჩევს საგამოძიებო ორგანოებს დროულად და სრულყოფილად ჩაატარონ გამოძიება და წარმოადგინონ ყველა შესაძლო მტკიცებულება. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ გამოძიების მიერ არ გამოთხოვილა მ-----– ჩ--–----–---–ის, შ------- ჩ--–----–---–ის მობილურ ტელეფონზე განხორციელებული საუბრების შემავალ-გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, არ მოპოვებულა ნომრის მფლობელთა დეტალური ინფორმაცია და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, აღნიშნული მსჯავრდებულთა გამართლების საფუძველი ვერ გახდება.

 

ამოცნობისას დაზარალებულმა მიუთითა იმ ამოსაცნობ ნიშნებზე, რომლითაც ამოიცნო თითოეული ბრალდებული. ის გარემოება, რომ მას ა-–--–- მ-----–--ს ფეხზე არსებული ტატუ არ დაუნახავს, არ წარმოადგენს მ-----– ჩ--–----–---–ის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველს. არც ის გარემოებაა დასაბუთებული, რომ, თუ მ-----– ჩ--–----–---–ს გზის, კრედიტის და მობილურზე ჩასარიცხ თანხას აძლევდა ა-–--–- მ-----–--, უქონელი მ-----– ჩ--–----–---–ისთვის თანხის გამოძალვა კარგავდა აზრს. მოცემულ შემთხვევაში მოწმეების შ------- ჩ--–----–---–ის, ბ------- ჩ--–----–---–ის და თავად დაზარალებულის ჩვენებით დეტალურად იქნა აღწერილი თუ რა ქონებას ფლობდა დ----- ჩ--–----–---–ი. აღნიშნულ პირთა ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ მამა შვილისთვის არაფერს იშურებდა, რაც მოწმის ჩვენებით, ცნობილი იყო თ------ ზ-------–---–ისთვის და მათი ახლო გარემოცვისთვის, რომლებსაც ხშირი კონტაქტი ჰქონდათ შ------- ჩ--–----–---–თან. გარდა ამისა, დანაშაულის ამ მუხლით დაკვალიფიცირებისთვის სავალდებულო არ არის დაზარალებულს თავად ჰქონდეს დამნაშავისგან მოთხოვნილი ფულადი თანხა, შესაძლოა აღნიშნული თანხა მოიძიოს სხვა წყაროებიდან.

 

დაზარალებულმა განმარტა, რომ იგი მთელი ღამის განმავლობაში იყო ხელ-ფეხ შეკრული და მას მუდმივად აკონტროლებდნენ თ------ ზ-------–---–ი და დ----- ქ----–---–ი. გარკვეული პერიოდით ხელ-ფეხის გახსნა არ ნიშნავს იმას, რომ მას ჰქონდა გაქცევის შესაძლებლობა. შესაბამისად, ის გარემოება, თუ როგორ მოიქცევა პირი კონკრეტულ სიტუაციაში და როგორ მოიმოქმედებს, ვერ გახდება მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საკმარისი საფუძველი.

 

დ----- ქ----–---–ის განმარტებით, 26 მარტს მის გამო წამოვიდა თ------ ზ-------–---–ი ნაქირავები ბინიდან, რაც დაადასტურა მაღაზიის მენეჯერმა თ----- ზ-------მაც, რომ იმ დილით სამსახურში დ-----ი ვერ გამოცხადდებოდა. პალატის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ დ----- ქ----–---–ი 2017 წლის 26 მარტის 09:00 საათზე არ გამოცხადდა სამსახურში, არ მიუთითებს მისი ჩვენების სისწორეზე, პირიქით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არც ის დასტურდება, რომ 2017 წლის 25 მარტს საერთოდ არ იმყოფებოდა თბილისში და მხოლოდ დილის საათებში მიაკითხა ბიძას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულთა მიერ მითითებული ზემოაღნიშნული და სხვა გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება დაზარალებულის, სხვა მოწმეების, პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების რელ----ტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის წინაპირობა.

 

გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც თ------ ზ-------–---–მა და დ----- ქ----–---–მა თავისუფლების უკანონო აღკვეთით და იარაღის დემონსტრირებით მოახდინეს დაზარალებულის დაშინება, მ-----– ჩ--–----–---–ისთვის სახელგამტეხი ცნობების გავრცელების და მკვლელობის დაბრალების მუქარით დაზარალებულისგან ითხოვდნენ დიდი ოდენობით ფულად თანახას. ასევე დადგენილია, რომ ა-–--–- მ-----–--მ მოიპოვა მ-----– ჩ--–----–---–ის ნდობა და იგი მოტყუებით მიიყვანა კონსპირაციულად ნაქირავებ ბინაში, სადაც ვითომდა შემთხვევით მისულმა მეუღლემ მოკლა იგი. აღნიშნულით კი თ------ ზ-------–---–ს და დ----- ქ----–---–ს გაუწია დახმარება და გაუადვილა მ-----– ჩ--–----–---–ისგან დიდი ოდენობით ფულის გამოძალვა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი შენიშვნის თანახმად, კოდექსის XXV თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ-----– ჩ--–----–---–მა განმარტა, რომ მას თხოვდნენ თანხას - 20000 აშშ დოლარის ოდენობით. საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდის დათვალიერების ოქმით კი დადგენილია, რომ 2017 წლის 25 მარტის მდგომარეობით, ერთი აშშ დოლარის გაცვლითი კურსი შეადგენდა 2.4513 ლარს. შესაბამისად სახეზეა დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - გამოძალვა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით.

 

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ ა-–--–- მ-----–-- წარმოადგენს ნასამართლობის მქონე პირს, რაც მაკვალიფიცირებელ გარემოებად აქვს წარდგენილი. განაჩენებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამრთლოს 2011 წლის 21 ნოემბრის განაჩენით ა-–--–- მ-----–-- მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 8 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის. წარმოდგენილი მტკიცებულებებით, აღნიშნული განაჩენებით დადგენილი ნასამართლობა, ა-–--–- მ-----–--ს, დანაშაულის ჩედენის დროისთვის მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია.

 

საპროცესო ნორმების დაცვა:

 

დაცვის მხარემ არაერთ გარემოებაზე მიუთითა, რაც, მათივე მოსაზრებით, მოწმობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების უკანონო გზით მოპოვებაზე და მათ დაუშვებლობაზე. პალატა ძირითად არგუმენტებს შეეხება.

 

მტკიცებულებების გაცვლა. მსჯავრდებულმა თ------ ზ-------–---–მა სადავოდ გახადა მტკიცებულეების გადაცემის საკითხი და აღნიშნა, პროკურატურამ სპეციალურად შეუგზავნა ადვოკატი, რის გამოც მან მტკიცებულებები სრული სახით მიიღო მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება რამდენიმე ოქმი შესაძლო მტკიცებულებების გაცვლის თაობაზე. ნაწილზე ხელი აქვს მოწერილი თავად თ------ ზ-------–---–ს, ხოლო ნაწილზე ადვოკატ ვ----–-- მ------–---–ს. წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს, რომ ოქმებზე განხორციელებული ხელმოწერები ყალბია, ან ადვოკატი წარმოადგენდა დაინტერესებულ პირს. გამოძიების მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის განცხადება, სადაც თ------ ზ-------–---–ი უთითებს გამოძიებას რაიმე სახის უკანონობაზე ან საქმის მასალების გადაუცემლობაზე. სააპელაციო სასამართლოში დაფიქსირებული არაერთი განცხადების შემდეგ სასამართლომ უზრუნველყო თ------ ზ-------–---–ისთვის საქმის მასალების ასლების და ნივთიერი მტკიცებულებების (დისკები) ასლების გადაცემა, რაც უპირობოდ არ მიუთითებს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის არგუმენტების დადგენილად მიჩნევაზე.

 

მტკიცებულებების წარდგენა დაცვის მხარის მიერ. დაცვის მხარემ არაერთი შუამდგომლობა დააყენა როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულებათა ხელახლა გამოკვლევის და „ახალი მტკიცებულებების“ დაშვების თაობაზე. პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, არც პირველი ინსტანციის სასამართლოს და არც სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არ დარღვეულა არც კონვენციით და არც საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დებულებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.

 

როგორც წესი, მტკიცებულებების მოპოვება და წარდგენა ხდება წინასასამართლო სხდომამდე 5 დღით ადრე. სწორედ ამ დროს მთავრდება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება. საქმისწარმოების შემდეგ ეტაპებზე მტკიცებულებების წარდგენას კი სჭირდება გარკვეული წინაპირობების არსებობა, რაც, თავის მხრივ, მტკიცებულებათა წარდგენის სპეციალურ წესს უკავშირდება. ეს სპეციალური წესი მოქმედებს საქმის არსებითი და სააპელაციო წესით განხილვისას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი მოეპოვებინა მტკიცებულება, როგორც ბრალდების მხარე. თუ ბრალდების მხარემ არ ჩაატარა რაიმე საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედება, საქმის მასალების მიხედვით ასევე არ დგინდება, რომ წინასასამართლო სხდომამდე 5 დღით ადრე პერიოდამდე დაცვის მხარემ მიმართა გამოძიებას ან სასამართლოს ასეთი მტკიცებულებების მოპოვების მოთხოვნით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი. დაცვის მხარის პოზიციით, მ----------–-----ი არ იყო უფლებამოსილი გაეცა თანხმობა დათვალიერებაზე, ვინაიდან, საქმეში არ იყო წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა მის მიერ აღნიშნული ბინის მფლობელობას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. [...] თანამესაკუთრის ან თანამფლობელის ან კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობა საკმარისია ამ ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების სასამართლოს განჩინების გარეშე ჩასატარებლად. ამავე კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით, თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, ის ტარდება სასამართლოს განჩინებით. სასამართლოს განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც მხარე დათვალიერებას ატარებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან მესაკუთრე (მფლობელი) წერილობით გამოხატავს თანხმობას.

 

სადავო არ არის ის გარემოება, რომ მ----------–-----ი და ც-------- გ--–-----ი არ არიან თბილისში, ს--------–---–ის ქუჩა N----ში მდებარე N-- ბინის მესაკუთრეები, თუმცა განმარტეს, რომ აქვთ დატოვებული ნათესავისგან, რომლის გაქირავების შედეგადაც იღებენ თანხას. ფაქტია, რომ სწორედ ც-------- გ--–-----მა მიაქირავა ბინა ა-–--–- მ-----–--ს, რაც დასტურდება ამოცნობის ოქმით. ხოლო თანამფლობელმა მ----------–-----მა თანხმობა განაცხადა დათვალიერებაზე, რაც არ წარმოადგენს საგამოძიებო მოქმედების უკანონობის დამადასტურებელ გარემოებას.

 

ნიმუშის აღების ოქმები. დაცვის მხარის მტკიცებით, ნიმუშის აღება ღამის საათებში მისი გაუზიარებლობის საფუძველია, რასაც პალატა ვერ დაეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ღამით ჩატარება დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა. ნიმუშის აღება, რომლის ღამით ჩატარებასაც დაცვის მხარე ხდის სადავოდ, წარმოადგენს საპროცესო მოქმედებას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად, ნიმუშის აღება ტარდება მხარის მიერ და ნიმუშის აღება, რომელიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, დასაშვებია იმ პირის თანხმობით, რომლისგანაც ნიმუში უნდა იქნეს აღებული. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა არც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევა და არც მოსამართლის განჩინება იყო საჭირო, ვინაიდან, წარმოდგენილი წერილობითი თანხმობებით თ------ ზ-------–---–მა, დ----- ქ----–---–მა და ა-–--–- მ-----–--მ თანხმობა განაცხადეს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე. აღსანიშნავის ის გარემოებაც, რომ ნიმუშის აღება არ იწვევდა ძლიერი ტკივილის შეგრძნებას და არც რაიმე საფუძველი არსებობდა, რაც საპროცესო მოქმედება მოსამართლის კონტროლს დაექვემდებარებოდა.

 

ექსპერტიზის დასკვნების არაავთენტურობა. დაცვის მხარემ მიუთითა, რომ ექსპერტიზის დასკვნები იყო დაუშვებელი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების დარღვევის და ლიცენზიის არარსებობის გამო.

 

პალატამ განმარტა, რომ დათვალიერებისას ნანახი და აღმოჩენილი ყველა კვალი დაწვრილებით იქნა ოქმში აღწერილი, ასევე მიეთითა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები მოთავსდა სპეცპაკეტებში, შესაბამისი შტრიხკოდებით და დაილუქა. ამის შემდეგ, ამოღებული კვლები გამომძიებლის დადგენილებების საფუძველზე გადაიგზავნა ექსპერტიზების ჩასატარებლად. ექსპერტიზები ჩატარებულია საექსერტო დაწესებულებებში, რომლებიც უფლებამოსილები არიან დასკვნის გაცემაზე. დასკვნებში მითითებული სპეცპაკეტის შტრიხკოდები კი ემთხვევა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებულ შტრიხკოდებს. დასკვნებში მითითებულია, რომ პაკეტების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. შესაბამისად, ეჭვი ნივთიერი მტკიცებულების შესაძლო გამოცვლის შესახებ საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში არ არის მითითებული მეთოდი და სხვა მნიშვნელოვანი არგუმენტები, არ წარმოადგენს დასკვნის გაუზიარებლობის საფუძველს. დასკვნაში მითითებულია გამოყენებული ლიტერატურა, რომლითაც იხელმძღვანელა ექსპერტმა და ასახულია გამოკვლევის მიმდინარეობა. ის არგუმენტი, რომ დასკვნის ჩატარებისას გამოყენებულია „ძაღლი“, არ უკარგავს დასკვნას მნიშვნელობას. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ზემოაღნიშნული დასკვნა საფუძვლად არ დადებია გამამტყუნებელ განაჩენს.

 

წერილის გაყალბება. დაცვის მხარე აპელირებს ფ-------ს შოპინგ ცენტრის გენერალური მენეჯერის თ----- ა-----ს 2017 წლის 6 აპრილის წერილზე და უთითებს, რომ წერილი გაყალბებულია, ვინაიდან ეტყობა გადაკეთების კვალი. პალატა არ უარყოფს წერილზე გადაკეთების კვალს, თუმცა, აღნიშნავს, რომ აღნიშნული არ შეიძლება შეფასდეს მტკიცებულების სიყალბედ შემდეგ გარემოებათა გამო: წერილში მითითებულია, რომ შენობაზე განთავსებული სათვალთვალო ვიდეოკამერის 2017 წლის 26 მარტის 11:00 საათიდან 2017 წლის 26 მარტის 12:00 საათამდე პერიოდის ჩანაწერის გადმოცემა ვერ მოხდება აღნიშნულ პერიოდში არსებული კომპიუტერული სისტემის ტექნიკური გაუმართაობის გამო. ბეჭდურ ვერსიაში, ნაცვლად „26 მარტის 11 საათისა“, მითითებულია 25 მარტის სხვა საათი. 2017 წლის 3 აპრილის მოსამართლის განჩინებით დაკმაყოფილებულია შუამდგომლობა სუპერმარკეტ „ფ-------ს“ (მისამართი: თვილისი, ბ-------------–----–---ის გამზირი N--) კომპიუტერული სისტემიდან N9 სათვალთვალო ვიდეოკამერის მიერ დაფიქსირებული ვიდეოჩანაწერის გამოთხოვის თაობაზე, 2017 წლის 25 მარტს 22:00 საათიდან 2017 წლის 25 მარტის 23:00 საათამდე მონაკვეთში და 2017 წლის 26 მარტის 11 საათიდან 2017 წლის 26 მარტის 12 საათამდე მონაკვეთში. შესაბამისად, წერილში ჩასწორებული რიცხვი და საათი შესაბამისობაშია სასამართლოს განჩინებასთან და მხოლოდ ჩასწორების არსებობა ვერ გახდება მტკიცებულების უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა უტყუარობა და მნიშვნელობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში თ------ ზ-------–---–ის, დ----- ქ----–---–ის და ა-–--–- მ-----–--ს პოზიცია წინააღმდეგობაშია წარმოდგენილ მტკიცებულებებთან, არის არადამაჯერებელი და მიზნად ისახავს როგორც საკუთარი თავისთვის, ისე ერთმანეთისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: Krasulya v. Russia, N12365/03 , პარ. 50). პალატას მიაჩნია, რომ დაცვის ძირითად არგუმენტებზე იმსჯელა თბილისის სააპელაციო პალატამ და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ უდა დაკმაყოფილდეს. პალატამ დაადგინა, რომ თ------ ზ-------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები, დ----- ქ----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები, ხოლო ა-–--–- მ-----–--მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია, მათ შორის სასჯელის ნაწილშიც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ თ------ ზ-------–---–ის, მსჯავრდებულ ა-–--–- მ-----–--ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მევლუდ ჯანჯღავას, მსჯავრდებულ დ----- ქ----–---–ის, მსჯავრდებულების დ----- ქ----–---–ის და ა-–--–- მ-----–--ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის და მსჯავრდებულ დ----- ქ----–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ---- ჯოხაძის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

თ------ ზ-------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

თ------ ზ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

თ------ ზ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ------ ზ-------–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

თ------ ზ-------–---–ის სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 10 აპრილიდან.

 

დ----- ქ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

დ----- ქ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დ----- ქ----–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

დ----- ქ----–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 10 აპრილიდან.

 

ა-–--–- მ-----–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი 5 (ხუთი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ა-–--–- მ-----–--ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ა-–--–- მ-----–--ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 10 აპრილიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 178-ე და 280-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის ა-–--–- მ-----–--ს არასრულწლოვანი შვილები - ლ---- მ-----–--ე, ლ-–- მ-----–--ე, გ------- მ-----–--ე, ო-–---- მ-----–--ე, ზ------ მ-----–--ე, ა----- მ-----–--ე, ბ------ მ-----–--ე მსჯავრდებულის სასჯელის მოხდის პერიოდში - ზედამხედველობისა და დახმარების გარეშე დარჩენის შემთხვევაში მზრუნველობისათვის გადაეცეს ბავშვების ადგილსამყოფლის მიხედვით სამეურვეო ორგანოს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

▪ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნივთები 2 (ორი) ცალი ტელევიზორის პულტი, 2 (ორი) ცალი სავარძლის ნაჭრის გადასაფარებელი, 1 (ერთი) ცალი ბალიში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს მ----------–-----ს;

 

▪ თ------ ზ-------–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი და პლანშეტი, ა-–--–- მ-----–--ს ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის მობილური ტელეფონი, ტანისამოსი, ფოტოაპარატი, ნოუთბუქი, დ----- ქ----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ტყავის საფულე მასში მოთავსებული ნივთებით, შავი ფერის სათვალე და ყურსასმენები, ხელჩანთა მასში მოთავსებული ნივთებით (შარვალი, მაისურები, ერთი ცალი ჯეოსელის სიმბარათის პლასტიკური ჩარჩო, დანა, წიგნები), ,,მოტოროლას“ და ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონები, მეხსიერების ბარათი და ელექტრომოწყობილობები, დ----- ქ----–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული 33 (ოცდაცამეტი) ცალი დისკი, 1 (ერთი) ცალი მეხსიერების ბარათი, 3 (სამი) ცალი მიკროჩიპი და ,,ASUS-ის“ ფირმის კომპიუტერის პროცესორი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მსჯავრდებულების ნდობით აღჭურვილ პირებს;

 

▪ მაღაზია ,,ნ----–იდან“ ამოღებული პნევმატური პისტოლეტი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სათანადო რეაგირებისათვის გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს;

 

▪ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუშები, ხელის კვალის ნიმუშები და ანაწმენდები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

▪ შპს ,,ფ-------დან“ გამოთხოვილი დისკი მასზე არსებული ვიდეოჩანაწერით, შპს ,,ვ-----–-დან“ გამოთხოვილი დისკი მასზე არსებული ვიდეოჩანაწერით, შპს ,,მ---------“ გამოთხოვილი 2 (ორი) ცალი დისკი მასზე არსებული ვიდეოჩანაწერებით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან გადმოგზავნილი დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე