განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №0201--12--03456774(1/59-20)
განაჩენი
საქართველოს სახელით
25 თებერვალი, 2020 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი-მარიამ თოდუას
პროკურორი - ან---------ას
ადვოკატ - მა-------------ას
ბრალდებული - გო------------ას
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: გო------------ას მიმართ
მამის სახელი: რე----ი
დაბადებული: 0-.0-.1--- წელს
პირადი ნომერი: 19--------1
საქართველოს მოქალაქე
საშუალო განათლების მქონე
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ზუ--------------–----–------ი, სო----–--------ი
რეგისტრირებული: ზუ--------------–----–------ი, სო----–--------ი
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
გო------------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:
2019 წლის 31 დეკემბერს, საღამოს საათებში, ზუგ-------------------------–-------ში, ძველი წყენის გამო, თოფით შეიარაღებული გო------------ა მივიდა მისი ძმის - გი--–---------ას საცხოვრებელ სახლში, სადაც მოახდინა რამდენიმე გასროლა. ამასთან, ქვით ჩაამსხრია გი--–---------ას კუთვნილი "TO---------S"-ის მარკის ავტომანქანის საქარე მინები, "F---"-ის მარკის ავტომანქანის საქარე მინა და საცხოვრებელი სახლის ფანჯრის მინა, რითაც ძმას - გი--–---------ას მიაყენა 850 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:
2019 წლის 31 დეკემბერს, საღამოს საათებში, ზუგ-------------------------–-------ში, ძველი წყენის გამო, თოფით შეიარაღებული გო------------ა მივიდა მისი ძმის - გი--–---------ას საცხოვრებელ სახლში, სადაც ქვით ჩაამტვრია გი--–---------ას კუთნილი ავტომანქანების საქარე მინები, ასევე საცხოვრებელი სახლის ფანჯრის მინა. ამასთან, რძლის - სო--------–----ას დასანახად ახდენდა იარაღის დემონსტრირებას, გაისროლა კიდეც, რაც სო--------–----ამ აღიქვა მისი მეუღლის - გი--–---------ას, მისი შვილის - გი--------------ას და პირადად მის მიმართ სოცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2--9); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2--6).
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
ბრალდებულ გო------------ას მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდიციული ძალის მქონე ეჭვის გამომრიცხავი, უდავო და რელევანტური მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ბრალდებულ გო------------ას აღიარებით.
2019 წლის 31 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოილუსტრაციით (ს.ფ 3-20)
2020 წლის 01 იანვრის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გო------------ას საცხოვრებელ სახლში და დამხარე ნაგებობაში ჩხრეკის ჩატარების შესახებ (ს.ფ. 29-37)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 20---–-–------------ის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გო------------ას საცხოვრებელ სახლში და დამხარე ნაგებობაში ჩატარებული ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 66-67)
2020 წლის 01 იანვრის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გო------------ას მიმართ ამოღების ჩატარების შესახებ (ს.ფ. 53-58)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 20---–-–------------ის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გო------------ას მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 71-72)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 20---–-–------------ის N1-- ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ 137-142)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 20---–-–------------ის N1---- ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ 148-153)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 03 თებერვლის N 00------0 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ 180-187)
დაზარალებულების გი--–---------ას და სო--------–----ას გამოკითხვის ოქმებით.
მოწმეების ჟა----–----ას, რა-----------ის, ნი----–---------ას და რე------------ას გამოკითხვის ოქმებით.
სამართლებრივი შეფასება:
გო------------ას ბრალდება წარდგენილი აქვს მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
პირის კონსტიტუციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს მისივე ოჯახის წევრის მიერ.
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე, მზრუნველი;
საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
დადგენილია, რომ გო------------ას და გი--–---------ა არიან ძმები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწი-ნებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა, რა დროსაც ხდება ქონების ხელყოფა, რომელიც მესაკუთრეს სერიოზულ ზიანს აყენებს.
მოცემული დანაშაულის ობიექტური მხარე გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას, რის შედეგად იცვლება მისი თვისობრიობა, არსებითად უარესდება მისი მდგომა-რეობა და ხდება ქონების სამეურნეო ღირებულების შემცირება. გო------------ას ქმედების შედეგად დაზიანებულია მისი ძმის გი--–---------ას კუთვნილი "TO---------S"-ის მარკის ავტომანქანის საქარე მინები, „F---“-ის მარკის ავტომანქანის საქარე მინა და საცხოვრებელი სახლის ფანჯრის მინა, რითაც - გი--–---------ას მიადგა 8--.33 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
სუბიექტური მხრივ გო------------ას მიერ ჩადენილი დანაშაული ხასიათდება პირდაპირი განზრახვით, მას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლსა- წინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა, რომ ანადგურებდა სხვის კუთვნილ ქონებას და სურდა ასეთი შედეგის დადგომა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარის ზევით, ხოლო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2020 წლის 03 თებერვლის №00------0 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად მინაპაკეტის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 34,25 ლარს, მინაპაკეტის ერთი ფენა მინის საბაზრო ღირებულება შეადგენს 16,08 ლარს, „TO---------S”-ის მარკის ავტომანქანის წინა საქარე მინის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 2-- ლარს, „TO---------S”-ის მარკის ავტომანქანის უკანა საქარე მინის საბაზრო ღირებულება შედაგენს 1-- ლარს, „F---“-ის მარკის ავტომანქანის წინა საქარე მინის საბაზრო ღირებულება შეადგენს 450 ლარს და ერთობლიობაში მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრა 8--,33 ლარით.
გო------------ას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს მასში, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო განმარტავს, მუქარა ადამიანის უფლებისა და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს წარმოადგენს და შესაბამისად იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
აღნიშნული დანაშაულის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა და მშვიდ გარემოში ცხოვრების უფლება.
ობიექტური მხრივ მოცემული დანაშაული გამოიხატა მოქმედებაში, დაზარალებულ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, რა დროსაც მას გაუჩნდა საფუძვლიანი და რეალური შიში მისი განხორციელებისა, ამ ქმედებამ დაზარალებულის სიმშვიდე დაარღვია და მისი აფორიაქება გამოიწვია.
მუქარა განზრახი დანაშაულია, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნო-ბიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, გო------------ას შეგნებული ჰქონდა მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა და სურდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა.
ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის არა აქვს მნიშვნელობა ბრალდებულს ჰქონდა თუ არა მიზნად მუქარის განხორცილება, ხოლო დანაშაული დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დაზარალებულს გაუჩნდა მისი რეალიზაციის საფუძვლიანი შიში.მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური, ხოლო მისი გამოვლენის ფორმას არა აქვს მნიშვნელობა, იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად, ჟესტით, ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის დემონსტრი-რებით, ამასთან დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს მუქარის განხორციელებაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლო-ბასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმა-ნეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (პრეიუდიციული ძალის მქონე) მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ გო------------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ამდენად, ბრალდებულ გო------------ას ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 111- 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გო------------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს ავადმყოფი მამა, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გო------------ას სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას, დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო, რაც სრულად შეესაბამება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 1981 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom, სადაც მსჯელობს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის. გო------------ას უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისა-თვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. გო------------ას მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, ადრე არ არის ნასამართლევი, შერიგებულია დაზარალებულთან, ხასიათდება დადებითად და რაც მთავარია აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება და სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიმართ გამართლებულია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენება, რა დროსაც ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა, თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი წლისა, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას – არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა.
გო------------ას მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს ნადგურდება.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, – ნადგურდება;
სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დაზარალე-ბულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ნივთიერ მტკიცებულება, „TO---------S”-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით FF------S, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ე.ქ.კ პოლიციის განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
„F---“-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით SS------E, რომელიც ინახება გი--–---------ასთან, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს შემდგომი განკარგვის მიზნით.
ერთი ცალი სანადირო თოფი და 7 ცალი ვაზნა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ე.ქ.კ პოლიციის განყოფილებაში, გადაეცეს საქართველოს შსს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით.
2 ცალი მასრა, საქარე მინების ნამსხვრევები, „F---“-ის მარკის ავტომანქანის საქარე მინის ნამსხვრევები, სახლის ფასადის ფანჯრის მინის ნატეხები, გო------------ას ნერწყვის ნიმუში და ანაწმენდის ნიმუში, „TO---------S”-ის მარკის ავტომანქანის საბარგულიდან ამოღებული ქვა, „TO---------S”-ის მარკის ავტომანქანის საქარე მინებიდან აღებული ანაწმენდები, „TO---------S”-ის მარკის ავტომანქანის გვერდით მიწის ზედაპირიდან ამოღებული ქვა, „„F---“-ის მარკის ავტომანქანის საქარე მინიდან აღებული ანაწმენდი, „F---“-ის მარკის ავტომანქანის გვერდით მიწის ზედაპირიდან ამოღებული 2 ცალი ქვა , სახლის ფასადის ფანჯრის მინიდან აღებული ანაწმენდები, პლასტმასის და მუყაოს ნაფლეთები, სახლის მისაღები ოთახიდან ამოღებული ქვა და სანადირო თოფის ლულის არხებიდან აღებული ანაწმენდები, განადგურდეს.
გო------------ას ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ე.ქ.კ პოლიციის განყოფილებაში, დაუბრუნდეს გო------------ას ოჯახს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ცნობილი იქნას დამნაშავედ გო------------ა (პირადი ნომერი 19--------1) საქართველოს სსკ-ის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2.საქართველოს 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად 0- (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 0- (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0- (ექვსი) თვის ვადით.
4.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გო------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად 0- (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 0- (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
5.გო------------ას სასჯელის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, 2020 წლის 01 იანვრის 01:57 საათიდან.
6. გო------------ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
7.ნივთიერი მტკიცებულება, „TO---------S”-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით FF------S, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ე.ქ.კ პოლიციის განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
„F---“-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით SS------E, რომელიც ინახება გი--–---------ასთან, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს შემდგომი განკარგვის მიზნით.
ერთი ცალი სანადირო თოფი და 7 ცალი ვაზნა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ე.ქ.კ პოლიციის განყოფილებაში, გადაეცეს საქართველოს შსს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით.
2 ცალი მასრა, საქარე მინების ნამსხვრევები, „F---“-ის მარკის ავტომანქანის საქარე მინის ნამსხვრევები, სახლის ფასადის ფანჯრის მინის ნატეხები, გო------------ას ნერწყვის ნიმუში და ანაწმენდის ნიმუში, „TO---------S”-ის მარკის ავტომანქანის საბარგულიდან ამოღებული ქვა, „TO---------S”-ის მარკის ავტომანქანის საქარე მინებიდან აღებული ანაწმენდები, „TO---------S”-ის მარკის ავტომანქანის გვერდით მიწის ზედაპირიდან ამოღებული ქვა, „„F---“-ის მარკის ავტომანქანის საქარე მინიდან აღებული ანაწმენდი, „F---“-ის მარკის ავტომანქანის გვერდით მიწის ზედაპირიდან ამოღებული 2 ცალი ქვა , სახლის ფასადის ფანჯრის მინიდან აღებული ანაწმენდები, პლასტმასის და მუყაოს ნაფლეთები, სახლის მისაღები ოთახიდან ამოღებული ქვა და სანადირო თოფის ლულის არხებიდან აღებული ანაწმენდები, განადგურდეს.
გო------------ას ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ე.ქ.კ პოლიციის განყოფილებაში, დაუბრუნდეს გო------------ას ოჯახს.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნატრული აკობია