განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2019
საქმის ნომერი
020100118002616923
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
19.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020100118002616923 (1/457-2018)

განაჩენი

საქართველოს სახელით

19 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ზუგდიდი

ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო

 

მოსამართლე - ნატრული აკობიამ

სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას

 

ბრალდების მხარე: პროკურორი- მა----------ს

ადვოკატ -ლო--------–----------–--------------------ს

ბრალდებული-ფა------------–--ს

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

1.ბრალდებული: ფა------------–--ს მიმართ

მამის სახელი: გო----ი

დაბადებული: 0-.11.196- წელს

პირადი ნომერი: 19--------7

საქართველოს მოქალაქე

საშუალო განათლების მქონე

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ქ. თბ--–-----–---–-------------------------------------1

რეგისტრირებული: ზუ--------------------------–---------–--

აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ფა------------–--მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცე- ბულად ცნო:

 

2018 წლის 01 ივლისს, ზუ--------------------------–--------–--–ი ფა------------–-- დაემუქრა დას, ეკ----------------–--ს მისი შვილების და შვილიშვილების სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ უთხრა, რომ შვილს და შვილიშვილებს დაუხოცავდა, რაც ეკ----------------–--მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ფა------------–--მ ასევე ჩაიდინა ცემა ორი პირის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცე- ბულად ცნო:

 

2018 წლის 17 ივლისს, ქ. ზუ------–----------------–-----–----------ე მდებარე სა-------–-----------------------–---–---------------------------------–---------–------–ი ყოფნის დროს ფა------------–--მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დისშვილს ალ---------–---ს თმებში ჩაავლო ხელი, მოქაჩა ძლიერად, იგი დაეცა, რის შემდეგ მან ფეხებით ცემა სხეულის სხვადასხვა ადგილას, სახის არეში გაკაწრა ფრჩხილებით, რა დროსაც ალ---------–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო ალ---------–---ს დასახმარებლად მისულ მამას მა----------–---ს ფა------------–--მ ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, შემდეგ დაუჯიკავა, რის შედეგად მარჯვენა ხელი მიარტყა ოთახში მდგარ სკამს, რა დროსაც მა----------–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

დაზარალებული ეკ----------------–-- განმარტავს, რომ ფა------------–-- არის მისი და, მან გაუზარდა შვილი 6 წლამდე, შემდეგ წაიყვანა თავისთან, მაგრამ ბავშვმა მიატოვა და თავშესაფარში წავიდა, რასაც მათ აბრალებს და ამ ნიადაგზე აქვთ კონფლიქტი. 2018 წლის 01 ივლისს ქალიშვილთან, ალ---------–---სთან და შვილიშვილთან ერთად იდგა ავტოსადგომზე, მოვიდნენ ფა----ა და მისი მეუღლე ეგ-----------–---–---–ი, რომელსაც უნდოდა მანქანის დაჯახება, ხოლო მისი და დაემუქრა, რომ მოუკლავდა შვილს და შვილიშვილებს და შეეშინდა მისი მუქარის, 2018 წლის 17 ივლისს სოციალურ სამსახურში მივიდნენ ბავშვის სანახავად, სადაც კივილით შემოვიდა ფა----ა, ალ----ს ეცა თმებში და პუტავდა, ურტყამდა ფეხებს, ტანსაცმელსაც ეტყობოდა ნაფეხურები, გასაშველებლად მისულ მის მეუღლეს, მა----------–---ს, დაუჯიკავა და რკინის სკამზე დავარდა, შემდეგ გაარტყა ხელი, თანამშრომლებმა უკანა გასასვლელიდან გაიყვანეს და გაარიდეს იქაურობას, ფა----ას შიშით ვერ დადიან მარტო.

 

დაზარალებულ მა----------–---ს განმარტებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 01 ივლისს მისი მეუღლე ეკ--------–-ა და ქალიშვილი ალ---------–--- შვილებთან ერთად იდგნენ ავტოსადგომზე, მოესმა ხმაური და მიირბინა, უთხრეს, რომ ეგ-----------–---–---–მა კინაღამ დააჯახა ავტომანქანა, ხოლო ცოლის და ფა------------–-- ემუქრებოდა ეკ--, რომ შვილს და შვილიშვილს მოუკლავდა, ალ----ს ბავშვი გაუვარდა ხელიდან, დაცემის შედეგად წარბი ჰქონდა გახეთქილი და წაიყვანეს ექიმთან. 17 ივლისს ფა----ას ქალიშვილის სანახავად წავიდნენ სოციალურ სამსახურში, ბავშვი იყო მათი გაზრდილი და ითხოვდა შეხვედრას, ამ დროს შემოვიდა ფა------------–-- და მივარდა მის ქალიშვილს, თმებში ექაჩებოდა, ის მივიდა მათთან გასაშველებლად, მაგრამ დაუჯიკავა და იგი დაეცა სკამზე, შემდეგ ჩაარტყა თავში და კისერში უჭერდა, ხოლო მას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

 

დაზარალებულ ალ---------–---ს განმარტებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 01 ივლისს მცირეწლოვან შვილთან და დედასთან-ეკ--------–-ასთან ერთად მიდიოდა ქ. ზუგდიდში, იდგნენ ავტობუსის გაჩერებაზე, ხუთ წუთში მისი დეიდა ფა------------–-- და ეგ-----------–---–---–ი მიკროავტობუსით პირდაპირ წამოვიდნენ მათი მიმართულებით, მას ბავშვი ეჭირა ხელში, დაჯახების შეეშინდა და ბავშვთან ერთად დაეცა, ხოლო ფა----ამ დედამისს უთხრა, რომ ეს იყო გაფრთხილება და თუ სადმე გადაეყრებოდნენ შვილებს მოუკლავდა, ბავშვი ექიმთან დაყავდა და შიშის გამო იძულებული გახდნენ ქალაქში გადასულიყვნენ საცხოვრებლად. ეშინიათ, რომ ფა----ა მათ მოკლავს, ფა----ას შვილი მის ოჯახში გაიზარდა, შემდეგ დედამ წაიყვანა, მაგრამ ბავშვი მასთან არ გაჩერდა და წავიდა თავშესაფარში, 2018 წლის 17 ივლისს ბავშვმა მათთან შეხვედრა ითხოვა და წავიდნენ სოციალურ სამსახურში, სადაც მოვიდნენ ფა------------–-- და მისი მეუღლე, ფა----ა წვდა თმებში და მოქაჩა, დაეცა და დეიდამისმა ფეხებით დაუწყო ცემა, მასთან მამა მივიდა მისაშველებლად, მაგრამ მასაც დაუჯიკავა, ყელში წვდა, ხელი გაარტყა, მან ცემისგან საშინელი ტკივილი განიცადა და ტანსაცმელი ჰქონდა შემოხეული.

 

მოწმე მა-----------ა განმარტავს, რომ ფა------------–-- არის მისი და, 2018 წლის 01 ივლისს 0-:00 საათზე მისი დისშვილი, ალ---------–--- მიდიოდა ქალაქში, უნდოდა ბავშვისთვის პამპერსის მოტანა ეთხოვა, იდგნენ ავტომანქანის გაჩერებასთან, ალ----ს ბავშვი ე--ვა ხელში, რა დროსაც ავტომანქანით დიდი სიჩქარით წამოვიდა მათკენ ფა------------–--ს მეუღლე ეგ-----------–---–---–ი და ალ---- ბავშვთან ერთად დაეცა, ფა----ა ავტომანქანიდან დაემუქრა მის დას, ეკ--------–-ას, რომ შვილებს დაუხოცავდა, მათ შეეშინდათ და დაბრუდნენ სახლში.

 

მოწმე ემ------–---ა განმარტავს, რომ ფა------------–-- და ეკ----------------–-- არიან მისი დები, 200 მეტრში ცხოვრობს მათი საცხოვრებელი სახლიდან და იცის, რომ არ აქვთ კარგი ურთიერთობა და ხშირად ესმის ჩხუბი და სიტყვები, რითაც მიმართავენ ერთმანეთს, კონფლიქტის მიზეზი არის ფა----ას შვილი, რომელსაც თავიდან ე-- ზრდიდა.

 

მოწმე ას-----------ა განმარტავს, რომ ეკ--------–-ას ოჯახს იცნობს კარგად და აქვს კარგი ურთიერთობა, დები ხშირად ჩხუბობენ და მიზეზი არის ის, რომ ფა------------–-- აბრალებს ე--ტ------ს ოჯახს, რომ მათი წაქეზებით წავიდა ბავშვი სახლიდან, ასევე გაიგონა, რომ ფა----ამ მის დას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა შვილის და შვილიშვილების დახოცვით და სიძის ციხეში ჩასმით.

 

მოწმე ცი-------–--------ს განმარტებით ფა------------–--ს და მის დას - ე--ტ------ს აქვთ ცუდი ურთიერთობა, ხშირად ესმოდა ფა----ას კივილი და ლანძღვა ეკ-- მიმართ და მა----------–---ს და მის სიძეს ეშინოდათ მისი და თავს არიდებდნენ. შარშან ძროხას მიერეკებოდა და გაიგონა თუ როგორ დაემუქრა ე--ტ------ს მისი და შვილის მოკვლით, ადრეც იყო ჩხუბი მათ შორის, მაგრამ ფა----ას შვილის ოჯახიდან წასვლის შემდეგ უფრო დაიძაბა ურთიერთობა.

 

მოწმე გო---–---------ა განმარტავს, რომ ფა------------–-- არის მისი შვილი, მას შემდგ რაც ფა----ას შვილმა ოჯახური კონფლიქტის გამო მიატოვა მშობლები და ითხოვა თავშესაფარი, ფა----ა და მეორე ქალიშვილი ე--, გადაეკიდნენ ერთმანეთს და ჩხუბობენ. 2018 წლის 17 ივლისს ე--მ უთხრა, რომ ფა----ამ ცემა ალ---------–---, თმებით ათრია, ფეხებს ურტყამდა და ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან.

 

მოწმე ნა----–--------ა განმარტავს, რომ მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენ-ტოში სოციალურ მუშაკად, საპროცესო წარმომადგენლობას უწევდა არასრულწლოვან მა------------–--ს რა დროსაც განაცხადა მის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ, რომ ოჯახში და ნათესავებს შორის იყო მუდმივი კონფლიქტი და ბავშვზე დაწესდა მონიტორინგი, დაყავდათ ფსიქოლოგთან, რადგან ამბობდა, რომ გაიქცეოდა ან თავს მოიკლავდა, შემდეგ მათთან მივიდა სამსახურში, დაწერა განცხადება და გადასცეს მინდობით აღზრდაში, ბავშვს არ სურდა დედის ნახვა და უნდოდა ეკ--------–-ასთან და მა----------–---სთან შეხვედრა, როდესაც ისინი მოვიდნენ სოციალურ სამსახურში, ფა------------–--მ ისეთი ამბავი დაატრიალა, რომ პოლიცია გამოიძახეს, რადგან პარალიზებული იყო სამსახურის მუშაობა, სანამ ისინი არ გაიყვანეს შენობიდან.

 

მოწმე ნი-----------–--ა განმარტავს, რომ არის სოციალური მუშაკი 2018 წლის 17 ივლისს იმყოფებოდა სამსახურში, სადაც ხმაურს და სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი ფა------------–--ს და მის დას ე--ტ------ს შორის, მივიდა მათთან სიტუაციის განმუხტვის მიზნით და შეესწრო თუ როგორ მოქაჩა დისშვილს ყურებზე, ხოლო სიძემ, მა----------–---მ, მუშტი ჩაარტყა ფა----ას, პარალიზებული იყო მთელი სამსახური, შეიკრიბნენ თანამშრომლები, შემდეგ დარეკეს 112-ში, კონფლიქტის მიზეზი იყო ფა----ას შვილის მინდობით აღზრდაში გადაცემა მშობლის თანხმობის გარეშე და ბავშვს არ უნდოდა დედასთან შეხვედრა.

 

მოწმე კა---------------ა განმარტავს, რომ 2018 წლის 17 ივლისს სამსახურში ყოფნისას გაიგო ჩხუბის ხმა და ხმამაღალი ლაპარაკი, გამოვიდა ოთახიდან და დაინახა, ფა------------–--ს და მის დისშვილს შორის შეხლა-შემოხლა, ფა----ამ თმაზე მოქაჩა ალ----ს და ის გაიყვანა გარეთ, ფა----ა ეგდო იატაკზე, მაგრამ მისი ცემა არ უნახავს და არც მა----------–---ს ცემის ფაქტი დაუნახავს, დებს შორის კონფლიქტის მიზეზი იყო ფა----ას შვილი, რომელმაც სოციალურ სამსახურს მიმართა და ჰქონდა პრეტენზია ოჯახის წევრების მიმართ და გადასცეს მინდობით აღზრდაში.

 

მოწმე ავ--------–-–-------ა განმარტავს, რომ მუშაობს სამეგრელო-ზემო სვანე- თის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსად. 2018 წლის 17 ივლისს ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობდნენ და ატყდა საშინელი ხმაური, თითქოს შენობა დაინგრა, გავიდა დერეფანში და ნახა, რომ კიბის უჯრედში ქალები, როგორც შემდეგ გაიგო დები ჩხ----–---ი, ერთმანეთს აყენებდნენ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ, ერთი ქალი იატაკზე იწვა, კიოდა და წიოდა, ვიღაც მამაკაცი კიბეზე იდგა, ტელეფონი ე--ვა ხელში და იგინებოდა, მათ მოუწოდა სიმშვიდისაკენ, მაგრამ ვერ დააწყნარეს, არც ერთის საქციელი ნორმალურს არ ჰგავდა, მთელი სამსახური იყო ხმაურისგან პარალიზებული და თანამშრომელს გამოაძახებინა პატრული. კონფლიქტის მიზეზი იყო ბავშვი, რომელიც გადასცეს მინდობით აღზრდაში.

 

მოწმე ეგ-----------–---–---–ი განმარტავს, რომ ფა------------–-- არის მისი მეუღლე, ფა----ას ჰყავს შვილი მა------------–--, რომელსაც ის მამობას უწევდა, ფა----ას მხრიდან მისი დის მიმართ მუქარის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, 2018 წლის 17 ივლისს სოციალურ სამსახურში ის და ფა----ა მივიდნენ ბავშვის სანახავად, მეორე სართულზე რომ ავიდა, ნახა მისი მეუღლე ეგდო ძირს და იყო ნაცემი, იქ იმყოფებოდნენ ეკ--------–-ა, მისი ქალიშვილი ალ----, სიძე და მეუღლე, მან ტელეფონით გადაიღო ეს კადრი, მაგრამ სოციალურმა მუშაკმა ტელეფონი გაუტეხა და ფირები დაკარგა.

 

არასრულწლოვანი მოწმე მა------------–-- აღნიშნავს, რომ პატარა იყო როდესაც იშვილა ფა------------–--მ, შემთხვევით ნახა შვილად აყვანის მოწმობა, ოჯახში მას ცუდად არ ექცეოდნენ, მაგრამ ცოლ-ქმარი ხშირად ჩხუბობდა და ფა----ას მეუღლე ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა, აიძულებდნენ ტყუილის თქმას მისი გამზრდელი ბიძის წინააღმდეგ და მან მიმართა სოციალურ სამსახურს, არ სურს დედასთან ურთიერთობა და მათ მიმართ სიყვარულის გრძნობა არ გააჩნია.

 

მოწმე ჯა-------------ა განმარტავს, რომ არის ზუ--------------–----–----------------–--------–--------------–--ს წევრი, იცნობს ფა------------–--ს და მის დას. დებს შორის კონფლიქტს არ შესწრებია, მაგრამ ფა----ას სიძისგან, მა----------–---სგან იცის, მან უთხრა, რომ მეტი აღარ შეეძლო და ფა----ას გამო იძულებულია დატოვოს სოფელი. ფა----ა ჩხაპელიას ჰყავს საამაყო შვილი და არაერთხელ უთქვამს, რომ კარგი შვილის გამზრდელი იყო, მაგრამ ოჯახში შიგნით რა ხდებოდა არ იცის.

 

მოწმის სახით დაკითხული სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი ალ--------------------ა განმარტავს, რომ 2018 წლის 02 ივლისს ზუგდიდის რაიონული პროკურატურიდან შემოსული განცხადების საფუძველზე, სადაც ის უთითებდა მისი დის, ფა------------–--ს მიერ მუქარის განხორციელების შესახებ, დაიწყო გამოძიება 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2018 წლის 17 ივლისს ეკ----------------–--მ კვლავ ითხოვა დახმარება სოციალური მომსახურების სააგენტოში ფა------------–--ს მიერ მისი შვილის, ალ---------–---ს და მეუღლის, მა----------–---ს მიმართ ინციდენტთან დაკავშირებით, ეს ორი საქმე გაერთიანდა, გამოკითხა მოწმეები, დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და ბრალდება წარუდგინა ფა------------–--ს.

 

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტი მა------------–--ე განმარტავს, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა თო------------ს მიმართ და გასცა დასკვნა, რომ მას აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა და ექსკორიაცია მარცხენა თვალის ლატერალურ მიდამოში და ნაკაწრი მარცხენა თვალის მიდამოში, დაზიანება განაკაწრის სახით მიყენებული იყო მახვილი საგნის წვერის ლესილი კიდის, ან მკვეთრად გამოხატული კიდის მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით. დანარჩენი დაზიანება კი მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, თო------------ს დედის გადმოცემით დადგენილების და სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების მიხედვით 2018 წლის 01 ივლისს ავტომობილით მუქარის მიზნით ეკ----------------–--ს და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული დაჯახების ინსცენირების დროს გაქცევისას დედას ე--ვა ორი წლის თო------------, იგი წაიქცა, ბავშვმა თავი დაარტყა ქვას და მიიღო დაზიანება.

 

მოწმე გი-------------ე განმარტავს, რომ ფა------------–--ს ბრალდების საქმეზე გამომძიებლის დადგენილებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, ასევე პირადი გასინჯვით ჩაატარა ალ---------–---ს მიმართ სამედიცინო ექსპერტიზა, მას აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრის სახით მარჯვენა და მარცხენა ლოყის მიდამოში და უჩიოდა ტკივილს კეფის არეში, მის მიმართ მიყენებული იყო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ალ---------–---ს განმარტებით სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში ფა------------–--მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მა----------–---ს პირადი გასინჯვით სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით, განვითარებული მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ორივე შემთხვევაში ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ბრალდებული ფა------------–-- წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ და განმარტავს, რომ ორი წლის ასაკში იშვილა ბავშვი, რომელიც იყო ავადმყოფი და განუვითარებელი, ის მუშაობდა, ოჯახი უნდა ერჩინა და დას სთხოვა ბავშვის აღზრდაში დახმარება, მატერიალურად თვითონ უზრუნველყოფდა, შემდეგ სოფელში დასახლდა, ბავშვი წამოიყვანა თავისთან, მას არაფერს აკლებდა, მაგრამ სოციალური სამსახურის მეშვეობით გადასცეს მინდობით აღზრდაში და სოციალური მუშაკი არ აძლევს მასთან შეხვედრის საშუალებას, 2018 წლის 17 ივლისს შვილთან შეხვედრის მიზნით მივიდა სოციალურ სამსახურში, კარებთან მისი და ეკ--------–-ა და სიძე ნახა, შევიდა შენობაში მა----------–---მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩაარტყა მუშტი და წააქცია, ხოლო ე-- წვდა ყელში, მას წნევამ აუწია, ცუდად გახდა და გამოუძახეს სასწრაფოს, თვითონ ფიზიკური შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია, ასევე არ დამუქრებია, იმ დილით საერთოდ არ გასულა სახლიდან, ითხოვს გამართლებას.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ფა------------–--ს განმარტებას, რომ მას არ ჩაუდენია ოჯახის წევრების ცემა და მათ მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, მისი ჩვენება არ არის დამაჯერებელი და სარწმუნო, არ არის თავსებადი საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, ხოლო საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული მისი ბრალეულობა შერაცხულ ბრალდებაში, რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეებს მათი ჩვენებები შემხებლობაში არ არის ფა------------–--ს ბრალდებასთან და შესაბამისად არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

 

ფა------------–--ს ბრალეულობა ასევე დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ფორმა N1-ის თანახმად საქართველოს შსს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ზედაეწერის განყოფილებაში 02.0-.2018 წელს დაიწყო გამოძიება ზუ--------------------------–--------–--–ი მცხოვრები ეკ----------------–--ს მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. (ს.ფ 1 ტომი N1)

 

2018 წლის 06 ივლისის №00---8 შემაკავებელი ორდერის ოქმით (ს.ფ 39-42)

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ფორმა N1-ის თანახმად საქართველოს შსს ზუგდიდის რაიონული სამმართველოში 17.0-.208 წელს დაიწყო გამოძიება ალ---------–---ს მიმართ ჩადენილი მუქარის ფაქტზე. (ს.ფ 47 ტომი N1)

 

ფა------------–-- და ეკ----------------–-- არიან დები, რაც დასტურდება 2004 წლის 28 აპრილის დაბადების №179 და 1972 წლის 0- დეკემბრის №53 სააქტო ჩანაწერებით, სადაც ორივეს მშობლებად მითითებული არიან ჩხ----–----------------------–-------ი (ს.ფ 186-189 ტ1)

 

2018 წლის 10 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზუ--------------------------–--------–--–ი, ეკ----------------–--ს და ფა------------–--ს საცხოვრებელ სახლებს შორის არსებულ ტერიტორიაზე (ს.ფ 246-254 ტომი N1).

 

2018 წლის 23 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ზუ----------------------–-----–------------6-ში მდებარე სა-------–-----------------------–---–---------------------------------–-------ს შენობას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიმდინარეობისას შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნა არ დაფიქსირებულა (ს.ფ 308-318 ტომი N1)

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2018 წლის 18 ივლისის №0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით თო------------ს სხეულზე გააჩნია დაზიანებები ნაკაწრების სახით, რომელიც განვითარებულია მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად (ს.ფ 89-91, ტომი N1)

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2018 წლის 01 აგვისტოს №005366-18 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ მა----------–---ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები ნაჭდევების სახით, დაზიანებები განვითარებულია მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. (ს.ფ 133-135, ტომი N1)

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2018 წლის 01 აგვისტოს №00536-518 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ალ---------–---ს სხეულზე გააჩნია დაზიანებები ნაკაწრების სახით, რომელიც განვითარებულია მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად (ს.ფ 136-138, ტომი N1)

 

დაცვის მხარის ინიციატივით მოწმის სახით დაიკითხა ბე-–---------ა, რომელმაც განმარტა, რომ ფა------------–--ს შვილი მასთან დაჰყავდა კერძო ბაღში, ის იყო ძალიან კარგი, მზრუნველი და ყურადღებიანი დედა, დაჰყავდა რიბი-რაბოში და არაფერს აკლებდა ბავშვს.

 

მოწმე ზა----------–---ი განმარტავს, რომ ფა------------–-- არის მისი ნათლია, 2018 წლის ივლისის თვეში, რიცხვი არ ახსოვს, კვირა დღეს, დილით 0-:00 საათამდე ნაქირავები ავტომანქანით ფა------------–--ს სახლში მიუტანა მისგან ნათხოვარი ,,რეზერვუარი", სადაც დარჩა დაახლოებით 30 წუთი, დალიეს ყავა და გაემგზავრა ქუთაისში, 13:30 საათზე დაურე-- ფა----ას და უთხრა, რომ აგვიანდებოდა და სადილზე ვერ ეწვეოდა, მას აფორიაქება ან აგრესიულობა არ ეტყობოდა, მისთვის ცნობილია და უნახავს კიდევაც როგორ ეხმარებოდა ფა----ა თავის დას, ეკ----------------–--ს ფულით და პროდუქტებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ფა------------–--ს ბრალდება წარდგენილი აქვს მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ჯანმრთელობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

ოჯახი სახელმწიფოს საფუძველი და ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ადამიანის უფლება იცხოვროს ოჯახში ძალადობის გარეშე, ოჯახის წევრთა თანასწორობის საფუძველზე შექმნას მათი უფლებების დაცვის საკანონმდებლო და სოციალური გარანტიები, შეინარჩუნოს ოჯახური ღირებულებები, დაიცვას ოჯახი ძალადობისგან, საკანონმდებლო საფუძველზე უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯუ-ლების ხელმისაწვდომობა.

 

პირის კონსტიტუციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს მისივე ოჯახის წევრის მიერ.

 

ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით, ან/ და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ამავე კანონის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე, მზრუნველი;

 

საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

დაბადების სააქტო ჩანაწერებით და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ფა------------–-- და ეკ----------------–-- არიან დები და მათ შორის არსებობს დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მუქარა ადამიანის უფლებისა და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს წარმოადგენს და შესაბამისად იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული დანაშაულის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა და მშვიდ გარემოში ცხოვრების უფლება.

 

ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატა მოქმედებაში, ფა------------–--ს მიერ მისი დის, ეკ----------------–--ს მიმართ შვილის და შვილიშვილების სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, რა დროსაც მას გაუჩნდა საფუძვლიანი და რეალური შიში მისი განხორციელებისა, ამ ქმედებამ დაზარალებულის სიმშვიდე დაარღვია და მისი აფორიაქება გამოიწვია.

 

მუქარა განზრახი დანაშაულია, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის შესა- ბამისად ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინაა- ღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწი- ნებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, ფა------------–--ს შეგნებული ჰქონდა მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა და სურდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა.

 

ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის არა აქვს მნიშვნე- ლობა ბრალდებულს ჰქონდა თუ არა მიზნად მუქარის განხორცილება, ხოლო დანაშაული დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დაზარალებულს გაუჩნდა მისი რეალიზაციის საფუძვლიანი შიში.

 

ფა------------–--ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია დაზარალებულ ეკ----------------–--ს, მოწმეების ალ---------–---ს, მა-----------ას, მა----------–---ს, ცი-------–--------ს და ას-----------ას ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით თო------------ს მიმართ და ექსპერტ მა------------–--ის ჩვენებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია სხვა პირის ჯანმრთელობა, ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

ფა------------–--ს ბრალი ედება ალ---------–---ს და მა----------–---ს მიმართ ცემაში, აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს ძალადობის ერთერთ სახეს და ნიშნავს სხვა ადამიანის მიმართ ძალმომრეობით ქმედებას, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე.

 

ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში.

 

სუბიექტური მხრივ ფა------------–--ს მიერ დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით, მას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, დაზარალებულებისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენება და ის მოქმედებდა შურისძიების მოტივით.

 

ფა------------–--ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია დაზარალებულების ალ---------–---ს და მა----------–---ს, მოწმეების ეკ----------------–--ს, ნი-----------–--ას, ავ--------–-–-------ას და კა---------------ას ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით მა----------–---ს და ალ---------–---ს მიმართ და ექსპერტ გი-------------ის ჩვენებით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.

 

სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონტტიტუ- ციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად საქმის სამართლიან სასამართლოში განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას ან შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი, რის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით არაერთ გადაწყვეტილებაშია მითითება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა მაღალი სამართლებრივი სტანდარტით მტკიცებულებათა არსებობის აუცილებლობის შესახებ პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს ეჭვს ქვეშ არ უნდა აყენებდეს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს.

 

პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე).

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით გონი- ვრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ფა------------–--მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მანვე ჩაიდინა ცემა ორი პირის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწი-ნებული შედეგი.

 

ამდენად, ბრალდებულ ფა------------–--ს ქმედება სწორად არის დაკვალიფი-ცირებული საქართველოს სსკ-ის 111- 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ფა------------–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ხასიათ- დება დადებითად, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართვე- ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდე- ბულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის, კონკრეტუ- ლი ქმედებისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით ფა------------–--ს საზოგადოებისაგან იზოლაცია არ იქნება სამართლიანი, მისი პიროვნების და მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული სასჯელი და აუცილებელი ბრალდებულის რესოციალიზაციისთვის. შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწი-ნააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის და ხერხის, ფა------------–--ს პიროვნების და მისი წარსული ცხოვრების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბრალდებულ ფა----ა ჩხაპელიას მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება, რაც არის გამართლებული და საკმარისი მისი შემდგომი რესოციალიზაციისათვის, რაც სრულად შეესაბამება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 1981 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom, სადაც მსჯელობს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.

 

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

 

ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად.

 

ნივთიერი მტკიცებულება, DVD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ცნობილი იქნას დამნაშავედ ფა------------–-- (პირადი ნომერი 19--------7) საქართველოს სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

2.საქართველოს სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3.საქართველოს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი)ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს და საბოლოოდ ფა------------–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

5.ფა------------–--ს სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 2019 წლის 19 დეკემბრის 14:04 საათიდან.

 

6.ფა------------–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

7.ნივთიერი მტკიცებულება, DVD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქუჩა №12)

 

მოსამართლე: ნატრული აკობია