განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100118002599657
საქმე №1/ბ-245-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
ვერა დოლიძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - დ----- ს------ას,ადვოკატების - დ--–- ს---–-----–--ის, ი--- გ--------ის, ფ------ ც---–---ის,მსჯავრდებულის - შ--- შ--------ს მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე შ--- რ--------ის ძე შ--------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლებით, რეგისტრაციის მისამართი: ქ. ქუთაისი, დ--------–-------- ;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ შ--- შ--------მ ჩაიდინა:
- განზრახ მკვლელობის მცდელობა;
- ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იარაღისა) და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა;
- ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება;
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- შ--- შ--------მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა „ტტ"-ის სისტემის, 7,62 მმ კალიბრის, პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი მისთვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნებით, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.
- შ--- შ-------- 2018 წლის 18 აპრილს „ტტ"-ის სისტემის, 7,62 მმ კალიბრის პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით, მჭიდში მოთავსებული მისთვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნებით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,მიცუბიში კოლტის“-ს მოდელის, Q------ სახელმწიფო ნომრის ავტომანქანით გადაადგილდა ქ. ქუთაისში, ზ.-----------------------------------–------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინასთან, სადაც გააჩერა ავტომანქანა, ხოლო შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღითურთ ფეხით მივიდა ზ. გ--------------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის უკანა ეზოში, სადაც ამ ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერადი გასროლით ჩაიდინა ეზოში მყოფი ნ------- ქ-----–--ის განზრახ მკვლელობის მცდელობა; დანაშაულის ჩადენის შემდეგ შ--- შ-------- ცეცხლსასროლი იარაღითურთ გაიქცა მის კუთვნილ ავტომანქანამდე, მოთავსდა მასში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო მოგვიანებით თავიდან მოიშორა დანაშაულის ჩადენის იარაღი.
- 2018 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე შ--- შ-------- მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,მიცუბიში კოლტის“-ს მოდელის, Q------ სახელმწიფო ნომრის ავტომანქანით, „ტტ"-ის სისტემის, 7,62 მმ კალიბრის, პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მივიდა ქ. ქუთაისში, ზ.-----------------------------------–------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინასთან, სადაც გააჩერა ავტომანქანა, ხოლო შემდეგ ფეხით მივიდა ზ. გ--------------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის უკანა ეზოში, სადაც ამავე ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერადი გასროლით, წარსულში მომხდარი შელაპარაკებისას მისი მძიმე შეურაცხყოფის გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ამავე ეზოში მყოფ ნაცნობს ნ------- ქ-----–--ეს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ცეცხლნასროლი დაზიანებები, რის შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღითურთ გაიქცა მის კუთვნილ ავტომანქანამდე, მოთავსდა მასში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გასროლების შედეგად ნ------- ქ-----–--ეს მიადგა მუცლის ღრუს ორი გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა შინაგანი ორგანოების მრავლობითი დაზიანებით, მარჯვენა სხივ- მაჯის გამჭოლი ჭრილობა, მარჯვენა ზედა კიდურის მე-5 თითის გამჭოლი ჭრილობა და მარჯვენა მე-4 თითის ნაწილობრივი ამპუტაცია. მიღებული დაზიანებების გამო ნ------- ქ-----–--ე გადაყვანილ იქნა ქ. ქუთაისის შპს ,,მუ-–------------–---------------–---------–-----ში,“ სადაც გაწეული დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, შ--- შ--------საგან დამოუკიდებელი მიზეზით, გადაურჩა სიკვდილს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენით შ--- შ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 07 წლისა და 06 თვის ვადით; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით, შ--- შ--------ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 წლისა და 06 თვის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 14 მაისიდან.
2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - მსჯავრდებული შ--- შ-------- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები ფ------ ც---–---ე, ი--- გ--------ე და დ--–- ს---–-----–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენი შ--- შ--------ს მიმართ და იგი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი წარდგენილ ბრალდებებში. გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, საქმეზე გამოკველული მტკიხებულებების ობიექტური კრიტიკით, ანალიზით და შეფასებით შეუძლებელია უტყუარად დადგინდეს, რომ შ--- შ--------მ ჩაიდინა დანაშაული, სასამართლო უთითებს ისეთ გარემოებებზე, რაც მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს თუ შეესაბამება და შორს არის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისაგან. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საეჭვო და დაუჯერებელია. წინააღმეგობრივია მოწმეების ვ------ ს---–--ის და მ------ რ------ის ჩვენებები, ამასთან, ვ------ ს---–--ეს არ დაუნახავს არც ერთი გასროლა, ასევე, მათი ჩვენებები არ შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერს. საქმეში წარმოდგენილი ფარული მიყურადების მასალებითია და მესიჯებით არანაირი ფაქტები არ დასტურდება. სასამართლოს გამამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც არის საეჭვო და ამავე დროს წარმოდგენილია საპროცესო ნორმების დარღვევით. ბრალის დადასტურებისათვის აუცილებელია ამოღებულ იქნას და საქმეზე ნივთმტკიცებად იქნას ცნობილი დანაშაულის ჩადენის იარაღი, ამავე დროს უნდა დადგინდეს ნამდვილად ამ იარაღიდან გაისროლა თუ არა შ--- შ--------მ. ასევე ამოღებულ უნდა იქნეს სატელეფონო ანძების მომსახურების ამონაწერი, რომლითაც დადგინდებოდა, შ--- შ-------- იმყოფებოდა თუ არა ამ ტერიტორიაზე. ამასთან, სასამართლოს არ უნდა გაეთვალისწინებია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც შ--- შ--------მ უარყო. აშკარაა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ბოლომდე და თანმიმდევრულად ვერ დაიცვა აღნიშნული მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი პროკურორი დ----- ს------ა წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი მისი უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ შ--- შ--------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს, ფ------ ც---–---ეს, ი--- გ--------ეს და დ--–- ს---–-----–--ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროს პროკურორს დ----- ს------ას, რომელმაც არ დაუჭირა მხარი მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა შ--- შ--------ს მიმართ.
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ შ--- შ--------ს მიმართ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
მოწმე მ------ რ------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე იცნობს როგორც შ--- შ--------ს (სახელის და გვარის შეცვლამდე გ------- ე------–--ე), ასევე დაზარალებულ ნ------- ქ-----–--ეს, რომელიც ცხოვრობდა მის უბანში, თუმცა რამდენიმე წელია ცხოვრობს ქუთაისში, ა----–-----–ის ქუჩაზე, მაგრამ მაინც ხშირად შეხვედრია ძველ საცხოვრებელ ადგილას. მომხდარი ფაქტის დღეს - 2018 წლის 18 აპრილს, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას - იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე, თუმცა საქმიანობიდან გამომდინარე, დავალების გამო, საჭირო იყო ყოფილიყო სამოქალაქო ფორმით. აღნიშნულის გამო წავიდა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირ N64-ში მდებარე მისსავე საცხოვრებელ სახლში. ბინა მდებარეობს კორპუსის მერვე სართულზე. დაახლოებით შუადღის სამი საათისთვის, როცა ბინიდან გამოვიდა, ვინაიდან ლიფტი დაკავებული იყო, ფეხით ჩადიოდა კიბეზე, მე-2 - მე-3 სართულის ბაქანზე შემოესმა ერთი, მეორე და მესამე გასროლის ხმა, უკვე სადარბაზოდან გამოსულს მკვეთრად ესმოდა ყვირილის, წივილ-კივილის ხმები, აგრეთვე სიტყვები: ,,ნ----- მოკლეს“, ,,ნ----- დაჭრეს“, ,,მკვლელი სკვერისკენ გარბის...“ ვინაიდან მოწმემ დააფიქსირა, რომ დამნაშავე სკვერისკენ გარბოდა თვითონაც იქეთ გაეშურა, დაახლოებით ოცდაათ მეტრში შენიშნა ვერცხლისფერი ,,მიცუბიში კოლტი“ მარკის, მარჯვენა საჭიანი ავტომანქანა, რომელთანაც მიირბინა კაპიუშ---წამოფარებულმა მამაკაცმა და რომელსაც ხელში ეჭირა იარაღისმაგვარი ნივთი, რომელსაც გადაფარებული ქონდა გაურკვეველი დანიშნულების რაღაც ქსოვილი. მან გამოაღო მანქანის კარი და სანამ საჭესთან მოთავსდებოდა გადაძვრა კაპიუშ---ი, რა დროსაც მოწმემ მასში ნათლად ამოიცნო შ--- შ--------.
მოწმის განმარტებით, ვინაიდან იმყოფებოდა სამოქალაქო ტანსაცმელში, აგრეთვე სავარაუდო დამნაშავეს ხელში ეჭირა იარაღი, ვერ დაედევნა, ამიტომ მისივე ტელეფონით დაუკავშირდა მის სამსახურეობრივ უფროსს, მოკლედ აცნობა მომხდარი ფაქტის შესახებ და განუმარტა, რომ აღნიშნულ შემთხვევის მონაწილე შესაძლებელია ყოფილიყო - შ--- შ--------. შემდეგ მოწმე დაბრუნდა საცხოვრებელ კორპუსთან და საკუთარი ავტომანქანით გაემგზავრა ისეთი მიმართულებით, სადაც შესაძლებელი იყო შ--- შ--------ს მანქანით გაევლო, რომ ავტომანქანის ნომრის დანახვა შეძლებოდა, თუმცა ის არ გამოჩენილა. აღნიშნულის შემდეგ წავიდა შემთხვევის ადგილზე, დაზარალებული უკვე გადაყვანილი ჰყავდათ საავადმყოფოში, ადგილზე იმყოფებოდა ოპერატიული ჯგუფიც, რომელიც თითქმის მასთან ერთად მივიდა. მოწმის განმარტებით, შ--- შ--------ს უბანში ზედმეტი სახელითაც იცნობდნენ და ,,ბ--------ს“ ეძახდნენ.
მოწმე ვ------ ს---–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ მომხდარი ფაქტის დღეს 2018 წლის 18 აპრილს, შუა დღეს, იმყოფებოდა მის სამუშაო ადგილას, კერძოდ ქუთაისში, ზვიად გ---------------------------ში მდებარე მაღაზიაში. მოცემულ მაღიაზიას უკანა მხარეს აქვს საწყობი, სადაც ინახავს იმ ნივთებს, რომლების მოთავსებაც მაღაზიაში ვერ ხერხდება. აღნიშნულ დღეს მასთან მომუშავე გოგონებმა, რომლებიც მაღაზიის პერსონალს წარმოადგენენ, სთხოვეს საწყობიდან კონკრეტული ნივთის გამოტანა და ისიც გავიდა ნივთის ასაღებად. საწყობს აქვს უკანა მხარეს გასასვლელი რკინის კარი, რომელიც იმ დროისათვის არ იყო ჩაკეტილი, იყო უბრალოდ მიხურული. კარის გაღებისას ჩანს მაგიდა და სკამები, ბინა, ავტოსადგომი. ამ დროს მოწმემ გაიგონა გასროლის ხმა, შესაბამისად დაინტერესდა, თუ რა ხდებოდა და კარი გამოაღო, რა დროსაც დაინახა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გარბოდა, მასში მოწმემ ამოიცნო ,,-------- (იგივე ნ------- ქ-----–--ე), რომელიც ცხოვრობდა მისი მაღაზიის გვერდით, ხოლო ბოლო პერიოდში სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. შეხედა, რომ ნ------ს მოსდევდა კაპიუშ---წამოფარებული წვერიანი მამაკაცი, რომელსაც კისერზე ეკეთა ნაჭერი, ხელში ეჭირა შავი იარაღი და რომელმაც ,,ნ------ს“ მისამართით კიდევ განახორციელა ორი გასროლა, რა დროსაც მას კაპიუშ---ი გადაძვრა და მოწმემ ამოიცნო გ------- ე------–--ე (როგორც შემდეგში გაიგო იგივე - შ--- შ--------). ,,-------- წაიქცა მანქანასთან, ხოლო გ------- ე------–--ე გაიქცა ბინების შუაში არსებული ჩიხისაკენ, რომელიც არის საცალფეხო და არ არის სამანქანო გასასვლელი.
მოწმემ განმარტა, რომ გასროლა იყო სამი, ერთი გაიგონა მიხურულ კარს მიღმა, ხოლო დანარჩენი ორი კარის გაღებისთანავე და ის განახორციელა გ------- ე------–--ემ, ნ------ს მიმართულებით. როგორც ვ------ ს---–--ე განმარტავს, როცა ნ------ მანქანასთან ჩაიკეცა მასთან მოგროვდა ხალხი, შემდეგ ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს, მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ გავიდა ის საწყობიდან, მანამდე ადგილზე იყო. მოწმის გადმოცემით მაღაზიაში დამონტაჟებულია ვიდეოთვალები (ხუთი ცალი) ერთ-ერთი აფიქსირებს იმ მონაკვეთსაც, სადაც მოხდა შემთხვევა და გამოძიების მიერ დათვალიერებული ჩანაწერებითაც დასტურდება მის მიერ გადმოცემული ჩვენება. მოწმე ვ------ ს---–--ის განმარტებით, დაზარალებული იცის, ვინაიდან მას მაღაზიის უკან ხშირად ხედავდა, ხოლო შ--------ს იცნობს ქალაქიდან, ასევე მის მაღაზიასთანაც ხშირად მიდიოდა, დააინტერესა და იკითხა, ხოლო სხვა რაიმე პირადი ურთიერთობები ამ პირებთან არ გააჩნია.
მოწმე მ------ ჩ-------ას განმარტებით ირკვევა, რომ 2018 წლის 18 აპრილის მდგომარეობით მუშაობდა ზ------------------------------ში მდებარე ქალის თეთრეულის მაღაზიაში კონსულტანტად, მაღიაზია ეკუთვნოდა ვ------ ს---–--ეს, რომელსაც ჰყავდა უცხოელი მოწილე. მასთან ერთად მითითებულ მაღაზიაში მუშაობდა მეორე კონსულტანტი - ქ------- ფ---–----ა. მომხდარი ფაქტის დღეს შუა დღეს, დაახლოებით სამი-ოთხი საათისთვის შემოესმა 2-3 გასროლის ხმა, რაც მიამსგავსა ე.წ. ,,ბომბაჩკის“ ხმას, თუმცა მალევე გაიგო ყვირილი, ხმაური და აღნიშნულის გამო მან და ქ------- ფ---–----ამ გაიხედეს მაღაზიის წინა კარიდან. ხალხი ყვიროდა ,,ვაიმე დაჭრესო...“ თუმცა მათ არც დაჭრილი დაუნახავთ. დაინახა, მხოლოდ თეთრი ფერის მანქანა, რომლიდანაც გოგონა ყვიროდა ,,დროზე ვუშველოთო...“ ამ დროს ვ------ ს---–--ე იმყოფებოდა უკანა მხარეს არსებული საწყობის კართან და როცა თვითონაც გავიდნენ უკანა მხარეს, მიხვდნენ, რომ ვ------ ყველაფერს ხედავდა, მერე ვ------ დაბრუნდა მაღაზიაში და მას და ქ-------ს დაუბარა მიექციათ ყურადღება მაღაზიისთვის, თვითონ გავიდოდა და ცოტა ხანში დაბრუნდებოდა. ვ------ წავიდა თუმცა მათთვის უცნობია სად. მეორე დღეს კი ვ------ ს---–--ის მონათხრობიდან გახდა ცნობილი, რომ ვიღაც ,,ნ-------ი“ დაჭრა ვიღაც ,,გ-------მ“ რომელთა გვარები არ იცის და არც იცნობს და ვ------ს განმარტებით არ იცოდნენ გადარჩებოდა თუ არა.
მოწმე ქ------- ფ---–----ას განმარტებით ირკვევა, რომ 2018 წლის აპრილის მდგომარეობით მუშაობდა ქ.ქუთასისში ზ.გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში ,,რ-----------“-ში გამყიდველად, მ------ ჩ-------ასთან ერთად. მაღაზიის მეპატრონე იყო ვ------ ს---–--ე. მომხდარი ფაქტის დღეს მუშაობდა მითითებულ მაღაზიაში, შუადღეს როდესაც ისხდნენ ის და მ------ ჩ-------ა მაღაზიის შესასვლელ კართან, შემოესმათ გასროლის ხმა, რომელიც წააგავდა აფეთქების ხმას, იყო სამი გასროლა, ცოტა ხანში კი ჩოჩქოლის ხმაც გაიგონა ,,ესროლა, ესროლაო...“ მეორე დღეს როცა ვ------ ს---–--ე სამსახურში მივიდა მოყვა, რომ დაუნახავს, თუ როგორ მოხდა გასროლა, თუმცა ვინ ვის ესროლა ზუსტად სახელებს და გვარებს მოწმე ჩვენების მიცემისას ვერ იხსენებს, თუმცა ვ------ ს---–--ემ იმ ეტაპზე რაღაც სახელები და გვარები კი დაასახელა. მოწმემ დაადასტურა მის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ ვ------ ს---–--ისგან გაიგო, რომ ვინმე გ------- ე------–--ემ ესროლა, ვინმე ,,ნ------ს“, რომელიც ადრე ცხოვრობდა მათი მაღაზიის გვერდით, ხოლო შემდეგ სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად.
მოწმე თ------- მ---------ის განმარტებით ირკვევა, რომ ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ზ-------------------------7, მე-4 სადარბაზო, მერვე სართული, ბინა N101-ში მეუღლე ზ----- შ----–--ეს და ორ შვილთან ერთად. დაზარალებულ ნ------- ქ-----–--ეს იცნობს ბავშვობიდან, იყო მისი მეზობელი, აქვს კარგი ურთიერთობა. იცნობს შ--- შ--------საც, როგორც მათ უბანში გაზრდილ ბიჭს, თუმცა სახელი და გვარი არ იცოდა, იცოდა, რომ უბანში ეძახდნენ ,,ბაბუდას“. მომხდარი ფაქტის ირგვლივ მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს 2018 წლის 18 აპრილს, დღის დაახლოებით ოთხი საათისთვის მიდიოდა სამსახურში, ბინიდან გამოსვლის შემდეგ, ვინაიდან არ მუშაობს შენობაში ლიფტი, ფეხით ჩავიდა კიბეზე, მე-3 ან მე-4 სართულზე შემოესმა 2-3 გასროლის ხმა, სროლებს შორის ინტერვალი მცირე იყო, რაც ე.წ. ,,ბომბაჩკის“ აფეთქების ხმას წააგავდა. კორპუსის ეზოში ჩასული გაემართა იქვე მდგარი მისი მეუღლის ზ-----ი შ----–--ისაკენ, დაინახა ხალხმრავლობა ბინის ბოლოში, ბოლო სადარბაზოსთან იყო ჩოჩქოლი, დაინახა დაჭრილი ნ------- ქ-----–--ე, რომელიც მიყრდნობილი იყო იქვე მდგომი მანქანის საბურავზე. ნ------- იყო ზურგში დაჭრილი, გონება დაკარგული არ ჰქონია და იძახდა ,,მიშველეთ დამჭრესო...“ მოწმის განმარტებით მან მოუხმო იქ მდგომ ბიჭებს და მანქანაში ჩასვეს ნ------- ქ-----–--ე, მასთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე ზ----- შ----–--ე და გ--- გ---–--–--ე (მისი მეუღლის მეგობარი). დაჭრილი გადაიყვანეს ,,ინფექციურში’’, აღნიშნულ საავადმყოფოში იმიტომ გადაიყვანეს დაზარალებული, რომ იქ მუშაობს მისი სიდედრი. მოწმის განმარტებით მითითებულ ფაქტს უშუალოდ ბევრი ადამიანი შეესწრო, მაგრამ კონკრეტულად თუ ვინ იყვნენ, ვერ იხსენებს, არც ის უთქვამს ვინმეს, თუ რა მოხდა და რატომ იყო ნ-------ი დაჭრილი. ახსოვს, რომ დაზარალებული საავადმყოფოში მან, მისმა მეუღლემ და გ--- გ---–--–--ემ გადაიყვანეს, მ-----– კ--------ის მართვის ქვეშ მყოფი და მისი კუთვნილი ავტომანქანით. დაჭრილს გონება არ დაუკარგავს და იძახდა ,,მიშველეთ, დამჭრესო“.
მოწმე ზ-----ი შ----–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ ცხოვრობს ქუთაისში, ზ-------------------------7, მე-4 სადარბაზო, მერვე სართული, ბინა N101-ში, მეუღლე თ------- მ---------ესა და ორ შვილთან ერთად. იცნობს როგორც დაზარალებულ ნ------- ქ-----–--ეს, ასევე შ--- შ--------ს, რომელსაც იცნობს ზედმეტსახელით ,,ბ--------“. მომხდარი ფაქტის დღეს, 2018 წლის 18 აპრილს იმყოფებოდა მისი საცხოვრებელი ბინის წინამდებარედ არსებულ მაღაზიასთან, რა დროსაც შემოესმა ხმა კორპუსის ეზოდან, გაიქცა ეზოსკენ და დაინახა ძირს დაწოლილი ნ-----, იგივე ნ------- ქ-----–--ე, იქ მყოფები ეძებდნენ მანქანას, რათა დაჭრილი გადაეყვანათ საავადმყოფოში, შემდეგ ჩასვეს დაჭრილი მ-–---- კ--------ს მანქანაში, თან ახლდათ მისი მეუღლე თ------- მ---------ე და გ--- გ---–--–--ე. მოწმის განმარტებით იმ მდგომარეობაში მას არავისთვის უკითხავს თუ რა მოხდა, რადგან ნ------- ქ-----–--ის გადარჩენა იყო მთ---რი, ხოლო როცა რამდენიმე საათის შემდეგ იკითხა თუ რა მოხდა, ფაქტის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გამოძიებისას მიცემული ჩვენება არასწორად იქნა ინტერპრეტირებული გამომძიებლის მიერ და სწორ ფაქტებს სხდომაზე გადმოსცემს. მისივე განმარტებით შ--- შ--------, ე.წ. ,,ბ--------“ რომ ყოფილიყო ის პირი ვინც ნ-----, იგივე ნ------- ქ-----–--ეს ესროლა, აუცილებლად იცნობდა და დაამახსოვრდებოდა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მსჯავრდებული და დაზარალებული ბავშვობის მეგობრები არიან.
მოწმე გ--- გ---–--–--ის ჩვენებით, ცხოვრობს ქუთაისში, ზ-------------------------7 ბინაში - ნათესავთან. იცნობს დაზარალებულ ნ------- ქ-----–--ეს, ასევე იცნობს გ------- ე------–--ეს, იგივე შ--- შ--------ს, იცოდა, მხოლოდ მისი სახელი გ-------, ხოლო შ--- შ-------- მისთვის ცნობილი გახდა მომხდარი ფაქტის შემდეგ. მოწმემ განმარტა, რომ ნ------- ქ-----–--ე და გ------- ე------–--ე, იგივე შ--- შ-------- იყვნენ მეგობრები. მომხდარი ფაქტის დღეს 2018 წლის 18 აპრილს შუა დღეს იმყოფებოდა მისი საცხოვრებელი ბინის მიმდებარედ, იყო ნაბახუსევი და მაღაზიაში მიდიოდა, როცა შეხვდა ნ----- - იგივე ნ------- ქ-----–--ე, რომელსაც აშკარად ეტყობოდა ნასვამობა, მიესალმენ ერთმანეთს და თვითონ განაგრძო გზა. ცოტა ხანში ბრუნდებოდა ისევ თავის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, როცა შემოესმა ე.წ. ,,ხლაპუშკის“ ხმის მსგავსი, რამდენიმე აფეთქების ხმა, მერე მოყვა ამ ხმას წივილ-კივილი, როდესაც მივიდა ხალხის თავშეყრის ადგილზე დაინახა, რომ ნ------- ქ-----–--ეს ხელიდან სისხლი სდიოდა, იწვა მიწაზე, მერე შეხედა, რომ სხეულიდანაც სდიოდა სისხლი. შემდეგ როცა ნ------- ქ-----–--ე მანქანით გადაყავდათ საავადმყოფოში, ისიც ჩაჯდა და გაჰყვა დაზარალებულს საავადმყოფომდე. თუ ვინ დაჭრა ნ------- ქ-----–--ე მითვის არ არის ცნობილი.
მოწმე მ-----– კ--------ის განმარტებით, ცხოვრობს ქუთაისში, ა----–-----–ის ქუჩაზე, ხოლო ქუთაისში, ზ-------------------------7-ში ყავს მეგობარი ზ----- შ----–--ე, რომელსაც ხშირად სტუმრობს. იცნობს დაზარალებულ ნ------- ქ-----–--ეს, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაიცნო აღნიშნულ მისამართზე. მომხდარი ფაქტის დღეს 2018 წლის 18 აპრილს, დაახლოებით შუა დღეს იმყოფებოდა აღნიშნულ მისამართზე, იჯდა რვა სართულიანი კორპუსის ეზოში მდგომი მაგიდის წინ, თვითონ, ნ----- - იგივე ნ------- ქ-----–--ე და კობა. თვითონ იჯდა კორპუსისაკენ ზურგით. აღნიშნულ მისამართზე მისვლისას დაახლოებით 10-20 წუთში გაისმა ე.წ. ,,ბომბაჩკის“ ხმა. მალევე გაიგონა ხმები ,,მანქანა, მანქანა...“ ,,სასწრაფო...“. დაინახა იქვე ჩაცუცქული ნ------ნ------- ქ-----–--ე. მან თავის კუთვნილ ავტომანქანაში ჩასვა ნ------- ქ-----–--ე, აგრეთვე მანქანაში ჩასხდნენ: ზ----- შ----–--ე, მისი მეუღლე და გ---, რომლის გვარიც არ იცის. მოწმეს არ დაუნახავს თუ როდის დაიჭრა მასთან ერთად და მის გვერდით მჯდომი ნ-----, ვინ დაჭრა, ან საერთოდ რა მოხდა და რა შეემთხვა ნ-----ს. არც დაჭრილი დაუნახავს, არც მის სხეულზე არსებული დაზიანებები შეუნიშნავს არც შემთხვევის ადგილზე და არც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. შემდეგ როცა პოლიციაში მიიყვანეს იქ გაიგო, რომ ნ------- ქ-----–--ე დაუჭრიათ. როგორც მოწმემ განმარტა მისთვის ცნობილია, რომ ნ------- ქ-----–--ე და შ--- შ-------- არიან მეგობრები.
დაზარალებულ ნ------- ქ-----–--ის გამოკითხვის ოქმის თანახმად 2018 წლის 18 აპრილს, შემთხვევის დღეს იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მდებარე ქუთაისი ა----–-----–ის ქუჩა N81-ში, მეუღლესთან - ქ------- ლ-------ესთან ერთად. დაახლოებით დღის 12:00 საათისათვის მას ესტუმრა მეგობარი დ----- თ----------ე, რომელსაც გაუმასპინძლდა ალკოჰოლური სასმელით - კონიაკით და ორივე ორი-სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ სახლში და მიირთმევდნენ კონიაკს. აღნიშნულის შემდეგ დაზარალებულის მეუღლემ ორივე - დ----- თ----------ე და ნ------- ქ-----–--ე ოჯახის კუთვნილი ავტომანქანით წაიყვანა ნ------- ქ-----–--ის ძველ საცხოვრებელ მისამართზე, ქ. ქუთაისში ზ-----------------------ზე, სადაც დარჩნენ ის და დ-----ი, ხოლო მისი მეუღლე წავიდა ავტომანქანით. ვინაიდან დაზარალებულის ყველა ნაცნობ-მეგობარი აღნიშნულ ადგილზე ცხოვრობს სურდა იქ მისვლა. გამსახურდიას ქუჩაზე მისვლის შემდეგ დ----- თ----------ე წავიდა, ხოლო დაზარალებული გაემართა ამავე ქუჩაზე მდებარე N27 კორპუსისაკენ, სადაც კორპუსის ეზოში შეხვდნენ მისი ნაცნობები ზ-----ი შ----–--ე, გურამ ხ-----–--ე და კიდევ სხვა პირები, თუმცა კონკრეტულად თუ ვინ იყვნენ ვერ იხსენებს. ის დაჯდა აღნიშნული საცხოვრებელი ბინის ,,პანდუსთან“ მდებარე ლითონის მაგიდასთან, რომელსაც წინა და უკანა მხარეს აგრეთვე უდგას მერხები. მაგიდასთან მოთავსდა იმგვარად, რომ სახით უყურებდა ავტოფარეხებს, რომელიც განლაგებულია ბინის წინამდებარე ტერიტორიაზე, მაგიდასთან იჯდა მარტო და იქ სხვა არავინ მჯდარა. მაგიდასთან დაჯდომიდან დაახლოებით ხუთ წუთში მობილურ ტელეფონზე დაურეკა მეუღლემ და უთხრა, რომ მანქანის საბურავი დაეშვა და დახმარებოდა მის გამოცვლაში. მეუღლესთან საუბარი დამთავრებული არ ჰქონდა, რომ გაიგო გასროლის ხმა და წელის არეში, უკანა მხრიდან იგრძნო ძლიერი ტკივილი, რის შემდეგაც ინსტიქტურად ადგა და გაიქცა იქვე, ავტოსადგომზე მდგომი ავტომანქანებისაკენ, რა დროსაც მუცლის არეში იგრძნო კიდევ ძლიერი ტკივილი, თუმცა გასროლის ხმა აღარ გაუგ--, თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, ახსოვს, რომ წაიქცა იქვე სადგომზე მდგომი თეთრი ფერის ,,რენჯ როვერის“ მარკის ავტომანქანასთან, თუმცა გონება არ დაუკარგავს და გააცნობიერა, რომ ვიღაცამ ესროლა მოკვლის განზრახვით.
დაზარალებულმა განმარტა, რომ სულ მოხვდა სამი ტყვია, აქედან ერთი ტყვია უკანა მხრიდან - წელის არეში, მეორე ტყვია წინა მხრიდან - მუცლის არეში და მესამე ტყვია - მარჯვენა ხელზე, არა და ნეკა თითებზე. დაზარალებული განმარტავს, რომ მან გაიგო მხოლოდ ერთი გასროლის ხმა და იგრძნო ძლიერი ტკივილი უკან წელის მიდამოში, იგრძნო მწვავე ტკივილი ასევე მუცლის მიდამოში, ხელში როდის მოხვდა ტყვია ვერც აღნიშნულს იხსენებს, ვინაიდან დანარჩენი გასროლები აღარ გაუგ--, რადგან იმყოფებოდა შოკურ მდგომარეობაში, ძლიერი სტრესის ქვეშ პირველად მიღებული ჭრილობის გამო. აღნიშნულის შემდეგ ახსოვს თუ როგორ მოათავსეს მეგობრის - მ-----– კ--------ის კუთვნილ თეთრი ფერის ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, სადაც ასევე ჩასხდნენ თ-------, თ-- მ---------ე, მისი მეუღლე ზ----- შ----–--ე და გ--- გ---–--–--ე. ის მიიყვანეს ქ.ქუთაისში მდებარე ე.წ. ,,ინფექციურ“ საავადმყოფოში, მგზავრობისას მას გონება არ დაუკარგავს, იყო შოკურ მდგომარეობაში და ითხოვდა შველას. დაზარალებული განმარტავს, რომ მისთვის უცნობია თუ ვინ ესროლა და რა მიზეზით, რადგან მას არავისთან არ ჰქონია რაიმე სახის კონფლიქტი. შემთხვევის დროს იმ ადგილზე სადაც აღნიშნული ფაქტი მოხდა, გარდა ზ-----ი შ----–--ისა და გ------- ხ-----–--ისა იმყოფებოდნენ სხვა პირებიც, თუმცა ვერ იხსენებს ვინ იყვნენ.
დაზარალებულმა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, შემთხვევის ადგილზე არ დაუნახავს პირი, ვისაც ხელში იარაღი ეჭირა და მას ესროლა, მისთვის უცნობია თუ ვინ ესროლა. რაც შეეხება დაზარალებულისა და შ--- შ--------ს დამოკიდებულებას ერთმანეთთან, დაზარალებულმა განმარტა, რომ შ--- შ--------ს კარგად იცნობს, ის არის მისი ბავშვობის მეგობარი. მისივე განმარტებით მან შ--- შ-------- ბოლოს ნახა მომხდარ ფაქტამდე ათი დღით, ან ორი კვირით ადრე, თუმცა სად და რა ვითარებაში ვერც ამას იხსენებს და მათ შორის რაიმე სახის კონფლიქტი ან უთანხმოება არ ყოფილა. დაზარალებული განმარტავს, რომ შემთხვევის დღეს, დაჭრილი, სანამ თეთრი ფერის ,,რენჯ როვერთან“ ჩაიკეცებოდა დაინახა პირი, რომელმაც მას ესროლა, თუმცა მის ხელში იარაღი არ შეუმჩნევია და ნახვის შემთხვევაში ის შეძლებს ამოიცნოს აღნიშნული პირი.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ- გამომძიებელ ლ-–- ჩ----ის, ამავე დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების უფროსის თ------ გ-–--ის მონაწილეობით შედგენილი ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 27 აპრილს გამოცხადნენ ქუთაისში ა----–-----–ის გამზირ N81/79-ში დაზარალებულ ნ------- ქ-----–--ის საცხოვრებელ ბინაში, მისი დაზარალებულის სახით გამოკითხვის მიზნით. გამოკითხვის მიზნით დასმული ერთ-ერთი შეკითხვის შემდგომ, დაზარალებული ნ------- ქ-----–--ე გახდა აგრესიული, მან სიტყვიერი შეურაცხყოფით მიმართა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, მანვე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია ზოგადად სამართალდამცავი ორგანოები, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიუთითა დაეტოვებინათ მისი ბინა, რადგან მას აღარ სურდა გამოკითხვის გაგრძელება და გამოკითხვის მიზნით მის ადვოკატთან ერთად გამოცხადდებოდა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში, მისთვის სასურველ დროს.
მსჯავრდებულმა შ--- შ--------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ ის და დაზარალებული ნ------- ქ-----–--ე არიან ბავშვობის მეგობრები, მასთან არანაირი უკმაყოფილება და კონფლიქტი არ ჰქონია და არც აქვს. მომხდარი ფაქტის დღეს, 2018 წლის 18 აპრილს ზუსტად ვერ იხსენებს თუ სად იმყოფებოდა და საერთოდ ქუთაისში იყო თუ არა. რადგან ძირითადად ცხოვრობს თბილისში დედასთან და დეიდასთან ერთად, ხოლო მამა და ბებია ცხოვრობენ ქუთაისში და ჩამოდის მათთან პერიოდულად. 2017 წლამდე იმყოფებოდა საზღვარგარეთ, 2017 წლის ნოემბერში დაბრუნდა საქართველოში და აბსოლუტურად ყველა ნაცნობ-მეგობარი მოინახულა, მათ შორის ნ------- ქ-----–--ეც. ბოლოს როდის ნახა ნ------- ქ-----–--ე ვერ იხსენებს. კატეგორიულად გამორიცხა მის მიერ ნ------- ქ-----–--ის დაჭრის ფაქტი და განმარტა, რომ მომხდარის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ იგი დააკავა, მანამდე ფაქტის შესახებ რომ გაეგო, მეგობარს აუცილებლად მოინახულებდა საავადმყოფოში. შ--- შ--------მ განმარტა, რომ არ იცნობს არც მოწმე ვ------ ს---–--ეს და არც პოლიციის თანამშრომელ მ------ რ------ეს. მის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემულ ჩვენებასა და საგამოძიებო ექსპერიმენტის შესახებ განმარტა, რომ გამოძიებას რაც სურდა ის ჩვენება დაწერა და ხელმოწერა ნებისმიერ პირს შეეძლო გაეკეთებინა, ზუსტად არ ახსოვს წინასწარ გამოძიებაში რაიმე დოკუმენტს მოაწერა თუ არა ხელი. საგამოძიებო ექსპერიმენტის შესახებ განმარტა, რომ ადვოკატის გარეშე იქნა გაყვანილი შემთხვევის ადგილზე და მას არაფერი მოუყოლია და არც არაფერი მიუთითებია. ვიდეოთვალის ჩანაწერზე სადაც ჩანს კაპიუშ---წამოფარებული პირი როგორ მისდევს ნ------- ქ-----–--ეს მოსაკლავად, ნახა, მაგრამ აღნიშნული პიროვნება თ---დ არ არის.
ფორმა N1 გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დადგენილია, რომ 1----------–ელს შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ნ------- ქ-----–--ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით.
შეტყობინება N173-ით დადგენილია, რომ 2018 წლის 18 აპრილს 16:07 საათზე ოპერატიულმა მორიგემ გ. ქ-------ემ მიიღო შეტყობინება ხელის რადიოსადგურის საშუალებით პოლიციის პირველი განყოფილების უფროსის გ--- ს---–------ისგან, რომელმაც აცნობა, რომ მას ელ.სმენით აცნობა გამომძიებელმა მ------ რ------ემ, რომ ქუთაისში, ზ-------------------------7-ის უკან მდებარე ტერიტორიაზე შ--- შ--------მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სხეულის დაზიანება მიაყენა ნ------- ქ-----–--ეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნულთან დაკავშირებით ითხოვა ოპერატიული ჯგუფის დახმარება.
N903176 შეტყობინებით დადგენილია, რომ რეგისტრატორმა გოჩა ქ-------ემ რეზოლუცია n-------------- 20:25 დაარეგისტრირა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 18 აპრილს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი გ--- ს---–------ე დაუკავშირდა ხელის რადიოსადგურის საშუალებით და აცნობა, რომ მას ელ. სმენით დაუკავშირდა პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი მ------ რ------ე, რომელმაც განუცხადა, რომ ქუთაისში, ზ----------------------- N27-ის უკანმდებარე ტერიტორიაზე შ--- შ--------მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით სხეულის დაზიანება მიაყენა ნ------- ქ-----–--ეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნულთან დაკავშირებით ითხოვა ოპერატიული ჯგუფის დახმარება.
N901013 შეტყობინებით დადგენილია, რომ 112-ზე მიღებულ იქნა შეტყობინება, რომლის თანახმად 18.04.2018 16:38:44 საათზე, კლინიკა ,,მ-------–------“-ში ქუთაისი, ფ------------ N40 შეყვანილია სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი პირი.
N901521 შეტყობინებით დადგენილია, რომ 112-ზე მიღებულ იქნა შეტყობინება, რომლის თანახმად 18.04.2018 17:20 საათზე, კლინიკა ,,მ-------–------“-ში ქუთაისი, ფ------------ N40 შეყვანილია ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ნ------- ქ-----–--ე, რომელიც დაჭრილია ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში. დახმარება ითხოვა ამავე კლინიკის მენეჯერმა - თ------ ქ--------მ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქუთაისში, ზ-----------------------ში, მდებარე ტანსაცმლის მაღაზიის უკან მდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული მაღაზია მდებარეობს ზ-----------------------ზე მდებარე N27 და N25 საცხოვრებელ ბინებს შორის, მაღაზიის უკანა მხარეს განთავსებულია ავტოსადგომი, რომლის აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით მდებარეობს ავტოფარეხები, აღნიშნული ადგილიდან აღმოსავლეთ მხარე მდებარეობს ი---------------- მდებარე ცხრა სართულიანი საცხოვრებელი ბინა ავტოფარეხებსა და გ------------------- შორის მდებარე ტერიტორია არის ბეტონირებული, ავტოფარეხების წინამდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულია ავტომანქანები, კერძოდ ტოიოტა ვიტსის ფორმის ვერცხლისფერი ავტომანქანა, ნომრით G--------, ასევე თეთრი ფერის რეინჯროვერის ფირმის ავტომანქანა სახ. ნომრით J------, ლურჯი ფერის ოპელი ზენფირა სახ.ნომრით Y------- ოპელის ფირმის ავტომანქანის წინამდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია მეტალის კონსტრუქცია, მაგიდა და ხის გრძელი სკამები, მაღაზია გ--------------------ში მდებარე მაღაზიას უკანა მხარეს გააჩნია გარე პერიმეტრის სამეთვალყურეო კამერები, ასევე სამეთვალყურეო კამერები გააჩნია გ------------------ში საცხოვრებელ ბინის პირველი სართულის არსებულ ფართს, უშუალოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღმოჩენილი და ამოღებული იქნა, ავტოფარეხის და ოპელის ზემფირას ფირმის ავტომანქანის სახ ნომრით Y------ შორის მიწის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მასრის მაგვარი ობიექტი, ერთი ცალი რომელიც მოთავსდა FCD848122 პაკეტში და დაილუქა პაკეტი პაკეტი N1. ავტოფარეხისა და ოპელის ფირმის ავტომანქანის სახ. ნომერი Y------ შორის მიწის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი მასრის მაგვარი ობიექტი, რომელიც მოთავსდა FCD848121 პაკეტში და დაილუქა პაკეტი N2. ავტომანქანა რეინჯროვერი J------, უკანა მხარეს ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მასრისმაგვარი ობიექტი, 1 ცალი, რომელიც მოთავსდა FCD 848120 პაკეტში და დაილუქა პაკეტი N3. ავტომანქანა რეინჯროვერის j------ უკანა მხარეს ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ანაწმენდი, რომელიც მოთავსდა fcd84319 პაკეტში და დაილუქა პაკეტი N4. ავტომანქანა J------ წინა მარცხენა სახურავის წინამდებარე ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული იქნე მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი, რომელიც მოთავსდა FCD848118 პაკეტში და დაილუქა პაკეტი N5. ავტომანქანა რეინჯროვერის J------ წინა მარცხენა სახურავის მეტალის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი რომელიც მოთავსდა FCD848117 პაკეტში და დაილუქა პაკეტი N6. ოპელის ფირმის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით Y------ წინა მარჯვენა მაშუქის გარე ზედაპირიდან ამოღებული იქნე მოწითალო ფერის ლაქა რომელიც მოთავსდა FCD848116 პაკეტში და დაილუქა პაკეტი N7. დათვალიერებული ადგილის მეტალის მაგიდის ქვეშ ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მოყვითალო ფერის პაკეტი წარწერით „сан саныч“, რომელიც მოთავსდა FCD848246 პაკეტში და დაილუქა პაკეტი N8. მოსასვენებელი მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მეტალის კონსტრუქციის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მინის ბოთლი - წარწერით ბორჯომი. მასში არსებული სითხით, რომელიც მოთავსდა FCD848247 პაკეტში და დაილუქა პაკეტი N9. მოსასვენებელი მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის ზედეპირიდან ამოღებული იქნა პოლიეთილოენის ბოთლი წარწერით „კოკა-კოლა“, მასში არსებული სითხით, რომელიც მოთავსდა პაკეტში FCD848248 პაკეტში და დაილუქა პაკეტი N10. მოსასვენებელი მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მინის ბოთლი წარწერით „ბორჯომი“ მასში არსებული სითხით, რომელიც მოთავსდა FCD848250 პაკეტში და დაილუქა პაკეტი N11. მოსასვენებელი მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა შავი ფერის სანთებელა წარწერით „ლუქსეინი“ რომელიც მოთავსდა FCD848249 პაკეტში და დაილუქა პაკეტი N12. მოსასვენებელი მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა სიგარეტის ერთი ნამწვავი წარწერით „პარლამენტი“, რომელიც მოთავსდა FCD848251 პაკეტში და დაილუქა პაკეტი N13. მოსასვენებელი მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა სიგარეტის 1 ნამწვავი წარწერით „ლმ“, რომელიც მოთავსდა FCD848252 პაკეტში და დაილუქა პაკეტი N14. მოსასვენებელი მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა სიგარეტის 1 ნამწვავი წარწერით „ლმ“, ,რომელიც მოთავსდა FCD848253 პაკეტში და დაილუქა პაკეტი N15. დათვალიერება მიმდინარეობდა და დასაბუთებულ იქნა ექსპერტიზის მიერ ნიკონის ფირმის ციფრული ფოტოაპარატით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ერთვის ფოტოილუსტრაცია.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა დ----- ტ-------ემ და ექსპერტმა ო----- ხ-----------მ.
ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ფ-------------------ში შპს კლინიკა ,,მ-------–------–ი“ 21:00 საათიდან - 21:25 საათამდე დროის მონაკვეთში ჩატარდა ამოღება, რა დროსაც, მედდა ნ--- ლ-------ისგან ამოღებულ იქნა: შავი ფერის პოლიეთილენის ცელეფონი, რომელშიც მოთავსებულია ე.წ. ,,ზამშის“ თეთრძირებიანი ერთი წყვილი მამაკაცის ფეხსაცმელი, ერთი წყვილი თეთრი ფერის ,,ნასკი’’, მოლურჯო-მოთეთრო ფერის ტრუსი, რომელსაც წინა მხარეს აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქა, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც წინა და უკანა მხარეს სხვადასხვა ადგილებში აღენიშნება მრავლობითი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, მორუხო ფერის გრძელსახელოებიანი მაისური, რომელსაც ზედა ნაწილში მხრებთან აქვს ლურჯი ფერის ჩანართი, საყელოს წინა მხარეს აღენიშნება შემოჭრის კვალი. მაისურს უკანა მხარეს აღენიშნება ერთი სანტიმეტრის დიამეტრის ორი ცალი ნახვრეტი, მაისურს სხვადასხვა ადგილებში აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის დ----- შ----ის პატაკი შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს პოლიციის პოლკოვნიკ ბ---- ა-------–---–ს, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ: სისხლის სამართლის საქმე N0----------- საქმეზე მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციით წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევ და დამნაშავეთა სამყაროში კრიმინილარული ავტორიტეტის მქონე ნ------- პ-----ს ძე ქ-----–--ეს (დაბ. 1987, რეგ. ქ. ქუთაისში, დ ა----–-----–ის გამზირი N81/79-ში, პ/ნ 6----------) და ასევე კრიმინალური მენტალიტეტის მქონე შ--- რ--------ის ძე შ--------ს (სახელის და გვარის შეცვლამდე გ------- რ--------ის ძე ე------–--ე დაბ: 3---------, რეგ: ქ. ქუთაისში, ნ-----–----------------ში, პ/ნ 6----------) შორის, დაახლოებით ორი კვირის წინ ე.წ. „კრიმინალური გარჩევის“ დროს მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ნ------- ქ-----–--ემ სხვა პირების თანდასწრებით სახის არეში ხელი დარტყა და დედის მისამართით რამდენჯერმე შეაგინა შ--- შ--------ს, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა მისი როგორც დამნაშავეთა სამყაროს წევრის ღირსების ე.წ „ჩესტის“ შეურაცყოფად და გადაწყვიტა შურისძიების მოტივით ნ------- ქ-----–--ის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. რის გამოც 2018 წლის 18 აპრილს დაახლოებით 16:00 საათზე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული შ--- შ-------- „მიცუბიში კოლტის“ მოდელის Q------ სახელმწიფო ნომრის ავტომანქანით მივიდა ქ. ქუთაისში, ზ----------------------- N27 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის უკანა ეზოშიც თანქონებული ცეცხსასროლი იარაღიდან რამოდენიმე გასროლით, ამავე ეზოში მდგარ ნ------- ქ-----–--ეს, შურისძიების მიზნით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ცეცხსასროლი დაზიანებები და იმავე ავტომანქანით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ნ------- ქ-----–--ე გადაყვანილი იქნა ქ. ქუთაისი ფ------------ N40-ში მდებარე შპს „მ---–------------–---------------–---------–------ში“, სადაც გაეწია სამედიცინო დახმარება და დღემდე იმყოფება აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების N113ბ პალატაში. გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. არსებული ინფორმაციით ნ------- ქ-----–--ე, როგორც დამნაშავეთა სამყაროში მაღალი კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირი, არ აპირებს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობას და საგამოძიებო ორგანოსათვის სწორი ინფორმაციის მოწოდებას. ნ-------ი ქ-----–--ე მისი უახლოესი მეგობრების ზ----- ზ-----ის ძე შ----–--ის (დაბ: 1---------, რეგ: ქ.ქუთაისში ზ. გამსახურდიას ქუჩა ქ. N27/101-ში, პ/ნ 6----------) და გ--- კ---ს ძე გ---–--–--ის (დაბ: 1--------- წელს, რეგ: ქუთაისში, ზ გამსახურდიას ქუჩა N27/32-33-ში, პ/ნ 6----------- დახმარებით, რომლებიც ასევე შეესწრენ ნ-------ი ქ-----–--ის დაჭრის ფაქტს, აპირებს და გეგმავს შ--- შ--------ს მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას რა მიზნითაც, საკონტაქტოდ იყენებს მის მფლობელობაში არსებულ 5----------- სააბონენტო ნომრის მქონე მობილურ ტელეფონს და მისი მეუღლის - ქ-------ი ნ---------ს ასულ ლ-------ის (დაბ: 1--------- წელს, რეგ: ქუთაისი შ.ნუცუბიძის ქუჩა N2/2-ში, პ/ნ 6----------) მფლობელობაში არსებულ 5----------- სააბონენტო ნომრის მქონე მობილურ ტელეფონს ასევე, შ--- შ--------ს მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების დეტალებს განიხილავს შპს „მ---–------------–---------------–---------–-----–ი“, N113ბ პალატაში მასთან მოსანახულებლად მისულ, როგორც ზემოთ დასახელებულ ასევე სხვა პირებთან ერთად. თავის მხრივ შ--- შ--------ც და მისი მეგობრობის გ--- ა---------–ის ძე ზ-------–---–ის (დაბ:1--------- წელს, რეგ: ქ. ქუთაისში, კიბულის ქუჩა N5-ში პ/ნ 6----------) და რ-----ი დ---ს ძე ტ--------ას (გვარის შეცვლამდე რ-----ი ხ------ე, დაბ: 1--------- წელს, რეგ: ქ. ქუთაისი ნ. დუმბაძის 21-ე ჩიხი ნომერი ორში, პ/ნ 6----------) დახმარებით ემზადება ნ------- ქ-----–--ის სამეგობროსთან საქმის გარჩევის მიზნით შესახვედრად რა დროსაც საკონტაქტოდ იყენებს მის მფლობელობაში არსებულ, დედამისის რ--------- ე------–--ის (პ/ნ 6----------- სახელზე რეგისტრირებულ 5----------- სააბონენტო ნომრის მქონე მობილურ ტელეფონს და მამამისის რ-------- ე----–-ს ძე ე------–--ის (დაბ: 0--------- წელს, რეგ: ქ. ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირი N55/36-ში, პ/ნ 6----------) მფლობელობაში არსებულ 5----------- სააბონენტო ნომრის მქონე მობილურ ტელეფონს. ამავე ინფორმაციით ზ----- ზ-----ის ძე შ------–--ე სარგებლობს 5----------- სააბონენტო ნომრის მქონე მობილური ტელეფონით, გ--- კ---ს ძე გ---–--–--ე სარგებლობს 5----------- სააბონენტო ნომრის მქონე მობილური ტელეფონით. გ--- ა---------–ის ძე ზ-------–---–ი სარგებლობს 5----------- სააბონენტო ნომრის მქონე მობილური ტელეფონით, ხოლო რ-----ი დ---ს ძე ტ--------ა სარგებლობს 5----------- სააბონენტო ნომრის მქონე მობილური ტელეფონით, რომელთა მეშვეობით აღნიშნული პირები აწარმოებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სატელეფონო საუბრებს, როგორც ერთმანეთთან ასევე ნ------- ქ-----–--ესა და შ--- შ--------ს შორის არსებულ კრიმინალურ გარჩევაში ჩართულ სხვა პირებთან.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ----- შ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურში, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე, მის მოვალეობებში შედის ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების ჩატარება და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. 2019 წლის 19 აპრილს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, მის მიერ შედგენილი იქნა პატაკი. რომლის შინაარსს სრულად ადასტურებს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2018 წლის 21 აპრილს მიიღო კიდევ ერთი ოპერატიული ინფორმაცია, რაც შეეხებოდა შ--- შ--------ს მშობლების სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომრებს ვინაიდან ეს ნომრები საქმისათვის საჭირო შეიძლებოდა ყოფილიყო.
საქმეში წრმოდგენილი დათვალიერების ოქმებით დადგენილია, რომ გამომძიებლის მიერ დათვალიერდა უბნის პასპორტები, სადაც მითითებულია პიროვნების სახელი, გვარი, მისამართი ტელეფონის ნომრები: რ----- ხ------ე, გ--- გ---–--–--ე, ზ-----ი შ------–--ე, შ--- შ-------- ,,ბ--------“, ნ----- ქ-----–--ე, ქ---- ლ-------ე, რ-------- ე------–--ე, გ--- ,,თ---“. მითითებულ პირთა დემოგრაფიული მონაცემები და სხვა სახის პირადი ინფორმაცია, დათვალიერებულ იქნა ვებ.გვერდ. ,,POL.GE“-ის მეშვეობით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ინტერნეტ საიტ ,,pol.ge“-ს მონაცემთა ბაზიდან მიღებული ინფორმაცია, რომ შ--- რ--------ის ძე შ-------- სახელისა და გვარის შეცვლამდე იყო გ------- რ--------ის ძე ე------–--ე (დაბადებული 3--------- წელს პირადი N6----------);
მოწმე ვ------ ს---–--ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ მოწმე ვ------ ს---–--ეს ქუთაისში, ზ---------------------------ში მდებარე მის კუთვნილ მაღაზიაში, წაეკითხა მის მიერ 2018 წლის 18 აპრილს გადმოცემული ინფორმაცია და მიეცა წინადადება ადგილზე ჩვენებით დაედასტურებინა და დაეზუსტებინა გამოკითხვის ოქმის შინაარსი, რომელშიც ვ------ ს---–--ემ განმარტა, რომ სურს ადგილზე ჩვენებით მთლიანად დაადასტუროს და დააზუსტოს გამოძიების პროცესში მისი გამოკითხვისას დაფიქსირებული ინფორმაცია, შემდეგ ვ------ ს---–--ემ მიუთითა მისი კუთვნილი მაღაზიის უკანა მხარეს მდებარე საწყობის განთავსების ადგილზე, სადაც იგი იმყოფებოდა 2018 წლის 18 აპრილს, როდესაც გაიგო გასროლის ხმა, დაინტერესდა რა ხდებოდა გამოაღო კარები, საიდანაც დაინახა, რომ მისი მაღაზიის უკან მდებარე ეზოში არსებულ მაგიდასთან იდგა მუქი ფერის მანქანა და ეზოში მისვლით მიუთითა მისი დგომის ზუსტი ადგილი. შემდეგ განმარტა, რომ აღნიშნულ ავტომანქანასთან გ------- ე------–--ე, რომელსაც მარჯვენა ხელში ეჭირა სასროლი მისდევდა ნ-------ის და ორი ტყვია გაისროლა ნ-------ის მიმართულებით. რის შემდეგაც ნ-------ი ჩაიკეცა იქვე მდგომ თეთრი ფერის ავტომანქანის წინა მარცხენა საბურავთან, რომელიც საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას იგივე ადგილზე დგას რენჯ - როვერის მარკის J------ სახელმწიფო ნომრის მქონე თეთრი ფერის ავტომანქანა. რის შემდეგაც გ------- ე------–--ე გაიქცა ზ--------------------- კორპუსის მიმართულებით, შემდეგ ნ-------ი ჩასვეს თეთრი ფერის ავტომანქანაში და წამიყვანეს. გ------- ე------–--ეს ეცვა კაპიუშ---იანი სპორტული, რომელიც გაქცევის მომენტში გადაძვრა, მას ჰქონდა წვერი და ყელის არეში ეკეთა ნიღბისმაგვარი რაღაც. შემდეგ შეიკრიბა ხალხი, თ---დაც მივიდა ფაქტის ადგილზე და ზემოაღნიშნული თეთრი ფერის ავტომანქანის წინა მარცხენა საბურავთან შეამჩნია სისხლი (ოქმს ერთვის ფოტოილუსტრაცია).
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა კ------- თ----------ემ.
N----------------- მიმართვის წერილითა და N----------------- წერილის პასუხით დადგენილია, რომ შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში შ--- რ--------ის ძე შ--------ს სახელზე არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ ირიცხება.
ამოღების ოქმით დადგენილია, რომ შპს ,,მ---–------------–---------------–---------–-----იდან“ ამოღებულ იქნა ნ------- ქ-----–--ის სამედიცინო დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები, რომლის მიხედვითაც პაციენტის კლინიკური დიაგნოზია: ,,მუცლის ღრუს ორი ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა, თეძოს ნაწლავის მრავლობითი და კოლინჯის ღვიძლის ნაკეცის გამჭოლი დაზიანებები, მარჯვენა თირკმლის გამჭოლი ჭრილობა თირკმლის გარსის დონეზე. ნაღვლის ბუშტის ჭრილობა სანათურის დაზიანებით და ღვიძლის შემხები ჭრილობა. ჰემოპერიტინეუმი, მარჯვენა სხვ-მაჯის გამჭოლი ჭრილობა მარჯვენა ზედა კიდურის მე-5 თითის გამჭოლი ჭრილობა, მე-4 თითის ნაწილობრივი ამპუტაცია. ტრავმული შოკი მე-2, მე-3 ხარისხის“ .
სასამართლო სხდომაზე დაკითხული, ქ. ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრის ქირურგ- ონკოლოგ ვ-–-------- ა-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ჰოსპიტალ ,,მედიქალ სიტიში“ 2018 წლის 18 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, გადიოდა რა სამსახურიდან შეიყვანეს მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი იარები მუცლის ღრუში, პაციენტს ახლდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ყვიროდნენ ,,უშველეთ, დაჭრილიაო“. ზედაპირული გასიჯვისას პაციენტი იყო მძიმე, წნევა ეცემოდა და სასწრაფო ოპერაცია იყო საჭირო, რა დროსაც მის მიერ დაიწყო ოპერაცია, ხოლო დასრულდა მის და ქირურგ ბადრი ალფაიძის მიერ. აღნიშნული პაციენტი მითითებული კლინიკისთვის ცოტა უჩვეულოა, რადგან ხშირად არ ხდება ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი პაციენტების ,,მედიქალ სიტიში“ შეყვანა, მაგრამ ვინაიდან აღნიშნულ საავადმყოფოში მუშაობდა პაციენტის სიდერდრი და პაციენტის მოთხოვნაც იყო ის გადაეყვანათ მოცემულ კლინიკაში, ამიტომ მოხდა მისი შეყვანა აღნიშნულ საავადმყოფოში. პაციენტი იყო გონზე, მაგრამ ექიმებთან კომუნიკაცია არ ჰქონია. დაზიანებები იყო საკმაოდ რთული, ღვიძლის თირკმლის, წვრილი ნაწლავის, ხოლო ხელის კიდურზე არსებული დაზიანება არ იყო სიცოცხლისათვის სახიფათო. დაზარალებულმა ოპერაციის შემდგომ საავადმყოფოში გაატარა დაახლოებით ორი კვირა.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ბრალდებული შ--- შ--------, ექსპერტ-კრიმინალისტი გ------- შ--–------, დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ბ------ გ-----–--ე, დეტექტივ გამომძიებელი ლ-–- ჩ----ე, დადგენილია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე მოწმე შ--- შ--------ს განემარტა მისი უფლებები, მათ შორის ადვოკატის ყოლის უფლება, რომელზეც მან განაცხადა, რომ თანახმაა მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო ექსპერიმენტში და არ სურს ადვოკატის მონაწილეობა. აღნიშნულის შემდეგ მოწმე შ--- შ-------- გაყვანილ იქნა შემთხვევის ადგილზე. მოწმე შ--- შ--------ს ექსპერიმენტში მონაწილე პირების თანდასწრებით ქ. ქუთაისში ზ-------------------------------- საცხოვრებელ კორპუსთან წაეკითხა 2018 წლის 13 მაისს მისი მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი და მიეცა წინადადება დაედასტურებინა ან დაეზუსტებინა იგი. მოწმე შ--- შ--------მ სრულად დაადასტურა ზემოთხსენებულ გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია. აღნიშნულის შემდეგ შ--- შ--------მ მიუთითა ქ. ქუთაისში ზ-------------------------------- საცხოვრებელი კორპუსის უაკანა მხარეს, ეზოში არსებული მეტალის კონსტრუქციის მაგიდაზე, რომელთანაც განთავსებულია ხის მოგრძო სკამები, ხოლო აღნიშნული მაგიდის მოპირდაპირედ მობეტონებული ავტოსადგომი.
შ--- შ--------მ განმარტა, რომ აღნიშნულ სკამზე პირისახით ავტოსადგომისაკენ იჯდა ნ-------ი ქ-----–--ე, რომელსაც იგი მიუახლოვდა ზურგის მხრიდან და განახორციელა პირველი გასროლა მისი მიმართულებით, მანვე მიუთითა ადგილი მაგიდიდან ორი მეტრის მოშორებით, საიდანაც განახორციელა პირველი გასროლა ნ------- ქ-----–--ის მიმართულებით აღნიშნულის შემდეგ შ--- შ--------მ ავტოსადგომზე მიუთითა ადგილი, სადაც მან განახორციელა მეორე და მესამე გასროლა ნ------- ქ-----–--ის მიმართულებით და სადაც ნ------- ქ-----–--ე წაიქცა, აღნიშნულის შემდეგ მანვე მიუთითა ზ---------------------------------ე საცხოვრებელი კორპუსის უკან მდებარე ტერიტორიაზე და განმარტა, რომ გასროლების შემდეგ იგი გაიქცა აღნიშნული კორპუსის უკანა მხარეს განთავსებულ ავტოფარეხების მიმართულებით და ავტოფარეხებს შორის გამავალი გზით წავიდა იმ ადგილისაკენ, სადაც მას თავისი „მიცუბიში კოლტის“ მარკის ავტომანქანა ჰყავდა განთავსებული, აღნიშნულის შემდეგ შ--- შ--------ს მითითებით მიდიან ქ. ქუთაისში ზ. გამსახურდიას ქ-------------–--–--------------ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის წინ მდებარე ელექტრო ბოძთან, სადაც შ--- შ--------მ განმარტა, რომ მას აღნიშნულ ადგილზე ჰყავდა გაჩერებული მისი ოჯახის კუთვნილი “მიცუბიშის კოლტის“ მარკის სახელმწიფო ნომრის Q------ ავტომანქანა. თ---დ იგი თანქონებული „TT“ მოდელის პისტოლეტით შეიარაღებული, ფეხით მივიდა შემთხვევის ადგილამდე, ხოლო მას შემდეგ, რაც სამჯერ განახორციელა გასროლა ნ-------ი ქ-----–--ის მიმართულებით თანქონებული პისტოლეტით დაბრუნდა ზემოხსენებულ ავტომანქანასთან, ჩაჯდა ავტომანქანაში და წავიდა ზ. გამსახურდიას ქუჩის პირველი შესახვევისკენ, ხოლო შემდეგ კი ქ. ქუთაისში რუსთაველის გამზირზე არსებული რუსთაველის ხიდის მიმართულებით. აღნიშნულის შემდეგ შ--- შ--------ს მითითებით მივიდნენ ქ. ქუთაისში რუსთაველის გამზირზე არსებულ რუსთაველის ხიდთან, სადაც მან მიუთითა ხიდის შუა ნაწილი და განმარტა, რომ მან მანქანიდან გადაუსვლელად ხიდიდან მდინარეში გადაყარა შავი ფერის ქურთუკში შეხვეული ტეტეს მოდელის პისტოლეტი და მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. მან ასევე განმარტა, რომ იმ დღეს როცა ნ------- ქ-----–--ეს ესროლა ტანთ ეცვა მუქი ფერის ჯინსის შარვალი სპორტული ფეხსაცმელები და რუხი ფერის კაპიუშ---იანი ზედა მოსაცმელი. ხოლო ნ------- ქ-----–--ეს მუქი ფერის ტანსაცმელი საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა გადაღებული იქნა „ნიკონის ფირმის“ ფოტოაპარატით (ოქმს ერთვის ფოტოილუსტრაცია).
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა უფროსმა დეტექტივ-გამომძიებელმა ჯ------- ი-----ემ, დეტექტივ გამომძიებელმა ლ-–- ჩ----ემ, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ბ------ გ-----–--ემ და ექსპერტმა გ------- შ--–-----მა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა შპს ,,რ------------ს“ მაღაზიის ვიდეოთვალის ჩანაწერი DVD-R დისკზე; შპს ,,დ---------ს“ ვიდეოკამერების ჩანაწერი DVD-R დისკზე; სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრ------–---------------ის’’ ფილიალის ვიდეოთვალის ჩანაწერები;
ბრალდებულ შ--- შ--------ს დაკავების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 მაისს 02:07 საათზე, ქ.ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე, ამავე სახელობის ხიდზე დაკავებულ იქნა ბრალდებული შ--- შ--------. დაკავების ოქმის გაცნობას ხელს აწერს ბრალდებული შ. შ--------.
სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს“ მულტიფროფილურ მ-------–------ და ინფექციურ დაავადებათა მართვის ცენტრი“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N--------ს ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N------ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 24.04.2018წ) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ: ნ------- ქ-----–--ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 1----------–ელს 16:30 საათზე საიდანაც გაეწერა 2--------- წელს 17:00 საათზე დიაგნოზით: მუცლის ღრუს ორი გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა თეძოს ნაწლავის მრავლობითი და კოლინჯის ღვიძლის ნაკეცის გამჭოლი დაზიანებით, მარჯვენა თირკმლის გამჭოლი ჭრილობა თირკმლის კარის დონეზე, ნაღვლის ბუშტის ჭრილობა სანათურის დაზიანებით და ღვიძლის შემხები ჭრილობა, ჰემოპერიტონეუმი, ტრავმული შოკი II-III ხარისხი, მარჯვენა სხივ-მაჯის გამჭოლი ჭრილობა, მარჯვენა ზედა კიდურის მეხუთე თითის გამჭოლი ჭრილობა. მეოთხე თითის ნაწილობრივი ამპუტაცია. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას რენტგენოლოგიური გამოკვლევით მას ასევე დაუდგინდა: სხივის ძვლის დისტალური ბოლოს ხაზოვანი მოტეხილობა შეცილების გარეშე მეხუთე თითის პროქსიმალური და შუა ფალანგის მოტეხილობა. დაზიანებები განვითარებულნი არიან ცეცხსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები მარჯვენა სხივ-მაჯის გამჭოლი ჭრილობა მარჯვენა ზედა კიდურის მეხუთე თითის გამჭოლი ჭრილობა, მეოთხე თითის ნაწილობრივი ამპუტაცია, სხივის ძვლის დისტალური ბოლოს ხაზოვანი მოტეხილობა შეცილების გარეშე, მეხუთე თითს პროქსიმალური და შუა ფალანგის მოტეხილობა. იზოლირებულად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. მუცლის ღრუს ორი გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა ცალ-ცალკე და იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-- გ----------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
ბალისტიკური, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი ტანსაცმლიდან მხოლოდ გრძელსახელოიან მაისურზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთებზე არსებული დაზიანებები ცეცხლნასროლი წარმოშობისაა და განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვების ზემოქმედების შედეგად. აქედან N4 N5 და N6 დაზიანება შემავალია და წარმოშობილია უკანიდან წინ მიმართულებით სროლით. N4 დაზიანება (შუალედური წინაღობის არარსებობის შემთხვევაში) განვითარებულია არა ახლო მანძილიდან სროლით ხოლო N5 და N6 კი ახლო მანძილიდან სროლის შედეგად. N1 N2 და N3 დაზიანება წარმოადგენდნენ გამსვლელ ცეცხლნასროლ დაზიანებებს. წარდგენილ ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე ცეცხლნასროლი დაზიანებებისათვის დამახასიათებელი დაზიანებები გამოვლენილი არ ყოფილა, გარდა მაისურზე არსებული დაზიანებებისა, რომელიც გამოწვეული უნდა იყოს პირველად სამედიცინო დახმარების გაწევის დროს. 1,2,3 გამოსაკვლევ N1 (FCD848122), N2 (FCD848121) და N3 (FCD848120) პაკეტებში (ცალ-ცალკე) მოთავსებული მასრები წარმოადგენენ - სტანდარტულ ქარხნული წარმოების (სავარაუდოდ ჩეხეთში დამზადებულია) „ტოკარევის“ კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის (TT) ასევე რიგი შესაბამისი კონსტრუქციისა და კალიბრის თვით დამტენი და ავტომატური ცეცხსასროლი იარაღისათვის განკუთვნილ 7.62 მმ (7,62X25მმ) კალიბრის, 1930/33წ ნიმუშის საბრძოლო მასალათა კატეგორიაში შემავალ ვაზნების შემადგენელ ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს - მასრებს რომლებიც ნასროლია შესაბამისი კალიბლის და კონსტრუქციის იარაღში, რომელიც უნდა ყოფილიყო 7.62მმ კალიბრის „ტოკარევის“ კონსტრუქციის (TT) სისტემის პისტოლეტი, ან მისი კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად მსგავსი სისტემის იარაღი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა-–---------- ა-----------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: პაკეტში, წარწერით: „2... შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტოფარეხსა და ოპელის მანქანის სახ N------- შორის მიწის ზედაპირიდან ამოღებული ერთი ცალი მასრის მაგვარი ...“ მოთავსებულ მასრაზე არსებული ბიომასალის (ობ. N2) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი განსხვავდება შ--- შ--------ს (ობ. N23; პაკეტი, წარწერით: „.... ბრალდებულ შ--- შ--------საგან აღებული ნერწყვის ნიმუში..“) და ნ------- ქ-----–--ის (ობ. N24; პაკეტი , წარწერით: „.... დაზარალებულ ნ-------ი ქ-----–--ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში ...“) გენეტიკური პროფილებისგან და ეკუთვნის მამრობითი სქესის სხვა პირს, მინორული წილი წარმოდგენილია პარციალურად და გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატულია;
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დანარჩენ ორ მასრაზე (ობ. N1,3; პაკეტები, შტრიხკოდებით : „ FCD848122“ და FCD848120“ ), გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ---- კ--–----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
მოწმეებმა - უფროსმა დეტექტივ გამომძიებელმა ჯ------- ი-----ემ, დეტექტივ-გამომძიებელმა ლ-–- ჩ----ემ, დეტექტივ-გამომძიებელმა თ------ გ-–--ემ, დეტექტივ-გამომძიებელმა გ------- მ------ემ, დეტექტივ-გამომძიებლის ბ------ გ-----–--ემ სრულად დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერება და სისწორე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ობიექტური კრიტიკით, ანალიზითა და შეფასებით შეუძლებელია უტყუარად დადგინდეს, რომ შ--- შ--------მ ჩაიდინა დანაშაული, რომ მოწმეების - ვ------ ს---–--ის და მ------ რ------ის ჩვენებები წინააღმეგობრივი და არასარწმუნოა, საქმეზე ჩატარებული ბალისტიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოს არ უნდა მიეღო მხედველობაში, რომ შ--- შ-------- უდანაშაულოა, პალატა არ იზიარებს, ვინაიდან აღნიშნული მოტივაცია არსებით წინააღმდეგობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ------- ქ-----–--ემ გასროლების შედეგად მიიღო მუცლის ღრუს ორი გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა შინაგანი ორგანოების მრავლობითი დაზიანებით, მარჯვენა სხივ-მაჯის გამჭოლი ჭრილობა, მარჯვენა ზედა კიდურის მე-5 თითის გამჭოლი ჭრილობა და მარჯვენა მე-4 თითის ნაწილობრივი ამპუტაცია.
სააპელაციო პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, შ. შ--------ს მიერ ნ. ქ-----–--ის განზრახ მკვლელობის მცდელობა დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, მასზე დართული ფოტოილუსტრაციებით,შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთიერი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმე ვ------ ს---–--ის ჩვენებით, რომელიც უშუალოდ ფაქტის შემსწრე პირია, ცალსახადაა დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გ------- ე------–--ე იყო ის პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლები განახორციელა ნ------- ქ-----–--ის მიმართ. მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ შ.შ-------- მისდევდა დაზარალებულს და ესროდა ცეცხლასაროლი იარაღიდან. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოწმე ვ. ს---–--ემ დამნაშავე პირის ვინაობასთან დაკავშირებით იმავე დღეს განაცახადა, როგორც პოლიციის განყოფილებაში დაკითვისას და აჩვენა, რომ პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდაბ გასროელბი განახორციელა ნ. ქ-----–--ის მიმართულებით, იყო გ------- ე------–--ე, აღნიშნული მოუთხრო ასევე მასთან მომუშავე პირებს მ------ ჩ-------ას და ქ------- ფ---–----ას, რომელთაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს აღნიშნული ინფორმაცია.
მოწმე მ------ რ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან დაინახა, როგორ მიირბინა ახალგაზრდა კაპიუშ---წამოფარებულმა წვერიანმა მამაკაცმა ავტომანქანასთან, ხელში იარაღისმაგვარი საგნით ჩაჯდა ავტომანქანაში, რა დროსაც გადაძვრა კაპიშ---ი და დატოვა ტერიტორია.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ობიექტურად და საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობაში სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მოწმეების ვ------ ს---–--ის და მ------ რ------ის ჩვენებები და ვ------ ს---–--ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მასზე თანდართული ფოტოილუსტრაციით, ეს ჩვენებები შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ისე საქმეზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის სათვალთვალო ვიდეოჩანაწერებში ასახულ მოვლენებს, ისინი საკმაოდ სარწმუნოდ და დეტალურად წარმოაჩენენ მომხდარის რეალურ სურათს, ასევე ამ დანაშაულის შ--- შ--------ს მიერ ჩადენას. საგულისხმოა, რომ მოწმე მ------ რ------ე არის დანაშაულის შემატყობინებელი პირველი პირი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოს დანაშაულის შესახებ, ეს არის სატელეფონო შეტყობინება, სადაც მან იმთავითვე მიუთითა, გ------- ე------–--ეზე იგივე შ--- შ--------ზე, როგორც ამ დანაშაულის შესაძლო, სავარაუდო ჩამდენ პირზე.
შესაბამისად, პალატა არ ეთანხმება საჩივრის მოტივაციას იმის შესახებ, რომ მ. რ------ის ჩვენება არასარწმუნოა. პალატა ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც მ. რ------ე დეტალურად აღწერს, თუ რა მომენტში დაინახა შ.შ--------ს სახე, პალატა არ იზიარებს დაცვის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოწმე ვ. ს---–--ის ჩვენება წინააღმდეგობაშია ვიდეოჩანაწერთან და რომ ვ. ს---–--ე გასროლის მომენტში პირის დანახვას ვერ მოასწრებდა, ვინაიდან გასროლები განხორციელდა წამიერი ინტერვალით; აღნიშნულს პალატა არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე განხორციელდა სამი გასროლა. დაზარალებულის ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მასრების განლაგება, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ. ქ-----–--ისათვის მიყენებულ დაზიანებათა ლოკალიზაცია, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულის მიმართ პირველი გასროლა განხორციელდა იმ ვითარებაში, როდესაც იგი იჯდა სკამზე, ხოლო შემდეგი ორი გასროლა განხორციელდა გაქცევისას. აქვე, საყურადღებოა ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად გამოსაკვლევად წარდგენილ გრძელსახელოიან მაისურზე ერთი დაზიანება განვითარებულია არაახლო მანძილიდან სროლით, ხოლო ორი დაზიანება კი ახლო მანძილიდან სროლის შედეგად.
პალატა ასევე ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ შ--- შ--------ს მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, თანდართული ფოტოილუსტრაციით, რომლებზეც აღბეჭდილია ამ ექსპერიმენტის მიმდინარეობა (უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის N561აპ-15 განაჩენი) ამ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებულია კონკრეტული ადგილები, მიმართულებები თუ როგორ მივიდა შემთხვევის ადგილზე შ--- შ--------, სად ჰყავდა მას ა/მ გაჩერებული, რა მიმართულებით წავიდა შემდეგ ავტომანქანით შემდეგ სად გაჩერდა და მოიშორა თავიდან იარაღი. ამდენად, მან მიუთითა კონკრეტული ადგილები და შესაბამისად საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოადგენს რელევანტურ მტკიცებულებას, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ადასტურებს შ--- შ--------ს მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.
ამდენად, პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ შ.შ--------ს და დაზარალებულ ნ.ქ-----–--ის მიერ მიცემულ ჩვენებებს, ვინაიდან არადამაჯერებელი, არასანდოა და არსებით წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს იმის თაობაზე, რომ მსჯავრებულისა და დაზარალებულის პოზიცია გაცხადებულია მხოლოდ ერთი მიზნით - მოხდეს შ. შ--------ს მიმართ პასუხისმგებლობის არიდება და ურთიერთშორის ანგარიშსწორება კანონის გვერდის ავლით.
საქმეში წარმოდგენილია ფარული მიყურადების (კრებსები) მასალები, რომლებიც ადასტურებენ სიტუაციის გარკვევის, სამაგიეროს გადახდის და ასევე შ--- შ--------ს ქვეყნიდან გაყვანის ინფორმაციას. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორი შეფასება მისცა საქმეზე დაკითხული მოწმეების: ზ. შ----–--ის, მ. კ--------ის, თ. მ---------ის და გ. გ---–--–--ის ჩვენებებს. ისინი არიან როგორც დაზარალებულის, ასევე მსჯავრდებულის ნაცნობები და ახლობლები და მათი ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარეს არც კი უცდია სასამართლო პროცესზე დაზარალებულ ნ. ქ-----–--ის წარმოდგენა, აღნიშნულს პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ მას შემდეგ რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მეშვეობით და დახმარებით, არსებითი განხილვის პროცესში ამოიწურა დაზარალებულის სასამართლოში გამოცხადების და დაკითხვის კანონით დადგენილი ყველა შესაძლებლობა, მხოლოდ ამის შემდეგ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე საჯაროდ იქნა გამოქვეყნებული დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი, შესაბამისად გამოკვლეულ იქნა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია.
დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ბალისტიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან და ექსპერტ ა. ა-----------ის ჩვენების შეფასებასთან დაკავშირებით. საქმეზე თავის დროზე, გამოძიების ეტაპზე დანიშნული იყო კომპლექსური ექსპერტიზა, იგი მოიცავდა ბალისტიკას, ტრასოლოგ--ს, ბიოლოგ--ს; დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, სხვა მტკიცებულებებთან ერთად გაეცვალა დაცვის მხარეს, საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით (იხ. ოქმი შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, ტ.6 ს.ფ. 221-224); აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა ვერ იქნა წარმოდგენილი წინასასამართლო სხდომამდე 05 დღით ადრე, ვინაიდან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ საგამოძიებო ორგანოს დასკვნა გადაეგზავნა 2019 წლის 30 იანვარს N---------- მომართვით, ხოლო გამომძიებლის მიერ პროკურორს აღნიშნული დასკვნა გადაეგზავნა 2019 წლის 31 იანვარს, იმავე დღეს, საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის საფუძველზე ბრალდების მხარემ როგორც დამატებითი მტკიცებულება, ექსპერტიზის დასკვნა, წარადგინა სასამართლოში თანდართულ მიმართვებთან ერთად. ეს მიმართვები ასახავდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ საგამოძიებო ორგანოში როდის იქნა გადაგზავნილი და მიღებული აღნიშნული დასკვნა და პროკურატურაში როდის იქნა გამოგზავნილი იგი. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულება დაშვებული და გამოკვლეული იქნა საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით. რაც შეეხება ექსპერტ ალ. ა-----------ის ჩვენებას, რომელმაც ჩაატარა აღნიშნული კვლევა, მან დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი და ამოღებული სამი ცალი მასრა არის ტტ-ს სისტემის პისტოლეტისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის შემადგენელი ნაწილი, განასროლი მასრები, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით გასროლილია ტტ სისტემის იარაღში ან მსგავსი სისტემის იარაღში. მის მიერ ჩატარებულ იქნა მიკროსკოპული კვლევა, ამ კვლევის მიხედვით დაზარალებულის ტანსაცმელზე მითითებული და აღმოჩენილი დაზიანებები არის ცეცხლნასროლი ხასიათის.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა შ.შ--------ს ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში, რა დროსაც შეაფასა არა მარტო მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების ლოკალიზაცია და სიმძიმე, არამედ, მათი რაოდენობა და დამნაშავის მოქმედება უშუალოდ დანაშაულის ჩადენის შემდეგ.
რაც შეეხება შ--- შ--------ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებას, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს ამ ნაწილშიც და მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა დაცვის მხარის აპელირება იმ საკითხით, რომ ვინაიდან ამოღებული არ არის დანაშაულის ჩადენის იარაღი, ვერ მოხდება წარდგენილი ბრალდების დადასტურება. აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილ მთელ რიგ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დაზარალებულ ნ. ქ-----–--ის, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, ვიდეოთვალის ჩანაწერებით და სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია შ.შ--------ს მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება წარდგენილი კვალიფიკაციით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ შ--- შ--------მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი შ--- შ--------ს მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ შ--- შ--------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების, ფ------ ც---–---ის, ი--- გ--------ის და დ--–- ს---–-----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
შ--- შ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ შ--- შ--------ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
შ--- შ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 14 მაისიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები: -შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანა რეინჯროვერის j-------ის უკანა
მხარეს ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანა რეინჯროვერის j-------ის წინა მარცხენა საბურავის წინამდებარედ ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანა რეინჯროვერის j-------ის წინა მარცხენა საბურავის მეტალის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ოპელის ფირმის ავტომანქანის სახ N------- მარჯვენა წინა მაშუქის გარე ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მოსასვენებელ ადგილზე განთავსებული მაგიდის ქვემოთ ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული ყვითელი ფერის პაკეტი წარწერით "სან სანიჩ", შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეტალისკონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული მინის ბოთლი წარწერით "ბორჯომი" მასში არსებული სითხით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული პოლიეთილენის ბოთლი წარწერით "კოკა-კოლა" მასში არსებული სითხით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული მინის ბოთლი წარწერით "ბორჯომი", მასში არსებული სითხით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული შავი ფერის სანთებელა წარწერით "ლუქსეით"; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის მიმდებარედ ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული სიგარეტის 1 ნამწვი წარწერით "პარლამენტ"; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის მიმდებარედ ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული სიგარეტის 1 ნამწვი წარწერით "ლმ"; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მეტალის კონსტრუქციის ოვალური ფორმის მაგიდის მიმდებარედ ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული სიგარეტის 1 ნამწვი წარწერით "ლმ"; შ--- შ--------საგან აღებული ხელის თითებისა და ხელის გულების ანაწმენდები, საკონტროლო ნიმუშთან ერთად, ბრალდებულ შ--- შ--------საგან აღებული ნერწყვის ნიმუში, დაზარალებულ ნ------- ქ-----–--ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ბრალდებულ შ--- შ--------საგან აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ნახჭის ნიმუში ერთ დაქტილობარათზე - განადგურდეს;
3 (სამი) ცალი მასრა - გადეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს;
ნ------- ქ-----–--ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს, ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
დისკები დალუქული 13 (ცამეტი) პაკეტად, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მარინა სირაძე
მოსამართლეები მარინე იმერლიშვილი
ვერა დოლიძე