1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, −
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) ჯგუფურად;
ე) არაერთგზის, –
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს 2012 წლის 12
ივნისის
კანონი №643
– ვებგვერდი,.0
.2012წ.
საქართველოს 2015
წლის
თებერვლის კანონი №3052 - ვებგვერდი, 26.02.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის
კანონი
№754
- ვებგვერდი, 24.05.2017წ.
საქართველოს 2017 წლის
4 მაისის
კანონი
№763
- ვებგვერდი, 25.05.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 30
მაისის
კანონი №2395
–
ვებგვერდი, 08.06.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30
ნოემბრის
კანონი №3772
–
ვებგვერდი, 14.12.2018წ.
თავი XXI
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 30.11.2018 კანონი №3772
- 30.05.2018 კანონი №2395
- 04.05.2017 კანონი №763
- 04.05.2017 კანონი №754
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1261. ოჯახში ძალადობა 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, − ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; გ) ორი ან მეტი პირის მიმართ; დ) ჯგუფურად; ე) არაერთგზის, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №643 4 – ვებგვერდი, 25 .0 6 .2012წ. საქართველოს 2015 წლის თებერვლის კანონი №3052 - ვებგვერდი, 26.02.2015წ. თავი XXI ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნაშექმ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №2კ-150აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2026
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო პროკურორის საკასაციო საჩივარს განიხილავს საქართველოს სსკ-ის 111, 381¹-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის კანონიერებისა და სამართლიანობის, აგრეთვე – საქართველოს სსკ-ის 126¹-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებების ფარგლებში, ვინაიდან აღნიშნულ ეპიზოდებთან მიმართებით კასატორი ითხოვს ბ.
- საქმე №2კ-928აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.03.2026
იმავდროულად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას საქართველოს სსკ-ის 126¹-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მ დ–ის მსჯავრდების შესახებ და მიიჩნევს, რომ 2022 წლის 24 იანვრიდან 2022 წლის 25 აპრილამდე პერიოდში, მ დ–ი სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა შ.
- საქმე №2კ-779აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.01.2026
ჯ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126¹-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
- საქმე №2კ-14აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.06.2018
ქ, - დაბადებული --- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126¹-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
- საქმე №2კ-601აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.04.2018
წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126¹-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათით, რაც…
- საქმე №010100117002098558 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 31.05.2018
- საქმე №180100119003012465 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 16.07.2019
- საქმე №030100118002582499 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 03.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება