თავი XXI — ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა
სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შესახებ სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის შეუტყობინებლობა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2017 წლის 1
ივნისის
კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017
მთავარი მონაცემები
სასჯელიჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.06.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
საქმე №2კ-1282აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.02.2025
…ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. მ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა: 1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის განაჩენით ა. პ–ი, – დაბადებული.........., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2. სასამართლომ…
საქმე №2კ-189აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.06.2024
…დ. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა: 1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის განაჩენით დ. პ-ი, - და გ. მ-ი, - ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 129-ე მუხლით და მიესაჯათ: დ. პ-ს – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით…
საქმე №2კ-1959-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.12.2013
…ორგანოს გადაწყვეტილებით 2012 წლის 24 სექტემბერს ამოღებულ იქნა იურიდიული პირების ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან, როგორც საზოგადოება, რომელმაც ფაქტობრივად შეწყვიტა საქმიანობა, 2001 წლის 8 აგვისტოს ფედერალური კანონის 21.1, 129 მუხლების საფუძველზე“. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტი არასაკმარისად უნდა ჩაითვალოს შპს,,-“ ლიკვიდაციის ფაქტის დასადგენად, რადგან ცალსახად არ ჩანს…
საქმე №2კ-116აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.04.2007
…საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ბ. გ-ას გამართლებას იმ მოტივით, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, განაჩენი გამოტანილია საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევებით, კერძოდ: დაირღვა საქართველოს სსსკ-ის მე-10, 111-ე და 129-ე მუხლების მოთხოვნები, 145-ე მუხლის მოთხოვნა _ კომპეტენტური პირების მიერ დაუყოვნებლივ არ იქნა შედგენილი ბ. გ-ას დაკავების ოქმი. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:…
საქმე №2კ-204დად.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2004
…დირექტორის წარდგინება მსჯავრდებულ მ. შ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. აღწერილობითი ნაწილი: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 20 იანვრის განჩინებით მ. შარაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 129-ე მუხლით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მ. შ-ძე სასჯელს იხდის 2003წ. 11…
საქმე №2კ-83აპ.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.03.2004
საქმე №2კ-1კოლ.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.01.2004
საქმე №3გ/ად-12-გ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.07.2001
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 129, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-129/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია