კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 204-დად 15 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისიU
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ მ. შ-ს კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 მაისის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გეგუთის ¹8 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება მსჯავრდებულ მ. შ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 20 იანვრის განჩინებით მ. შარაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 129-ე მუხლით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მ. შ-ძე სასჯელს იხდის 2003წ. 11 თებერვლიდან. სასჯელის მოხდას იგი დაასრულებს 2005წ. 11 თებერვალს. სასჯელის 1/2 მან მოიხადა 2004წ. 11 თებერვალს.
2004წ. 7 მაისს გეგუთის ¹8 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მ. შ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება.
წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ 2004წ. 21 მაისის დადგენილებით წარდგინება არ დააკმაყოფილა.
მსჯავრდებული მ. შ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს დადგენილების გაუქმებასა და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას.
პროკურორი ო. რ-ა ითხოვს მსჯავრდებულ მ. შ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეამოწმა წარმოდგენილი მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა პროკურორს და მიიჩნია, რომ სასამართლოს დადგენილება უნდა გაუქმდეს და წარდგინება მსჯავრდებულ მ. შ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მ. -ძე სასჯელს იხდის 2003წ. 11 თებერვლიდან. მან სასჯელის 1/2 მოიხადა 2004წ. 11 თებერვალს.
გეგუთის ¹8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია მ. შ-ეს დადებითად ახასიათებს. სასჯელის მოხდის პერიოდში იგი დასჯილი არ ყოფილა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებული გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მ. შ-ეს შეფარდებული სასჯელიდან _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამჟამად მოსახდელად დარჩენილი აქვს 6 თვე და 27 დღე, არის თავაზიანი, მეგობრობს დადებითი ორიენტაციის მსჯავრდებულებთან, მიზანშეწონილად მიიჩნევს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 მაისის დადგენილების გაუქმებასა და მ. შ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 მაისის დადგენილება გაუქმდეს და მ. შ-ძე სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლდეს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.