თავი XXI — ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა
დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2017 წლის 1
ივნისის
კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017
მთავარი მონაცემები
სასჯელიჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.06.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
საქმე №2კ-26აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2026
…სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით (2025 წლის 6 მარტის რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 128-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა…
საქმე №2კ-630აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.12.2025
…– საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით; ხოლო დაზარალებული პირისათვის დახმარების გაწევასთან მიმართებით – ვინაიდან ა. მ-ი დაეხმარა პირს, რომლისათვის დახმარება ევალებოდა-შეეძლო, მის მიმართ დევნა, იმავდროულად, არ დაწყებულა საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით, რასაც ადგილი ექნებოდა – აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. 20.3. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ…
საქმე №2კ-660აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.10.2025
…დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, მაშინ როდესაც მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით. 2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 31 იანვრის განაჩენით თ. ლ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:…
საქმე №2კ-433აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.09.2025
…დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით. 2. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით თ. ბ–ი საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა…
საქმე №2კ-25აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.05.2025
…დასაშვებობის საკითხი და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა: 1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 თებერვლის განაჩენით დ. პ-ი, დაბადებული ---, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით – 1 წლით, 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით კი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის…
საქმე №2კ-1224აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2025
საქმე №2კ-1225აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.03.2025
საქმე №2კ-1166აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.02.2025
საქმე №ბს-935(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2025
საქმე №2კ-944აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.01.2025
საქმე №2კ-17-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.01.2025
საქმე №2კ-240-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.12.2024
საქმე №2კ-767აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.10.2022
საქმე №2კ-19-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.04.2022
საქმე №2კ-917აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.01.2022
საქმე №2კ-554აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.12.2021
საქმე №2კ-391აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.10.2021
საქმე №2კ-204აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.06.2021
საქმე №2კ-195-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.03.2021
საქმე №2კ-617აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.05.2018
საქმე №2კ-10აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.06.2017
საქმე №2კ-297აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.10.2016
საქმე №2კ-194აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.09.2016
საქმე №2კ-316აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.06.2016
მუხლი 48. დანაყოფის თვითნებური მიტოვება— საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 128, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-128/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია