1. დანაყოფის თვითნებური მიტოვება, აგრეთვე დანაყოფში დანიშვნის, დანაყოფიდან დათხოვნის ან გადაყვანის დროს, მივლინებიდან, შვებულებიდან ან სამკურნალო დაწესებულებიდან სამსახურში საპატიო მიზეზის გარეშე ორ დღე-ღამემდე ვადით გამოუცხადებლობა – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – კონტრაქტის შეწყვეტას.

2. დანაყოფის თვითნებურად მიტოვებად ჩაითვლება იმ ტერიტორიის მიტოვება, სადაც სამხედრო მოსამსახურე ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებ