1. სამხედრო ქვედანაყოფის თვითნებური მიტოვება ორ დღე-ღამემდე ვადით, აგრეთვე, ნაწილში დანიშვნის, ნაწილიდან დათხოვნის ან გადაყვანის დროს, მივლინებიდან, შვებულებიდან ან სამკურნალო დაწესებულებიდან სამსახურში საპატიო მიზეზის გარეშე ორ დღე-ღამემდე ვადით გამოუცხადებლობა – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ადმინისტრაციულ პატიმრობას.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, სამსახურიდან დათხოვნას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.
შენიშვნა: ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ წესდების 215-ე და 216-ე მუხლებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის შემთხვევებზ