1. სამხედრო ქვედანაყოფის თვითნებური მიტოვება, აგრეთვე ნაწილში დანიშვნის, ნაწილიდან დათხოვნის ან გადაყვანის დროს, მივლინებიდან, შვებულებიდან ან სამკურნალო დაწესებულებიდან სამსახურში საპატიო მიზეზის გარეშე ორი დღე-ღამემდე ვადით გამოუცხადებლობა, –

გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –

გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამსახურიდან დათხოვნა