1. კადრის ოფიცრის მიერ სამსახურის თვითნებური მიტოვება ორ დღე-ღამემდე ვადით, აგრეთვე, ნაწილში დანიშვნის, ნაწილიდან დათხოვნის ან გადაყვანის დროს, მივლინებიდან, შვებულებიდან ან სამკურნალო დაწესებულებიდან სამსახურში საპატიო მიზეზის გარეშე ორ დღე-ღამემდე ვადით გამოუცხადებლობა – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, გაფრთხილებას არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის შესახებ.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, სამსახურიდან დათხოვნას.
შენიშვნა: ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ წესდების 257-ე და 258-ე მუხლებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის შემთხვევებზ